1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ლადო ასათიანი: საქართველოში

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე:
ეჰ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით, სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
მუდამ და მუდამ სწუხდნენ ამაზე:
ეჰ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვსდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

1939 წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. აკაკი ამბობს:
    30 იანვარი, 2014წ. 20:18სთ.

    ძალიან მაგარია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ბარბარე ამბობს:
    29 ოქტომბერი, 2014წ. 13:49სთ.

    ძალიან კარგი ლექსია და საერთოდ ძალიან მიყვარს ლადო ასათიანი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

47 votes, average: 4.70 out of 547 votes, average: 4.70 out of 547 votes, average: 4.70 out of 547 votes, average: 4.70 out of 547 votes, average: 4.70 out of 5

› დავით გურამიშვილი: მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი

ნახეთ ვიდეო, სადაც დავით გურამიშვილის ლექს კითხულობს დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე:
[ვიდეო…]ვიდეოს გადმოწერა↓
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა › › ›

DU