1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გალაკტიონ ტაბიძე: ლურჯა ცხენები

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე..

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში,
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით-ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ეხლა კი სამარეა შენი განსასვენები!

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ გაიგონებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება,

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!

1915 წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

5 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. აჩიკო ამბობს:
    18 მაისი, 2012წ. 11:01სთ.

    ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ლაშა ამბობს:
    18 თებერვალი, 2013წ. 12:14სთ.

    დზაან მაგარი ლექსიააააააააააააა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ელენე ამბობს:
    22 მაისი, 2013წ. 15:35სთ.

    ჩემი ყველაზე საყვარელი პოეტის ყველაზე მაგარი ლექსია…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. დათო ამბობს:
    7 დეკემბერი, 2014წ. 15:40სთ.

    თუ ამ ლექსს შუაზე გავყოფთ ვერტიკალურად, თითოეული ნახევარი ცალკე ლექსად წაიკითხება.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. გიორგი ამბობს:
    6 მარტი, 2015წ. 15:20სთ.

    ჩემი ყველაზე საყვარელი და საუკეტესო პოეტია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› ახალი ოპერატიული სისტემები

ამ ჩანაწერში ვნახავთ სხვადასხვა ოპერატიული სისტემების მომავალ თაობებს, თუ რა სიახლეები ექნებათ და როგორი იერსახით წარსდგებიან ჩვენს წინაშე:
Microsoft – Windows 8, რომელიც დაახლოებით 2013 წელს გამოვა ექსპლუატაციაში:
[ვიდეო…]ვიდეოს გადმოწერა↓
Apple – Mac › › ›

DU