1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» CSS და IE 10 – მისი ამოცნობა და სტილის მინიჭება

როგორც ვიცით სხვადასხვა ვებ-პროგრამირების ენების, როგორიცაა JavaScript-ის და CSS-ის ან თუნდაც HTML-ის შედეგის ვიზუალურ-დინამიკური ასახვა სხვადასხვა ინტერნეტ ბროუზერებში მეტნაკლებად განსხვავებულად ხდება ანდაც სულაც არ ხდება. ყველაზე ასევთქვათ ამტანი ბროუზერია Mozila Firefox, რომელსაც თითქმის ყველა ვებმასტერი იყენებს პროგრამირებისას, ხოლო ყველაზე ბოლოს მოჩანჩალებს IE ანუ Internet Explorer-ი, ნუ ბოლოში თუ არა ყოველშემთხვევაში არ გამოირჩევა იმნაირი უნივერსალურობით როგორც სხვა ზოგიერთი…

მოკლედ რისი თქმა მინდოდა:

როგორც ვიცით სტილებში ანუ CSS-ში ვწერდით კოდს, რომელიც სპეციალურად განკუთვნილი იყო მხოლოდ IE-სთვის ანუ გვერდი იყენებდა ამ სტილს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ინტერნეტ ბროუზერი იყო IE.
და როგორ ხდებოდა ეს მოგახსენებთ:
HTML კოდში ტეგ head-ში ვსვავდით პირობის კოდს, რომელსაც რომ გადმოვაქართულოთ “შენიშვნა პირობის” კოდი ჰქვია, რადგანაც ეს პირობა შენიშვნის სინტაქსშია ანუ ეს:

თუკი დასტურია
<!--[if IE]>
 აქ შესაბამისი სტილი: პირდაპირ კოდი ან CSS ბმული
<!-- <![endif]-->
 
ანდაც უარყოფა
<!--[if !IE]> -->
 
ასევე ვერსიის მითითებით
<!--[if IE 9]>
 
ან ვერსიის ნაკლებობა ტოლობა
<!--[if lte IE 8]>
 
ან ვერსიის მეტობა
<!--[if gt IE 6]>

მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაიკროსოფტმა ბროუზერის მე-10-ე ვერსიაში გააუქმა ასეთი ტიპის პორობები ანუ ეს ზემოთ მოცემული კოდები გამოუსადეგარია ახალი ვერსიებისათვის…
გამოსავალი:
შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ჯავასკრიპტი ბროუზერის ვერსიის დასადგენად, მაგრამ მე გირჩევდით ამას:

<script>  
 if (/*@cc_on!@*/false)
 {  
    document.documentElement.className += 'ie10';  
 }  
</script>

ამ პირობის საშვალებით ძირეულ ანუ html ტეგს ვანიჭებთ ახალ კლასს “ie10″-ს ანუ <html class=”ie10”> და შემდგომ ჩვენს სტილებში მას ვიყენებთ როგორც მთავარ კლასად ანუ მაგალითად .ie10 div.test{} ან .ie10 a:hover{} და სხვა…

ეს მეთოდი გამოვცადე ყველა ბროუზერში და არანაირი პრობლემა არ შეუქმნია, მშვენივრად მუშაობს IE 10-შიც…
თუკი რაიმე ვერ მიხვდეთ მკითხეთ და ვეცდები გიპასუხოთ 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› ბარტომ II

მცხეთის იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 60-40 წლებში. ძე არშაკ II-სა. იგი ხანგრძლივი დროის მანძილზე გაძევებული იყო სამშობლოდან ძვ.წ. დაახლ 60 წლისთვის, როდესაც გარდაიცვალა არტაგ II, იგი იბერიის ტახტისთვის ბრძოლაში ჩაება, › › ›

DU