1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725)

„მაღალი ტანისაა, მხნე და ძლიერი აგებულების, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზე მეტი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება“. – ასე ახასიათებდნენ სულხან-საბა ორბელიანს მისი თანამედროვენი.

ორბელიანთა გვარი ბარათაშვილების საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოება იყო. მათი სამკვირდო ქვემო ქართლში მდებარეობდა. სწორედ აქ, ქართლში, სოფელ ტანძიაში დაიბადა სულხან-საბა.

სულხანის მამა ქართლის მეფესთან – ვახტანგ V დაახლოებული პირი იყო, დედა კი – კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მოთავის – ზაალ არაგვის ერისთავის ასული. მამიდა ვახტანგ მეფეს ჰყავდა ცოლად, ამიტომ სულხანი პატარაობიდანვე სამეფო კარზე იზრდებოდა თავის მამიდაშვილებთან – არჩილთან, გიორგისთან და ლევანთან. ისინი დიდი მეგობრები იყვნენ. სულხანი არჩილს ბიბლიური ტექსტების თავმოყრასა და მოწესრიგებაში ეხმარებოდა, ლევანთან პოეზიის სიყვარული აკავშირებდა, ხოლო გიორგი, რომელიც გიორგი XI სახელით მეფობდა ქართლში, თითქმის სულიერ მოძღვრად მიაჩნდა. სწორედ გიორგიმ შთააგონა 20-25 წლის სულხანს ქართული ლექსიკონის შედგენა.

სულხან-საბამ ბრწყინვალე განათლება მიიღო, როგორც საერო, ისე – სასულიერო. განსწავლულობით გამორჩეულს მოგვიანებით უფლისწულ ვახტანგ ლევანის ძის (შემდგომში ქართლის მეფე ვახტანგ VI) აღზრდა დაავალეს.

სულხან-საბა ახალზგაზრდობაშივე ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში და გიორგი XI მხარდამხარ იბრძოდა ირანელთაგან ქართლის გასათავისუფლებლად. ამ დროს მოხდა დიდი აჯანყება ქართლში, მაგრამ ქართველები დამარცხდნენ. მეფობიდან გათავისუფლებული გიორგი იმერეთში გადაიხვეწა, დევნა არც სულხან-საბას ასცდა, რის გამოც იგი ჯერ იმერეთში, შემდეგ კი სამცხეში იმყოფებოდა. 1698 წელს დავით გარეჯის მონასტერში სულხანი ბერად აღიკვეცა და საბა ეწოდა, სწორედ ამ დროიდან მოიხსენიება იგი სულხან-საბად.

ქვეყანაში ძალიან რთული ვითარება იყო. ვახტანგ VI ირანის შაჰმა ქართლში გამეფების სანაცვლოდ გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგმა სულხან-საბა საიდუმლო დავალებით ევროპაში გაგზავნა იმ იმედით, რომ იქნებ ევროპა მაჰმადიანთა უღელქვეშ ტანჯულ საქართველოს დახმარებოდა, ტახტზე ქრისტიანი უფლისწული დაესვათ.

სულხან-საბამ უცხოეთში რამოდენიმე წელიწადი დაჰყო. მრავალგზის ეახლა საფრანგეთის მეფეს პარიზში, მაშინ იქ ლუი მეთოთხმეტე მეფობდა. არაერთხელ შეხვდა რომის პაპს კლიმენტი მეთერთმეტეს. ევროპაში სულხან-საბამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი განათლებით, სიდარბაისლითა და ქცევა-პასუხით, მჭევრმეტყველებითა და დიპლომატიური ნიჭით. მაგრამ იმ დროისათვის ევროპას უზარმაზარ და უძლიერეს ირანთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურდა და სულხან-საბაც უშედეგოდ დაბრუნდა საქართველოში.

ქართლში ამ დროს უკვე ვახტანგ VI მეფობდა, რომელსაც საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი რუსეთთან კავშირი. მან სულხან-საბა რუსეთში გაგზავნა, რათა რუსთ ხელმწიფესთან ვახტანგის შეხვედრა შეემზადებინა. მაგრამ მრავალჭირგადახდილ მოღვაწეს აღარ დასცალდა. 1725 წელს იგი გარდაიცვალა. დაკრძალეს მოსკოვის მახლობლად ვსეხსვიატსკოეს ტაძარში.

სულხან-საბა ორბელიანი გამორჩეული იყო არა მარტო პოლიტიკაში, არამედ მწერლობაშიც. მან უდიდესი ამაგი დასდო ქართულ ლიტერატურას, პირველმა შეადგინა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი „სიტყვის კონა“, ქართულ ლიტერატურაში სწორედ მან დაამკვიდრა მემუარულ-სამოგზაურო ჟანრი თხზულებით „მოგზაურობა ევროპაში“.

იმ ხანად, ქართველები ყიზილბაშებისაგან მრავალ უზნეობას სწავლობდნენ, ხალხი გადაგვარების გზას ადგა. ამიტომ უპირველესი ამოცანა ამ უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, რაც ქართული ეროვნული სულის, ტრადიციებისა და ენის დაცვაში გამოიხატებოდა, ერს მაღალი სულიერება უნდა შეენარჩუნებინა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სულხან-საბას შესანიშნავი ნაწარმოები „სიბრძნე-სიცრუისა“, რომელშიც შედის იგავ-არაკები ზნეობაზე, სიკეთეზე, მეგობრობაზე, ღალატზე, უგუნურებასა და სხვა ყურადსაღებ საკითხებზე. სულხან-საბა კიდევ მრავალი ნაშორმის ავტორია. მისი დამუშავებულია ბიბლიის ტექსტი, რომელიც „მცხეთური ხელნაწერების“ სახელწოდებით დაიბეჭდა.

საინტერესოა სულხან-საბას ცხოვრების ერთი მონაკვეთი, რომელიც მის „გაკათოლიკებას“ ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქმედება იძულებით გაღებული ხარკი იყო საქართველოს გადასარჩენად, ვახტანგ VI ტყვეობიდან დასახსნელად და მაჰმადიანური ზეგავლენისაგან თავის დასაღწევად. „დასაღუპავად განწირული ქართველები ამ საფარის ქვეშ თავიდან იცილებდნენ გასომხებასა და გათათრებას, ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე კი იბრუნებდნენ მართლმადიდებლის სახელს“ (მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე).

სულხან-საბასთვისაც იძულებითი გაკათოლიკება მხოლოდ დროებითი პოლიტიკური ნიღაბი იყო. მართლაც, ევროპიდან დაბრუნებული მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. „მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ და მრავალი ავი მომინდომეს“, – წერს იგი თავის თხზულებაში „მოგზაურობა ევროპაში“. სულხან-საბა რომ მართლმადიდებლად აღესრულა, ამას ისიც ადასტურებს, რომ რუსეთში იგი მართლმადიდებლურ ტაძარში დაკრძალეს.

სულხან-საბას ცხოვრების გზას საქართველოს სიყვარული წარმართავდა. ამ სიყვარულმა ააღებინა ხელში კალამი, ამ სიყვარულის გამო გაემართა ევროპისაკენ, ამავე სიყვარულმა შემოსა ბერის სამოსით… იგი იყო მწიგნობარი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ღვთისმეტყველი, მჭევრმეტყველი, საერო და სასულიერო მოღვაწე, ელჩი, მოგზაური. კითხულობ ამ ჩამონათვალს და გიკვირს – ნუთუ ერთ ადამიანს შეეძლო მოეცვა ყოველივე ეს ერთ არსებაში? დასტურს ჩვენამდე მოღწეული ეს ორიოდე პწკარი გვაძლევს:

„სულხან-საბა ორბელისძე
სიბრძნით აღხდა ორბებისზე“.

ციცინათელა „საქართველო არის ესე“

ნახეთ კიდევ აქ

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

15 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ზაზა ამბობს:
    4 ნოემბერი, 2010წ. 18:23სთ.

    ძაან მაგარი ხარ მაგარი ბიოგრაფიაა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. დოდო ამბობს:
    11 ნოემბერი, 2010წ. 18:31სთ.

    ძალიან მაგარუჩელა ბიოგრაფიაა :D:D:D:D:D ასდ,ჯაგჰსდჯაჰგოაე’ეაჰგუჰფაე

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. მიშა ამბობს:
    11 ნოემბერი, 2010წ. 18:33სთ.

    ძალიან მაგარი ბიოგრაფიაა დოდო შენ ვერ ხარ მემგონი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ლუკა ამბობს:
    31 იანვარი, 2011წ. 17:48სთ.

    ძაან მაგარია და საინტერესოა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. სანდრო ამბობს:
    8 თებერვალი, 2011წ. 15:26სთ.

    აუ მე მეგონა პატარა იქნებოდა თქო -.-‘

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ვაჟა ამბობს:
    15 თებერვალი, 2011წ. 16:20სთ.

    ძან მაგარი ბიოგრაფია.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ირაკლი ამბობს:
    16 მარტი, 2011წ. 20:17სთ.

    ძალიან მაგარი მწერალი იყო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. nucka ამბობს:
    14 ოქტომბერი, 2011წ. 15:02სთ.

    აუუუ ძააან საინტერესო და მაგარი რაღაცეები წერია. 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ნუკრი ამბობს:
    21 ნოემბერი, 2011წ. 14:13სთ.

    ძაან მაგარი კია მარა მეზარება ამოწერა 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ეკა ამბობს:
    19 ნოემბერი, 2012წ. 13:23სთ.

    მართლა ძაან მაგარი და საინტერესო ბიოგრაფიაა.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. asiatinadze ამბობს:
    3 დეკემბერი, 2012წ. 13:35სთ.

    მე ძალიან მომწონს ბიოგრაფია: სულხან-საბა ორბელიანი
    კიდევ საინტერესოა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. მარი ამბობს:
    17 თებერვალი, 2013წ. 10:15სთ.

    ისე კარგად დავწერ გაკვეთილს ამის საშვალებით
    კი კაია მარა გირჩევთ მსხვილი ასოებით წეროთ და პოტოებიც დადოთ ასე უფრო საინტერესო იქნება თანაც გაფორმებული ისეე კაიააა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. ლანა ამბობს:
    17 დეკემბერი, 2013წ. 18:36სთ.

    მე ძალიან მომეწონა მისი ამბავი ეჰ ნეტა კიდევ ყოფილიყო მე ბოლომდე წავიკითხე.თქვენ არ მოგეწონათ?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. მარი ამბობს:
    29 ოქტომბერი, 2015წ. 07:28სთ.

    ძაან მაგარია ბევრი რამ წერია სულხან-საბა ორბელიანის შესახებ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  15. მარიამი ამბობს:
    1 თებერვალი, 2016წ. 20:11სთ.

    ძალიან მომეწონა, კმაყოფილი ვარ! 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› საქართველოს ზეციური მფარველნი

საქართველოს ისტორია კავკასიის რელიეფს ჰგავს.
მასში ერთიმეორეს ენაცვლებიან მთაგრეხილები, ღრმა ხევები და ვაკეები, ხშირად კი თავბრუდამხვევი უფსკრულები. მოგზაური ციცაბო ფერდობზე ადის და მის წინაშე თვალუწვდენელი გაშლილი სივრცის საკვირველი სურათი იშლება: ღრუბლები › › ›

DU