1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: აკაკი წერეთელი (1840-1915)

ერთ დღეს, იმერეთში, სოფელ სხვიტორში, თავად როსტომ წერეთლის სასახლეში დაიბადა „ერთი რაღაც დათვისბელა, ბამბისქულა“ ბიჭი. ეს იყო აკაკი.

ადრე საქართველოში ერთი ჩვეულება არსებობდა: მეფეები და მთავრები შვილებს ერისმთავრებს აზრდევინებდნენ, დიდებულები – აზნაურებს, აზნაურები და, ხშირად, თავადებიც კი – გლეხებს. ეს გაზრდილ-გამზრდელობა სხვადასხვა წოდებას მეტად აახლოებდა და ქვეყანაში მაღალ და დაბალ წოდებას შორის, სწორედ ამ ჩვეულების წყალობით, კეთილგანწყობილება და სიყვარული სუფევდა.

პატარა აკაკიც მეზობელ სოფელში, გლეხ ფარსადან ყანჩაველს მიაბარეს აღსაზრდელად. „არ შემიძლია, არ გამოვტყდე, რომ თუკი რამე დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ვიზრდებოდი“, – ამბობს თავად აკაკი. გლეხებისაგან მან ისწავლა გულმოდგინე, შრომა, გარჯა, სხვადასხვა საქმე: ხვნა, თესვა, მკა… მაგრამ როცა მოიზარდა და სკოლაში შესვლის დრომ მოაწია, მშობლებმა აკაკი შინ წაიყვანეს.

აკაკის მშობლები მეტად განათლებული და სათნო ადამიანები იყვნენ. წერა-კითხვა ქართულად და რუსულად, საქართველოს ისტორია, „ვეფხისტყაოსანი“, ხუცური კითხვა და სხვა სწორედ ოჯახში შეისწავლა აკაკიმ. რვა წლის რომ შესრულდა, ქუთაისში წაიყვანეს და გიმნაზიაში მიაბარეს.

აკაკი ძალიან გონებამახვილი და ნიჭიერი ბავშვი იყო. ადვილად ითვისებდა ახალ-ახალ საგნებს და ბეჯითადაც მეცადინეობდა. ის უკვე ბავშვობაში წერდა ლექსებს, გიმნაზიაში სწავლის დროს დაწერა მან თავისი პირველი პოემა „გამზრდელი“.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და იქ უნივერსტეტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

აკაკიმ ცოლად შეირთო რუსის ქალი და ერთხანს მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება. იგი მხარში ედგა და ყველანაირად ეხმარებოდა ილია ჭავჭავაძეს, იაკობ გოგებაშვილს, დიმიტრი ყიფიანსა და სხვა ქართველ მამულიშვილებს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, ქართული თეატრალური დასის, დრამატული საზოგადოების ჩამოყალიბება-მუშაობაში და ქვეყნისათვის სასიკეთო სხვა საქმეებში.

აკაკი წერეთელს ეკუთვნის მრავალი წერილი სხვადასხვა, საქართველოსათვის საჭირბოროტო საკითხების შესახებ. ამ მხრივ მისმა მოღვაწეობამ საძირკველი ჩაუყარა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას.

აკაკი წერეთელს ოჯახიდან მოჰყვებოდა სამშობლოს სიყვარული და ერთგულება. ეს მის ლექსებში, პოემებსა და მოთხრობებში ნათლად აისახა. კითხულობ „თორნიკე ერისთავს“, „ბაგრატ დიდს“, „ბაში-აჩუკს“ და თითქოს ცოცხლდებიან წარსულის გმირები.

ხალხს ძალიან უყვარდა აკაკის ლექსები. ბევრ მათგანზე, ჯერ კიდევ პოეტის სიცოცხლეში, შეიქმნა სიმღერები, რომლებიც დღესაც ისევე საყვარელია, როგორც მაშინ იყო: „ციცინათელა“, „ჩონგური“, „სულიკოს“ ხომ უკვე მთელს მსოფლიოში იცნობენ.

აკაკი წერეთელი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა, ის ილიას გვერდით, მთაწმინდაზე დაკრძალეს.

აკაკი წერეთელი

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

28 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. იკო ამბობს:
    28 სექტემბერი, 2014წ. 11:52სთ.

    ძალიან კარგად არის აღწერილი აკაკი წერეთლის ბიოგრაფია მაგრამ შეიძლება რომ უფრო ვრცლად დაწერა ეს ინფორმაცია რაც აკაკიზე წერია ძალიან მომეწონა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ანი ამბობს:
    2 დეკემბერი, 2014წ. 11:13სთ.

    ძაან მადარია სიტყვები არ მყოფნის 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ქეთევანი ამბობს:
    25 თებერვალი, 2015წ. 20:04სთ.

    მე ახლა ვნახე ეს საიტი და ძალიან მომეწონა ამის შემდეგ მე აქ შემოვალ ხოლმე <3 😀 <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. თამარი ამბობს:
    24 ნოემბერი, 2015წ. 21:34სთ.

    მე ძალიან მომეწონა მისი ბიოგრაფია და მე მას დიდ პატივს ვცემ რადგან ის უდიდესი პოეტი იყო და აკაკი წერეთელი დღემდე ჩემს გულშია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ნინო ამბობს:
    12 დეკემბერი, 2015წ. 17:40სთ.

    რატომ დაწერა სულიკო?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. მარიამი ამბობს:
    1 თებერვალი, 2016წ. 18:03სთ.

    დძალიან კარგი ბიოგრაფია მოკლე და კონკრეტული არავთარი ზედმეტი არაფერი ყველაფერი კარგადაა აღბეჭდილი ვაფასებ და ალბათ კიდევ ბევრი რამ იქნება ამ საიტზე მსგავსი გამოქვეყნებული

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ნინი ამბობს:
    10 თებერვალი, 2016წ. 20:21სთ.

    როდის გარდაიცვალა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. საბა ამბობს:
    27 მარტი, 2016წ. 20:17სთ.

    ძაან მაგარია სიტყვები არ მყოფნის

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

17 votes, average: 4.12 out of 517 votes, average: 4.12 out of 517 votes, average: 4.12 out of 517 votes, average: 4.12 out of 517 votes, average: 4.12 out of 5

› ილია ჭავჭავაძე: მგზავრის წერილები – თავი IV

იმ საღამოს სტეფანწმინდას ამოვედი. მშვენიერი საღამო იყო, ასე რომ იმ ღამეს იქ დავრჩი, რათა თვალი გამეძღო მშვენიერის ხილვითა. ოხ, საქართველოვ!
„სხვა საქართველო სად არის,
რომელი კუთხე ქვეყნისა?“
ოთახიდამ გარეთ გამოვედი და შევხედე სტეფანწმინდის › › ›

DU