1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სულხან-საბა ორბელიანი: ორი ძმა

ორნი ძმანი იყვნენ. უხუცესს ცოლ-შვილი ჰყვა და მრწემი უცოლო იყო. გაიყარნენ ძმობისაგან და ერთად ვეღარ დადგნენ. ყოველივე განიყვეს, რაც ჰქონდათ. რა პური გაიყვეს, ერთის ორმო კალოს აქათ იყო და მეორისა იქით.

უხუცესი მოიპარევდის თავის ორმოდამა პურსა და ძმისაში ჩაყრიდის და იტყოდის: მე ღმერთმან ცოლი და შვილი მიბოძა, მომგებელნი მყვანან. მას ძმას არარა ჰყავს. ესე მისი იყოს და მან ჭამოს.

და იგი უმრწემესი ძმა მოიპარევდის თავისის ორმოდამ და უხუცესისაში ჩაჰყრიდის: მე მარტო ვარ და ჩემი სარჩო, სადაც მივალ, ადვილ არს; იგი, ძმა წვრილშვილ არს და მას უფროსი უნდება და მისი იყოს.

ეგრე დაჰყვეს ყოველნი დღენი და ღმერთმან ორთავ განუმრავლა ყოველი და არა მოაკლდა საზრდო მათ.
– მადლისა და კეთილის საქმე ღვთისაგან განმრავლდებისო.

უბრძანა მეფემან: მალვით არ მოეპარათ და ორმოში არ ჩაეყარათ, ცხადად მიეცათ, ვინ დაუშლიდაო?
გაეცინა ჯუმბერსა და ეგრვ მოახსენა:

– კაცის გული ვიწროა და განაყოფი განაყოფის ქიშპი იქმნება და ცხადად სიკეთეს არ უზამს. მერე სამადლო საქმე მალვითა სჯობს და ღმერთიც უფროსად შეუწირავს: კაცმან შენზე სამსახური ქმნას, იკვეხდეს და ზვაობდეს – გეწყინება!

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

31 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ნინი ამბობს:
    8 დეკემბერი, 2013წ. 14:33სთ.

    ვინმემ მითხრას რას გვასწავლის ეს იგავ-არაკი? 🙁 სასწრაპოდ მჭირდება 🙁

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. თამთა ამბობს:
    9 მარტი, 2014წ. 10:38სთ.

    მართალია ცოტა სხვანაირია მაგრამ მაინც კაია 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. დათო ამბობს:
    25 მარტი, 2014წ. 15:09სთ.

    ეს მე მაქ დავალებად და რომ დავწერო ხომ სულ არის ეს მოთხრობა დამტავრებული?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ლიკა ამბობს:
    11 ოქტომბერი, 2014წ. 15:13სთ.

    ზალიან კარგი იგავიაა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. გიორგი ამბობს:
    4 დეკემბერი, 2014წ. 17:37სთ.

    ძაან მაგარი იგავია უბრალოდ ცოტა ძველ ქართული ვერ გავიგე რამოდენიმე სიტყვა თუმცა შინაარსს მიხვდი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ნიკა ამბობს:
    25 იანვარი, 2015წ. 10:58სთ.

    ეს მეც სხვანაირად მაქვს წაკიტხული 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ანრი ამბობს:
    16 თებერვალი, 2015წ. 17:58სთ.

    აქ არ წერია ამ მეფეზე და ამ ჯუმბერზე,მაგრამ არაუშავს.მეც სხვანაირად ვისწავლე.აქ უფრო რთული ვერსია:)

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. გვანცა ამბობს:
    23 თებერვალი, 2015წ. 15:49სთ.

    მაგარი იგავია დამარიგებელიაა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. მარიამი ამბობს:
    25 ოქტომბერი, 2015წ. 14:33სთ.

    მეც წაკითხული მაქვს და აქ სხვანაირათ წერია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. მარი ამბობს:
    24 მარტი, 2016წ. 13:03სთ.

    ძალიან კარგია მადლობა სულხან საბას მაგრამ მთავარი წაკითხვაში არის ის რომ შინაარსი გაიგო და კარგად წაიკითხო თუ ვერ კითხულობ კარგად მაშინ რამე ცოტა გვერდიანი წიგნი წაიკითხეთ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. მარი ამბობს:
    24 მარტი, 2016წ. 13:18სთ.

    მე ამ საიტზე ყოველთვის შემოვალ და დავიწყებ წერას და კითხვას დღეს მორჩა ჩემი წერა და კითხვა ხვალ ვნახავ ისევ თქვენ კომენტარებს მანამდე ამოირჩიეთ :)კარგი თუ 🙁 ცუდი პაკა : ) კარგი
    მე ვირცევ კარგს არ დაგავიჭყდეთ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

6 votes, average: 4.17 out of 56 votes, average: 4.17 out of 56 votes, average: 4.17 out of 56 votes, average: 4.17 out of 56 votes, average: 4.17 out of 5

› დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება XIX-XX საუკუნეებში

თავისუფალი დრო არ მქონდა და კაი ხანია არ შემოვსულვარ. დღეს თაროებზე წიგნებს ვათვალიერებდი და ძველ ეგრედწოდებულ მისალოცებს გადავაწყდი, რომლებზეც სხვადსხვა საქართველოს დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება ასახული, ხოდა დავასკანერე და ინტერნეტ სივრცეში გაუშვი › › ›

DU