1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გალაკტიონ ტაბიძე: უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ…
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს…
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

1914 წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

39 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. იკაკო ამბობს:
    11 თებერვალი, 2013წ. 15:04სთ.

    ძაან მევასება ეს ლექსი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. რუსუდანკაპანაძე ამბობს:
    11 თებერვალი, 2013წ. 19:47სთ.

    მომწონს ძალიან ძალლიან
    საუკეთესო ლექსებია,სამწუხაროდ მოზარდებს არ აინტერესებს ქართული პოეზია.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ანა ამბობს:
    3 მარტი, 2013წ. 12:22სთ.

    ძაან მომწონს ეს ლექსი,მაგარია <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ეკა ამბობს:
    15 მარტი, 2013წ. 14:30სთ.

    ძალიან მაგარი ლექსია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. გიორგი ამბობს:
    4 აპრილი, 2013წ. 19:34სთ.

    ახლა ვკითხულობ ამ კომენტარებს და ვერც ერთი ვერ მოვიწონე, ხალხო ეს ხომ ბუმბერაზი ადამიანი იყო, ეს ხომ შედევრია, უკვდავი ლეგენდა, ისევე როგორ თავად ავტორი, უმრავლესობა ადამიანების ამ ლექსს მხოლოდ ზედაპირულად კითხულობს და სინამდვილეში არ კითხულობენ, ყოველ სტრიქონსა თუ სიტყვაში ჭეშმარიტება იმალება, თქვენ კი ამას ვერ ხედავთ!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. დ-ქ.... ამბობს:
    7 აპრილი, 2013წ. 15:45სთ.

    იი როგორ მიყვარს ეს ლექსიი ……….♥

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ნათია ამბობს:
    3 მაისი, 2013წ. 13:24სთ.

    მაგარიი ლექსია მეც მაქვს სასწავლიიი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. მარიამი ამბობს:
    7 მაისი, 2013წ. 21:32სთ.

    ძალიან მაგარი ლექსია. გალაქტიონის ლექსებიდან ყველაზე ძალიან ეს ლექსი და კიდე ერთი “მერი” მიყვარს. ძალაინ ლამაზი სიტყვებია და მაგრადაა გარითმული.

    მაგარია!!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ნინო ამბობს:
    19 ნოემბერი, 2013წ. 14:49სთ.

    ეს ლექსი ძალიან მიყვარს . 🙂 ულამაზესი ლექსია..))

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. თიკა ამბობს:
    13 თებერვალი, 2014წ. 12:54სთ.

    ძალიიან მიყავრრსს სხვებიიც დადეთ <33

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. ნინი ამბობს:
    28 თებერვალი, 2014წ. 14:28სთ.

    ძალიან კარგი ლექსიაა გალაქტიონს ყველაზე კარგი ლექესები აქვს მაგრამ განსაკუთრებუთ >>??? განსაკუთრებით ეს ლექსი მიყვარს არაჩვეულებრივი ლექსიაა :*

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. ნანა ამბობს:
    20 ნოემბერი, 2014წ. 13:01სთ.

    გალაკტიონ ტაბიძე მაგარი მწერალია დზალიან მომწონს მისი ლექსები განსაკუთრებით კი ეს ლექსი უსიყვარულოდ ვგიჟდები ამ ლექსზე თან პარასკევს ამ ლექსით უნდა წარვსდგე ცჰემი მასწავლებლების და ამხანაგების წინაშე

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. ანა ამბობს:
    27 ნოემბერი, 2014წ. 09:37სთ.

    გალაქტიონი უმაგრესი პოეტია და ვამაყობ რომ მის სოფელში ვცხოვრობ…..

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. ნინო ამბობს:
    20 იანვარი, 2015წ. 17:19სთ.

    თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ. ვგიჟდები ამ ლექსზე

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  15. გელა ამბობს:
    25 თებერვალი, 2015წ. 15:10სთ.

    ძაან კაი ლექსია, ეტყობა, რომ გენიოსის ნაწერილია :*

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  16. ანი ამბობს:
    13 მარტი, 2015წ. 16:13სთ.

    გალაკტიონი იმაზე ბევრად მაღალი და გამორჩეულია,ვიდრე ადამიანის რაციონალური გონება მისწვდება ამას.. ეს ლექსიც,რა თქმა უნდა,არაამქვეყნიურია.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  17. დათო ამბობს:
    17 მაისი, 2015წ. 19:42სთ.

    ძალიან კარგი ლექსი არის. ჩემა მასცავლებელმა ეს ლექსი დამიბარა და Dალიან მაგარი ლექსი იყო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  18. ლანა ქართველიშვილი ამბობს:
    18 დეკემბერი, 2015წ. 16:12სთ.

    აი ამ ლექსზე ვაფრენ <3 ამ ლექსის წაკითხვის დროს ჟრუანტელი მივლის <3 და მინდება ვიყო ისეთი შეყვარებული როგორც იყო გალაკტიონ ტაბიძე !!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  19. თარაშ საჯაია ამბობს:
    29 იანვარი, 2016წ. 21:24სთ.

    ეს არის შეუფასებელი ღირსება ქართული ენის. მე მიხარია რომ გალაქტიონი არსებობდა. არ მომწონს კომენტარები, არ შეიძლება ამ ლექსზე თქვა მე მევასება. შეიძლება გევასებოდეს კლუბებში სიარული და დროს ტარება, მაგრამ ვერ “დაივასებ” ხელოვნებას, ვერ დაივასებ გენიას. ვერ გააფრენ ამ ლექსზე. ვერ შეიყვარებ ისე როგორც ამ ლექსს უყვარს. ეს არ არის “ძაან კაი” ლექსი. ეს არის ძალიან კარგი ლექსი. თუმცა თითქოს სიტყვა კარგი ამ ლექსს აკნინებს…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 5

› აკაკი წერეთელი: ნინოობას

იტირე, მიწავ, სამშობლოვ!
ზარი აუშვი, ზეცაო!
ისტორიულმა ღვთის რისხვამ
დღეს ჩვენთვის იორკეცაო!..
ენაც წაგვართვეს და რჯულიც,
ნათელი რამღა გვფინოსო?
„თამარ“ მონათლეს „თამარად“,
„ნინა“ დაარქვეს ნინოსო!
სად არის კუბო თამარის,
ქვეყნისგან ნაამბორისა?
ვის ხელში არის საფლავი
ნინო მოციქულთ-სწორისა?..
სადღაა ჯვარი ვაზისა,
შეკრული წმინდის თმებითა?
დასდუმდა › › ›

DU