1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ვინ გადარჩა?

ღამეა… უკუნითი ღამე. სინათლეც გამორთეს, ავანთე ჭრაქი და ოდნავ განათდა ჩემი ოთახი. სადღაც შორს ძაღლების ხროვა ყეფს, ზოგიც წკმუტუნებს. ალბათ ვერაფერი იშოვნეს შესასანსლი ამ გაუკუღმართეულ წუთისოფელში…

ყეფის ხმა გაშმაგდა, ჰო დაერივნენ… ძაღლების ხროვა ფლითავს ერთმანეთს. “ვითომ” ძაღლები, რომლებსაც გამბედაობა არ ყოფნით ჩაერთონ ამ უმისამართო წეწვა-გლეჯვაში და იბრძოლონ პირველობისთვის, შორიდან თავმომწონედ იღრინებიან, თან უკანა თათებით მიწას ფხაჭნიან.

ერთ-ერთი ძაღლი, რომელიც დაუძლურებული იყო შიმშილით დაეცა… ჰო დაეცა…

იფიქრა: – ღირსეული სიკვდილით ვკვდებიო და განგებ დანებდა? იქნებ არ ქონდა ამ ძაღლურ ცხოვრებას აზრი?!..

მერე რა მოხდა?!…

ვინ თქვა რომ “ძაღლი ძაღლის ტყავს არ ხევსო”? ეტაკნენ, დაგლიჯეს, ცოცხლად ჭამდნენ თავის მოდგმას, რათა გადაგვარებული სიცოცხლე გადაერჩინათ, სტომაქი ამოეყორათ… ვახშამი კი გულის ამაჩუყებლად წკავწკავებს.

დაცემულის ხმა რაც უფრო სუსტდება, ჯგრო უფრო გაშმაგებით გლეჯს თავის ლუკმას, ერთმანეთს კი დაუნდობლად უღრენენ აქაოდა არ გაბედო მომეკარო, მე ძლიერი ვარო.

დაფლეთილმა ლეშმა სულის ამოსვლასთან ერთად გაახილა კიდევ ერთხელ თვალი და უნდოდა ეთქვა: – თუ ჩემი სიცოცხლე რამეს შეგმატებთ, მეორედ რომ დავიბადო, ისევ ჩემი მოდგმისთვის დავიღუპებიო.

იხილა მან თავისი მოდგმის გაბოროტებული თვალები და სისხლიანი ჩანები, შეაჟრჟოლა და ამოიხავლა: – ნეტავი დაგანახათ თქვენი “თავები” რა საცოდავები ხართ… მე ბედნიერი ვარ, რომ თქვენნაირი აღარ ვარ… – მაგრამ მისი ხმა არავის გაუგონია…

სხვა ძაღლებიც მოვიდნენ, ნასუფრალიდან შეიხვედრეს თითო ნაჭერი ხორცის ნაგლეჯი…

აზრი?!…

=ცოტა მოვძლიერდე, ხვალ მე არ ვიყო ამ ხორცის ადგილზე…

ყოველივეს შემხედვარე დგას შორიახლოს “განადგურებული” ძაღლი და ზიზღნარევი ხმით მიმართავს მოსუფრალთ: – რანი ვიყავით და რანი ვართ ახლა, შეხედეთ საკუთარ თავებს…

გვერდში დგომით გადაგვირჩენია ჩვენი მოდგმა აქამდე, ახლა კი ვძიძგნით ერთმანეთს.

ამით რას მივაღწევთ… ამოვიყორეთ სტომაქი? მერე?!…

მირჩევნია მოვკვდე თუნდაც მშიერი, მაგრამ შევინარჩუნო ის, რასაც ერთმანეთის “გატანა” ჰქვია…

საკითხავია ვინ გადარჩა, თქვენ თუ ეს საცოდავი, მხოლოდ ძვლები რომ დარჩა…

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

10 votes, average: 4.50 out of 510 votes, average: 4.50 out of 510 votes, average: 4.50 out of 510 votes, average: 4.50 out of 510 votes, average: 4.50 out of 5

› აკაკი წერეთელი: შობა

აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი „სჯულის ცნობისა“,
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!
გაჰკვირდენ ვარკვლავთ მრიცხველნი,
ვერ მისწვდა მათი გონება…
ინიშნეს მხოლოდ მოგვებმა
და იგრძნეს უფლის მონება.
ჰფიქრობდნენ ქვეყნის მპყრობელის
ამ ქვეყნად დაბადებასა;
თან მიჰყვნენ ვარსკვლავს მიმავალს,
ჰგალობდნენ ქებათ-ქებასა.
გაჩერდა ბეთლემს მნათობი,
ქვაბზე › › ›

DU