1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბაგრატ VII

(ბაგრატ-ხანი) ქართლის მეფე 1615-1619 წლებში. დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე. იგი იმ დროს თბილისში მყოფმა შაჰ აბას I-მადასვა ლუარსაბ II-ის ნაცვლად ქართლის მმართველად. მართალია, ქართული წყაროები ბაგრატ VII-ს მეფეს უწოდებს, მაგრამ სინამდვილეში იგი ირანის ტიპიური მოხელე-ხანი იყო. ბაგრატ-ხანის მეფობა არაფრით ყოფილა აღსანიშნავი. იგი სახელმწიფო მოღვაწეობისა და ქვეყნის მმართველობის უნარს მოკლებული იყო და მთლიანად შაჰ აბასზე იყო დამოკიდებული. მისი მმართვეობის პერიოდში ძლიერ გააქტიურდნენ ქვეყნის დეცენტრალიზაციისკენ მიმართული ძალები, რამაც სათავადოთა სისტემის გაძლიერება გამოიწვია. ბაგრატის მეფობის დროს “იყოფოდნენ მთავარნი თვისთვსად და განიმკუდრებდენ თვსთა კერძოთ”. ბაგრატ VII, ფაქტიურად, ქვემო ქართვლის – საბარათიანოს მეფე იყო. ქართლის მოსახლეობაში გამაჰმადიანებულებმა მეფემ სიყვარული და მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. მას ქართველები დაცინვით “საბართიანოს ბატონს” ეძახდნენ. ბაგრატ VII, ძირითადად, ბოლნისში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1619 წელს.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

21 votes, average: 3.52 out of 521 votes, average: 3.52 out of 521 votes, average: 3.52 out of 521 votes, average: 3.52 out of 521 votes, average: 3.52 out of 5

› ჩვენი მიწა-წყალი : მცხეთა-მთიანეთი

ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკებს: ჩრდილოეთ ოსეთს, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს, დანარჩენი მოსაზღვრე რეგიონები: კახეთი და შიდა ქართლი – საქართველოს რეგიონებია. მცხეთა-მთიანეთის ტერიტორია 6.8 ათასი კვ. კმ-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის თითქმის › › ›

DU