1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» JSON.parse() – უცნაური შეცდომა და მისი აღმოფხვრა

ადრეც ბევრჯერ გამომიყენებია ჯავასკრიპტში JSON.parse() და უპრობლემოდ ფუნქციონირებდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ლოკალურზე ანუ localhost-ზე არასოდეს მქონია მისი გამოყენების აუცილებლობა (ასე მგონია).

ხოდა რაშია საქმე ეს დღეები რაღაც პროექტზე ვმუშაობ სადაც აჯაქს (ajax) ვიყენებ, უფრო სწორედ აჯაქს jQuery-ის გავლით, ხოდა localhost-ზე მშვენივრად მიბრუნებდა პასუხს json-ის ფორმატში და ისეც :

პასუხი მაგალითად ვიზუალურად ასე ჩანდა :

[{"id":"8"}]

მაგრამ როცა ამ დაბუნებულ პასუხს ვდებდი JSON.parse()-ში სინტაქსურ შეცდომას მიჩვენებდა…
აი შეცდომის ტექსტი:

SyntaxError: JSON.parse: unexpected character at line 1 column 1 of the JSON data

ხოდა მოკლედ ძალიან გამაწვალა ვერ გავიგე რა სურდა, მერე მოვაკოპირე პასუხი და notepad-ში რომ გადავიტანე აი რა გამოჩნდა:

??[{"id":"8"}]

შემდეგ თუკი PHP ფაილს utf8-ში შევინახავდი ასეთ პასუხს მიჩვენებდა :

????[{"id":"8"}]

ეს იყო ცარიელი ზონები ამიტომ ავდექი და ასეთ ხერხს მივმართე :

replace(/\s+/g, ' ')

რომლითაც ვასუფთავებდი დაბრუნებულ პასუხს ზედმეტი სიცარიელებისაგან, მაგალითად :

res = '????[{"id":"8"}]';
JSON.parse(res.replace(/\s+/g, ' '));

ეგ იყო და ეგ, აღარანაირი შეცდომა 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 5

› MIME ტიპები და მათი გაფართოებები

MIME ტიპი უფრო ალბად იმ ადამიანებს ეცოდინებათ ვინც ვებ-პროგრამირებითა დაკავებული და ან სულაც სამოყვარულო დონეზე რაღაცას ჯახირობს ვებ-როგრამირების მინიმალურ დონეზე.
ნუ მოკლედ აი მაგალიტად როცა ფლეშ ფაილს ვდებთ ვებ გვერდძე embed › › ›

DU