1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სულხან-საბა ორბელიანი: მეფე და მხატვარი

იყო ერთი ცალთვალა მეფე. ჰყავდა ერთი ხელოვანი მხატვარი. მეფეს უნდოდა ამ მხატვრისთვის რამე მიზეზი ეპოვნა და უბრძანა: ჩემი სახე უნდა დახატოო. მხატვარმა იფიქრა: ახლა კი მოვიდა ჩემი უკანასკნელი დღე, ბრმა რომ დავხატო, მომკლავს – როგორ მაკადრეო, ორი თვალით დავხატო და თავს მომჭრის, როდის არის ჩემი მსგავსიო. იფიქრა და ეს ხერხი მოიფიქრა: დახატა ირემი, მეფეს ხელში თოფი დააჭერინა, ცალი თვალი დაუხუჭა და დამიზნებული გამოხატა. მიართვა მეფეს. მეფემ მიზეზი ვერაფერი უპოვა და ასე გადარჩა მხატვარი.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

121 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. გვანცა ამბობს:
    27 დეკემბერი, 2016წ. 11:28სთ.

    სულხან საბამ ამ იგავის მეშვეობით დაგვანახა სიბრძნე და ჩვენ ვართ პატარა ერი ასე რომ უნდა მოვუფრთხილდეთ სიმდიდრეს რომელიც ჩვენ გვეკუთვნის როგორიც არის:”სიბრძნე სიცრუისა”,”ვეფხისტყაოსანი” და სხვთ…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2 3 7

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

43 votes, average: 4.79 out of 543 votes, average: 4.79 out of 543 votes, average: 4.79 out of 543 votes, average: 4.79 out of 543 votes, average: 4.79 out of 5

› ილია ჭავჭავაძე: ქართვლის დედას

ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა…
გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.
მითხარ, სადღაა მამაპაპური
მხნეობა, ხმალი, › › ›

DU