1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» აკაკი წერეთელი: მომაკვდავის ფიქრები

თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს
ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!..
მოდი, ჯალათო, შენი მახვილი
შეუბრალებლად ზედ გულზე დამჰკარ!

ყოველი წვეთი ჩემი სისხლისა
თუკი გამოზრდის მამულიშვილსა,
ცოდვა არ არის, რომ მოვერიდო
მაშინ მე ტანჯვას და თვით სიკვდილსა?

არა! სიკვდილი ვერ შემაშინებს,
მომზადებულსა მამულის მსხვერპლსა!
მზად ვარ შევსწირო სული და ხორცი
და სამშობლოზე ვჰყრიდე თვით ფერფლსა!

თუმცა პირადი ჩემი ცხოვრება
ყოველთვის იყო ტანჯვა-ვაება,
მაგრამ სიკვდილში ვჰპოვებ სიცოცხლეს
და ის იქნება თვით უკვდავება,

თუკი იმედი მე საიქიოს
გამყვა უკეთეს მომავალისა,
რომ ჩემს შემდეგი შთამომავლობა
იქნება შემგნე თვისის ვალისა!

დიახ! თუ მოძმეთ გამოადგება
ჩემი სიკვდილი, მზადა ვარ მეცა…
გამოღვიძებულს სურვილს ქვეყნისას
ხელს მოუმართავს, მრწამს მე, თვით ზეცა!..

1911წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

29 votes, average: 4.03 out of 529 votes, average: 4.03 out of 529 votes, average: 4.03 out of 529 votes, average: 4.03 out of 529 votes, average: 4.03 out of 5

› §4 ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

84
ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
და ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.
85
მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
ვეფხის › › ›

DU