1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» დავით II

იმერეთის მეფე 1784-1790 წლებში გიორგი VI-ის ძე. გამეფებისას 29 წლისა იყო. ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებულ დავით არჩილის ძეს ამ დროისათვის 12 წელი შესრულებოდა და ბაბუის – ერეკლე II-ის კარზე იზრდებოდა. ამით ისარგებლა დავით გიორგის ძემ და პაპუნა და ზურაბ წერეთლების, ბერი წულუკიძისა და დადიან-გურიელის ხელშეწყობით გამეფდა. 1784 წლის 26 აპრილს მან დადო ფიცი, რომლის ძალითაც სოლომონ I-ის პოლიტიკის გაგრძელებას კისრულობდა. მის მომხრედ გამოდიოდა რუსეთიც, რომელსაც მეფემ 1784 წელს ქვეშემრდომობა სთხოვა. რუსეთის მთავრობა მაშინვე ჩაერია იმერეთის საქმეებში და 1784 წლის მაისში დავით გიორგის ძე და ერეკლე II მოარიგა: იმერეთის მეფე იძულებული გახდა დავით არჩილის ძე თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, მისთვის საუფლისწულო მიეცა და სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ტახტიც დაეთმო. დავით გიორგის ძე ცდილობდა დიდ ფეოდალთა გავლენისაგან გათავისუფლებულიყო და თავისი ერთგულნი (ელიზბარ ერისთავი და სხვები) დააწინაურა. ამით პაპუნა წერეთელი, ბერი წულუკიძე და სხვა დიდი თავადები მტრად გადაიკიდა. იმერეთის რუსეთთან დაახლოებამ ოსმალეთი დააფრთხო და მან იმერეთის მეფედ ქაიხოსრო ლევანის ძე აბაშიძე გამოაცხადა. იმავე დროს სტამბოლიდან ტახტის მეორე მაძიებელი, რაჭის ერისთავის ვაჟი, გიორგი (“ქიორ-ბეიდ” – ცალთვალად წოდებული) გამოემართა. ოსმალეთი აშკარად ამზადებდა დასავლეთ საქართველოში შემოჭრას. ამ რთულ ვითარებაში მეფემ გაბედულად იმოქმედა: შემოირიგა ზურაბ და პაპუნა წერეთლები და წულუკიძეს მორჩილება გამოაცხადებინა. 1785 წლის მიწურულს, რუსეთის აქტიური ჩარევის შემდეგ თურქეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა იმერეთში თავისი კანდიდატის გამეფებაზე, თუმცა თურქთა მარბიელი რაზმების თარეში არ წყდებოდა. 1785 წელს მეფემ რაჭის ერისთავის ძე – გიორგი შემოირიგა და ახლად აღდგენილი რაჭის საერისთავო ჩააბარა; 1786 წელს კი წულუკიძის, წერეთლისა და დავით არჩილის ძის იმერეთში შემოსული ჯარი დაამარცხა. ეს ჯარი მეფის მოწინააღმდეგეებს ახალციხის ფაშა სულეიმანმა დაახმარა. 1784-1786 წლებში ქუჩუკ-კაინარჯის ზავის გამო რუსეთმა დასავლეთ საქართველოში თურქთა პრეტენზიებს აშკარა ძალა ვერ დაუპირისპირა. 1787 წლის ივნისში დავით II-ის რწმუნებებით აღჭურვილი ახალი ელჩი – ბესარიონ გაბაშვილი რუსეთს გაემგზავრა, მაგრამ პეტერბურგში მხოლოდ 1789 წელს ჩააღწია. 1788 წელს სამეგრელოში კაცია დადიანის ვაჟი – გრიგოლი გამთავრდა. დავით II-მ სამეგრელოზე ილაშქრა. ერეკლე II-მ გამოიყენა დადიანის თხოვნა მასთან დავით არჩილის ძის გაგზავნისა და დახმარების შესახებ და დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. 1789 წლის 11 ივლისს სოფ. მათხოჯთან ქართლისა და სამეგრელოს გაერთიანებულმა ჯარმა დაამრცხა დავით II, რომელიც ერთხანს იმერეთში ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ ბოლოს ახალციხეში გაიქცა: ტახტზე კი დავით არჩილის ძე ავიდა. 1790 წელს დავით II ახალციხის ფაშას და ლევან აბაშიძის დახმარებით კვლავ გამეფდა, თუმცა დავით არჩილის ძემ იმავე წელს დააბრუნა ტახტი. 1791 წელს დავით II-მ, ერეკლე II-ის შუამდგომლობით, საუფლისწულო მიიღო. 1792 და 1794 წლებში იგი ლეკთა ჯარის დახმარებით კვლავ შეეცადა გამეფებას, მაგრამ დამარცხდა და ახალციხეში გადაიხვეწა, სადაც 1795 წლის 11 იანვარს ყვავილით გარდაიცვალა. დაკრძალულია ჯრუჭის მონასტერში.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› ლოცვა ცოცხალთათვის

მოიხსენე, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა, საუკუნითგან მყოფნი, რომელთათვის განკაცენ, და ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ ცხოვრებისათვის მართლ-მორწმუნეთა შენთასა, აღსდეგ, ამაღლდი ზეცად, და დასჯედ მარჯვენით ღვთისა › › ›

DU