1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» აკაკი წერეთელი: გაზაფხული

დღეს მერცხალი შემოფრინდა,
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
„გაზაფხული! გაზაფხული!“
გულს იმედი დამესახა.

მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა!
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!

სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი…
ვსთქვი თუ: „გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!

„მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახამ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა.

„დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად: „ტია, ტიას!“

1881წ. 1 მარტი

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ნონა ამბობს:
    16 მარტი, 2014წ. 16:08სთ.

    მაგარია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 1.50 out of 52 votes, average: 1.50 out of 52 votes, average: 1.50 out of 52 votes, average: 1.50 out of 52 votes, average: 1.50 out of 5

› ხვრელი გვატემალაში

2010 წლის 23 თებერვალს, გვატემალაში, სანტ-ანტონიოს რაიონში, ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაური რამ მოხდა, უცებ სამი სახლი ჩაიტანა მიწამ და რამოდენიმე ადამიანიც იმსხვერპლა, რომელთა გვამები დეღესაც ვერ იპოვეს.
როგორც ზემოთ ვთქვი ეს › › ›

DU