1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» Youtube-ში დიზაინის შეცვლა

მომხმარებლით ნამეტანი განებივრებული საიტ Youtube-ზე თუკი გაქვთ უკვე ანგარიში ან გინდათ გახსნათ და რატომღაც არ მოგწონთ მისი დიზაინი ან არ შესაბამება იმ თემას რომელსაც შეიცავს თქვენი გვერდი Youtube-ზე, მაშინ გასწავლით სულ პატარა და არც ისე დიდ საწვალებელ ხერხს, რომლიც სრულიად შეცვლის და თქვენ გემოზე მოაჯენს დიზაინს თქვენივე Youtube-ის ანგარიშის გვერდზე.
მაშ ასე აუცილებლად დაგვჭირდება ფოტოშოპი ან მისგვარი რაიმე პროგრამა.

ხოდა…
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ უნდა ვიცოდეთ Youtube-ის გვერდზე განლაგებული არეების ზომები, უფრო სწორად მხოლოდ ერთი მთავარი არეს ზომა, ესაა მისი შუა გული სადაც ინფორმაციაა გადმოცემული, ვიდეოები, კომენტარები და სხვა…

ამ ფოტოზე კარგად ჩანს შიგთავსის ზომები

სადაც შიგთავსის სიგანეა 960px ხოლო სიმაღლე დამოკიდებულია შიგთავსში გადმოცემული მასალის რაოდენობაზე ანუ რაც უფრო მეტია მით უფრო გრძელია. მოკლედ ჩემი გათვლით საშვალო უნდა ვიანგარიშოთ 1142px, მაგრამ სიგანე უცვლელია და როგორც ვთქვით 960 პიქსელია.
შემდეგ საჭიროა ზედა პატარა ველის სიმაღლის ზომა რომელიც წესით მუდამ 10 პიქსელის ტოლია.
და ბოლოს მარჯვენა ველი. იგი დამოკიდებულია მონიტორის სიდიდეზე მაგალითად 19 დიუმიან ეკრანზე მისი ზომა 150 პიქსელია. ჩემი დაანგარიშებით ვიგულისხმოთ საშვალოდ 100 პიქსელი. ნუ თავისთავად მარჯვენა ველი მარცხენას იდენტურია.
ეხლა რაში გვჭირდება ეს ზომები?
გავხსნათ ფოტოშოპი და შევქმნათ Youtube-ის უკანა ფონის ფოტო ისეთი ზომებით, რომ ზემოთ გამოთვლილ პიქსელებში ჯდებოდეს. ანუ…
თუკი შიგთავსი 960 პიქსელია, მარჯვენა და მარცხენა ას-ასი პიქსელი, მაშინ საერთო ზომა გამოდის 100px+960px+100px=1160px. ესეიგი საერთო სიგანეა 1160 პიქსელი. ახლა სიმაღლე 1142px+10px=1152px. საბოლოოდ ფოტოშოპში ვქმნით ფოტოს 1160x1152px სიგანის და სიმაღლის ფორმატით.
ახლა ისე გავაკეთოთ ეს ჩვენი ახლად შექმნილი ფოტო, რომ Youtube-ის შიგთავსი გარშემო მოვრთოთ, ამისათვის ისევ დავუბრუნდეთ ზომებს. თვითონ შიგთავსის არეს მორთვას აზრი არ აქვს, რადგანაც მაინს არ ჩანს, მაგრამ რაც შეეხება მის გარე ველებს, ანუ ზედა 10 პიქსელიან, მარჯვენა და მარცხენა 100 პიქსელიან ველებს, აქ უკვე ცოტა ფანტაზია და დიზაინერული ნიჭი გვესაჭიროება.

მაგალითად უცებ აი ასეთი რაღაც მოვხატე:

როგორც ხედავთ შიგთავსი ცარიელია, მხოლოდ მის გარშემოა მოხატულ-მორთული. ხოლო ფოტოს კიდეებო უფრო მეტად კი ქვედა მხარე ეცადეთ დაასრულოთ რაიმე ერთ ფერში გადასვლით, რომელ ფერსაც ფონად დაუდებთ.

ასე გამოიყურება გვერდზე დადებისას:

არ დაგავიწყდეთ რომ Youtube-ს პარამეტრებში უკანა ფონის გამეორება გამორთოთ და ის ფერი დაუდოთ ფონად რომელიშიც თქვენი ფოტოს კიდეები გადადის. მემგონი ვიცით და აღარა საჭირო, დავწერო თუ, როგორ ავტვირთოთ ფოტო იუთუბზე და საიდან ჩაავსვათ უკანა ფონად.
ალბად მიხვდით ამ ხერხს. სცადეთ თქვენ უფრო უკეთ გამოგივათ და გვერდის მომხმარებელიც მეტი გეყოლებათ, რადგანაც დიზაინს დიდი მნიშვნელობა აქვს. აბა ჰე წარმატებები…

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› რღეგრძელი დონორები

მედიკოსთა აზრით, დონორები ხანგრძლივად ცოცხლობენ. ფინელი მეციერების დაკვირვებებით აღმოჩნდა, რომ სისხლის რეგულარულად გამცემნი გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობით არასდროს ავადდებიან. სისხლის გამოღების შემდეგ ორგანიზმში კლებულობს რკინა, რაც სიჭარბის შემთხვევაში აზიანებს სისხლძარღვებს და ინფარქტს › › ›

DU