1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» აკაკი წერეთელი: ახლანდელი პოლიტიკა

მოლამ, ყანდმა და ახუნდმა
შეჰკრეს კავშირი ძლიერი,
რომ გადიყვანონ ყირაზე
საბრალო ქართველი ერი.

წვერებზე მოისვა ხელი
მოლამ, სთვა: „ბისმირ ჰალლაო!..
ამ ხალხის გასათათრებლად
უნდა ვიხმარო ძალაო…

„ავკრძალავ წირვა-ლოცვის დროს
მათ ენას მამა-პაპურსო
და მივსცემ სამაგიეროდ
ჩვენს მეტყველებას დათვურსო“.

ყანდმა მიუგო ღიმილით:
„ჰა, ქეშეშ, ბარაქალაო!
სიმართლეს ჯანი გავარდეს,
ხალხიც მას ენაცვალაო!

„თვითონ მე გავასამართლებ
ჩვენგანვე გარყვნილ ერსაო!
გინდა სტყუოდეს, გინდ არა,
გავწირავ, როგორც მტერსაო…

ნელ-ნელა გადავასახლებ…
იმათ დაუდგეს თვალიო!
და მაშინ სულ ჩვენ დაგვრჩება
მათი მიწა და წყალიო!..“

ახუნდმა უთხრა: „იახში!
მეც ვეთანხმები მაგათო!
და სკოლებს გადავაკეთებ
ხალხისთვის ვირის ბაგადო,

რომ სხვისი ვერრა ისწავლონ,
თავისიც დაავიწყდესთო
და მათი ტკბილი განზრახვა
უდროოდ დაუმიწდესთო!“

ერთხმად დასწერეს: „ილ ალლაჰ!“
ჩაყლაპვას გვემუქრებიან,
და ზოგნი, თურმე, ჩვენშიაც
იმათ ბანს ეუბნებიან.

1886წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 3.33 out of 53 votes, average: 3.33 out of 53 votes, average: 3.33 out of 53 votes, average: 3.33 out of 53 votes, average: 3.33 out of 5

› §59 ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან

1463
მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული,
წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული;
ავთანდილისთვის – ყვითელი და შავი ერთგან რეული;
და მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულ-დალეული.
1464
მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა;
ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა › › ›

DU