1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» კომპიუტერის HP vs19b მონიტორის კომიდან გამოყვანა

რამოდენიმე დღე საითზე ვეღარ შემოვდიოდი და საერთოდ კომპიუტერსაც ვეღარ ვრთავდი, მიზეზი ის იყო რომ მონიტორი გადამეწვა და აღარ ირთვებოდა სულმთლად ჩამქვრალი შავად იყო. რამოდენიმე დღე მანამდის ეს შავი სიკვდილი დაემართებოდა დროდადრო ითიშებოდა და რამოდენიმე ხნის ლოდინის შემდგომ ისევ ირთვებოდა, ხოდა ბოლოს სულმთლად დალია სული.

მაგრამ პულსი ისევ უცემდა, ეს მის მარჯვენა ღილაკთა პანელზე შევამჩნიე. ჩართვის ღილაკი ნება-ნება ცისფრად ციმციმებდა, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები:

და ამან მისი გაცოცხლების და გამოჯანმრთელების იმედი მომცა.

ხოდა მოკლედ არჩევანი იყო ასეთი, ან ხევში უნდა გადამეგდო და ახალი მეყიდა (აბა ვინ რას გაჩუქებს) ანდა მომემარჯვა პინცეტ-ლანცეტი და ქირურგიული ჩარევით დამებრუნებინა იგი თავის ტანჯულ ცხოვრებას. ხოდა გადავწყვიტე მეორე ვარიანტი მეცადა.

ესეიგი სანამ დავიწყებ ახსნას თუ როგორ და რანაირად, მანამდის პატარა წინასიტყვაობას გეტყვით. მონიტორის მოდელია HP vs19b და ამ მოდელებს ასეთი რამეები ემართებათ თურმე, მეც გამოვცადე და გამოსავალიც ვნახე, მერე გადავწყვიტე თქვენთვისაც მესწავლებინა (გაკეთებაში საკმაოდ ძვირს ითხოვენ). მაშ ასე თუკი ამ მოდელის მონიტორი გაქვთ, აღარ ინთება, სულ შავადაა და გვერდითა ჩამრთავ-გამომრთავი ღილაკი ცისფრად ციმციმებს, როგორც ეს ზემოთა ფოტოზეა ნაჩვენები, მაშინ მისი გადარჩენას შესძლებთ თუკი ყურადღებით წაიკითხავთ და იმ თანმიმდევრობას სწორად შეასრულებთ რომელის ჩამოყალიბებასაც ეხლა ვეცდები. პირველ რიგში გამოვრთოთ კომპიუტერი, მონიტორი სულმთლიანად გამოვთიშოთ ანუ გამოვაცალოთ ყველა კაბელი და მოვიმარჯვოთ შემდეგი ხელსაწყოები:

1. “პაიანიკი”,
2. “ფიგურნი ატვიორკა”,
3. “პლასკაკუპცი”,
4. დანა,
4. რაიმე სუფთა პირსახოცი ან ბალიში რომელზეც მონიტორს დავაწვენთ ეკრანის დასაცავად.

ეხლა ყველაზე მთავარი, უნდა საიდანმე მოვიძიოთ “1000µF 10V KF 105°C” სამი ცალი საღი კონდესატორი, რადგან მონიტორის სიკვდილი სწორედ ამ სამი კონდესატორის გაფუჭებამ გამოიწვია. შეგიძლიათ ეს კონდესატორები რაიმე ძველ გამოუსადეგ პლატა-სქემას ააძროთ ან სულაც შეიძინოთ ბაზრობებზე ან ნახეთ ინტერნეტში სპეციალურ სამაგისო მღაზია-საიტებზე სადაც ძალიან იაფები ღირს. მე მაგალითად კომპიუტერის კვების ბლოკს ავაცალე სამივე კონდესატორი:

უნდა დააკვირდეთ რომ იგი ემთხვევოდეს “1000µF 10V KF 105°C” პარამეტრებს, რომელიც კონდესატორს ზედვე აწერია ხოლმე. თუკი ესეც მოგვარებულია და გვაქვს უკვე სამი 1000µF 10V KF 105°C კონდესატორი (ინგ. Capacitor), მაშინ შეუდგეთ საქმეს:

ჯერ გავხსნათ მონიტორი ისე რომ არ დავაზიანოთ მისი პლასმასის ყუთი ამისათვის ჯერ მოვხსნათ ფეხი შემდგომ მოვხსნათ ფეხის ხუფი რომელის სურათზე ისრითაა მინიშნებული:

შემდეგ მოვუშვათ სამი ვინტი და გამოვასრიალოთ მონიტორის დამჭერი:

შემდეგ როცა ფეხი ფუძიანად მოცლილი აქვს, უკვე შეგვიძლია ავხადოთ წინა ხუფი, ეს კი დანის პირით ჭრილში კიდეებზე ურთიერთ მიწოლით კბილები ისე უნდა ამოვყაროთ რომ პლასმასი არ დავაზიანოთ. ვეცადოთ რომ ერთმანეთის მიყოლებით ამოვიღოთ კბილიდან როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები:

ყველა კბილის ამოგდების შედეგად წინა ხუფი ადვილად აცილდება მონიტორს და მიიღებს შემდეგ სახეს:

როგორც ზემოთ გითხარით ბალიშზე ან რაიმე რბილ ნაჭერზე ეკრანით დავდოთ მონიტორი და ავხადოთ უკანა პლასმასის ხუფი, ისე რომ პლაზმა არ დავაზიანოთ. ახდისას ასევე სიფრთხილეა საჭირო, რომ წვრილი მავთულები არ დავწყვიტოთ, რომლებიც ხუფს და დარჩენილ მონიტორს აკავშირებს ერთმანეთთან:

დარჩენილ მონიტორს აავხადოთ რკინის პრიალა ხუფი

დაინახავთ ოთხ მავთულ-გადამბმელს, რომლებსაც თავისი ბუდეებიდან გამოვაცლით სპეციალური ბუდეში ჩამკეტი კბილის აწევისას:

აუცილებლად დაიმახსოვრეთ თუ რომელი რომელ ბუდეში იყო. წესით მუქი მავთული შიდა მხარესაა და ღია კი გარეთ:

შემდე შევამჩნევთ რომ რკინის კორპუსს კიდეებზე დაკრული აქვს ფოლადის წებოვანი ქაღალდი. ვეცადოთ მხოლოდ ერთ მხარეს ისე ავაცალოთ, რომ წებოვნება შეუნარჩუნდეს და არ დაიხეს, რათა შემდგომ ისევ დავაკროთ თავის ადგილას:


ახლა დაგვჭირდება “ფიგურნი ატვიორკა” რათა მოუშვათ და დახარისხებულად შევინახოთ “ვინტები”, რომლებიც სურათზე ისრებითაა ნაჩვენები:

როცა ყველა ვინტი მოშვებულია შეგვიძლია რკინის ხუფი გადავატრიალოთ და ავხადოთ ისე რომ თხელი მავთულ-ბმული არ დავაზიანოთ, რომელიც ფოტოზეა ნაჩვენები:

რკინის ხუფის გადატრიალებისას გამოჩნდება სქემის ძირი, აქ სქემის ხუფისაგან დასაცალკევებლად ისევ მოვუშვათ და დახარისხებულად შევინახოთ ვინტები რომელიც სქემას იჭერს. ახლა თვითონ სქემა ფრთხილად ამოვიღოთ რკინის ხუფიდან. დავინახავთ სქემის ზედა მხარეს:

იმისათვის რომ სქემასთან მუშაობა მოხერხებული იყოს ფრთხილად მოვხსნათ ის ორი მავთულ-ბმული ბუდეებიდან, რომელნიც სურათზეა ნაჩვენები:

და აი მივედით იმ ადგილას სადაც უკვე “პაიანიკით” უნდა ვიოსტატოთ. ფოტოზე ისრებით გიჩვენეთ ის კონდესატორები რომლებმაც გამოიწვია მონიტორის სიკვდილი, ისინი წესით გაფუჭების გამო სხვებთან შედარებით უფრო მეტად დაბერილები არიან და სითხე აქვთ გამოსული:

ახლა ყველაზე ფრთხილი და ხათაბალა ეტაპზე მივედით. პაიანიკით ძალიან ფრთხილად უნდა დავაცალოთ ეს ზემოთ მოცემული სამი გაფუჭებული კონდესატორი. მოცლისას დავრწმუნდეთ რომ პაიანიკით ვეხებით საჭირო კონდესატორის ფეხებს და არა სხვა რამეს, ასევე სიფრთხილეა საჭირო რომ პაიანიკით ძალიან არ გადავახუროთ სქემა ან ერთმანეთში არ ავზილოთ კონტაქტები. როცა სამივეს დავაცლით ისე რომ სხვა კონტაქტებს არ დავაზიანებთ:

ახლა შეგვიძლია ახლები ჩავუყენოთ იგივე სიფრთხილით. დააკვირდით ჩასმისას რომ სქემაზე შემოხაზული რგოლის ნახევარსფეროზე რომელიც შავ ფერშია და ფოტოზე ლურჯი ისარითაა გამოსახული:

მაქეთა ნახვრეტში კონდესატორს ის ფეხი ჩააყოფინოთ რომელსაც ღია ფერის ხაზი აჰყვება, რომელიც ფოტოზე ლურჯი ისრითაა ნაჩვენები:

და ასე სამივე. რომ ადვილი იყოს დაკალავება ჯერ ფეხები ოდნავ გადაუღუნეთ და მერე ძალიან ფრთხილად ოდნავ კალის წვეთით დააკალავეთ, ისე რომ სხვა კონტაქტებს არ შეეხოს:

თუკი ყველაფერმა ისე ჩაიარა როგორც საჭიროა: შესაბამისი კონდესატორი, შესაბამის ადგილას კორექტულად და სხვა კონტაქტებისაგან იზოლირებულად დააკალავეთ, შეგიძლიათ იმ თანმიმდევრობით ააწყოთ მონიტორი როგორც დაშალეთ. ყველა ვინტი თავის ადგილას, ყველა მავთული თავის ბუდეში და რაც მთავარია ეს ყველაფერი დიდი სიფრთხილით და დაკვირვებით.

ბოლომდე აწყობის შემდგომ მიაერთეთ მონიტორი ისე როგორც იგი იყო საწყის მდგომარეობაში და ყოველი შემთხევისათვის სიფრთხილით ჩართეთ. თუ ყველაფერი კორექტულად შეასრულეთ მონიტორი გაცოცხდება და ისევ ისე ერთგულად გემსახურებათ:

თუკი ვინმეს დაეხმარება ეს სწავლება ძალიან მოხარული ვიქნები. კითხვები კომენტარებში დატოვეთ. აბა ჰე, ფრთხილად დენთან ურთიერთობა საშიშია, ამიტომ არაა რეკომენდირებული გამოუცდელ და არასრულწლოვანთათვის.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ზვიო ამბობს:
    19 სექტემბერი, 2011წ. 13:44სთ.

    ეს კონდესატორები სად ვიშოვო მაგასაც თუ მიაწერ კარგი იქნება(680uf 4v) ან (6v 1000 ფარატიანი)

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    19 სექტემბერი, 2011წ. 20:00სთ.

    აქ ნახე აბა
    680uf 4v

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› ლადო ასათიანი: გურამიშვილის ჩივილი

ვახტანგ მეექვსემ ერთხელ ერთ ხევში
სუმბული ნახა თეთრი და წმინდა,
მოთხარა, ფრთხილად აიღო ხელში,
რომ სავარდეში მიეცა ბინა.
ფიქრობდა მეფე: „ყვავილი მწველი
გრძელ ყლორტებს გაშლის, გაინავარდებს,
ვითარც ამბარი, მისი სურნელი
გადაეფრქვევა მდიდრულ სავარდეს“!
ფიქრობდა, მაგრამ ვაი რომ ტყვილად:
არ › › ›

DU