1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» პლაგინი jQuery-ისათვის (“methods”, “handlers” და “settings”)

გაუმარჯოს 😉

აღარ დავიწყებ ახსნას თუ რა არის jQuery და რატომ უნდა გამოვიყენოთ იგი, რადგან ეს ყველამ კარგად ვიცით, ამიტომ ეგრევე საქმეზე გადავიდეთ 😉

ამ ჩანაწერში ვისაუბრებ და გასწავლით როგორ შევქმნათ ჩვენი ახალი პლაგინი jQuery-ისათვის ანუ რომელიც მუშაობს jQuery-თან ერთად.
ყველაზე საინტერესო ის იქნება, რომ ამ პლაგინში მოვათავსებთ “methods”-ებს, “handlers”-ებს და რათქმა უნდა “settings”-ებს…

როგორც ვიცით პლაგინი იწერება ცალკე JS ფაილში, მაგალითად myPlugin.js, რომელსაც “head”-ში გამოვიძახებთ jQuery-ის შემდეგ…

ესეიგი ვქმნით ახალ ფაილს myPlugin.js-ს და ვწერთ მასშივე :

თავიდან ვახდენთ ფუნქციის დეკლარირებას:

(function($){
 
    /*პლაგინის კოდი აქ*/
 
}(jQuery));

ამის შემდგომ მასში ვათავსებთ პლაგინისთვის საჭირო კოდს.
თუკი შევქმნიდით უბრალო და მარტივ პლაგინს მეთოდების, სეთინგებისა და ასეშედეგ სირთულეების გარეშე საკმარისი იქნებოდა მხოლოდ თვითონ პლაგინისვე ფუნქციის ჩასმა.

მაგალითად:

(function($){
 
    $.fn.myPluginName = function(){
        var getTxt = this.text();
        alert(getTxt);
    };
 
}(jQuery));

ეხლა აგიხსნით რახდება…
პლაგინის დეკლარირება ხდება შემდეგი პრეფიქსით “$.fn.” და შემდგომ პლაგინის სასურველი სახელი ანუ ამ შემთხვევაში “myPluginName” და მასში მოთავსებულ ფუნქციაში შეგვიძლია ნებისმიერი ოპერაციების შესრულება.
ასევე პლაგინის ფუნქციაში “this” ტოლია იმისა რასაც პლაგინი “მივაჯაჭვეთ” ანუ უფრო თვალსაჩინო და გასაგები რომ იყოს ვნახოთ როგორ ვიყენებთ ამავე პლაგინს.

<div id="myDiv">რაღაცა ტექსტი</div>
 
<script>
    $("#myDiv").myPluginName();
</script>

როგორც ზედა მაგალითში ხედავთ პლაგინი მივამაგრეთ ტეგ div-ს, რომლის id-ეც არის “myDiv” (“#” როცა id და წერტილი ანუ “.” როცა class)
თუკი ამ მაგალითს გავუშვებთ ამოქმედდება პლაგინი, რომელიც ამოიღებს div-ის შიგთავს ანუ ტექსტს “რაღაცა ტექსტი” და გვიჩვენებს alert-ში.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

100 votes, average: 4.49 out of 5100 votes, average: 4.49 out of 5100 votes, average: 4.49 out of 5100 votes, average: 4.49 out of 5100 votes, average: 4.49 out of 5

› სულხან-საბა ორბელიანი: მოძღვარი მელია

ერთი მელი დაცანცარებდა. ძველთაგან თურე ნასოფლარი ყოფილიყო. სამღებროს ქვევრი, ლილით სავსე, პირღია დარჩომილიყო. სლვასა იქი-აქა შიგ თურე ჩავარდა, ამობორტყდა, ამოვიდა. მელი შავად შეღებული შეიქმნა. დაიწყო სიარული.
ერთი მამალი შემოეყარა. ჰკითხა მელსა: › › ›

DU