1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სულხან-საბა ორბელიანი: კატის გაზრდილი ლომი

ერთი კატა დაიარებოდა. ნახა, ერთი ძუ ლომი მომკვდარა და ერთი ლეკვი დარჩენია. წაიყვანა და გაზარდა. ლომი რომ წამოიზარდა, დაიწყო ნადირობა და ნადირის ჭამა.

ერთ დღეს ნადირი ვერ იშოვნა და თავისი გამზრდელი კატის შეჭმა მოინდომა. კატამ რომ შეიტყო, გაიქცა და ხეზე ავიდა. ლომი ხის ძირში დაწვა და კატას ასძახა: ჩემო დედის უსაყვარლესო და ჩემო გამზრდელო, ყველა შენი ხერხი და ზნე რომ მასწავლე, ეგ ხეზე ასვლა რად არ მასწავლეო?

კატამ უპასუხა: ეს ჩემთვის შემოვინახე, რომ ასეთ გაჭირვებაში გამომდგომოდაო.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

29 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ლუკა ამბობს:
    10 მარტი, 2014წ. 12:27სთ.

    ანდაზა: სიბრძნე სიცრუისა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ნნნინი ამბობს:
    20 სექტემბერი, 2014წ. 12:25სთ.

    რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო ამ ანდაზაზე დაწერეთ რა რაიმე მაგალითი სხვა და აღწერა გთხოვთთ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ხატია ამბობს:
    28 იანვარი, 2015წ. 16:54სთ.

    ანდაზა დადეთ რა გთხოვთ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. სალომე ამბობს:
    9 თებერვალი, 2015წ. 14:30სთ.

    1) არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი
    2)კვიცი გვარზე ხტისო
    აი ანდაზეებიიიიი სხვა ვერ მოვიფიქრე

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. დინა ამბობს:
    10 თებერვალი, 2015წ. 13:48სთ.

    ძალიან მჭირდებოდა მადლობთ <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. დათო ამბობს:
    16 თებერვალი, 2015წ. 17:13სთ.

    სულხან საბა ორბელიანი ძაან მაგარი მწერალია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ნინი ამბობს:
    2 აპრილი, 2015წ. 17:58სთ.

    ეს არა მგონონია??რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო!………….უფრო ესაა ??არა შეჯდა მწყვერი ხესა,არა იყო გვარი მისი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. მარი ამბობს:
    25 მარტი, 2016წ. 11:58სთ.

    ანდაზები:
    1)რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო
    2)სიბრძნე სიცრუისა და სხვა ამ ანდაზებზე დაწერეთ რამე და აგწერეთ თუ გინდათ კიდე სხვებზე 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. მარი ნოზაძე ამბობს:
    25 მარტი, 2016წ. 12:09სთ.

    ერთი იგავ_არაკი გამახსენდა მაგრამ ბოლომდე არა იყო 1 მეფე ჰყავდა 30 ვაჟი როცა დაბერდა დაუძახა თავის ვაჟებს და მოატანინა 30 ისრები ვერავინ ვერ გატეხა … შემდეგ აგარ მახცოვ და ამის ანდაზა ძალა ეღთობაში მასწავლებელი ერთხელ გვიხსნიდა 1 კლასში და ანდაზა ამის ეს არისო ძალა ერთობაშია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› Basic კალენდარი

ძალიან საინტერესო და შეიძლებ გამოსადეგი სკრიპტიც კი იყოს. ყველა დროის კალენდარი. შესაძლებელია გადმოქართულებაც.

[ნახე ვრცლად…]

[ნახე ვრცლად…]

[ნახე ვრცლად…]

DU