1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სულხან-საბა ორბელიანი: სოფლის მაშენებლები

ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდნენ: სოფელი ავაშენოთო!

ძაღლმა უთხრა: როგორ ავაშენოთო?

მამალმა უთხრა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო.

წავიდნენ ტყეში. ძაღლმა ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე შეჯდა, ყივილი დაიწყო. მელას ხმა ესმა, მოვიდა და მამალს ჰკითხა: მანდ რას აკეთებო?

მამალმა უთხრა: სოფელს ვაშენებთო.

მელიამ უთხრა: ჩამოდი, სახლის ადგილი მომიზომეო!

მამალმა უთხრა: მამასახლისი მანდ წევს, გააღვიძე და ეგ მოგიზომავსო!

მელია მამლის ნდობამ შეაცდინა, მივიდა ძაღლთან, გააღვიძა და უთხრა: ადექი, სახლის ადგილი მინდაო.

წამოდგა ძაღლი, გამოუდგა მელიას, დაჩეჩქვა და კუდი მოწყვიტა. წავიდა დაკოდილი, დაგლეჯილი მელა, გორაკზე შედგა და დაუძახა: მე ხომ ჩემი ჭკუისა დამემართა და თუ თქვენ მაგ საქმით სოფელი ააშენოთ, იმასაც ნახავთო!

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

18 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. მარი ამბობს:
    29 სექტემბერი, 2010წ. 13:05სთ.

    აუ გთხოვთ მე ვარ 7 ში რომელიც ეხლა ამას ვსწავლობთ და მასწავლებელმა კომპოტიზორი და რეჯისორი დაწერეთ ვინ არის კომპოტიზორიო და რეჯისორიო და ვერ ვნახე იქნებ თქვენ მითხრათ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    29 სექტემბერი, 2010წ. 19:05სთ.

    ბოდიში მარი, მარა ვერაფერი ვერ გავიგე 😐
    კითხვა ჩამოაყალიბე. სად სულხან-საბა და სად რეჟისორი ვერ ვხვდები რისი კითხვა გინდა…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნატა ამბობს:
    1 მარტი, 2011წ. 13:04სთ.

    მარი, სხვა საიტები ნახე და ი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ნატა ამბობს:
    1 მარტი, 2011წ. 13:06სთ.

    ა.ბასილია არის კომპოზიტორი და მ. სარალიძე არის რეჟისორი (=

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ლიკუნა ამბობს:
    1 მარტი, 2012წ. 14:24სთ.

    სხვა საიტები მაგას არ უშველის :D:D:D:D

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. Lineage2 ამბობს:
    19 სექტემბერი, 2012წ. 16:01სთ.

    დაუნები ხართ ყველა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. თამარი ამბობს:
    2 ოქტომბერი, 2012წ. 14:49სთ.

    მარტალიხარ:D

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. Levani2000 ამბობს:
    11 ნოემბერი, 2012წ. 08:41სთ.

    ძაან კარგი საიტია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ნინიკო ამბობს:
    18 მარტი, 2013წ. 18:53სთ.

    კი კაი საიტია
    ეხლა წიგნისავით რაგაც უნდა უნდა გავაკეთო და ეს ზღაპარი უნდა ჩავწერო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ნინი ამბობს:
    31 მარტი, 2013წ. 20:35სთ.

    კაი საიტია ეხა ფორმატზე ვწერ ამ იგავ-არაკს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. სალომე ამბობს:
    18 იანვარი, 2014წ. 17:34სთ.

    აუ მართლა მაგრი საიტია, რასაც მინდა იმას ვნახავ და ეს მოთხრობა ძალინ მომეწონა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. ნატუკა ამბობს:
    19 იანვარი, 2014წ. 15:54სთ.

    მე ძალიან მომეწონა ეს საიტი სკოლაში დაგვავავალეს და აქ წავიკითხე :)))

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. ელენე ამბობს:
    4 თებერვალი, 2014წ. 19:11სთ.

    მერამდენე კლასელები ხართ?????მე 6 ვარრრრრ..

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. ნიკა ამბობს:
    28 სექტემბერი, 2014წ. 15:06სთ.

    შინაარსი დამიწერეთ რა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  15. გიორგი ამბობს:
    12 თებერვალი, 2015წ. 18:47სთ.

    თუ გინდა რეჯბსორის ნახვა მაშინ ნახე თვითონ მულტფილმი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  16. ქრისტინა ამბობს:
    10 მაისი, 2015წ. 15:56სთ.

    კითხვა. აშენდება სოფელი ყეფითა დ. ყივილით დაასაბუთეთ რატომ? კი ან არა?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  17. ლალიკო ამბობს:
    28 თებერვალი, 2016წ. 16:36სთ.

    ამ იგავის დედააზრი რა არის ხო არ იცით რა არის?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  18. ლუკა ამბობს:
    9 ოქტომბერი, 2016წ. 17:50სთ.

    რა შედარებაა ამ მოთხრობისა და ძაღლი, მელა და მამალის შორის?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› V8 Supercars აფეთქება ავსტრალიაში

ამაწლის 1 მაისს ავსტრალიის Barbagallo Raceway ტრასაზე V8 Supercars რბოლაზე ორი ავტომობილი აფეთქდა.
სტარტის აღებისას პილოტ Karl Reindler-ის ავტომობილი, რომელსაც 150 კმ/სთ ქონდა აკრეფილი შეეჯახა პილოტ Steve Owen-ის ავტომობილს, რამაც › › ›

DU