1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» RealPlayer გადმოწერების ჯადოქარი

ბევრჯერ შევხვედრივარ და მინახია ისეთი პოსტები ფორუმებში, ჩათებში ან კომენტარებში, როგორიცაა – თუ როგორ გადმოვწერო ვიდეო YouTube-დან, Dailymotion-დან და სხვა ამგვარი საითებიდან.

შეიძლებ იფიქროთ მაგას რა უნდა არსებობს მილიონი საითი მასეთი საითებიდან ვიდეოს გამოსაწერადო…
მაგრამ მე უფრო ადვილს გეტყვით. ზოგმა იცის ზოგმაც არა, ხოდა ვინც არ იცის მათ გამოადგებათ ეს გვერდი.

ესეიგი მოკლედ ყველაფერს გაგიმარტივებთ რეალპლეიერი (Real Player). ახლა კი როგორ და რანაირად:

1. თუკი არ გვიყენია RealPlayer მაშინ შევდივართ ამ ბმულზე, უფასოდ ვიწერთ RealPlayer-ს და ვაინსტალირებთ. ინსტალაცისას შეიძლებ გუგლის თულბარის ინსტალაციაც შემოგთავაზოთ, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია გინდათ თუ არა.

2. მერე როცა ინსტალაცია წარმატებით ჩაივლის შევდივართ ნებისმიერ ვიდეოს ასატვირთ საიტზე და ვუშვებთ სასურველ ვიდეოს საცქერად.

3. ვიდეოს რომელსაც ვუყურებთ მაუსის ზედ მიტანისას ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება RealPlayer-ის გადმოწერის ღილაკი, როგორც სურათზეა ნაჩვენები:

გადმოწერა

ეს ღილაკი:

გადმოწერა

და თუკი არ გამოჩნდა მაშინ, ვიდეოზე მაუსის მარჯვენა კლიკით ვიძახებთ შემდეგ ფლეშ მენიუ:

გადმოწერა

სადაც ვკლიკავთ იმ წითლად შემოხაზულზე როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე.

4. ზემოთ ხსენებულ გადმოწერის ღილაკზე ერთი კლიკით, RealPlayer ავტომატურად იწყებს გამოწერას და ხსნის გადმოწერის მიმდინარეობის სარკმელს:

გადმოწერა

სადაც ჩანს ვიდეოს სახელი, ზომა და გადმოწერილი და დარჩენილი პორცია. ერთდროულად შეუძლია ბევრი ვიდეოს გადმოწერა.

5. ბოლოს ისღა დაგვრჩენია მოვიძიოთ გადმოწერილი ვიდეო ფაილი. ამისათვის უნდა ვიცოდეთ თუ სადაა RealPlayer-ის გადმოწერების სტანდარტული საქაღალდე (“Téléchargements RealPlayer” ეს ფრანგულ ვისტაზე). წესით ინსტალაცისას ეს საქაღალდე იქმნება ჩვენივე პროფილის საქაღალდე ვიდეოში (Videos). ეს კი სრული მისამართი საქაღალდემდე ოღონდ ფრანგულ ვერსიაზე:
“C:\Users\აქ თქვენი პროფილი\Videos\Téléchargements RealPlayer”

გადმოწერა

* აქვე მინდა ვთქვა, რომ ასევე შეგიძლიათ გადმოწეროთ აუდიო ფაილებიც, ფლეშ ფაილებიც და საერთოდ რაც კი ფლეშპლერით გადმოიცემა ვებგვერდზე. შეუძლია Srteaming ტიპის რესურსების გადმოწერაც. აბა წარმატებები 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ღვთის ამბობს:
    21 მარტი, 2013წ. 21:59სთ.

    აი მაგ ღილაკს არ მიგდებს და არც სურათი ჩანს როგორ უნდა გავაკეთო და იქნებ დამეხმარო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 4.00 out of 52 votes, average: 4.00 out of 52 votes, average: 4.00 out of 52 votes, average: 4.00 out of 52 votes, average: 4.00 out of 5

› სულხან-საბა ორბელიანი: ინდოთ მეფე და ვაზირნი

მამისა მამა ჩემი, მასმია, ინდოთ მეფისა ხუთთა ვაზირთა უხუცესი ყოფილა. იგი უხუცვსი ვაზირი მეფესა დიდად უყვარდა, თავსაცა თვისსა ერჩივნა. იგი ოთხნი აუმტერდენ, თქვეს:
– რამცა ვუყოთ მას, რომე მეფე მისსა სიტყვასა › › ›

DU