1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» დემეტრე I

საქართველოს მეფე 1125-1155 წლებში, ძე დავით IV აღმაშენებლისა. დემეტრე მამის სიცოცხლეშივე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო საქმეებში. იბრძოდა დიდგორის ომში და მონაწილეობდა შარვანისათვის ბრძოლაში. 1125-1128 წლებში მიუხედავად თურქ-სელჩუკთა ენერგიული წინააღმდეგობისა, დემეტრე I-მა შეძლო მათ მიერ დავით აღმაშენებლის სიკვდილისთანავე მიტაცებული დმანისისა და ხუნანის დაბრუნება. 1130 წელს მეფის წინააღმდეგ მოეწყო აჯანყება. წყაროები არ იძლევიან იმის საშუალებას, რომ დავადგინოთ, თუ ვინ ეცილებოდა დემეტრეს სამეფო ტახტს. შესაძლოა ეს იყო მისი ნახევარძმა ვახტანგი (ცუატა). ქვეყნის შიგნით გართულებული ვითარებისა და მძიმე საერთაშორისო მდგომარეობის გამო, დემეტრე I იძულებული გახდა, ანისი, ყმადნაფიცობის და ქალაქში ქრისტიანთა პრივილეგიების დაცვის პირობით, მაჰმადიანი მმართველებისათვის (შედადიანთა მემკვიდრეებისათვის) დაეთმო. 1138 წელს დემეტრე I-ის სარდლობით ქართველთა ლაშქარმა აიღო განძა და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში ჩამოიტანე (დღემდე დაცულია გელათის მონასტერში). იმავე წელს მეფემ სიკვდილით დაასჯევინა თავისი ნახევარძმა – ტახტის მოცილე ვახტანგი (ცუატა). ამის შემდეგ ქვეყანაში დროებითმა სიმშვიდემ დაისადგურა. დაახლოებით 1150 წელს დემეტრეს წინააღმდეგ რომელიც იყო “მარჩეველი ძისა უმცროსისა” შეთქმულება მოაწყო უფროსმა ძემ დავითმა, მეფემ ადვილად დაამარცხა შეთქმულნი, თუმცა არავინ დაუსჯია. 1155 წელს დავით უფლისწულმა მოახერხა ტახტის ხელში ჩაგდება და დემეტრე I იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო დავით გარეჯას. დემეტრეს ჩამოგდებას ტახტიდან, მისი მომხრეებისა და მოხელეების გადაყენება მოჰყვა. დავით V-მ ორბელებს ამირსპასალარობა წაართვა და მამამისის მიერ დატყვევებულ და მის მიერ განთავისუფლებულ თირქაშ აბულეთის ძეს გადასცა. დავითის ამ ღონისძიებებმა მოწინააღმდენგეთა მრავალრიცხოვანი წრე შექმნა, რომლებიც თავს იყრიდნენ მისი ძმის, გიორგის გარშემო. დავით-გარეჯში ბერად აღკვეცილ დემეტრესაც საიდუმლო კავშირი ჰქონდა გაბმული მათთან. დავით V გამეფებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. (1156 წ.). დემეტრე კვლავ გამეფდა და უმცროსი ძე გიორგი დაისვა თანამოსაყდრედ. თუმცა იმავე წელს გარდაიცვალა და გიორგი III ერთპიროვნული მბრძანებელი შეიქმნა.საყურადღებოა დემეტრე I-ის სამწერლო შემოქმედება. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. დემეტრე I-ის “შენ ხარ ვენახი” დღესაც ცოცხალი საგალობელია.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› Toyota Auris-ზე მუხრუჭის შეცვლა

ესეიგი როგორც ვიცით ტოიოტას მარკის ავტომობილებს რა თქმაუნდა იგულისხმება ლექსუსიც ყველა მათგანს თითქმის ერთნაირად აქვთ მოწყობილი სამუხრუჭე სისტემა, ხოდა ამ ჩანაწერში დეტალურად ფოტოების საშვალებით გაჩვენებთ თუ როგორ გამოუცვალოთ მუხრუჭები შემდეგ › › ›

DU