1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: ვაჟა-ფშაველა (1861-1915)

ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ. ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა – ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნეგრა შვილებს სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როცა იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახრეხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას.

ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე. რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მაგრამ აბა რა სიკეთე იქნებოდა იმ სასწავლებლიდან, სადაც ბავშვი საკუთარ მეობას, ეროვნებასა და მშობლიურ ენას ივიწყებდა. თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით ვეღარ განაგრძო სწავლა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში და გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა. აქ ვაჟა გულმოდგინედ სწავლობდა. უკვე განესაზღვრა თავისი მომავალი – საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება იქნებოდა მისი საქმიანობა.

სემიანარიაში სტუდენტები ხელნაწერ ჟურნალს – „რიჟრაჟს“ გამოსცემდნენ. ვაჟა-ფშაველა ამ გამომცემლობის აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მალე მისი თარგმანები და ლექსები გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „იმედში“ გამოჩნდა. ამ დროს იგი მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ კი პეტერბურგში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და ჩარგალში დასახლდა. ვაჟას წვრილშვილი ჰყავდა და ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ჯაფის გაწევა უხდებოდა. იგი ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს მაინც ვერ აღწევდა. როგორც ამბობენ, ჯან-ღონე კი დიდი ჰქონდა, მაგრამ მეურნის გონება კი – არა, რადგან მისი ფიქრი სულ სხვაგან ჰქროდა. როცა „თავისი ანგელოზები“ ეწვეოდნენ, მუშაობას თავს მიანებებდა და დიდი მოწოდების აღსასრულებლად გარბოდა. ერთხელ ცოლმა უსაყვედურა: ჩვენ საჭმელი არა გვაქვს, შენ კი სულ ჯღაბნი და ჯღაბნიო. ვაჟას გასცინებია და უპასუხნია: ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა. ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო.

ვაჟა არა მარტო ბუმბერაზი მწერალი, ბუმბერაზი პიროვნებაც იყო. იმდენი ქება-დიდება, მოწონება ესმოდა, მაგრამ იგი ისევ უბრალო, თავმდაბალი ვაჟა იყო, საყვარელი ვაჟა, გაჭირვებაში მყოფი, ვაჟკაცურად მებრძოლი ამ გაჭირვებასთან (დავით კლდიაშვილი).

მძიმე შრომამ და შეჭირვებამ ვაჟას მალე შეურყია ჯანმრთელობა. მას ფილტვის პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა. ქართულმა სიტყვაკაზმულმა საზოგადოებამ ისარგებლა მგოსნის გამოკეთებით და ლიტერატურული საღამო გაუმართა, რომლის ბოლოსაც ვაჟას მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით – „ქართული პოეზიის არწივს“.

ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ხალხს ძლიერ უყვარდა. იგი მიუწვევიათ ქუთაისში, გორში, ჭიათურასა და ფოთში. დიდად აფასებდნენ იმდროინდელი გამოჩენილი მოღვაწენიც. ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით ამბობს: „ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთო“. ვაჟაც, როცა კი თბილისში წამოვიდოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან შეივლიდა, იმ ხურჯინს იქ დაბერტყავდა. შემდეგ კი ეს მარგალიტები ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აბრჭყვიალდებოდნენ ხოლმე.

მუხთალმა სენმა ვაჟას თავი მაინც არ ანება. მიუხედავად ექიმთა მცდელობისა, ვეღარ უშველეს. 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, გარდაცვალებიდან 20 წლისთავზე კი მთაწმინდაზე აასვენეს, რადგან ტიციან ტაბიძისა არ იყოს „მთაწმინდა ისე არავის ეკადრება, როგორც ამ მართლა წმინდა მთას“.

ასევე იხილეთ სხვა ვერსია

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

20 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. მაიკო ამბობს:
    1 ნოემბერი, 2010წ. 16:26სთ.

    დზალიან კარგი ბიოგრაპიააა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. მარიამი ამბობს:
    10 ნოემბერი, 2011წ. 14:30სთ.

    ვაიმე უღრმესი მადლობა ეს ინფორმაცია ძლივს ვიპოვე რა ვიკიპედია და რა google თქვენ გაიხარეთ…… სკოლაში ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიაზე ვიქტორინა გვაქვს და იქ მჭირდებოდა უღრმესი მადლობა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ილია ამბობს:
    10 ნოემბერი, 2011წ. 22:20სთ.

    არაფრის 🙂
    წარმატებები ვიქტორინაზე 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. სალომე ამბობს:
    23 იანვარი, 2012წ. 15:09სთ.

    ვაიმე რა კარგი ბიოგრაფიაა სკოლაში გვქონდა პრეზენტაცია გასაკეთებელი და ძლივს ვიპოვე ყველგან შევედი მაგრამ არსად არ იყო დიდი მადლობა:*:D

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. გივი ბერძენიძე ამბობს:
    23 იანვარი, 2012წ. 15:12სთ.

    მაგარია ძაან

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ნუცაკო ამბობს:
    23 იანვარი, 2012წ. 15:21სთ.

    მაგრები ხართ იცი რამდენი ხანი ვეძებდი აი უკვე ერთი საათი გახდა მადლობააა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ыф ამბობს:
    23 იანვარი, 2012წ. 15:57სთ.

    ыф იმიტომ დავწერე რომ ასე მეძახიან წავიკითხე ეს ბიოგრაფია და ძალიან მომეწონა მერ ეს ოღონდ უფრო ვრცლად მაქ ზეპირად ნასწავლი მაგრამ ეს უფრო ჯობია რადგან შინაარსი უფრო ჯობს:)

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ыф ამბობს:
    23 იანვარი, 2012წ. 15:58სთ.

    გთხოვთ დაწერეთ რა რამდენ ხანში გამოქვეყნდება. იმიტომ გეუბნებით რომ წეღან ჩემმა მეგობარმა ნუცაკომ გამოაგზავნა და ჯერ არ მოსულა:(:( : (:(:(:(:(:(:(:(

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ვაკელები ამბობს:
    23 იანვარი, 2012წ. 16:15სთ.

    იცით რაა ისე აი მაინც რამდენი საათი უნდა რო გამოქვყნდეს თუ დღეები სჭირდება? აუ მითხარით რა ილია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ილია ამბობს:
    23 იანვარი, 2012წ. 16:55სთ.

    კომენტარის გამოქვეყნებას მაქსიმუმ 24 საათი სჭირდება 🙂 გააჩნია თუ როდის მოვალ სამსახურიდან და როდის გადავამოწმებ საიტს 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. ანი ამბობს:
    8 ოქტომბერი, 2012წ. 14:07სთ.

    სპასიბა რა დიდი მადლობა ძალიან კაია მასწმა ათი დამიწერა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. ფიპრია ამბობს:
    2 დეკემბერი, 2012წ. 12:17სთ.

    მაგარია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. ნიკა ზენაიშვილი ამბობს:
    2 თებერვალი, 2013წ. 17:41სთ.

    ძაან კარგი ბიოგრაფიაა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. ლუკა ამბობს:
    20 ნოემბერი, 2013წ. 13:37სთ.

    კაია რააა ნეტა ათიანი დამიწეროს მასწმა:D:D:D:D

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  15. ნინო ამბობს:
    21 დეკემბერი, 2013წ. 16:23სთ.

    მადლობა მაგარია!
    იმადია 10 მივირებ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  16. თაკო ამბობს:
    11 თებერვალი, 2014წ. 12:05სთ.

    უმაგრესია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  17. მარიამი ამბობს:
    28 ნოემბერი, 2015წ. 18:11სთ.

    აუ ინფორმაცია მქონდა მოსაძიებელი, კიდევ კარგი ამ საიტზეა , ჩემი კლასელები სულ ვიკიპედიიდან მოიძიებენ და მე განსხვავებული მექნება , უღრმესი მადლობა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  18. ელენე ამბობს:
    20 იანვარი, 2016წ. 14:33სთ.

    აი მართლა ძაან მაგარია ვიკიპედიას ჯობს ეს საიტი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  19. მარიამი ამბობს:
    3 აპრილი, 2016წ. 18:51სთ.

    ეს საიტი ნამდვილი საოცრებაა. მე აქ ამ საიტში ვისწავლე ყველა მწერლის ამბები და ჩემს მასწავლებელს ძაან მოეწონა.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  20. მარიამი ამბობს:
    26 აპრილი, 2016წ. 12:01სთ.

    ვაჟა ფშაველა არის გენია, არ მეყოფა სიტყვები მისი შემოქმედების შესამკობად. ვერ წარმოიდგენთ, რამდენს კარგავს ის ახალგაზრდა, ვინც არ იცნობს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას, მე საკმაო წლებით დატვირთული ადამიანი, დრო და დრო ვუბრუნდები ხოლმე ჩვენი სასიქადულო მწერლების ლექსებს, მოთხრობებს, ბიოგრაფიას, მოგონებებს და ვცდილობ, ცხოვრებისეული გარემოებებით გამოწვეული უსიამოვნო განწყობილება, მათი წაკითხვით გავიქარვო. ეს მე ძალიან მშველის; აბა, თქვენც სცადეთ, შედეგი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.ეს ჩემგან, უფროსი ასაკის ადამიანისაგან რჩევის სახით.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› იოანე ზოსიმე: ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!
და ახალმან ნინო › › ›

DU