1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სულხან-საბა ორბელიანი: მეფე და მხატვარი

იყო ერთი ცალთვალა მეფე. ჰყავდა ერთი ხელოვანი მხატვარი. მეფეს უნდოდა ამ მხატვრისთვის რამე მიზეზი ეპოვნა და უბრძანა: ჩემი სახე უნდა დახატოო. მხატვარმა იფიქრა: ახლა კი მოვიდა ჩემი უკანასკნელი დღე, ბრმა რომ დავხატო, მომკლავს – როგორ მაკადრეო, ორი თვალით დავხატო და თავს მომჭრის, როდის არის ჩემი მსგავსიო. იფიქრა და ეს ხერხი მოიფიქრა: დახატა ირემი, მეფეს ხელში თოფი დააჭერინა, ცალი თვალი დაუხუჭა და დამიზნებული გამოხატა. მიართვა მეფეს. მეფემ მიზეზი ვერაფერი უპოვა და ასე გადარჩა მხატვარი.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

16 votes, average: 3.88 out of 516 votes, average: 3.88 out of 516 votes, average: 3.88 out of 516 votes, average: 3.88 out of 516 votes, average: 3.88 out of 5

› ქართული კინო-კლასიკის კოლექცია

ერთი ჩანაწერი უკვე მაქვს გაკეთებული ქართულ მულტიპლიკაციურ ფილმებზე, ხოდა ვიფიქრე ერთსაც ქართულ კინოფილმებზეც გავაკეთებთქო 😉
ვიცოდი, რომ ყველას მოეწონებოდა და ესიამოვნებოდა. სამწუხაროა, რომ სუყველა ფილმს ერთბაშად თავი ვერ მოვუყარე, მაგრამ ვეცდები › › ›

DU