1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» დავით XI (დაუდ-ხანი)

დავით დაუდ-ხანი ქართლის მეფე 1569-1578 წლებში, ლუარსაბ I-ის ძე. ქართველი ერის მოღალატე.

დავითი განუდგა თავის ძმას, ქართლის მეფე სვიმონ I-ს და 1562 წელს მისებრ მოღალატე თავადებთან ერთად შაჰ-თამაზ I-ს ეახლა ყაზვინში. აქ იგი გამაჰმადიანდა და დაუდ-ხანის სახელი მიიღო. შაჰმა გადაწყვიტა, დავითი თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის გამოყენებინა და სვიმონ I-სთვის დაეპირისპირებინა. ამიტომ დაუდ-ხანს მან “შვილის” წოდება მიანიჭა, თბილისისა და ქვემო ქართლის გამგებლად დანიშნა და საქართველოში გამოისტუმრა. ასე დამყარდა ქართლში “ორიანობა” ანუ ორმეფობა (ქართლის დანარჩენი ნაწილი სვიმონ I-ს ემორჩილებოდა).

1567 და 1568 წლებში დიღომთან და სამადლოსთან სვიმონ I-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუდ ხანი დამარცხდა, მაგრამ თბილისი მაინც შეინარჩუნა. 1569 წ. ფარცხისის ბრძოლაში ყორღანაშვილის ღალატის წყალობით სვიმონ I-ის დატყვევების შემდეგ დაუთ-ხანი ქართლის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მეფისა და ერის მოღალატე დაუდ-ხანს მხარი არ დაუჭირა. მისი ხელისუფლება ფაქტიურად მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა. იგი წელიწადში 20 000 დუკატს უხდიდა ხარკად ირანს. 1578 წელს, როცა ოსმალთა დიდი ჯარი საქართველოში შემოიჭრა, დავით XI-მ თბილისი გადაწვა და თავი ლორეს შეაფარა. იმავე წელს ირანის შაჰმა სვიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლში დააბრუნა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად. დაუდ-ხანმა ქართლის ციხეები ოსმალთა სარდალს გადასცა, თვითონ კი სტამბოლში წავიდა. სადაც დიდი პატივით მიიღეს და სარჩოდ ორი სანჯაყი უბოძეს. სტამბოლში პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოცილებულმა დავით XI-მ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეს მოჰკიდა ხელი. მან აქ ორი ოსმალური კარაბადინისაგან ერთი ქართული საექიმო წიგნი შეადგინა და საქართვეოში გამოგზავნა. მალევე გარდაიცვალა (1588წ.) დარჩა ორი ძე – ბაგრატი (ბაგრატ ხანი) და ქაიხოსრო (როსტომ ხანი) ორივეს თავ-თავის დროზე ქართლის მეფობა ეღისრათ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 5

› ტექსტების იერი @font-face-ის დახმარებით

ახალ CSS სტილებში დამატებულია სასურველი ნებისმიერი ფონტების ჩაშენება @font-face საშვალებით.
ძალიან გამოსადეგი და ზოგჯერ ძალზედ საჭიროა.
მისი საშვალებით შეგიძლიათ ვებზე გამოქვეყნებული ტექსტს მიანიჭოთ ნებისმიერი სასურველი ფონტის იერი, მიუხედავად იმისა მომხმარებელს აქვს თუ › › ›

DU