1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ლადო ასათიანი: ცხრა ძმა ხერხეულიძე

ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭირვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი… კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? –
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით…
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!

1942წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

7 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. თაკო ამბობს:
    24 ნოემბერი, 2011წ. 14:31სთ.

    კინაღამ ტირილით მოვკვდი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. გიორგი ზაალიშვილი ამბობს:
    18 დეკემბერი, 2012წ. 17:13სთ.

    ამაზე მაგარი ლექსი ქართველებს ჯერ არ დაუწერიათ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. მარიამი ამბობს:
    6 თებერვალი, 2014წ. 08:10სთ.

    ზალიან კაი ლექსია მაგრამ ზნელიდასამახსოვრებელი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. სოფია-კველაძე ამბობს:
    8 თებერვალი, 2014წ. 10:03სთ.

    მაგრად მიყვარს ეს ლექსი აუ მეც და დედაჩემსაც

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. სოფო ამბობს:
    8 თებერვალი, 2014წ. 10:06სთ.

    ძალიან კაი ლექსია მაგრამ ძნელად დასამახსოვრებელი ლექსია მაგრად მიყვარს ეს ლექსი მეც და დედაჩემსაც ვგიჟდებით ამ ლექსზე

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ანი ამბობს:
    8 თებერვალი, 2014წ. 10:22სთ.

    მარტლაც რომ ძალინ მაგარი ლექსია (LO)

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. დათა ამბობს:
    26 ოქტომბერი, 2014წ. 12:52სთ.

    მაგარი ლექსია ამეტირა ბოლოს 😛

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 5

› აბორიგენები და თეთრი ადამიანი

ვიდეო, რომ ვნახე სურვილი გამიჩნდა მომეძია ინფორმაცია თუ სად, როდის ან ვისი გადაგებული იყო და თქვენთვისაც მეჩვენებინა.
ვიდეოს, რომელსაც ქვევით ნახავთ გადაღებულია 1976 წელს ბელგიელი დოკუმენტალისტის Jean Pierre Dutilleux-ის მიერ.
ხოდა ამ › › ›

DU