1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» აკაკი წერეთელი: ნინოობას

იტირე, მიწავ, სამშობლოვ!
ზარი აუშვი, ზეცაო!
ისტორიულმა ღვთის რისხვამ
დღეს ჩვენთვის იორკეცაო!..

ენაც წაგვართვეს და რჯულიც,
ნათელი რამღა გვფინოსო?
„თამარ“ მონათლეს „თამარად“,
„ნინა“ დაარქვეს ნინოსო!

სად არის კუბო თამარის,
ქვეყნისგან ნაამბორისა?
ვის ხელში არის საფლავი
ნინო მოციქულთ-სწორისა?..

სადღაა ჯვარი ვაზისა,
შეკრული წმინდის თმებითა?
დასდუმდა მისი ტროპარიც,
ქართულის კილო-ხმებითა!

ქრისტეს სახელით ქრისტეს სჯულს
წვალება შემოერია,
და ჩვენს ეროვნულ ფიცარზე
„ქართველი“ აღარ სწერია!

ვიტიროთ?!… არა! ვაჟკაცსა
არ შვენის ცრემლით გლოვანი!..
„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!“

1891წ.

XIX საუკუნეში რუსეთმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და აკრძალა ქართულად წირვა-ლოცვის ჩატარება. ასევე აკრძალა ქართული სახელების დარქმევა და ქართული გვარ-სახელების რუსულ ყაიდაზე გადაკეთება იწყო. ქართული ეკლესია-მონასტრები რუსების ხელში გადავიდა. მრავალ სხვა სიწმინდესთან ერთად მათ საქართველოდან წარიტაცეს წმინდა ნინოს ვაზის ჯვარიც, რომლითაც მოციქულთა სწორმა ქართველნი ქრისტეს რჯულზე მოაქცია (წმინდა ნინოს ჯვარი მხოლოდ მოგვიანებით დააბრუნეს საქართველოში). სწორედ ამ უბედობას დასტიროდა აკაკი, როცა ამ ლექსს წერდა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› §20 წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა

490
მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია:
“თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია”.
მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია;
მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემ თანა მომავალია.
491
მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად.
აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის-ცემისად;
ხელი › › ›

DU