1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» აკაკი წერეთელი: ჩანგური

მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს გული წმინდა,
გულს იმედით ახურებდეს!

ერთი ჰქონდეს მას საგანი:
ჰარმონია მისი ხმების,
ცხოვრებაში იყოს ბანი
ხან ლხენის, ხან მწუხარების!

აღტაცებით სიმთა ჟღერა
გამოსცემდეს მაგნიტის ხმას
და მაზედაც ჩემი მღერა
ორხმოვანად გამოისმას,

რომ დაჩაგრულს იმ სიმღერით
თვალთ ცრემლები ეშრობოდეს
და მჩაგვრელს კი გულში ძგერით
ლახვარივით ესობოდეს!..

მაშინ მხოლოდ ამ ჩემ ჩანგურს
აშორდება უქმად გდება,
და, ვინც გრძნობით დაუგდებს ყურს,
ვფიცავ, არც ის მოტყუვდება!

გამიქვავდეს მაშინ ენა,
თუ რომ ვინმეს მივეფერო
და გამიხმეს ეს მარჯვენა,
თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!..

რაგინდ ბედით ვიყო კრული,
საშინელიც მექნეს ბოლო,
არ შედრკება ჩემი გული,
გინდა ქვითაც ჩავიქოლო!

სხვისი ლხენით რომ ვიხარებ,
თუ რომ ჩემ თავს დავრჩი ავად,
და მაინც არ აღვიარებ
შავს თეთრად და თეთრსა შავად!..

მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა,
და გულს წრფელად ახურებდეს!

1871წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. თეო ამბობს:
    3 მარტი, 2013წ. 20:12სთ.

    გთხოვთ დაწერეთ ამ ჩანგურის ანალიზი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ანა ამბობს:
    27 აპრილი, 2014წ. 14:40სთ.

    აუუუ ხო რააა დაწერეთ ანალიზიიიი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

6 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 5

› შიო გვეტაძე: მონანიება – თავი V

სახლი, რომელშიაც ნატალია დევიძე ცხოვრობდა, სადღეღამისო თვალთვალქვეშ იქნა აყვანილი. ბალანჩივაძემ ისე გაანაწილა ოპერატიული მუშაკები, რომ ყოველგვარი შემთხვევითობა თავიდან აცილებული ყოფილიყო. სახლს ორი შესასვლელი ჰქონდა –სადარბაზო და ეზოდან.მეორე სართულის 2 › › ›

DU