1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» აკაკი წერეთელი: აღმართ-აღმართ

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა.

მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე გვრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუღდა მაშინ სული და გული,
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.

გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,
ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.

ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,
რომ დღეის-დღის ხმა ისმინოს გაისმა.

ცის მახლობლად ფეხქვეშ ვიგრძენ მიწა მე,
ვსთქვი: „ცხვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!“

და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?“

გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: „მტერს როგორ მონებდა?

მოხიბლულა, შემცდარია, ის არი!..
ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!“

მივაძახე: „ჭინჭარში ნუ ვარდები!..
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!

შეიბრალე თავი შენი, იცოდე!
მაგ შარბათში საწამლავს ჰსვამ, იცოდე!“

არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,
და დამასვა საუკუნოდ დანა გულს!

აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,
თუ მაღლობზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?

ჩემო თავო! ვეღარ გკურნენ წამალით!
დაღმართ-დაღმართ დაუყევი, წა მალით!

იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,
ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!

დაივიწყე, ვინც გახსოვდა მარად, ის!
ხელდაკრებიფით განისვენე მარადის!

1876წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

12 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ელე ამბობს:
    4 თებერვალი, 2012წ. 12:35სთ.

    ამის განხილვას ვერ დაწერდით>>??

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. კოკო ამბობს:
    14 თებერვალი, 2012წ. 18:43სთ.

    აუ გარჩევა მინდა რაა 🙁

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ჰეროდე ამბობს:
    5 მარტი, 2012წ. 14:52სთ.

    ამის განხილვა დადეთ რა! ! 1 გაგვანათლეთ!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. აარონ ამბობს:
    5 მარტი, 2012წ. 14:54სთ.

    გარჩევა სად არის ხვალ თემა უნდსა წარვადგინო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. mary ამბობს:
    28 თებერვალი, 2013წ. 12:27სთ.

    ანუ აქ ასეთი შინაარსია… ეს ლექსი აკაკიმ სამშობლოს მიუძღვნა.. უბრალოდ ძველად არ ქონდა მას იმის უფლება, რომ საქართველოზე რამე დაეწერა, ამიტომ მან მას ისეთი ელფერი მისცა თითქოს იგი ამ ლექს მის სატრფოს ანუ ქალს უძღვნიდა.. სინამდვილეში იგი წერს:

    და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი?
    ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?“
    გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
    გამიკვირდა! ვსთქვი: „მტერს როგორ მონებდა?
    მოხიბლულა, შემცდარია, ის არი!..
    ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!“
    მივაძახე: „ჭინჭარში ნუ ვარდები!..
    ნუ გგონია იქ ია და ვარდები!
    შეიბრალე თავი შენი, იცოდე!
    მაგ შარბათში საწამლავს ჰსვამ, იცოდე!“

    ანუ აქ იგი მტრად რუსეთს მოიხსენიებს… იგი ანბობს რომ რუსეთში არ უნდა დავინახოთ კეთილი, პირიქით იგი გვაცდუნებს ჩვენ და ჩვენ არ უნდა გავებათ მის მახეში.. ამის თქმა სურს აკაკის ჩვენთვის ამ ლექსით… თუ რამე შეკითხვა დაგებადათ მითხარით მკითხეთ..

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. თეო ამბობს:
    3 მარტი, 2013წ. 20:08სთ.

    დზალიან გთხოვთ დამიწერეთ ამ ლექსის ანალიზი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. აკაკი ამბობს:
    12 თებერვალი, 2014წ. 17:58სთ.

    აბა ანალიზს ვინ დამიწერს :3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. თემო ამბობს:
    28 თებერვალი, 2014წ. 14:21სთ.

    თუ გინდათ გავაკეთებ ანალიზს.. მოიწონეთ ჩემი კომენტარი თუ გინდათ 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ანუშკა ამბობს:
    11 მარტი, 2014წ. 19:05სთ.

    ამ ლექსის პირველ ტაეპში “აღმართ-აღმართ ავდიოდი მე ნელა” საით მიემართება იგი და რას გულისხმობს ამაში ? რთულია თუ არა ამ გზაზე სიარული ?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. თემო ამბობს:
    12 მარტი, 2014წ. 10:41სთ.

    დიდმა ქართველმა პოეტმა და პუბლიცისტმა აკაკი წერეთელმა, ლექსით ,,აღმართ-აღმართ” მის მიერ სამშობლოს გულის ტკივილი გამოხატა, პოეტი ლექსში აგვიღწერს თუ როგორ მდგომარეობაშია ქართული ერი და საით მივექანებით ჩვენ, ის მოგვიწოდებს გამოფხიზლებისკენ, და ამ ყველაფერს ლექსში უამრავი მხატვრული სამკაულით გადმოგვცემს, იმ დროს აკაკის არ ჰქონდა იმის უფლება რომ საქართველოზე რაიმე დაეწერა, ამიტომ მან ლექსს ისეთი ელფერი შესძინა რომ თითქოს ამ ყველაფერს ქალს, თავის სატრფოს, უძღვნიდა.
    და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი?
    ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?“
    გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
    გამიკვირდა! ვსთქვი: „მტერს როგორ მონებდა?
    აქ იგი მტრად რუსეთს მოიხსენიებს, პოეტი გვეუბნება, რომ რუსეთში არ უნდა დავინახოთ კეთილი, პირიქით ის გვაცდუნებს და ჩვენ არ უნდა გავებათ მათ მახეში, ფუფუნებაში რომელსაც კატასტროფამდე მივყავართ.
    სწორედ ეს ყველაფერია აკაკის ტკივილი და მოწოდება, რომ არ ვიყოთ ამ ცდუნებაში ეს ჩვენს სამშობლოს ცუდ შედეგს მოუტანს.
    (არარის საჭირო კიდე უფრო ჩაღრმავება, ზუსტად ასე მიიტანეთ მასწავლებელთან 😉 )

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. თემო ამბობს:
    12 მარტი, 2014წ. 19:23სთ.

    ანუშკა ,,, >უფალთან სიახლოვეს და სულიერ სიწმინდეს, სიწმინდეს რომელსაც პატრიოტობა ჰქვია <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. ნიკა ამბობს:
    8 მარტი, 2015წ. 17:29სთ.

    რიტი და როგორ გამოიხატება პატრიოტობა და ტქვენი აზრიტ როგორ უნდა იყოს ჯეშმარიტი პატრიოტობა ?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

36 votes, average: 4.25 out of 536 votes, average: 4.25 out of 536 votes, average: 4.25 out of 536 votes, average: 4.25 out of 536 votes, average: 4.25 out of 5

› სულხან-საბა ორბელიანი: ძუნწი ვაჭარი

ერთი დიდვაჭარი იყო. ეგზომი განძი შეყარა, სალაროთა რიცხვი არ იცოდა. სიბერემდე არა სვა, არა ჭამა, არცა რა შეიმოსა. მერმე თქვა: ეგოდენი შემიკრებიან, აწ დავჯდები, ვილხენ, ვიხარებ, ხარჯვას დაუწყებო!
მოვიდა ერთსა სალაროსა, › › ›

DU