1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: გრიგოლ ორბელიანი (1804-1883)

გრიგოლ ორბელიანი დაიბადა 1804 წლის 2 ოქტომბერს თბილისში.

ორბელიანთა საგვარეულო შტოში იხსენიება ყაფლან ორბელიშვილი. იგი გახლდათ პაპა სულხან-საბა ორბელიანისა – XVII საუკუნის საქართველოში ფრიად გავლენიანი პირი. მის პატივსაცემად გრ. ორბელიანი თავს ხშირად ყაფლანიშვილსაც უწოდებდა.

გრიგოლის მამა დიმიტრი (ზურაბ) ორბელიანი საქართველოს მეფეების – გიორგი XII და ერეკლე II კარზე დიდი გავლენითა და პატივით სარგებლობდა.

დედის მხრიდან პოეტი საქართველოს სამეფო ოჯახს ენათესავებოდა – ხორეშანი ერეკლეს ქალის, ელენეს შვილი იყო.

გრიგოლ ორბელიანს ორი ძმა, ზაქარია და ილია, და ერთი და – ეფემია ჰყავდა. ეს უკანასკნელი იყო დედა ნიკოლოზ ბარათაშვილისა.

პატარა გრიგოლი სასწავლებლად ანჩისხატის დეკანოზს – დიმიტრი ალექსი მესხიშვილისთვის მიუბარებიათ; შემდეგ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში სწავლობდა, მაგრამ გრიგოლი იმთავითვე სამხედრო საქმით იყო გატაცებული და გიმნაზიის დასრულებამდე გადასულა საარტილერიო სასწავლებელში. აქედან მიეცა დასაბამის მის სამხედრო კარიერას. 1821 წელს ორბელიანს პრაპორშჩიკის ჩინი უბოძეს.

1822 წელს ორბელიანმა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, 1826 წელს კი სპარსელებს ებრძოდა შამქორსა და განჯაში. 1826-29 წლებში პოეტი ჩაბმული იყო რუსეთ-ირანის, შემდეგ კი რუსეთ-ოსმალეთის ომებში. საქართველოს ამ უძველეს მტერთა წინააღმდეგ ბრძოლა, თუნდაც რუსის ოფიცრის ჩინით, მას ერთგვარ სიამოვნებას და სიამაყეს გვრიდა.

1831 წელს იგი რუსეთში გაემგზავრა. ამ პერიოდში ურთიერთობა დაამყარა რუსეთში გადასახლებულ მარიამ დედოფალთან და ქართველ უფლისწულებთან. პეტერბურგისა და მოსკოვის შემდეგ ორბელიანი ერთი წლით ნოვგოროდში ცხოვრობდა.

1833 წელს პოეტი დააპატიმრეს და ბრალად 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობა წაუყენეს. გაირკვა, რომ პოეტს შეთქმულთა ორგანიზაციის წევრებისაგან დავალებული ჰქონდა, ფარული მოლაპარაკება ეწარმოებინა რუსეთში მყოფ ქართველებთან. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გრიგოლ ორბელიანი შეთქმულებასთან აქტიურად დაკავშირებული არ ყოფილა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ იგი დამნაშავეთა მეშვიდე კატეგორიაში ჩარიცხა. ნოვგოროდში, პოეტის ბინის გაჩხრეკისას იპოვეს შეთქმულთა შორის მეტად პოპულარული ნაწარმოებები: ორბელიანის მიერ გადმოქართულებული „ნალივაიკოს აღსარება“ (რილეევისა) და იარალი შანშიაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი – „იარალის!“ აგრეთვე დღიურები: „მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის“, რომელშიც პოეტი იცავს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას, საუბრობს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების აუცილებლობაზე და ეროვნული რეგულარული (მუდმივი) ჯარის შექმნის აუცილებლობაზე.

დაპატიმრებული გრ. ორბელიანი ხელისუფლებამ თბილისში ჩამოიყვანა, მაგრამ ავლაბრის ყაზარმებში გრიგოლმა მხოლოდ სამი თვე დაჰყო. ამ მსუბუქი სასჯელის მოხდის შემდეგ მან სამხედრო სამსახური გააგრძელა, მხოლოდ იმ პირობით, რომ რუსეთის რომელიმე მხარეში უნდა ემსახურა. სამშობლოში ჩამოსვლის უფლება არ ჰქონდა. გრიგოლმა რუსეთის იმპერიის არაერთი კუთხე მოინახულა. დიდხანს ცხოვრობდა ბალტიისპირეთში. პოეტი მეტად განიცდიდა სამშობლოსთან, ახლობლებთან განშორებას. შემორჩენილია ამ პერიოდში დაწერილი მისი რამდენიმე პირადი წერილი, სადაც უნაპირო სევდა იგრძნობა.

პოეტს სამშობლოში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1837 წელს მისცეს. მალე იგი ქართველ გრენადერთა პოლკის წევრი გახდა. 1841 წელს მონაწილეობა მიიღო პოლკოვნიკ არღუთინსკის მიერ გურიის გლეხთა აჯანყების ჩახშობაში.

1842 წელს ორბელიანი დაღესტანში იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. მალე ის დააწინაურეს და ავარიის მმართველად დანიშნეს. 15 წელი იმსახურა ორბელიანმა დაღესტანში – ჯერ როგორც სხვადასხვა ოლქის მმართველმა და პოლკის უფროსმა, შემდეგ კი როგორც დაღესტნის ჯარის სარდალმა. ამ დროს იგი ჰაჯი მურატსაც შეხვედრია. დაღესტნელ ნაიბებს თავზარს სცემდა მრისხანე ქართველი გენერლის სახელის გაგონებაც კი. თავად შამილი ორბელიანს თავის ყველაზე დიდ მტრად მიიჩნევდა.

1857 წელს, გააფთრებული ბრძოლების შემდეგ, რუსეთმა მოახერხა შამილის რაზმების წინააღმდეგობის გატეხვა. 1858 წელს გრიგოლ ორბელიანის სახედრო ღვაწლი რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ არაერთი ჯილდოთი აღნიშნა. მცირე ხანში იგი თბილისში გადაიყვანეს მთავარმართებელ ბარიატინსკის სამსახურში.

ერთი წლის შემდეგ ორბელიანი მთავარმართებლის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ცოტა ხნით პეტერბურგსაც ესტუმრა, სადაც შეხვდა თავის დაუძინებელ მტერს – შამილს, რომელიც უკვე დატყვევებული იყო. მაგრამ ეს უკვე აღარ იყო მტრების შეხვედრა: „შამილა გავიცან პეტერბურღში. კარგი დარბაისელი კაცი ყოფილა… დიდი სიმწრით მიამბო, რომ მიღალატეს ყოველთა მათ, ვინც იყვნენ დაახლოებულნი ჩემთანო“. – იგონებდა გრ. ორბელიანი.

ცხოვრების უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ორბელიანი თბილისში ცხოვრობდა. ამ პერიოდში იგი განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ჩამოყალიბებაში, პოლიტექნიკური სკოლის დაარსებაში, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობაში.

70-იან წლებში ჩაება ე.წ. „თაობათა ბრძოლაში“ და ილია ჭავჭავაძის „გამოცანები“ უპასუხა ლექსით „პასუხი შვილთა“.

1871 წელს მეფის ხელისუფლებამ აღნიშნა 50 წლის იუბილე გრიგოლ ორბელიანის სამხედრო მოღვაწეობისა. პოეტი ხელისუფლებამ რუსეთის იმპერიის ყველაზე დიდი ჯილდოთი – წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა. ის პოეტს პირადად იმპერატორმა გადასცა.

1883 წლის 21 მარტს გრ. ორბელიანი გარდაიცვალა. იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული ნეკროლოგიდან ვიგებთ, რომ მის დასაფლავებას 60 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

პოეტის ნეშტი ზარბაზნების გრიალში მიაბარეს მიწას, ქაშუეთის ტაძარში.

„ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები“

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

26 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. გელა ამბობს:
    29 სექტემბერი, 2013წ. 18:43სთ.

    როგროც პოეტი ის უძლიერესი იყო მაგრამ როგორც ადამინაი ბევრს ვერაფერს ვიტყვიტ მასზე

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. საბა ამბობს:
    16 სექტემბერი, 2014წ. 13:56სთ.

    ზაანა მაგარია ტიპი იყო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. დიანა ამბობს:
    29 სექტემბერი, 2015წ. 19:23სთ.

    ძალიან მომეწონა <3 კარგი ბიოგრაფიაა და დამეხმარა პრეზენტაციის მომზადებაში, ძალიან ამომწურავადაა მოთხრობილი პოეტის შესახებ, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ. :*

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. თეა ამბობს:
    3 იანვარი, 2016წ. 14:12სთ.

    გრიგოლ ორბელიანი იყო უდიდესი პოეტი და ენატმეცნიერიც ასევე, მან გერმანელებს თვითონ შEუსწორა გერმანული გრამატიკა და ჩამოაყალიბა ის ისეთად როგორიც არის დღევანდელი სახით, არ ვიცი იცით თუ არა მაგრამ თავად გერმანელებიც აღნიშნავენ რომ,ქართველები ყველაზე უკეთესად საუბრობენ გერმანულ ენაზე სხვა უცხოელებთან შედარებით. ეს თვითონ გამოკვლევის მიხედვით გახდა ცნობილი. მხედველობაში მაქ აუ პაირის პროგრამით წასული უცხოელების მონაცემებით. ასე რომ, არ მიიჩნიოთ ეს ფაქტი ილუზიად და ფანტაზიად.. წაიკითხეთ რამე და ისე დაპოსტეთ თქვე კომპტენტურებო თქვენა. იცოდეთ ქართველები რა ხალხი ვართ თავად ქართველებმა,რომ სისულელეეებით არ გამოგათაყვანონ! ამ ჩემ ფეხებს ვისაც ეს ფაქტი ბოდვა გგონიათ და იმის უფრო გჯერათ რომ ქართველები ,,პაპუასები ვართ” თქვენ არაფრის მაქნისები და მართლაც რომ არაფრის გამგონენი არ ხართ ხოდა წაიკითხეთ იქნებ შეაღწიოს ტვინის რომელიღაც უჯრედში ერთმა ნათელმა ნაწილაკმა მაინც:(

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ილია ამბობს:
    19 აპრილი, 2016წ. 14:44სთ.

    მინდა მეილზე მიპასუხოთ…არჩილ ორბელიანის ბიოგრაფია თუ ვინმემ რამე იცის ძალიან მჭირდება..მის შვილზე ანაბელზე თუ რამე არსებობს ბიოგრაფია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ნიაკო^^^ ამბობს:
    11 დეკემბერი, 2016წ. 15:15სთ.

    დიდი მადლობა… მოკლე არის სხვა საიტებზე არსებული ბიოგრაფიებისგან გასხვავევბით… ვიკიპედიაზე დიდია ბიოგრაფია და შინაარსის ამოღება მიჭირსს… კიდევ ერთხელ მადლობაა <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› ინდოეთის უძლეველთა ხუთეული

ინდური ფილმების უძლეველი და დაუმარცხებელ გმირთა საუკეთესო ხუთეული… 😉
[ვიდეო…]ვიდეოს გადმოწერა↓
ჰაა ხომ არ შეგეშინდაა?

DU