1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ლუდი და ჩვენ

ოხ ეს ლუდი

ლუდი ჩვენს ერამდე:
თითქმის ემთხვევა ერთმანეთს დედამიწის შექმნისა და ლუდის წარმოების ტრადიცია. მესოპოტამიის უძველესი ხალხი ჯერ კიდევ ჩვ.წ. აღრიცხვამდე X საუკუნეში ლუდის წარმოების 70 სხვადასხვა რეცეპტს ფლობდა. ბაბილონში მეფე ხურაპიმ გამოსცა ბრძანება, რომ თუ ვინმე ეცდებოდა ლუდის ხარისხის გაფუჭებას, მაშინ მას სიკვდილით დასჯიდნენ. ძველი რომაელები ლუდს “ღვთაებრივს” უწოდებდნენ და მას ჰიმნებში, სხვადა სხვა პოემებში ასხავდნენ ხოტბას. ასე და ამგვარად, თითქმის ყველა ცივილიზაციის წყაროებში მოხსენებული იყო მისი აღმატებულება ლუდი.
დღევანდელი ლუდი წინამორბედებისაგან გემოთი, რა თქმა უნდა, განსხვავდება, მაგრამ რიგ ქვეყნებში ყველანაირად ცდილობენ, აღადგინონ ის უძველესი რეცეპტები, რითაც მას ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ. ევროპაში ლუდს თავდაპირველად არაალკოჰოლურად ამზადებდნენ. თანამედროვე ალკოჰოლიანი ლუდის გამომგონებლად ბავარიელებს მიიჩნევენ. ლეგენდის თანახმად, ამგვარი ლუდის რეცეპტი მეფე გაბრინუსმა შექმნა. 1516 წელს ბავარიის ჰერცოგმა, ვილჰემმა, მიიღო “კანონი სუფთა ლუდის” შესახებ.

ლუდი სასარგებლოა თუ საზიანო?
ლუდი დაბალტონუსიანი, მატონიზირებელი და გამაგრილებელი სასმელია. იგი ადამიანში მადას აღვიძებს და საკვების მონელების პროცესს ხელს უწყობს. უძველესი წყაროებიდან ცნობილია, რომ ცხელი ლუდი კბილის ტკივილს აყუჩებს, ამასთანავე ყელის ტკივილსაც კურნავს. ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში მოთხრობილია, რომ ხანგრძლივი ომის შემდეგ მეომრები ძალიან დაღლილები იყვნენ და მოგების შანსი მცირდებოდა. მაშინ მეთაურმა ბრძანება გასცა, რომ ყოველ ჯარისკაცს ფეხებზე ლუდის აბაზანები მიეღო. ყოველივე ამის შედეგად, ჯარისკაცებს დაღლილობა საერთოდ გაუქრათ და იერიშის შემდეგ გამარჯვებასაც მიაღწიეს.
ლუდს აგრეთვე ქოლერის წინააღმდეგ სამკურნალოდაც იყენებდნენ. ევროპაში XIX საუკუნეში ექიმები თავიანთ პაციენტებს ხშირად ნაკლებალკოჰოლიან ლუდს ასმევდნენ, ხოლო რუსეთში კი, ლუდით მკურნალობა ლამის ტრადიციამდე იყო აყვანილი.
დღეს ხშირად დავობენ ლუდის მავნებლობასა თუ სარგებლობის შესახებ. ერთნი ამტკიცებენ, რომ ლუდი თირკმელში დაგროვილ ქვებს შლის, ამაღლებს იმუნიტეტს ამცირებს გულის დაავადებებს. მეორენი კი, საპირისპიროს ამტკიცებენ. თვლიან, რომ ლუდი ადამიანს ასუქებს, აქვეითებს მამაკაცურ პოტენციას და კიბოს განვითარებას უწყობს ხელს. იპოტენციის შესახებ ასეთი დასკვნები, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გერმანელებს და ჩეხებს, რომლებიც ყველაზე მეტად სვამენ ლუდს, 7 – 9-ჯერ მეტედ აღენიშნებათ იმპოტენციის ნიშნები, ვიდრე სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მამაკცებს. ამ ბრალდების დამამტკიცებელი სამედიცინო ცნობები არ არსებობს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ლუდი არც წონის მომატებას იწვევს, რადგან თუ კალორიების მიხედვით ვიმსჯელებთ, იგი არ აღემატება ხილის წვენის ან გაზირებული შაქრიანი წყლის კალორიულობას. აქ, რასაკვირველია, უნდა გამოირიცხოს შავი ლუდი, რომელიც კალორიებით მდიდარია. აქვე დასძენენ, რომ ორგანიზმი 1 ჭიქა კოკა-კოლას უფრო მძიმედ გადაამუშავებს, ვიდრე 3 ლიტრ ლუდს.

ლუდის ჩვეულებანი
ნამდვილი ლუდისათვის აუცილებელია 3 კომპონენტის არსებობა, როგორიცაა წყალი, მუხუდო და სხვადასხვა სუნელები. წყალი ლუდში დაახლოებით 90% ამიტომ მას ლუდის შემადგენლობაში წამყვანი ადგილი უკავია. რაც უფრო რბილია წყალი, ლუდიც ასეთივე გამოდის. აქვე დავძენ, რომ ლუდი ყველა სასმელებს შორის გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი მომზადების წესით. ხშირად მუხუდოს სხვადასხვა თავიანთი კულტურით ცვლიან. ასეთ სახეცვლილ ლუდებს მიეკუთვნება ცნობილი გერმანული ლუდები: ვაისბერი, ვაიზენბერი. ამგვარ ლუდებს ახასიათებს ნაზი ხავერდოვანი გემო.
ლუდის ხარისხს, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გაფილტვრის ტექნოლოგიები განსაზღვრავს. მის შემადგენლობაში რიგ ქვეყნებში ხშირად სხვადასხვა კომპონენტებს უმატებენ.მაგალითად, კართოფილის ფქვილს ან შაქარს. ეს დამატებები როგორც სპეციალისტები თვლიან, ლუდს ხარისხს არ უფუჭებს, ურალოდ გემოზე ახდენს გავლენას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ლუდის მწარმოებელ ქარხანასს თავისი საფირმო რეცეპტი აქვს. ინგლისელები ლუდის შემადგენლობას ხშირად მიღების წინ ვისკს უმატებენ, ხოლო მიღებული ნაერთი ბრიტანული ელიტის საყვარელი სამელია. არსებობს აგრეთვე დიეტური ლუდი, რომელიც, რა თქმა უნდა, არაალკოჰოლურია და უფრო დაბალკალორიულია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამგვარი ლუდი ძალიან უგემურია.

ლუდის სამახსოვრო
კარგ ლუდს ქაფი 3 წუთზე ადრე არ უნდა უქრებოდეს. იგი უნდა იყოს თეთრი, მკვრივი და შედგებოდეს პატარა ბუშტულებისაგან.
ლუდის არომატი უფრო საგრძნობია, როცა ცივია.
ნაბახუსევზე ლუდი იმ შემთხვევაში გიშველით, თუ მას გაზ გამოცლილს მიირთმევთ, ამიტომ, როდესაც საღამოთი “შეზარხოშებული” მოხვალთ, პირველ რიგში, გახსენით ერთი ბოთლი ლუდი და მაცივარში შედგით. დილით ამგვარი ლუდი თქვენ ყველანაირ არასასიამოვნო შეგრძნებას მოგიხსნით.

მსოფლიო და ლუდი:
ყველაზე ძველ ლუდის მწარმოებელ კომპანიად ითვლება “ვეიხენშტეფანი”. იგი დაარსდა 1040 წელს.
ყველაზე მსხვილ ლუდის მწარმოებლად ითვლება ამერიკული კომპანია “ადოლფ კურს კომპანი”. აქ ყოველწლიურად 2,5 მლრდ ლიტრ ლუდს აწარმოებენ.
ყველაზე პატარა ლუდის მწარმოებელი საამქრო ჩეხეთშია, რომელიც ამჟამად მუზეუმს წარმოადგენს. მინიქარხანა ერთ ჩამოსხმაზე 30 ლიტრ ლუდს ასხამდა.
ყველაზე მაგარ ლუდად მსოფლიოში მიჩნეულია “როჯერ ენდ აუტ”, რომელიც 1985 წელს ინგლისურმა კომპანიამ “ფროგ ენდ პაროტმა” ჩამოასხა. ეს ლუდი გრადუსით ღვინოს ჩამოიტოვებდა. იგი 16,9 გრადუსიანი იყო.
ყველაზე არაალკოჰოლური ლუგი 1918 წელს გერმანიაში ჩამოასხეს. მასში ალკოჰოლი მხოლოდ 0,2% იყო.
ყველაზე მეტი ლუდის ეტიკეტი ნორვეგიელმა იანო სოლბერგომ შეაგროვა. ეს კოლექცია 350 000 ეტიკეტს მოიცავს. ლუდის კათხების ყველაზე დიდი კოლექცია ეკუთვნის ვენაში მცხოვრებ ლეო პისკარუს. მას 140 000 ლუდის კათხა აქვს, რომელიც მსოფლიოს 155 ქვეყნიდან არის შეგროვილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლეო ლუდს საერთოდ არ სვამს.
მუხუდოს ყველაზე დიდი პლანტაციები ამერიკის შეერთებულ შტატებშია, მას 753,9 ჰექტარი უკავია. ეს პლანტაციები კომპანია “ჯონ ჰაისის” ეკუთვნის, რომელიც ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ითვლება. საერთო ჯამში, ამ კომპანიას მუხუდოს 2149 ჰექტარი ეკუთვნის. ეს პლანტაციები ა.შ.შ.-ს მთელს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ლუდის ყველაზე დიდი კათხა მალააზიაში 1985 წელს შექმნეს. მისი სიმაღლე 198,7 სმ იყო, ხოლო მოცულობა 2796 ლიტრი.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის ბარი მიუნხენში მდებარეობს, რომელსაც “მატჰაიზერი” ეწოდება. ყოველდღიურად აქ 56 448 ლიტრი ლუდი ისმევა. ეს ბარი 1829 წელს გაიხსნა. იგი II მსოფლიო ომის დროს დაინგრა და 1955 წელს აღადგინეს. ამჟამად ბარი 5,5 ათას ადამიანს იტევს.
მსოფლიოში ყველაზე გრძელი ლუდის ბარი 1938 წელს მილდერში გაიხსნა (ვიქტორიას შტატი ავსტრალიაში). მისი სიგრძე იყო 91 მეტრი, სადაც დამონტაჟებული იყო 27 ლუდის ჩამოსასხმელი ავტომატი.
მსოფლიოში ყველაზე პატზრა ლუდის ბარი ინგლისში მდებარეობს, რომლის სახელწოდებაა “ლეიკსაიდინი”. მისი მოცულობაა მხოლოდ 6,7X4,878 მეტრზე.
მსოფლიოში ყველაზე პატარა ლუდის ბოთლი შვეიცარიაში შეიქმნა. მასში 40 მლ ლიტრი ლუდი ეტევა და ღირს 9 ფრანკი.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. თამუნა ამბობს:
    17 მარტი, 2012წ. 19:40სთ.

    თქვენ ყველაზე მაგარ ლუდად გიწერიან 1985 წელს გამოშვებული 16,9% იანი ლუდი, 1985 წლის მერე უფო მაღალ % იანი ლუდები იქნა გამოშვებული. მაგალითად, 2010 წელს გერმანიაში ლუდის კომპანია Schorschbrau-მ გამოუშვა 43%-იანი ლუდი. ამავე წლის ივლისში შოტლანდიურმა ლუდის კომპანიამ BrewDog-მა დაამზადა 55%იანი ლუდი. ეს ლდუდი სულ 12 ბოთლი ჩამოისხა და 11 მოხვდა გაყიდვაში, ერთი ბოთლი ლუდის ღირებულება 760$ იყო, ამ ლუდი გამოშვების ერთი კვირის შემდეგ ჰოლანდიუმა კომპანიამ Koelschip გამოუშვა 60% სპირტის შემცველობის ლუდი. 2010 წლის შემდეგ რეკორდი მგონი აღარ დამყარებულა, ყოველშემთხვევაში მე მეტი არ ვიცი 🙂 თუ ვინმეს ლუდზე რამე დაგაინტერესებთ აქ ვარ 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    18 მარტი, 2012წ. 22:55სთ.

    ყოჩაღ თამუნა, ჩაგეთვალა 😉
    ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა: 14.03.2010-ში მაშინ ეს ინფორმაცია მქონდა 😉
    როგორ არ მაინტერსებს…
    მაინტერესებს მაგალითად ნაღდი ქართული ლუდების შესახებ ყველა საინტერესო ინფორმაციები

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› Alexandre Farto aka Vhils-ის უჩვეულო ხატვა

ხელოვანმა Alexandre Farto aka Vhils-მა ხატვის ორიგინალურ და უნიკალურ მეთოდს მიმართა, რომელშიც მცირე და მრავალრიცხოვან ასაფეთქებელ ნივთიერებებს იყენებს.
იგი კელელში ამონტაჟებს მცირე დინამიტებს, რომელთა აფეთქებითაც გამოიმტვრევა და გამოისახება წინასწარ ჩაფიქრებული კონტურები.
ეს › › ›

DU