1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სულხან-საბა ორბელიანი: კუ და მორიელი

ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ; გაუდგნენ გზას. შეხვდათ წყალი. მორიელი დაღონდა, გაცურვა არ შეეძლო. კუმ უთხრა: ზურგზე შემაჯექი, მე გაგიყვანო. შეაჯდა მორიელი ზურგზე. კუმ რომ წყალში შესცურა, მორიელმა კისერში კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას შვრებიო? მორიელმა უთხრა: რა ვქნა, ასეთი გვარისა ვარ, მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვკბენდეო. კუ ჩაყურყუმალავდა, მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მინდა, მაგრამ ჩემი გვარი თუ მოშხამულ ხორცს არ მოიბანს, გასივდება და მოკვდებაო.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

14 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ანი პსუტური ამბობს:
    17 აპრილი, 2012წ. 17:10სთ.

    გავგიჯდი ამ მოთხრობაზე……. ამან მასწავლა მორიელმა კუსთან მეგობრობა არ გაამაგრა 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. დათო ამბობს:
    22 ივლისი, 2013წ. 12:23სთ.

    მაგარი იგავარაკია. მორიელს რო კბენა არ დაეწყო ორივე მოგებული იქნებოდა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. მარიამი ამბობს:
    19 ნოემბერი, 2013წ. 13:21სთ.

    ძალიან კარგი იგავ-არაკია ეს მართლაც, რომ ჭკუის მასწავლებელია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. სოფი ამბობს:
    11 დეკემბერი, 2013წ. 17:02სთ.

    მე ძალიან მომეწონა მითუმეტეს მარიამის ნათქვამი ეს მართლა ჭკუის მასწავლებელი იგავარაკია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. დათო ამბობს:
    22 დეკემბერი, 2013წ. 17:05სთ.

    მაგარი იგავ არაკია ადამიანს ჭყუას ასწავლის

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ზაზა ამბობს:
    26 თებერვალი, 2014წ. 11:14სთ.

    აუ მაგარი იგავარაკია გენაცვალე სულხან

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. სალომე ამბობს:
    7 ოქტომბერი, 2014წ. 16:30სთ.

    ანი პსუტურის პასუხი ჯერესერთი ეს მოთხრობა არ არის იგავ- არაკია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ლიზი ამბობს:
    20 ოქტომბერი, 2014წ. 17:53სთ.

    ძალიან მომეწონა,მაგრამ თუ მეგობარი ხარ ასე არ უნდა გააკეთო 😀 :* 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ფერიდე ამბობს:
    3 მარტი, 2015წ. 11:12სთ.

    აი მეგობრობის ერთადერთი ნაკლი!☺

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ნიკა გოგოლაძე ამბობს:
    4 მარტი, 2015წ. 16:04სთ.

    მეგობებო ეს იგავ-არაკი რა თქმა უნდა შსანიშნავი იქნება რადგანაც ის დიდმა მწერალ-მოაზროვნე სულხან-საბა ორბელიანმა დაწერა 🙂 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. მარი ამბობს:
    24 სექტემბერი, 2015წ. 18:25სთ.

    ხო მაგრამ ამ იგავის მორალს ვერ მივხვდი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. ელენე ამბობს:
    27 სექტემბერი, 2015წ. 09:01სთ.

    ძალიან კარგია ეს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები მიდუმეტეს ეს იგავა რაკი კუ და მორიელი ეს გვასწავლის მეგობრობასა და მეგობრობას.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. სალომე ამბობს:
    6 ივნისი, 2016წ. 15:36სთ.

    უკაცრავად მაგრამ შეგიძლიათ ამ იგავის დედააზრი დაწეროთ ?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. ელენე ამბობს:
    19 ოქტომბერი, 2016წ. 20:01სთ.

    ამ იგავის მორალი არის ის, რომ რაც არ უნდა მოხდეს ბოროტებას ბოროტებით არ უნდა ვუპასუხოთ. სიკეთე უნდა იყოს უანგაროდ გაკეთებული. კუს შემთხვევაში, ადამიანი ნახევრად კეთილია ამ დროს კი ის ბოროტების წილნაყარი ხდება. ბოროტების დამარცხება მხოლოდ სიკეთითაა შესაძლებელი.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› ძილად მისვლის ლოცვანი

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, › › ›

DU