1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: შიო მღვიმელი (1866-1933)

შიო მღვიმელი (ნამდვილი გვარი – ქუჩუკაშვილი) დაიბადა 1866 წლის 12 თებერვალს ქართლის ერთ პატარა სოფელში, ბრეთში, ღარიბი მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და შიომ ობლის ხვედრი მთელი სიმწარით იგემა. მალე, უფროსმა ძმამ, გიორგიმ, შიო თავისთან წაიყვანა კახეთში, სადაც იგი მასწავლებლად ყოფილა გამწესებული. ლამაზმა სოფელმა შილდამ, მისმა შემკულმა ბუნებამ და კეთილმა, გამრჯე ადამიანებმა სამუდამოდ გაამდიდრეს ნიჭიერი ბავშვის გრძნობა და გონება, აღუძრეს სილამაზის, სიკეთის, შრომის სიყვარული. ძმამ წერა-კითხვა შეასწავლა, ხოლო ჩიტებმა, ყვავილებმა, მორაკრაკე წყაროებმა – ბუნების ენა. გლეხკაცებისაგან მოსმენილმა ზღაპრებმა და შაირებმა პოეზიის მადლი გაუღვიძეს. ტანმორჩილი, მუდამ მოღიმარი, ცელქი შიო ყველას უყვარდა და ისიც თავს ბედნიერად გრძნობდა: თამაშობდა ტოლ-მეგობრებთან, დასდევდა ჩიტებს, თევზაობდა, ნამცვრეობდა… ყველაფერი ეს შემდეგ მომხიბლავ სურთებად აისახა მის პოეზიაში. სამწუხაროდ, ძმა შორს გადაიყვანეს სამუშაოდ და შიოც შინ მობრუნებულა. უსიხარულო სურათი დახვდა შინ პატარა შიოს: უსახსროდ დარჩენილი, დაობლებული ოჯახი. ახლა მეორე ძმამ, სანდრომ გადაწყვიტა შიოს პატრონობა და შუამთის მონასტერში ბერებისათვის გადაწყვიტა მისი მიბარება. შუამთისაკენ მიმავალ ძმებს გორში ცნობილი ხალხოსანი შიო დავითაშვილი შეხვდათ. მისი დაჟინებით პატარა შიო გორის საოსტატო სემინარიასთან არსებულ ოთხკლასიან სასწავლებელში ჩაირიცხა. ბინად, ერთ ხანს, მიშო ყიფიანთან ყოფილა, ასევე ხალხოსანთან. შიოს კეთილისმყოფელები ზოგი დააპატიმრეს, ზოგიც იძულებული გახდა გორიდან წასულიყო და შიოც ხშირად დარჩენილა უბინაოდ, მშიერ-მწყურვალი. ბოლოს ისევ სკოლის ამხანაგებმა, ძმებმა ხმალაძეებმა შეიფარეს. შიომ 1887 წელს დაამთავრა სასწავლებელი. შემოდგომაზე მეოცნებე ჭაბუკმა, რომელსაც უკვე დაბეჭდილი ჰქონდა რამდენიმე ლექსი, მცირე საგზლითა და დიდი იმედებით მიაშურა თბილისს.

გორში გატარებული წლები მრავალმხრივ სამახსოვრო იყო შიოსთვის. აქ მან მიიღო პირველი პოეტური ნათლობა. აქვე ნიკო ლომოურმა შეარქვა მას შიო მღვიმელი და ბოლოს, გორში დაუმეგობრდა შიო დიდებულ ძმებს რაზიკაშვილებს: ვაჟას, ბაჩანას და თედოს. საოცრად გულთბილი მეგობრობა აკავშირებდა ერთმანეთთან ვაჟა-ფშაველასა და შიო მღვიმელს. ვაჟა თბილისში ჩამოსვლისთანავე მოძებნიდა ხოლმე შიოს, უყვარდა მის ვიწრო ბინაში ღამის გათევა, მასთან პურის ჭამა და მასლაათი.

თბილისში ჩამოსულ ხელმოკლე ჭაბუკს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მოუძებნეს მცირეხელფასიანი ადგილი. იყო იმავე დაწესებულების წიგნის მაღაზიაში გამყიდველადაც. მისი მაღაზია ქართველ მწერალთა საყვარელი თავშესაყრელი ადგილი ყოფილა. აქ მას უმსახურია 1909 წლამდე. თავმდაბალ, უპრეტენზიო შიოს დიდი სამსახურებრივი კარიერა არც უძებნია. 1923 წლამდე, პენსიაზე გასვლამდე, ჟურნალ-გაზეთებში რედაქტორად უმუშავია.

შიო მღვიმელის პირველი ლექსი 1885 წელს დაიბეჭდა გაზეთ „დროებაში“. გორიდან მან უკვე გამოსაცემად მომზადებული საბავშვო ლექსთა კრებული ჩამოიტანა. ეს ლექსები მოგვიანებით, 1891 წელს დაისტამბა ცალკე წიგნად.

ჟურნალ „ჯეჯილის“, ხოლო შემდეგ „ნაკადულის“ დაარსებამ დიდი ბიძგი მისცა ჩვენში საბავშვო მწერლობის განვითარებას. ამ საშვილიშვილო საქმეს სათავეში ედგნენ ენერგიული მანდილოსნები: ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, მარიამ დემურია, ეკატერინე გაბაშვილი, ნინო ნაკაშიძე. აკაკისა და ვაჟას დიდებულ ქმნილებათა გვერდით ამ ჟურნალების ფურცლებს ამშვენებდა შიო მღვიმელის შესანიშნავი პოეზია. არ გამოსულა თითქმის არც ერთი ნომერი, რომელშიც შიო მღვიმელის ერთი ან რამდენიმე ლექსი არ ყოფილიყო დაბეჭდილი. შიო მღვიმელის პოეზიის დიდი ნაწილი ბუნების სურათებს, მცენარეთა, ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს ასახავს.

შიო მღვიმელმა დაამტკიცა, რომ საბავშვო პოეზია დიდი მწერლობის განუყოფელი ნაწილია და იქ მოღვაწეობა არანაკლებ საპატიოა.

პოეტს ძალას მატებდა ის გულწრფელი სიყვარული, მუდამ რომ გრძნობდა თავისი ნორჩი მკითხველებისგან.

ჯერ კიდევ სიცოცხლეში, არც თუ ისე ხანდაზმულს, მას დიდი და პატარა ძია შიოს ეძახდა.

1916 წელს მადლიერმა ერმა, მისმა პატარა მკითხველებმა შიო მღვიმელს სამწერლო მოღვაწეობის ოცდაათი წლის იუბილე გადაუხადეს და თავმდაბალ, კეთილ პოეტს უკლებლივ აგრძნობინეს თავისი სიყვარული. ბედნიერ შიოს მხოლოდ ის სწყვეტად გულს, რომ მის დღესასწაულს ვერ შეესწრო ამ იუბილის ერთ-ერთი ინიციატორი, მისი უფროსი ძმა და მეგობარი ვაჟა-ფშაველა. ცნობილა საზოგადო მოღვაწემ და ლიტერატირმა ივანე გომართელმა მაშინ უწოდა შიო მღვიმელს ბავშვების აკაკი.

1923 წელს ღვაწლმოსილ პოეტს საბჭოთა ხელისუფლებამ დამსახურებული მწერლის წოდება მიანიჭა და პენსია დაუნიშნა.

შიო მღვიმელი გარდაიცვალა 1933 წლის 28 დეკემბერს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

1966 წელს ქართველმა ხალხმა ფართოდ აღნიშნა შიო მღვიმელის დაბადების ასი წლისთავი.

ბეჟან ბარდაველიძე, გამომცემლობა „ნაკადული“

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

13 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ანა ამბობს:
    13 თებერვალი, 2011წ. 13:58სთ.

    დედა რამხელაააააა…….დავალება მაქვს დასაწერი და ამოვწერე თან შევამოკლე.. ისე ძალიან საინტერესო ბიოგრაფია კი აქვს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. მარიამი ამბობს:
    22 მარტი, 2011წ. 18:08სთ.

    შიო მღვიმელი ძალიან საინტერესოა ……….. მე პირადად ძალიან მომეწონა ……… ძალიან კარგი იმფორმაციაა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. მარიკა ამბობს:
    9 ოქტომბერი, 2011წ. 13:39სთ.

    რა არის რა ერთი მოთხრობა არ გაქვთ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. მარი თანიაშვილი ამბობს:
    7 მარტი, 2012წ. 14:02სთ.

    წავიკითხე. კარგია. აუ დახმარება მინდა ვინმემ გორზე ლექსი იციით?თუ იცით და დიდია მაშინ 1 ან 2 მოკლე კუპლეტი მაიონცცცცც. გამგლეჯავს თორე ისტოოოორიაააააა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. გიორგი ამბობს:
    25 აპრილი, 2012წ. 08:28სთ.

    დედა რამხელაა ეგი ამას რა ისწავლის ცოტა შევამოკლე თუ არა დიდი იყო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. გიორგი ამბობს:
    29 მაისი, 2013წ. 18:57სთ.

    აუ ანი მოკეტე რა ძალიან დიდიც არაა!!!!!!!!!!!!!!!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. გიორგი ამბობს:
    29 მაისი, 2013წ. 18:57სთ.

    ეგი ამას რა იწავლის არა ის კიდე!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. დათოიე ამბობს:
    31 მარტი, 2014წ. 11:33სთ.

    ძან დიდიც არაა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ნინი ამბობს:
    24 აპრილი, 2015წ. 14:41სთ.

    ძალიან მაგარია მაგრა მომეწონა რა საინტერესოა გაკვეტილი მაქვს ქართულში

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ნანუკა ამბობს:
    28 აპრილი, 2015წ. 19:05სთ.

    შიოს და ან ძმა არ ჰყავდააა?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. ნანუკა ამბობს:
    29 აპრილი, 2015წ. 09:12სთ.

    რა ერქვა შიოს მეორე ძმას

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. ფიქრია ამბობს:
    14 მაისი, 2015წ. 13:34სთ.

    ძალიან კარგად არის გადმოცემული ყველაფერი და თუ არ მოგწონთ სხვა საიტზე შედით. თქვენი წუწუნი ყელში ამოვიდა: აუ ძაან დიდია ვერ ვისწავლიო, აბა ეხლა მე მკითხეთ მე მინდაა სწავლა მარა სხვა გზა არა მაქვა თუ სწავლა მინდა ღომ განათლებული ვიყო…………

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. ნია ამბობს:
    12 მაისი, 2016წ. 12:44სთ.

    ძალიან კარგი ინფორმაციაა, მე პირადად მომეწონა ძალიან კარგად არის გადმოცემული ყველაფერი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 4.00 out of 53 votes, average: 4.00 out of 53 votes, average: 4.00 out of 53 votes, average: 4.00 out of 53 votes, average: 4.00 out of 5

› ალავერდი

ალავერდის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი. 1010-1014 წწ.
ალავერდის მონასტერი მდებრეობს ალაზნის ფართო, მწვანე ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ზე.
აქ ჯერ კიდევ VI ს-ში იოსებ ალავერდელს, ერთ-ერთ “ცამეტ › › ›

DU