1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ტიხრული მინანქარი

ესაა მინანქრით ლითონის დაფარვის ტექნოლოგია. მინანქრის ტექნოლოგია უძველესი დარგია და იგი ძველთაგანვე იყო ცნობილი, უძველესი ნიმუშები გვხვდება ძველ ეგვიპტეში ოქროს ნაკეთობებში და ჩინეთში, ასევე გვიანდელი პერიოდის რომში ბრინჯაოზე.
ლითონის ფირფიტის მინანქრით მოწერის რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს. ამოღრმავებულ ლითონის ფირფიტაში მინანქრის ამოვსების ტექნოლოგია დასავლეთში XII საუკუნეში გავცელდა. გარდა ამოღრმავებულისა მინანქრით დაფარვის ტექნოლოგიებს შორის არსებობს კვეთილი, ფერწერული, ვიტრაჟული და ტიხრული.

მინანქარი, მტკიცე მინის მაგვარი საფარია, რითაც ფარავენ ნაკეთობის ზედაპირს. თითქმის ყველა მინანქრის ძირითადი კომპონენტებია: სილიციუმორჟანგი SiO2, ბორის ანჰიდრიდი B2O3, ალუმინის ჟანგი Al2O3, ტიტანის ჟანგი TiO2, ტუტე და ტუტემიწა ლითონების, ტყვიის, თუთიის ჟანგეულები, ზოგიერთი ფთორიდი და სხვა. მინანქარი არის საგრუნტო და მფარავი. საგრუნტო მინანქარს, რომელშიც შედის შესაჭიდებელი მასალები, იყენებენ ლითონსა და საფარს შორის შუალედური ფენის დასადებად, მფარავ მინანქარს კი უშუალოდ ადებენ დასაფარავ ზედაპირს. მხატრული მინანქარი ოქროს, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობათა მინანქრით შემკობა.

ზოგჯერ მინანქრით ავსებენ გამოსახულების ტიხრებს, რომლებიც შექმნილია წვრილი ლითონის ძაფებითა და მიმაგრებულია ლითონის ფირფიტაზე. ამ სახის მინანქარს ტიხრულს უწოდებენ. მსგავსი ტექნიკა არის გამოყენებული ძველ ეგვიბტურ ოქროს ნაკეთობებში.

ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად ტიხრული მინანქარია ცნობილი. ამოღრმავებული მინანქრის ერთადერთი ნიმუში, რომელიც ჯუმათის ეკლესიაში იყო დაცული, ამჟამად დაკარგულია. მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი ისევე ფასობდა, როგორც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონეა. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ე.წ. ღვინისფერი (ხორცისფერი) და გამჭვირვალე მწვანე. მინანქრის ფერებში მანგანუმის შერევის შედეგად ღვინისფერს იღებდნენ. ქართული ტიხრული მინანქრის ბევრი ნიმუში დაკარგულია, ყველაზე უძველესი VIII საუკუნით არის დათარიღებული.
IX საუკუნისაა ვარძიის ხატზე დაცული მინანქრები, ხახულის ხატის რამდენიმე მინანქარი. ჯუმათის ორი ხატის მინანქრები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიქსაქსა სხვადასხვა კოლექციაში, მათგან სამი მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა. ხახულის ხატის ცენტრში ჩასმული იყო X საუკუნის მინანქრის ღვთისმშობლის გამოსახულება, ეს იყო ყველაზე დიდი ქართული ტიხრული მინანქარი, რომელიც XIX საუკუნეში გაიტაცეს და ნაწილებად დაამტვრიეს. ახლა შემორჩენილია ღვთისმშობლის სახე, ხელები და შარავანდის ნაწილი. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული მინანქარია.

xaxulis xati

ტიხრული მინანქრის ხელოვნება განსაკუთრებით X-XII საუკუნეებში აყვავდა. ტიხრული მინანქრის წარმოება საქართველოში, როგორც ჩანს, XV საუკუნეში შეწყდა. ამ საუკუნისაა ვარაუდით წმინდა გიორგის ორი ხატი.

St. Georges

ხელოვნების ეს დარგი გამოიყენება როგორც საეკლესიო, ისე საერო დანიშნულების ნივთებშიც – სამკაულები, ტანსაცმლის აქსესუარები, მოსაპირკეთებელი ნივთები და სხვა. ყოველი მათგანი მრავლადაა შემკული სხვადასხვა ორნამენტით. ქართული ორნამენტების ძირითადი დანიშნულება კი ბნელი ძალებისგან დაცვა იყო. ორნამენტი სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი იყო, რომელიც დასაბამს სავარაუდოდ წარმართულ ტრადიციებში იღებს. ხევსურეთში ყველაზე მეტ დამცავ ორნამენტს ქალებისა და ბავშვების ტანსაცმელზე ქარგავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ისინი ყველაზე სუსტები იყვნენ. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სიმბოლოებს იყენებდნენ: ავი სულებისგან დასაცავად, ოჯახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ღამის დაძაბული სიზმრების ასარიდებლად, მელანქოლიისა და დეპრესიის გასაფანტავად და მრავალი სხვა. შესაბამისი ორნამენტის მუდმივად ტარება მათ ძალას მატებდა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. თათია ამბობს:
    6 თებერვალი, 2014წ. 14:24სთ.

    კარგია:)

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› პროექტი: ლაგარტკა – X

სასაცილო სათაურია 🙂
რატომ “X”?
რავი აბა 😉 კარგად ჟღერს “ლაგარტკა იქს”
ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც იყო გუშინ ავდექი და გავისეირნე ტყეში, ხოდა აზრად დამებადა ლაგარტკის გაკეთება. ცნობისთვის ასეთ აზრებს ეძახიან წვეტიან აზრებს › › ›

DU