1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: შოთა რუსთაველი (ი. გოგებაშვილის მიხედვით)

მეთორმეტე საუკუნეში, თამარის მეფობის დროს, როცა საქართველოს ოქროს ხანა ედგა, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, მწიგნობრობაც ყვაოდა. გამორჩეულად აღსანიშნავია შოთა რუსთაველის მიერ ამ დროს შექმნილი პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც არა მარტო მაშინ, დღესაც გენიალურ ნაწარმოებად ითვლება. ქართველი ხალხი ყოველთვის ამაყობდა მისით და საუკუნეების მანძილზე საუკეთესო მზითევადაც სწორედ „ვეფხისტყაოსანს“ თვლიდა. ასეთი განძი ადამიანისათვის დიდ სიმდიდრედ მიიჩნეოდა, მით უმეტეს, თუ ადამიანმა ის ზეპირადაც იცოდა, ასეთები კი ბევრნი იყვნენ. „ვეფხისტყაოსანს“ ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ შვილებს.

ვინ იყო თვითონ ავტორი ამ ნაწარმოებისა, რაგვარად იზრდებოდა და ცხოვროდა ეს გენიოსი ადამიანი? – დაბადება, აღზრდა და ცხოვრება შოთასი ბინდბუნდით არის მოცული და დაბეჯითებით თითქმის არაფერი ვიცით. არავითარი წერილობითი ცნობა არ მოიპოვება შოთაზე, მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით (ზეპირი გადმოცემით) გადმოგვეცა მასზე ზოგიერთი რამ.

რა გვარისა იყო ჩვენი სასიქადულო პოეტი, ამაზე არავითარი ცნობა არა გვაქვს. ვიცით მხოლოდ სოფლის სახელი, სადაც იგი დაბადებულა. ეს სოფელი ყოფილა რუსთავი, რომელიც მესხეთში მდებარეობდა და აქედან წარმომდგარა სახელი „რუსთაველი“. ადრე ქართველებს ჩვეულებად ჰქონდათ, განთქმული ადამიანების გვარების მაგიერ, მათი დაბადების ადგილის სახელი ეხმარათ. შოთას შემთხვევაშიც სოფლის სახელი გამოუყენებიათ მისი გვარის ნაცვლად და ამიტომ თვითონ გვარი დაკარგულა.

შოთას დედ-მამა ბავშვობაში დაჰხოცვია და ობლად დარჩენილა. მზრუნველად გამოსჩენია ბერი ბიძა, რომელსაც თავდაპირველად ბავშვი რუსთავის საეკლესიო სკოლაში მიუბარებია. ადრე ეკლესიებთან არსებობდა სკოლები, სადაც მღვდლები წერა-კითხვას და საღმრთო წერილს ასწავლიდნენ. საეკლესიო სკოლიდან შოთა გადაუყვანიათ ტბეთის მონასტრის სკოლაში, რომელიც მახლობლად მდებარეობდა. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ შოთა ბიძას კახეთში წაუყვანია და გრემის სასწავლებელში მიუბარებია, სადაც მას ხუთი წელი გაუტარებია. შემდეგ კი კახეთშივე, იყალთოს აკადემიაში გადაუყვანია, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს არსენ იყალთოელმა დააარსა და რომელიც მაშინდელ საქართველოში უპირველესი სასწავლებელი იყო. სწავლის გათავების შემდეგ შოთა გაუგზავნიათ საბერძნეთში, რომელიც სწავლა-განათლების უდიდეს კერას წარმოადგენდა. იქ მრავალი ქვეყნიდან ჩადიოდნენ განათლების მისაღებად.

ქალაქ ათენში შოთას შეუსწავლია სხვადასხვა მეცნიერებანი: ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, პოეზია, მჭევრმეტყველება, ვარსკვლავთმრიცხველობა, შეუთვისებია ბერძნული და ლათინური ენები. სწავლის დასრულების შემდეგ შოთა სამშობლოში დაბრუნებულა, სადაც უკვე კარგა ხნის გამეფებული ყოფილა თამარი.

ამ დროს ბრძენი და ღვთისმოსავი მეფის წყალობით ქვეყანა მეტად გაძლიერებული და განვითარებული იყო. ყველა ხოტბას ასხამდა და აღმერთებდა მეფეს. შოთაც მოუხიბლავს თამარის სულიერ და ფიზიკურ მშვენიერებას და მას რამოდენიმე ლექსი მიუძღვნია სათაყვანო დედოფლისათვის. ნიჭიერ პოეტს მალევე მიუქცევია თამარის ყურადღება, რომელიც ჭკუა-გონებასა და განათლებას დიდად აფასებდა და შოთასთვის უმთავრესი თანამდებობა, მოლარეთუხუცესობა, ჩაუბარებია.

ცოტა ხანში შოთა პოემის წერას შეუდგა. მან მოიწადინა, გამოეხატა თამარი თავისი მშვენიერებით, სათნოებითა და სიბრძნით, საქართველოს წარჩინებულნი პირნი და აგრეთვე ქართველი ერის ღირსებანი და თვისებანი. მაგრამ რადგან თანამედროვე პირობების პირდაპირი დასახელება მოუხერხებელი იყო, მან პოემას არაკის ფორმა მისცა, მოქმედება არაბეთსა და სხვა უცხო ქვეყნებში გადაიტანა და მოქმედ პირებსაც არაბული სახელები უწოდა. თავის ქმნილებას შოთამ დაარქვა „ვეფხისტყაოსანი“, რადგან პოემის მთავარ გმირს ვეფხვის ტყავი აცვია. როცა თხზულება დაასრულა, მშვენივრად გადაწერილი წარუდგინა დედოფალს. თამარმა ნადიმი გამართა, განთქმული და წარჩინებული პირები მოიწვია და მათ წინაშე თვითონ ავტორს წააკითხა პოემა. ყველა აღტაცებული დარჩა. მსმენელთ აკვირვებდა მდიდარი და ღრმა შინაარსი, აზრის მოქნილი გამოხატვა, მშვენიერი ლექსთწყობა და სამაგალითო ენა. აგრეთვე დიდად მოიწონეს პოემის მიმართულება, რომელშიც ნათლად იყო დახატული მაშინდელი ქართველების ღირსებანი: პატივისცემა ქალისა, მფარველობა დაბალი წოდებისა, ნიჭის დაფასება, სამაგალითო ძმობა ჭირსა და ლხინში, სულის ძლიერება, უშიშობა და სხვა. დამსწრე საზოგადოებამ რუსთაველი პირველ პოეტად აღიარა. თამარმა მადლობისა და წყალობის ნიშნად ხელიდან ძვირფასი ბეჭედი წაიძრო და მგოსანს უბოძა. ხოლო თამარის მეუღლემ – დავითმა – ხმალი მოიხსნა და შოთას გადასცა. საზოგადოებამ კი ძვირფას თვლებში ჩასმული კალამი მიართვა დიდ პოეტს.

„ვეფხისტყაოსანი“ მალე განითქვა. ის ყველამ შეიყვარა და ბევრი გამონათქვამი ანდაზადაც იქცა. პოემის განთქმულობას ხელს უწყობდა პოეტის იშვიათი პიროვნული თვისებები. ისტორიკოს ბარათაშვილის გამოკვლევით, რუსთაველი იყო უმშვენიერესი ვაჟკაცი, მეტად ზრდილი, დარბაისელი, ჭკვიანი, მიმზიდველი და ფრიად განსწავლული, რომლის ბადალი მთელს სამეფოში არ იყო.

გადმოცემის თანახმად, შოთა რუსთაველი ცხოვრების ბოლო წლებში იერუსალიმში გაემგზავრა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში ბერულ მოღვაწეობას შეუდგა. იქ ერთ-ერთ სვეტზე ახლაც შემონახულია მისი ფრესკა.

“იაკობ გოგებაშვილის მიხედვით”

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

61 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ნინო ამბობს:
    13 მარტი, 2014წ. 17:49სთ.

    გმადლობთ ყველას ძალიან კარგადაა ყველაფერი აღწერილი*******

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ნუცა ამბობს:
    14 მაისი, 2014წ. 19:10სთ.

    ძალიან მომეწონა დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნინა ამბობს:
    5 ივნისი, 2014წ. 11:52სთ.

    მოკლეა მაგრამ საინტერესო დეტალებით. გმადლობთ!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ანი ამბობს:
    20 სექტემბერი, 2014წ. 12:52სთ.

    ძალიან შინაარსიანი და საინტერესოა ეს ყველაფერი ხომ შოთა რუსთაველს ეხება

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ერეკლე ამბობს:
    20 ოქტომბერი, 2014წ. 09:20სთ.

    შოთა მესხი არ იყო! იგი რუსთველიანთა საგვარეულოდან იყო..რუსთველიანთა საგვარეულო, კახეთში, ქალაქ რუსთავში მგონი მე_7-8 საუკუნეში არსებობდა..

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. გიორგი ამბობს:
    4 ნოემბერი, 2014წ. 18:10სთ.

    შოთა იყო ბაგრატიონი გვარად!!!წაიკითხეთ „პავლე ინგოროყვას“ წიგნი
    ერთ მაგალითს მოგიყვანთ.არ შეილებოდა 12 საუკუეში ვინმეს შოთა რქმეოდა თუ ის ბაგრატიონი არ იქნებოდა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ნიკა ამბობს:
    13 ნოემბერი, 2014წ. 08:21სთ.

    ძაან დიდია და ვარძიას ლეგენდა?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ლუკა ამბობს:
    20 ნოემბერი, 2014წ. 07:52სთ.

    ძაან მომეწონა შეიძლება დიდია მაგრამ წასაკითხად ღირს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. მაკო ამბობს:
    10 დეკემბერი, 2014წ. 18:13სთ.

    ძალიან კარგია და ძალიან დამეხმარა. ცოტა ვრცელია და ერთი და იგივე ბევრჯერ მეორდება ისე ბევრი გავიგე მადლობა 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ანა ამბობს:
    14 დეკემბერი, 2014წ. 10:45სთ.

    ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. ბაბი ამბობს:
    22 იანვარი, 2015წ. 15:26სთ.

    უღრმესი მადლობა თქვენ რომ ეს ინფორმაცია მოგვაწოდეთ.. რათქმაუნდა უკეთესი იქნებოდა უფრო ვრცელი რამ რმ ვიცოდეთ შოთაზე მაგრამ ესეც რომ ვიცით ეგეც რაღაცაა.. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.. მე ძალიან მომეწონა ეს თემა.. ვნახოთ სკოლაში რას მეტყვიან 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. ლაშა ამბობს:
    10 თებერვალი, 2015წ. 17:05სთ.

    ძალიან დამეხმარა. ძალიან კარგი საიტია ესე გააგრძელეთ.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. გივი ამბობს:
    3 მარტი, 2015წ. 19:30სთ.

    სადაური იყო წარმოშობიტ რუსთაველი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. ზეინაბი ამბობს:
    29 მარტი, 2015წ. 19:03სთ.

    ძალიან მომეწონა.
    უფრო დიდი რო ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  15. დათო ამბობს:
    20 მაისი, 2015წ. 18:49სთ.

    ძალიან კარგია ეს ბიოგრაფია მაგრამ უფრო მეტი ნაწილი ვეფხის ტყაოსანზეა გადატანილი და არა ბიოგრაფიაზე მართალია ერთერთი ნაწილია ვეფხის ტყაოსანი შოტასტვის მაგრამ უფრო მეტს მოველოდი. ისე რო ცოტა შეემოკლებინათ კარგი იქნებოდა 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  16. ნანა32 წლის. ამბობს:
    5 ოქტომბერი, 2015წ. 22:06სთ.

    დაიბადება კიდევ მისი მსგავსი ადამიანი როდესმეეეეე??????

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  17. თეკლუნა ტეკლა ამბობს:
    4 ნოემბერი, 2015წ. 20:23სთ.

    ვაიმე ძალიან მაგარია სკოლაში მჭირდება
    ცოტა ინფორმაცია უძახე შენ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  18. თეკლუნა ტეკლა ამბობს:
    4 ნოემბერი, 2015წ. 20:28სთ.

    ცოტა ინფორმაციაო ყველა ამ სიტზე შედით ვისაც შოთას ინფორმაცია უნდა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  19. ნიაკო^^^ ამბობს:
    9 მაისი, 2016წ. 13:11სთ.

    ვიკიპედიის ინფორმაციას ჯობია 100%-ით <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  20. დატო ამბობს:
    25 ოქტომბერი, 2016წ. 15:43სთ.

    დამეხმარეთ დასაწერი მაქვს თემა ( შოთა რუსთაველი და თანამედროვეობა ) ტემა უნდა შეადგენდეს 3 თაბახის ფურცელს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2 3 4

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› მოხარშული ლორი

ლორი კარგია თუ მოიხარშება ჩაკიდებული წესით. ამისათვის ლორის კანჭების ძარღვებში გაიყრება თოკი, რომელიც მაგრდება ჯოხზე. ჯოხი მოთავსდება ქვაბში განივრად, ლორი ჩაიკიდება წყლიან ქვაბში და ისე მოიხარშება. თუ ლორი ძალიან მარილიანია, › › ›

DU