1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» EADS Astrium – გასეირნება კოსმოსში

ადრე როცა ჩვენს ბებიებს მათი ბებიები უყვებოდნენ ზღაპრებს ჯადოსნურ სარკეზე, რომლითაც გებულობდნენ თუ რა ხდებოდა მსოფლიოს მეორე კუთხეში დღეს ეს რეალობაა და გვაქვს ტელევიზია, ინტერნეტი, კავშირგაბმულობის სხვადასხვა საშვალებები ან თუნდაც ზღაპრები ფრინავ ხალიჩებზე დღეს ესეც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და გვაქვს საკმაოდ მოქნილი საფრენი აპარატები. ის რასაც ადრე მხოლოდ ზღაპრებში გვიყვებოდნენ, წიგნებში ან კომიქსებში ვკითხულობდით და ფანტასტიკურ კინოებში უყურებდით ამ ბოლო დროს რეალობად გვევლინება.

ევროპულმა აეროკოსმოსურმა კომპანიამ EADS Astrium (European Aeronautic Defence and Space Company) წარმოადგინა სუბორბიტულ ტურისტული ხომალდის თავისი ვარიანტი Space Plane, რომელსაც თავისუფლად შეუძლია გადალახოს და მიაღწიოს კოსმოსის დაბალ ფენებს. არა გადატვირთული ზედმეტი გაჯეტებითა და ცეცხლისმფრქვეველი ძრავებით, შესახედავად ვერ განასხვავებთ ჩვეულებრივი მინი ბიზნეს თვითმფრინავისაგან განსხვავებით Virgin Galactic SpaceShipTwo მფრინავი ხომალდისაგან რომელზეც შემდეგ დავწერ. მისი აფრენა არ საჭიროებს სპეციალურ მოედნებს ან რაიმე სპეციალურ სამზადისებს, იგი აფრენას და დაშვებას ახორციელებს ჩვეულებრივ აეროდრომებზე. საფრენი აპარატი ადგილები განსაზღვრულია ექვს ადამიანზე, მათ შორის ორ მფრინავზე. პირველი კომერციული აფრენა დაგეგმილია 2012 წელს. ვიცი დაგაინტერესებთ ბილეთის ფასი…. ამ სიამოვნებას სულ რაღაც 200 ათასი ევრო სჭირდება. აეროკოსმოსური კორპორაცია EADS Astrium გეგმავს ჯერ მხოლოდ 20 ცალი ასეთი ხომალდის აშენებას, როგორც პიველ მცირე სერიულ გამოშვებას და ამით მსოფლიო კოსმო-ტურისტულ ბაზარზე 30 პროცენტის დაკავებას.

აქ დაბლა გთავაზობთ EADS Astrium კომპანიის სარეკლამო სადემონსტრაციო ვიდეო რგოლს:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

ასევე შეგიძლიათ დაათველიეროთ ქვემოთა ფოტო გალერეაც:

[გალერეა...]

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› WordPress Plugin: WPGP-Stream (ონლაინ ტელევიზიები)

ეს კიდევ ვორდპრესის ჩემი მორიგი ქართული პლაგინი 😉
ეს პლაგინი ემსახურება თქვენს საიტზე სასურველი ონლაინ ტელევიზიების, რადიოსა და საერთოდ ნებისმიერი სამაუწყებლო embed რესურსების გამოქვეყნებას.
მოკლედ მე მსურდა, რომ ჩემს საიტზე დამედო ქართული › › ›

DU