1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» დავით X

ქართლის მეფე 1505-1525 წლებში. უფროსი ძე კონსტანტინე II-ისა. იყო ბუნებით “ლმობიერი, ბრძოლა-შლილობათა და შფოთთა მოძულე და მოყვარე მშვიდობისა”. დავითმა სამხედრო რეფორმა გაატარა: ქართლი ოთხ “სადროშოდ” დაჰყო: მეწინავე სადროშო – ქვემო ქართლი (სარდალი ამილახორი); მემარცხენე სადროშო – სამუხრანბატონო, ქსან-არაგვის საერისთავოებით (სარდალი მუხრანბატონი); მეფის სადროშო – მტკვრის მარჯვენა მხარე, ტფილისიდან ტაშისკარამდე, სარდლობდა მეფისაგან დანიშნული თავადი, უფრო ხშირად ციციშვილი. 1510 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე II ქართლში გადმოიჭრა და გორი დაიჭირა. დავითმა მხოლოდ ამის თქმა იკმარა: “რამეთუ მიეგების მეშფოთეთა შფოთი”. მაშინ იმერეთს ოსმალები შემოესივნენ და ალექსანდრე იძულებული გახდა გორი დაეცალა და სასწრაფოდ იმერეთს გაბრუნებულიყო. 1511 წელს კახეთის მეფე გიორგი II (ავგიორგი) შემოიჭრა ქართლში და ატენში მყოფი დავით მეფე ალყაში მოაქცია, მაგრამ ქართლელთა ჯარმა მოუსწრო და ავგიორგიმ უკანვე, კახეთში გაქცევა ამჯობინა. კახეთიდან ახალი შემოსევის საფრთხე მაინც რჩებოდა. ამით ისარგებლა დავით მეფის ძმამ ბაგრატმა და ჩააცივდა მეფეს: “მომეც მე საუფლისწულოდ და დროშად მუხრანი, მასთან არაგვისა და ქსნის ხეობანი და მე აღვკვეთავ ავგიორგის თავგასულობას”. დავით მეფე დათანხმდა; ასე დაიწყო არსებობა მუხრან-ბატონთა სადროშო-საგვარეულომ. ბაგრატ პირველმა, ამჯერად უკვე მუხრან-ბატონმა, ქსნის მარცხენა მხარეს, მაღალ მთაზე აღმართა დიდი ციხე – “მტუერის ციხე”. მართლაც წამოვიდა ავგიორგი კახთა ჯარით. ქსნის იმ ახალ ციხეს მიადგა; ვერ აიღო. უკან გაბრუნებისას ბაგრატ მუხრან-ბატონმა, უეცარი დარტყმით, შეიპყრო იგი და იმავე მტუერის ციხეში ჩააგდო, სადაც გარდაიცვალა კიდეც (1513 წ.). უმეფოდ დარჩენილი კახეთი დავითმა შემოიერთა. 1518 წელს ირანის ხელმწიფემ შაჰ ისმაილმა, დიდძალი მხედრობა გამოგზავნა ქართლში დივ-სულთან რუმლუსა და სამცხის ათაბაგის ყვარყვარე III-ის სარდლობით. შემოჭრისთანავე მტერმა სურამი და გორი აიღო. დავითმა ირანელთა მთავარსარდალს თავისი ძე, რამაზ ბატონიშვილი აახლა დიდძალი ძღვენით. დივ-სულთან რუმლუმ ძღვენი მიიღო, რამაზ ბატონიშვილი მძევლად წაიყვანა და საქართველოდან წავიდა ქართლის გაჭირვებით კახელებმა დრო იხელთეს და აქამდე გადამალული ლევან უფლისწული კახეთის ტახტზე გაამეფეს. შაჰ ისმაილმა კი რამაზ ბატონიშვილი გამოუშვა და ქართლისგან ხარკი იკმარა – წელიწადში სამასი საპალნე აბრეშუმი. შაჰმა მალე “დამატებით” ქართლის მეფეს ირანში გამოცხადება და ქრისტიანობის განტევება მოსთხოვა. დავითმა “გათათრებაზე” ცივი უარი შეუთვალა. მაშინ, 1522 წელს, თვითონ შაჰ ისმაილი წამოემართა საქართველოსკენ დიდძალი მხედრობით. თელეთთან დიდი ბრძოლა გაიმართა. თავი გამოიჩინა ლუარსაბ ბატონიშვილმა (მომავალი მეფე ლუარსაბ I), რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან შეტევით დაამარცხა და გააქცია ყარაფილის სარდლობით მოიერიშე ირანელთა მხედრობა. მაინც იმძლავრა შაჰ ისმაილმა. ტფილისს მიადგა და ქალაქის თავის ღალატის წყალობით აიღო კიდეც. შაჰ ისმაილი 1524 წელს მოკვდა. დავით მეფემ ტფილისი დაიბრუნა, იქ მდგარი ირანული ციხიონი ამოწყვიტა, აღჯაყალას მდგარი ირანელებიც მიაყოლა და ქართლი მტრისაგან გაწმინდა. იმავე წელს დავითი მეფობიდან გადადგა და, დამიანე ბერის სახელით, ღვთისმსახურებას შეუდგა. (მალე კიდეც გარდაიცვალა 1526 წ.). დაკრძალეს მცხეთას. დარჩა ქვრივი დედოფალი თამარი სამი ძით – ლუარსაბი, დემეტრე, რამაზი. დავითმა გადადგომისას მეფობა ძმას, გიორგის დაუტოვა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

9 votes, average: 4.22 out of 59 votes, average: 4.22 out of 59 votes, average: 4.22 out of 59 votes, average: 4.22 out of 59 votes, average: 4.22 out of 5

› ლეგენდა სამგორზე

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლოჭინის ხევში ცალხელა მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც ქალაქისთვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა, – მაღალ სვეტზე ცეცხლს ანთებდა. ერთხელ მან სიკვდილისაგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაიყვანა, სადაც › › ›

DU