1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» აკაკი წერეთელი: ნათელა

ნაწყვეტი პოემიდან

„ჩანგურს სიმები გავუბი,
მოვმართე ნელა-ნელაო;
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
ოდელა-დელა-დელაო!“

თავის ჰანგებზე თავის ხმით
წკრიალებს ერთად ყველაო,
რომ არ გაფუჭდეს ჩანგური:
„ოდელა-დელა-დელაო!“

ჩანგური საქართველოა,
სიმები ჩვენ ვართ ყველაო,
სხვადასხვა კუთხის მცხოვრები:
„ოდელა-დელა-დელაო!“

ჩვენც ხომ სიმების სისუსტემ
სინათლე დაგვიბნელაო!..
ბნელში რა სასიმღეროა:
„ოდელა-დელა-დელაო!“

შორიდან შემოგვეპარა
მტერი, ვით ტურა-მელაო
და სულ სხვა ხმებზე გვამღერებს,
არ მოსწონს „დელა-დელაო!“

მწერიც კი ცხოვრობს თანხმობით,
ფუტკარი… ჭიანჭველაო!..
და ჩვენ რათ ვმღერით ცალ-ცალკე:
„ოდელა-დელა-დელაო!“

ერთობა ჩვენთვის ტახტია,
მტრებისათვის – სახრჩობელაო!..
მტრებს „ვაი დედა“ ვაძახოთ
და ჩვენ ვთქვათ: „დელა-დელაო!“

კმარა! ამდენმა ცრემლებმა
სიმები დამისველაო!
ვერც ვუკრავ!.. ვეღარცა ვმღერი:
„ოდელა-დელა-დელაო!“

1897წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› James Corbett: მეტალოხელოვანი

ავსტრალიელი 46 წლის მხატვარი ჯეიმს კორბეტი (James Corbett) საინტერესო ხელოვნებას ეწევა. იგი ძალიან ცოცხალ და შთამბეჭდავ ქანდაკებებს ქმნის, საინტერესო და ორიგინალობა კი მდგომარეობს იმაში, რომ იგი ამ ხელოვნების ნიმუშებს ავტოსასაფლაოებზე › › ›

DU