1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» დავით I

კახეთის მეფე 1601-1602 წლებში. ძე ალექსანდრე II-ისა და თინათინ დედოფლის.

1601 წლის ზაფხულში ალექსანდრე მეფე ავად გახდა. დავითსა და მის უმცროს ძმას – გიორგის შორის ბრძოლა დაიწყო ტახტის დაუფლებისათვის. დავითს, როგორც ჩანს, მეტი მომხრეები ჰყავდა და გამარჯვებაც მას დარჩა. ამასობაში ალექსანდრე მომჯობინდა, მაგრამ ვაჟმა ტახტი აღარ დაუთმო და აიძულა მამა მისთვის სამეფო დროშა,გვირგვინი, სარტყელი და ხმალი მიეცა. ეს, ფაქტიურად, დავითის მეფედ კურთხევას ნიშნავდა და ალექსანდრეს ისღა დარჩენოდა, რომ მონაზვნად აღკვეცილიყო. სამაგიეროდ გიორგი ბატონიშვილი კვლავ აგრძელებდა ტახტისთვის ბრძოლას და ახალი შეთქმულება მოაწყო. ბარამ ჩოლოყაშვილმა ყოველივე დავითს მოახსენა. მეფე სასტიკად გაუსწორდა მოწინააღმდეგეებს. მისი ბრძანებით, ხუთს თავი მოკვეთეს. თორმეტი კი ჭოეთის ციხიდან გადმოაგდეს. გიორგიმ თავი კათოლიკოსთან შეაფარა მცხეთაში. კახეთის მეფემ გიორგი X-ის დახმარებით მოახერხა ძმის ხელში ჩაგდება და მისი თორღას ციხეში გამოკეტვა. დავითი, როგორც ჩანს, არ აპირებდა მამის პოლიტიკის შეცვლას და კვლავ აგრძელებდა ურთიერთობას რუსეთთან. 1602 წლის ზაფხულში, კახეთში, ოთხი წლის წინ რუსეთს გაგზავნილი ელჩები დაბრუნდნენ და თან ბორის გოდუნოვის დესპანები ჩამოიყვანეს. მათთან აუდიენციას მონაზონი ალექსანდრეც ესწრებოდა. კახეთის სამეფო არჩევანის წინაშე იდგა – გაეგრძელებინა ურთიერთობა რუსეთთან თუ არა. საბოლოოდ, ყველაფერი ისე გადაწყდა, რომ დავით მეფემ, მისმა ძემ თეიმურაზმა და ალექსანდრე II-მ რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცეს. ელჩების უკან გამგზავრებას ის აყოვნებდა, რომ ნუგზარ არაგვის ერისთავი დავით მეფეს განდგომოდა. დავითმა მოახერხა თავნება ერისთავის დამორჩილება და მძევლად მისი შვილი წაიყვანა. მაგრამ ამის შემდეგ დავითს დიდხანს აღარ უცოცხლია. 21 ოქტომბერს ის გარდაიცვალა. დავითმა სპარსულიდან თარგმნა “ქილილა და დამანას” დასაწყისი ნაწილი.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

19 votes, average: 4.47 out of 519 votes, average: 4.47 out of 519 votes, average: 4.47 out of 519 votes, average: 4.47 out of 519 votes, average: 4.47 out of 5

› საქართველოს სადღეგრძელო

შეყრილან ერთხელაც ჩვენი მტრები და უთქვამთ:
– მოდით როგორმე ქართველებს დავცინოთო.
ერთ-ერთს უთქვამს:
– ქართველისათვის ყველაზე სათაყვანებელი ქართული სუფრაა და ამ სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოო, ჩვენც ავდგეთ დავამახინჯოთ სიტყვა საქართველო და ისე დავლიოთ მათი › › ›

DU