1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: ილია ჭავჭავაძე (1837-1907)

ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი მშობლები თავადები იყვნენ. მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე იმდროისათვის დიდად განათლებული პიროვნება გახლდათ, დედა – მარიამ ბებურიშვილი კი ქართული ლიტერატურის უბადლო მცოდნე ყოფილა, მას სულ ზეპირად სცოდნია თითქმის ყველა ლექსი, ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც მაშინ იშოვებოდა. დედა შვილებსაც უნერგავდა მშობლიური ლიტერატურის სიყვარულს. მაგრამ ილიას პატარობაშივე გარდაცვლია ჯერ დედა, მალე კი მამაც. დაობლებული ილია და მისი და-ძმები მამიდა მაკრინემ წაიყვანა აღსაზრდელად. რომ წამოიზარდა, ილია ჯერ კერძო პანსიონში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გინმაზიაში მიაბარეს სასწავლებლად, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა. ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო და ამიტომ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რუსეთში უნდა წასულიყო. ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი „ყვარლის მთებს“, რომლითაც ილია ემშვიდობებოდა თავის სამშობლოს მთელი ოთხი წლით.

პეტერბურგი იმ დროს რუსეთის დედაქალაქი იყო, იქ ცნობილი უნივერსტეტი მდებარეობდა. ილია იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მან იცოდა, რომ სამშობლოს განათლებული ადამიანები სჭირდებოდა. ამიტომ დაუღალავად შრომობდა, ბევრს მეცადინეობდა, კითხულობდა. მან თავის გარშემო შემოიკრიბა პეტერბურგში მყოფი ქართველები, რომლებიც მასავით ცოდნის გასაღრმავებლად ჩასულიყვნენ იქ. ისინი ერთად ფიქრობდნენ საქართველოს მომავალზე და იმაზე, თუ რითი შესძლებდნენ დახმარებოდნენ სამშობლოს.

სწავლის დასრულების შემდეგ ილია სამშობლოში დაბრუნდა. მას ძალიან ბევრი რამის გაკეთება სურდა. საქართველო იმ დროს მეტად მძიმე მდგომარეობაში იყო: რუსეთის იმპერიას უკვე დიდი ხანია გაეუქმებინა მეფობა, აღარც ეკლესია იყო დამოუკიდებელი, წირვა-ლოცვა რუსულად ტარდებოდა, არ არსებობდა ქართული სკოლები. იმ სკოლებში კი, რომლებიც მაშინ საქართველოში იყო, მხოლოდ რუსულად ასწავლიდნენ. ბევრმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცოდა.

ილიამ და მისმა მეგობრებმა დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ხალხს წერა-კითხვას, ურიგებდა წიგნებს. ილია ჭავჭავაძის მონდომებით დაარსდა ასევე ქართული ჟურნალი, რომელსაც „საქართველოს მოამბე“ ერქვა, მასში გამოჩენილი ქართველი მწერლების ლექსები, მოთხრობები, პოემები, წერილები იბეჭდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ილიას დანიშვნა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ, ეს ბანკი ილიამ ეროვნულ ბანკად აქცია, რომელიც უდიდეს ფულად დახმარებას უწევდა საქართველოს ყველა ძირითად საზოგადოებრივ-კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

იმდროინდელ საქართველოში რუსი ჩინოვნიკები ყველანაირად ცდილობდნენ, ჩაეკლათ ქართული სიტყვა, ქართული სული, ქართულად ლაპარაკსაც კი სირცხვილად თვლიდნენ. და ამ ფონზე ილიამ დააარსა ქართული თეატრი, სადაც იდგმებოდა პიესები ქართულად ქვეყნისათვის საჭირბოროტო თემებზე. ასევე გაიხსნა ქართული გიმნაზია და წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა.

ამ მრავალმხრივ საქმიანობასთან ერთად ილია არ ივიწყებდა მწერლობას. მან დაგვიტოვა უამრავი ლექსი, პოემები, მოთხრობები, წერილები, რომელთა ერთადერთი ტკივილი და საზრუნავი საქართველო და მისი მომავალი იყო, მათში ილიამ დაგვისახა გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი სამშობლო ძლიერი, თავისუფალი და გაბრწყინებული იყოს. მაგრამ საქართველოს მხოლოდ მოყვრები როდი ჰყავდა. საქართველოს ფარული თუ აშკარა მტრები ილია ჭავჭავაძესაც მტრობდნენ.

ერთხელ, როდესაც ილია თავის მეუღლესთან – ოლღასთან ერთად ეტლით თბილისიდან საგურამოს მიემგზავრებოდა, წიწამურთან მათ წინ გადაუდგნენ შეიარაღებული პირები და თოფები ეტლში მყოფთაკენ მიმართეს. ილია ფეხზე წამოდგა და დაუძახა: „რას სჩადით? ილია ვარო“. „ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა მოგკლათო“, – უპასუხნიათ ჯალათებს და სროლა აუტეხიათ. ილია და მისი მოურავი იქვე გარდაიცვალნენ, ხოლო ოლღა მძიმედ დაიჭრა.

ეს საშინელი ამბავი ელვასავით მოედო მთელს საქართველოს. გლოვითა და ტირილით აივსო სახლები. ილიას ხომ ყველა საქართველოს მამად, უგვირგვინო მეფედ თვლიდა. „საქართველო დაობლდაო“, ასე შეაფასეს მაშინდელმა ქართველებმა ილიას სიკვდილი. გასვენებაზე ქუჩები გაჭედილი იყო ხალხით, ყველას სურდა, უკანასკნელი პატივი მიეგო სათაყვანო მამულიშვილისათვის. ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა. ხოლო რამოდენიმე წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ილია მართალი.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

101 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ლიზი ამბობს:
    2 თებერვალი, 2015წ. 14:33სთ.

    მიყვარს ილიას მოთხრობები :*

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ლიკა ამბობს:
    10 თებერვალი, 2015წ. 20:17სთ.

    ვინ გაზარდა ილია ვერგავიგე ? :/

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ეთო ამბობს:
    10 მარტი, 2015წ. 15:25სთ.

    უდიდესი სიბრძნის პატრონი იყო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ინგა სოფრომაძე ამბობს:
    15 მარტი, 2015წ. 10:19სთ.

    ილიას გარდაცვალებამ და მისმა სიკვდილმა ერტი საუკუნიტ შემოაბრუნა საქარტველოს მიმართულებისა და განვითარების პოლუსი, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც დაუბრუნდა თავის აცდენილ გზას, რაც მავანთა და მოგალატეთა გამო ერთი საუკუნით დგვიანდა, დაუბრუნდა, რადგან გენიალურია ერი მისი წარსულით და მომავალზე ფიქრი თაობების ცვლას არ მიკვება, მომავალზე ფიქრი ქარტველის გენშია და მისი ცვლილება არაფერს არ შეუძლია, ილიას გარდაცვალებამ კიდევ უფრო გააგრმავა ეროვნული თვითმყოფადობის განცდა, ხოლო ამ გარდაცვალებამ უფრო მეტად განადიდა მისი სახელი და დიდება, ის სამშობლოსთვის შეწირული მამულიშვილია, მისი პატივი და გირსება კი არანაირი განზომილებაში არ ჯდება, ის განუზომელია, ხოლო თავად ილია, როგორც ფენომენი ქართველთათვის, ქართველობას ნიშნავს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ნატალი ამბობს:
    11 აპრილი, 2015წ. 10:06სთ.

    რატომ გადაუკეტა ილიამ გლეხებს წყალი, გთხოვთ მიპასუხოთ, თქვენი ვარიანტი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ილია ამბობს:
    11 აპრილი, 2015წ. 23:08სთ.

    ნატალის : ეგ არის შეთითხნული სიყალბე საქართველოს მტრებისაგან, რათა სახელი გაეტეხეათ ილიასათვის, ილია იმ დროს დიდ საფრხეს წარმოადგენდე მტერთათვის, ამიტომაც მთელი ერის სამწუხაროდ მოკლეს. ასე რომ არ ვიცი რა “ვარიანტის” მოსმენას ელოდები, მაგრამ მასეთ კითხვას ნუღარსად დაწერ სირცხვილია უბრალოდ. კეთილი სურვილებით კეთილისმსურველი.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. თათია შელია ამბობს:
    22 აპრილი, 2015წ. 15:08სთ.

    გინდათ გითხრათ ჩემი საყვარელი მწერალი ალბატ კი ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი,ვაჟა-ფშაველა.:)

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ანი ამბობს:
    27 აპრილი, 2015წ. 18:37სთ.

    მე მეამაყება რომ ვარ ქართველი და ვარ იმ ქვეყნის შვილი სადაც ილია მოღვაწეობდა 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ლუკა ამბობს:
    29 აპრილი, 2015წ. 16:12სთ.

    ძაან მომწონს ილიას მოთხრობები მაგრამ ახლა მის საუკეთესო ლექსს ვსწავლობ მე ეს ინფორმაცია ძალიან გმომადგა გმაღლობთ!!!:)

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ანი ამბობს:
    24 მაისი, 2015წ. 13:54სთ.

    დამეხმარა დავალების დაწერაში მადლობ <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. ანა სევაკიანი ამბობს:
    21 სექტემბერი, 2015წ. 16:24სთ.

    ილია ჭავჭავაძე მართლაც ძალიან ჭკვიანი კაცი ყოფილა მე ვკითხულობ მისს მოთხრობებს ლექსებს და ძალიან მომწონს ილიას მოთხრობენის და ლექსემის გარდა აღარაფერს ვკითხულობ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. ანა სევაკიანი ამბობს:
    21 სექტემბერი, 2015წ. 17:04სთ.

    მერე რა რომ ამდენი დაწერა არ არის ამაში არაჩვეულებრივი ყველას შეუძლია ამდენის დაწერა მაგრამ ყველას ხომ არ უნდა ეს პროფესია ყველას შეუძლია მაგრამ ამას მონდომება უნდა და თუ მშობელს უნდა რომ მისი შვილი პოეტი მწერალი გახდეს დაბადებისთანავე უნდა ასწავლოს და შეაყვაროს თავის შვილს ქართული მწერლობა მე არ ვამბობ რომ ილიას ნიჭი არ ჰქონდა მე ვამბობ რომ თუ ადამიანს ან ბავშვს მონდომება აქვს ყველაფერს მიაღწევს პოეტიც და მწერალიც გახდება

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. შორენა ამბობს:
    30 სექტემბერი, 2015წ. 19:27სთ.

    დზაან ბევრი რაგაც გაააკეტა ამ კაცმა საქარტველოსტვოს მაგარი ადამიანი ყოფილა კიდევ ბევრი ჭირდება საქარტველოს ასეთი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. მარიამი ამბობს:
    23 ნოემბერი, 2015წ. 12:24სთ.

    ილია ჭავჭავაძე იყო ძაიან ცნობილ ადამიანი მან ბევრი რამ დაწერა ლექსები მოთხრობები და ასე შემდეგ მე ძალიან მომწონს მისი მოტხრობები და ლექსები:>

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  15. luka ამბობს:
    24 ნოემბერი, 2015წ. 19:54სთ.

    ილია ჭავჭავაძე იყო ძალიან კარგი ადამიანი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  16. ზურა ამბობს:
    16 დეკემბერი, 2015წ. 14:08სთ.

    ვეღარავინ შეძლებს, ისე როგორც ილია
    აღარ დაიბადებიან, ისე როგორც ილია
    ქართველი ერის კაცი, ისე როგორ ილია
    ილია…. ჭავჭავაძე ილია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  17. ანი ამბობს:
    23 დეკემბერი, 2015წ. 15:02სთ.

    ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს ვინც საქართველოსთვის თავი შესწირა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  18. შალვა ამბობს:
    23 დეკემბერი, 2015წ. 20:35სთ.

    მე ძალიან მომეწონა დამართლაც ძალიან კარგი იყო ილია ჭავჭავაძე მე მას გმირს ვუწოდებ.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  19. ლიკა ამბობს:
    20 მარტი, 2016წ. 09:07სთ.

    მე ვამაყობ, რომ ვარ ქართველი და მიხარია რომ ჩვენ გვყავს ასეთი ერი და წინაპრები
    მე მიყვარს ჩემი საქართველო!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  20. ლევანი ამბობს:
    13 აპრილი, 2016წ. 16:30სთ.

    მადლობა. როგორც ყოველთვის გამომადგება. ჯიგარი ჭკვიანი კაცი ყოფილა ილია. ვუმადლიბ მას. ხვალისთვის მისი “გაზაფხული” მომცეს. კარგი ლექსია. ისე კარგი ლექსები და მოთხრობები დაუწერია. 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2 3 6

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› Organic Light-Emitting Diode ტექნოლოგია

OLED ანუ Organic Light-Emitting Diode, ქართულად იქნება ალბად ასე “ორგანული ნათების გამოსხივების დიოდი”. ეს მაღალი ტექნოლოგიები ახალი აღმოჩენაა ცივილიზებულ სამყაროში, რომელიც დახვეწისა და განვითარების პროცესშია.
ეხლა ძალიან ფიზიკა-ქიმიას ნუ ჩავეძიებით და › › ›

DU