1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: გიორგი ლეონიძე (1900-1966)

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1900 წლის 8 იანვარს კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში. პოეტის მამა – ნიკო ლეონიძე ცნობილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი. მას გორის სემინარის ჰქონდა დამთავრებული.

ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ნიკო ლეონიძე სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი ადრე გარდაიცვალა, გიორგი ლეონიძე მაშინ ორი წლისაც არ იყო.

ხუთი შვილის აღზრდა დედას დააწვა მხრებზე. დედა პოეტისა გახლდათ სოფიო გულისაშვილი. იგი მშობლიური ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნე ყოფილა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა – ზაქარია გულისაშვილი – ხალხოსანი მწერალი; იბეჭდებოდა „შაქროს“ ფსევდომინით.

ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. დედა საათობით უამბობდა მიმზიდველ ამბებს საქართველოს ისტორიიდან, აცნობდა ქართულ ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს… გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც.

1097 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა.

1913 წელს გ. ლეონიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. სემინარიაში სწავლის პერიოდი მომავალი პოეტისათვის მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. აქვე დაიწყო გ. ლეონიძის სამწერლობო მოღვაწეობაც. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს „გვირგვინი“ და „ფანდური“, რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა.

1916 წელს გიორგი ლეონიძემ დააარსა ლიტერატურული ალმანახი „საფირონი“, ხოლო 1922 წლიდან ყოველკვირეული გაზეთი „ბახტრიონი“.

1918 წლიდან გიორგი ლეონიძე დაუახლოვდა ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფს – „ცისფერყანწელებს“ და ერთხანს ამ ორგანიზაციის აქტიური წევრიც იყო.

1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა.

გიორგი ლეონიძის თაოსნობით 1931 წელს დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა. გ. ლეონიძე წლების მანძილზე მუშაობდა ამ მუზეუმის დირექტორად.

1950-54 წლებში გ. ლეონიძე მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად, 1958-66 წლებში კი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად. 1944 წელს გიორგი ლეონიძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. გამოქვეყნდა მისი მოთხრობების წიგნი „ნატვრის ხე“, სადაც პოეტის ბავშვობისდროინდელი მოგონებები და შთაბეჭდილებებია გადმოცემული.

გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წლის 9 აგვისტოს. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

„ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები“

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

46 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. elene ამბობს:
    23 იანვარი, 2016წ. 19:36სთ.

    ძალიან კმაყოფილი ვარ.გიორგი ლეონიზე იყო საოცარი კაცი.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. სესილი ამბობს:
    25 იანვარი, 2016წ. 07:27სთ.

    კი მაგრამ 1900 წელ დაიბადა და 1095 წელს მიიყვანეს სასულიერო სასწავლებელსჰი?ამან კიტხვის დროს დამაბნია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნიკა ამბობს:
    12 აპრილი, 2016წ. 17:30სთ.

    1095 რომარის შეცდომა ძნელია იმის მიხვედრა რო 1905 უნდა ეწეროს ?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. მარიამი ამბობს:
    16 სექტემბერი, 2016წ. 16:02სთ.

    ქართულში მქონდა დავალებად რომ მომეძიებინა ბიოგრაფია და ვიპოვე შეცდომა 1095 წელს ვერანაირად ვერ ისწავლიდა რადგან 1900 წელს დაიბადა მე მივხვდი მაგრამ თავიდან ცოტა რთულია გაგება

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. მარი ამბობს:
    19 სექტემბერი, 2016წ. 17:06სთ.

    კი მაგრამ წიგნში წერი რომ ის დაიბადა წელს 1897

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ბარბარე ამბობს:
    20 სექტემბერი, 2016წ. 19:41სთ.

    ამ ტექსტში ძალიან ბევრი შეცდომა ვიპოვეთ და ძალიან გთხოვთ რომ შეასწოროდ რადგან, ჩვენმა ბავშვებმა რომ ნახონ და დამოუკიდებლად ჩაწერონ თავიანთ საშინაო რვეულებში ნიშანს ვერ მიიღებენ.

    ბარბარე იაგანაშვილი,

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2 3

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› იესოს 12 მოციქული: ანდრია პირველწოდებული

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი › › ›

DU