1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ვისტაში პროგრამა არ ეშვება?

ალბად გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ რომელიმე პროგრამა არ ინსტალირდება ან ინსტალაცია მშვენივრად ჩაივლის და მერე პროგრამა არ ეშვება. მე მაგალითად ძალიან გამაწვალა, ხოდა ვიფიქრე სხვამაც რო არ იტანჯოს აქვე ავხსნი ამ პრობლემის გასაღებს.
მოკლედ თუკი ზემოთ ხსენებული პრობლემების დროს ვისტა გამოაგდებს ასეთ სარკმელს:

ვისტა

მაშინ ეს მოგვარებადია…
მოგიყვებით იმ მეთოდს რომლითაც მე გადავჭერი ეს ზემოთხსენებული, თქვენ თუ უკეთესი იცით თქვენ მითხარით. ესეიგი მივყვეთ შემდეგ მსვლელობას:

:: პირველი ეტაპი:
ვუშვებთ RUN-ს, ჩავწერთ regedit და დაუწკაპუნე OK. გაიხსნება regedit-ის სარკმელი, სადაც უნდა მივყვეთ ხისებრ სტრუქტურის შემდეგ მოხსენიებულ თანმიმდევრულ გახსნას:
გავხსნათ HKEY_LOCAL_MACHINE
მასში გავხსნათ SOFTWARE
მასში გავხსნათ Microsoft
მასში გავხსნათ Windows NT
მასში გავხსნათ CurrentVersion
მასში გავხსნათ Winlogon
მოკლედ ეს გზა ასე გამოიყურება HKEY_LOCAL_MACHINE \ SOFTWARE \ Microsoft \ Windows NT \ CurrentVersion \Winlogon
ეხლა Winlogon-ში უნდა შევქმნათ ახალი საქაღალდე სახელად SpecialAccounts. ამისათვის ბოდიალას მარჯვენა ღილაკს ვაწკაპუნებთ საქაღალდე Winlogon-ზე, რის შედეგადაც გამოვა კონტექსტური მენუ, აქ ვირჩევთ სათაურს “ახალი”… მოკლედ როგორც ქვემოთა ფოტოზეა:

ვისტა

ეხლა დაარქვი მაგ შექმნილ საქაღალდეს SpecialAccounts.
SpecialAccounts-შიც შექმენი ისევ იგივენაირად ახალი საქაღალდე, სახელად UserList. შედეგი ასე უნდა გამოყურებოდეს:

ვისტა

ეხლა UserList-ში უნდა შევქმნათ DWORD 32 bits. ეს ნაჩვენებია ქვემოთა ფოტოზე:

ვისტა

ამ უკანასკნელს დაარქვი Administrator და მიანიჭე 1. ნაჩვენებია ქვემოთა ფოტოზე:

ვისტა

გამოვა ეს ქვემოთა სარკმელი სადაც უნდა ჩავუწეროთ 1.

ვისტა

რეგისტრთან მოვრჩით, შეგიძლია დახურო მთლიანი რეგისტრის სარკმელი.

:: მეორე ეტაპი:
ხელახლა ვუშვებთ RUN-ს, ჩავწერთ cmd და დაუწკაპუნე OK. გაიხსნება MS-DOS-ის სარკმელი ვინდოუსში, სადაც უნდა ჩავწეროთ შემდეგი:
net user administrator/active:yes
და ღილაკი ენტერი. ეხლა გადატვირთე კომპიუტერი და ეგაა.
ხო დამავიწყდა მეთქვა ეს ფოტოები ფრანგული ვისტიდანაა, ჩემს კომპს ეგ უყენია და არ დაიბნეთ.
ვეცადე დაწვრილებით მეამბო… აბა წარმატებას გისურვებ…

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› მსოფლიოს მეტროები

მსოფლიოს მეტროთა ინფორმაციის მომცემი მოზრდილი ცხრილი. არ ვიცი რამდენად დაგაინტერესებთ, მაგრამ მე კი დავიტანჯე მისი შედგენით 🙁
[ნახე ვრცლად…]

DU