1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» შიო გვეტაძე: მონანიება – თავი XV

– მეორე დღეს ვილნიუსში დავბრუნდი, ისევ „საშკა ჩერქეზად„ გადავიქეცი და ღვინოსა და ქალებში ვახრჩობდი ბოღმას, ბავშობაში სადღაც წამიკითხავს, ადამიანმა რომ პროფესიაც არ უნდა აირჩიოს პირველობას უნდა ელტვოდესო, მე ქურდი გავხდი, მეამაყებოდა კიდეც ჩემი პროფესია და თუ პირველი არა უკანასკნელიც არასოდეს ვყოფილვარ, ხოლო ქურდობის დაწყებიდან 3–4 წლის შემდეგ როსტოვში მეხივით ქუხდა „საშკა ჩერქეზის„ სახელი და ყველა, ვისაც რაიმე საერთო ჰქონდა ჩემს წრესთან, უსიტყვოდ მემორჩილებოდა. ცხოვრებაზე გაბოროტებულს, ჩალის ფასად აღარ მიღირდა სიცოცხლე, ყოველ ახალ საქმეზე გულგრილად, მშვიდად მივდიოდი, არაერთხელ მოვხვედრილვარ ტყვიების ცეცხლში, სიკვდილისათვის არა ერთხელ შემიხედია თვალებში, მაგრამ ფერიც არ შემცვლია. ეს იყო თუ სხვა რამ, ტყვია მზოგავდა, ხოლო ქურდებში მამაცისა და გამბედავი კაცის სახელი გამივარდა.
ისიც უნდა ითქვას, ძალზე ვფრთხილობდი, წეღან გითხარით, ჩალის ფასად არ მიღირდა სიცოცხლე–მეთქი, მაგრამ ციხეში მოხვედრა მაინც არ მინდოდა. საქმეზე მხოლოდ მაშინ მივდიოდი, როცა ყველაფერი გაზომილი იყო და შესაფერისი გეგმაც მიღებული. ალბათ ეს იყო მიზეზი, მე უვნებლად გადავრჩი, თუმცა არა ერთი და ორი ქურდი ჩავარდა. მე კვალს არ ვტოვებდი, „საშკა ჩერქეზის„ ხსენებას კი ვერც ერთი ქურდი ვერ გაბედავდა, ჩემი ხსენების საზღაური უეჭველი სიკვდილი იყო. ასე მივათრევდით ერთმანეთს მე და სიცოცხლე, რომელიც ქვით სავსე ხურჯინივით მეკიდა მხრებზე.
ციალასთან შეხვედრის შემდეგ რამდენჯერმე მიფიქრია ხელი ამეღო ბოროტებაზე, მაგრამ ვერ შევსძელი. განვშორებოდი ყოველივე იმას, რასაც 14 წლის განმავლობაში შევესისხლხორცე, ესეც არ იყოს, რითიმე ხომ უნდა მეცხოვრა, უფრო კი, მგონია ისევ ნებისყოფა არ მეყო ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.
ასე გავიდა კიდევ სამი წელი. უკანასკნელ ორ წელიწადში საქმეში პირადად არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ არც ერთი დიდი ქურდობა ან ძარცვა არ მომხდარა უჩემოდ. მე ვხემძღვანელობდი ყველაფერს, მე ვაგზავნიდი საქმეზე, მევე ვანაწილებდი ნაქურდალს, ვიგებდი და ვაგებდი.
შარშანწინ ივნისში ვილნიუსში ერთი ცნობილი ქურდის ბინაში ივანისელს შევხვდი, დავიახლოვე, საიმედოდ მოვაწყვე, ის მე მხოლოდ „საშკა ჩერქეზად„ მიცნობდა, ეროვნებაც არ იცოდა ჩემი, არც არასოდეს უკითხია თვითონ კვალიფიციურმა ქურდმა, კარგად იცოდა ჩვენი კანონი. 2 თვის შემდეგ, მეც არ ვიცი რატომ, ერთ საქმეზე წავედი. რომელზე–თქვენთვის საინტერესო არა არის. არ გაგვიმართლა, სამძებრო მილიციას გადავეყარეთ, 7 კაციდან 4 მოგვიკლეს, მე და ივანისელი ერთად გავრბოდით. თითქმის სამშვიდობოს გასული, მძიმედ დამჭრეს ბარძაყში, წავიქეცი წაქცეულს გამახსენდა ბათუმი და მკერდში დაჭრილი, ქვიშაზე მოფართხალე გოგია, რუბენამ რომ შუბლში მიაჭედა ტყვია. „ახლა ჩემი ჯერია„ – წარმოვთქვი ხმამაღლა და გულგრილად დაველოდე როდის დამახლიდა ტყვიას უვნებლად დარჩენილი ივანისელი.
„რა მოგივიდა, საშკა?„ – შესძახა ივანისელმა და დაიხარა „წადი, თავს უშველე, ჩემი საქმე გათავებულია!„ – მივუგე მე.
ივანისელმა ერთი მოიხედა უკან, შემდეგ ხელი დამავლო, ზურგზე მომიგდო. საშინელმა ტკივილმა ლამის გონება წამართვა, მაგრამ ყელში მომდგარი ყვირილი ჩავიხშე.
შემდეგ აღარ მახსოვს რა მოხდა. ივანისელი მგლური ნაბიჯებით გარბოდა. ხანდახან გონზე მოვიდოდი, მაგრამ გარემოს შეცნობის უნარი დაკარგული მქონდა. თვალი რომელიღაც სარდაფში გავახილე. საწოლთან, სკამზე ივანისელი იჯდა და მშვიდად მიყურებდა. პირველად ვერ მივხვდი სად ვიყავი, შემდეგ კი ყველაფერი გამახსენდა და ლოგინიდან წამოწევას შევეცადე.
„იწექ, არ გაინძრე!„ – გამაფრთხილა ივანისელმა და მკერდზე დამადო ხელი. გავიღიმე. რაღაც გაურკვეველი სითბო ვიგრძენი ივანისელის მიმართ, რომელმაც ნაცვლად იმისა, ადგილზე გავეთავებინე, რისკი გასწია და გადამარჩინა. როგორ მოვიქცეოდი მე მის ადგილზე? ალბათ ისე, როგორც როგორც რუბენა მოექცა გოგიას.
ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა. ძვალი ოდნავ იყო გაკაწრული. ერთი თვის შემდეგ ფეხზე დავდექი. ივანისელი კი იმ დღიდან აღარ მომშორებია და ვცდილობდი არც სარისკო საქმეზე გამეგზავნა.
ამ უკანასკნელი საქმის შემდეგ ძალიან გაჭირდა ვილნიუსში თავის შენახვა. ერთიერთმანეთზე აკრიფა მილიციამ ჩვენი ხალხი და ბოლოს ჩემი თავისუფლების აღსასრული დადგა.
ერთ დილას, სამსახურში მიმავალი, მოულოდნელად დამაკავეს ბუჩაში. ძიება დიდხანს არ გაგრძელებულა. ოთხიოდე საქმე დამიმტკიცეს და 25 წლით გამაგზავნეს შორეულ ბანაკში. ჩემი ჩავარდნის მიზეზი ციხეში გავიგე, მაგრამ შური არავიზე მიძიებია, უჩემოდ დაეხრჩოთ „საშკა ჩერქეზის„ კვალზე მილიციის მიმყვანი.
ყველა ადამიანი იმედით ცოცხლობს. არც ქურდები ვართ მოკლებული ამ სიკეთეს. თუმცა დაჭერის დღიდან მხოლოდ გაქცევაზე ვფიქრობდი, ძიების მომენტში შესაფერისი მომენტი არ ჩამივარდა, უაზრო რისკზე კი არ წავედი, რადგან წესად მქონდა ყველა საქმე კარგად მოფიქრებისა და აწონდაწონვის შემდეგ დამეწყო.
სასჯელის მოსახდელად შორეულ ჩრდილოეთში გამგზავნეს. კოლონიაში ძირითადად ქურდ–რეციდივისტები იყვნენ მოთავსებული, მიმღეს, უფროსადაც მაღიარეს. „საშკა ჩერქეზის„ სახელი აქაც კარგად იყო ცნობილი.
გავეცანი თუ არა კოლონი
ის პირობებს, გაქცევის იმედი დავკარგე, თვით საპატიმროს ტერიტორიიდან გასვლა არ იყო მაინც და მაინც ძნელი, სადარაჯო ზონიდან გასხლტომაც შეიძლებოდა, მაგრამ მთავარი სიძნელე შემდეგ იწყებოდა: 150კმ–ით მეტი უდაბური ტაიგა უნდა გამევლო და სიცივესა და ნადირს რომ გადავრჩენოდი, შიმშილი მომკლავდა. მდგომარეობა თითქმის გამოუვალი იყო. დროებით ხელი ავიღე განზრახვაზე და შემთხვევას დავუწყე ლოდინი. პატიმრები მუშაობდნენ, პირობები სავსებით ნორმალური გვქონდა, ეს იყო – ზონის გარეთ არ გვიშვებდნენ, თორემ სხვა მხრივ, თითქმის არაფრით განსხვავდებოდით ჩვეულებრივი მუშებისაგან.
გავიდა 8 თვე. გაქცევაზე ფიქრი არ მშორდებოდა. ყოველი პატიმრის ოცნება ხომ თავისუფლებაა.
ერთ საღამოს, ჩვენთან ბარაკში, უცნობი პატიმარი მოვიდა და „საშკა ჩერქეზი„ იკითხა. გამიკვირდა მისი თხოვნა, რამდენიმე წუთი ცალკე გავყოლოდი. მაგრამ უარი არ მითქვამს. განვცალკევდით, მხოლოდ ახლა დავაკვირდი უცნობს, – იგი 45–50 წლისა იქნებოდა, ტყვიასავით ჩასხმული, მხარბეჭიანი, გრძლად მოშვებულ წვერში ჭაღარა გარეოდა. ცნობისმოყვარეობით შევცქეროდი და ვცდილობდი გამომეცნო მისი ჩემთან მოსვლის მიზეზი.
„გაგიკვირდა ჩემი მოსვლა?„ – მკითხა მან.
„რაზე მოსულხარ?„ – ვუპასხე კითხვითვე.
„საშკა ჩერქეზის„ ვაჟკაცობაზე ბევრი გამიგონია, უფრო სხვანაირი მეგონე„.
„ამის სათქმელად მოხვედი?„
„მაშინ „ცაცია„ არ მერქმეოდა, მარტო მაგისთვის რომ მოვსულიყავ.
დაკვირვებით შევათვალიერე.
მე უკვე ვიცოდი პატიმრებისაგან, რომ მეექვსე ბარაკის მამასახლისი, მეტ სახელად „ცაცია„, ძველი ქურდი და სავსებით სანდო იყო
„მაინც რა გინდა?„ – შევეკითხე მოგვიანებით.
„არ მოგწყინდა გალიაში ჯდომა?„ – პირდაპირ დპმისვა კითხვა ცაცაიამ.
„დავუშვათ მერე?„
„მერე ის, რომ არის ერთი გეგმა, მის შესასრულებლად გაბედულებაა საჭირო, შენ ის გაქვს, არ მე ვარ ლაჩარი.„
„რა გეგმაა?„
ცაცია წამით შეყოყმანდა, შემდეგ ცივად გაიცინა.
„გეტყვი: ჩემთან ბარაკში ბევრი სანდო და თავზეხელაღებულები არიან, მაგრამ მე შენთან მოვედი. გასვლა შეიძლება, გარეთ კავშირი გვაქვს. თუ სადარაჯო ზონას გავუსხლტით, გავალთ.„
„მერე და, ტაიგა? ამაზე იფიქრეთ?„
„ვიფიქრე. აქ ერთი ქურდი იაკუტი იჯდა 6 წელი მოათავა, დიდი ხანი არ არის, რაც გაანთავისუფლეს, მაგრამ ითხოვა და სოფელში, აქედან დაახლოებით 150 კილომეტრში დასახლდა, ის დაგვეხმარება.
„150 კილომეტრს როგორ გავივლით უკაცურ ტაიგაში, იარაღისა და პროდუქტის გარეშე?„
„150 კილომეტრის გავლა საჭირო არ არის, აქედან 40 კილომეტრში პროდუქტი იქნება დამალული, თვითონ კი ზონიდან 2 კილომეტრში დაგვხდება. იქამდე მისვლაა საჭირო, მერე ფიქრი არ არის – მეგზაურობას იაკუტი გაგვიწევს.„
„სანდოა ეგ ვიღაც იაკუტი?„
„ამაზე მე ვაგებ პასუხს„. – მომიგო ცაციამ მტკიცედ.
“ჩავფიქრდი, 40 კილომეტრის გავლა არ იყო ძნელი, თუ სადარაჯო ზონას გავუსხლტებოდით, მაგრამ შევძლებდით კი უიარაღოდ ნადირის მოგერიებას?„
ცაციამ თითქოს ამოიცნო ჩემი ფიქრები.
„ცეცხლმსროლელ იარაღს ვერ ვიშოვით, კიდეც რომ ვიშოვოთ, ვერ გამოვიყენებთ უკაცურ ტაიგაში, პირველი გასროლისთანავე დაგვიჭერენ. დანა მაქვს, მეორესაც ამ დღეებში ვიშოვი, ასეთი შემთხვევა არ განმეორდება, უნდა წავიდეთ.„
„კარგი, – დავთანხმდი უცბად, – იცის ვინმემ შენი განზრახვა?„
ცაცია შეყოყმანდა.
„იცის ერთმა, ისიც თან უნდა წავიყვანოთ„.
„ვინ არის?„
„ძველი ქურდია – „პაპაშა.„ გვარად გიორგაძე„.
„გიორგაძე?„
„ჰო, ქართველია, კავკასიელი„.
„კარგი, როდის მივდივართ?„
„მე თვითონ გაგაფრთხილებ ამ დღეებში, იაკუტის შეტყობინებას ვუცდი.„
„ის „პაპაშა„ პირადად გამაცანი.
„მოდის„ მიპასუხა ცაციამ და წავიდა.
მეორე დღეს გიორგაძეს შევხვდი, არც მისთვის გამიმხელია თუ ქართველი ვიყავ. გაქცევის მეტად მარტივი გეგმა შევიმუშავეთ. როგორც წესი, პატიმართა ამოკითხვა დილით ადრე და დაწოლის ხანს წარმოებდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, ბარაკებში მიმავალთ, უნდა მოგვეხერხებინა და რაზმს ჩამოვრჩენოდით, შემდეგ თავი უნდა მოგვეყარა გაჭრილ ახოსთან, სადაც იაკუტი დაგვხვდებოდა; გამოგვეყენებინა გამოკითხვამდე დარჩენილი 4 საათი და სადარაჯო ზონა გაგვევლო. რაზმზე ჩამორჩენა არ იყო ძნელი. რამდენიმე ასეულ პატიმარს ორი–სამი კაცი ბადრაგობდა, ისიც ფორმალურად რადგან კოლონიის გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით პატიმრების გაქცევა ყოვლად შეუძლებელი იყო.
გავიდა ერთი კვირა, გაქცევისთვის ყველაფერი მზად იყო. მერვე დღეს ცაცია შემომხვდა და გამაფრთხილა, რომ ზუსტად სამი დღის შემდეგ, საღამოს, დანიშნულ ადგილზე იაკუტი გველოდებოდა.
„თუ ვერ გავედით სხვა შემთხვევა აღარ გვექნება. იაკუტი ერთ საათსაც არ დაგვიცდის.„ – მითხრა მან.
შევთანხმდით მაგრამ დილით გაუთვალისწინებელი ამბავი დატრიალდა: სამუშაოზე ვიღაც პატიმარი ისიც ქურდი, „პაპაშას„ აუხირდა თურმე. „პაპაშას„ ცაცია გამოექომაგა, მოწინააღმდეგეს – რამდენიმე თავისი ამხანაგი, ჩხუბი ნამდვილ ხელჩართულ შეტაკებას დაემსგავსა. გიორგაძე მძიმედ დაჭრეს, ცაციასათვის კი ბარი დაერტყათ და წელს ითრევდა, თეძო ამოგდებულივით.
„მაინც უნდა წავიდეთ! – მითხრა ცაციამ – ახლა აქ გამოძიება დაიწყება და შეიძლება ორი დღის შემდეგ სამუშაოზეც არ გამიყვანონ„
„პაპაშა? – ვკითხე მე.„
„პაპაშა ვერ წამოვა, სიკვდილს თუ გადაურჩა, რამდენიმე თვეს სამუშაოდაც აღარ ივარგებს.„
„გაგვცემს!„
„ვინ, პაპაშა?„ გუშინდელი ხომ არ გგონია!„
„მაინც ნახე„
„ვნახავ!„ – შემპირდა ცაცია.
დადგა გაქცევის დღეც, დილით ჩვეულებრივად გაგვიყვანეს სამუშაოზე, თერმომეტრი 18 გრადუსს უჩვენებდა ნოლს ქვემოთ. რატომღაც სულ არ ვღელავდი და მოთმინებით ველოდი სამუშაოს დამთავრებას. როგორც იქნა ეს დროც დადგა, ბარაკებში მიმავალ კოლონიას მშვიდად ჩამოვრჩი და ტყეში შევუხვიე. არავის გაკვირვებია, რადგან ამაში არაჩვეულებრივი არაფერი იყო. ათიოდე წუთის შემდეგ, კოლონამ ჩაიარა თუ არა, ახოზე გამოვედი. რამდენიმე წუთში ცაციაც გამოჩნდა, სიარული უჭირდა, მაგრამ არ იმჩნევდა. უხმოდ გავეშურეთ იაკუტთან შესახვედრად, ცალ–ცალკე, ადრე შესწავლილი ბილიკით.
სულ რაღაც ნახევარი კილომეტრიღა დამრჩა გასავლელი, ცაციას ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი სადღაც მარცხნივ უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ყინვისა, ოფლი წურწურით ჩამომდიოდა სახეზე, ახლა სულ რაღაც ორასიოდე მეტრი თუ მაშორებდა იაკუტთან შეხვედრის ადგილს. უეცრად ტაიგაში გამეფებული სიჩუმე შეძახილმა დაარღვია, ჩემს მარჯვნივ შაშხანა გავარდა ერთხელ, მეორედ… კიდევ ერთხელ და თოფის ხმას ცაციას გამწარებული გინება მოჰყვა… თოვლს გავეკარ, მაგრამ იმავე წამს წამოვხტი და თავგამეტებით გავიქეც „რა კარგია, რომ ადრე დავათვალიერე ბილიკი„, –ვფიქრობდი გახარებული და უფრო ვუმატებდი სისწრაფეს. აგერ დიდ ნაძვიც. ორჯერ ვიყავით ამ ადგილზე მე და ცაცია. ნაძვის წინ, ორ მოჭრილ ხეთა შუა, პატარა თავისუფალ არეზე თოვლში დავეცი, გული მკერდიდინ ამოხტომას ლამობდა.
„ცაცია?„ – მომესმა ნიავივით წყნარი ჩურჩული და თავი ავწიე. ნაძვის გვერდით ვიღაც ბეწვში ჩაფლული დაბალი ტანის კაცი იჯდა და დაკვირვებით მათვალიერებდა.
„იაკუტი ხარ ?„ – გავეპასუხე ჩურჩულითვე.
„ჰო, ცაცია სად არის?„
„ცაცია მოკლეს ან შეიპყრეს, პატრული შემოეყარა?„
იაკუტს არ უპასუხნია უხმოდ წამოდგა.
„წავიდეთ! ალბათ აქაც მოვლენ„ – მითხრა და უხმაუროდ გაძვრა ნაძვებში…
მთელი ღამე ვიარეთ, უგზოუკვლოდ მივდიოდით, მაგრამ იაკუტი ერთხელაც არ შეჩერებულა გზის საძებრად, ჩანდა, კარგად იცნობდა ამ მხარეს. გათენებისას რომელიღაც ფუღუროს შევაფარეთ თავი. იაკუტმა ზურგზე მოგდებული ტომარა გახსნა, მოხარშული ხორცი და ორცხობილა ამოიღო. უხმოდ დავიწყეთ ჭამა, იაკუტი დაკვირვებით მათვალიერებდა. მიკვირდა მისი საქციელი, მთელი ღამე ხმა არ ამოუღია, თუ ის ორიოდე სიტყვა არა, რომლითაც შეხვედრისას შემეხმიანა, უთუოდ მუნჯი მეგონებოდა:
საუზმე დავამთავრეთ, იაკუტმა ახლა მათარა გადმომცა.
„გაუფრთხილდი, მეტი არ არის!„ – მითხრა მან.
მათარა სპირტით იყო სავსე, მოვსვი, სასიამოვნო სითბომ საამოდ დამიარა ძარღვებში.
„დაიძინე!„ – მოკლედ მომიგო იაკუტმა და თვალები დახუჭა.
არ ვიცი რამდენ ხანს გვეძინა, შეიძლება ერთი საათი, შეიძლება სამიც. ძილმა სწრაფად აღმიდგინა ენერგია, თამამად გამოვძვერი ფუღუროდან.
„ბევრი აღარ დაგვრჩა, მალე მივალთ„, – გამამხნევა იაკუტმა.
უხმოდ დავადექით გზას. დაახლოებით 5 საათის სიარულის შემდეგ იაკუტი გაჩერდა.
„მოვედით!„ – მითხრა მან.
მიმოვიხედე, ტყეში ვიყავით, ირგვლივ თვალუწვდენელი, თოვლის სიმძიმით ტოტებდაზნექილი წიწვნარი იყო მხოლოდ.
„აქ იყავ!„ – მომიგდო იაკუტმა და ტყეში გაუჩინარდა.
მარტო დავრჩი
„რა მოუვიდა ცაციას, მოჰკლესნეტავ თუ ცოცხლად შეიპყრეს? ვაი თუ გამცა? – გამიელვა თავში.
„ადექ,წავიდეთ!„ – ხელი წამავლო იაკუტმა.
უცნაური კაცია ეს იაკუტი, როდის მოვიდა რატომ ვერ გავიგე?
წამოვდექი, იაკუტმა ტომარა გადმომცა.
„აქ შაქრის რაფინადია, – მითხრა მან და ტომარა მომაწოდა, – კიდევ 100 კილომეტრი გაქვს გასავლელი, გზაზე გაგიყვან, შემდეგ, კი ერთმანეთს უნდა დავშორდეთ. გახსოვდეთ, დიდი სიფრთხილეა საჭირო. ტაიგიდან ერთადერთი გზა მიდის დასახლებულ პუნქტამდე, იქ თუ ჩააღწიე, შემდეგ არა გიშავს, დასახლებაში ღამით შედი პირველ ქოხში, მარცხნივ ოთხჯერ დააკაკუნებ კარებს გაგიღებენ, ჩემს სახელს ეტყვი, მოგივლიან, გაგამგზავრებენ. ალბათ გეძებენ უკვე, ფრთხილად იყავი!
„რა სახელს?„
„იაკუტი!„ სხვა სახელი საჭირო არ არის, მომიჭრა მან და წამოდგა, – წავიდეთ გზას გაჩვენებ.
ტომარა ავიღე, უკან მივყევ წინ მიმავალ იაკუტს. რამდენიმე წუთის შემდეგ გზაზე გავედით, იაკუტი შეჩერდა..
„აი შენი გზა!„ – მითხრა მან და წინ გაიშვირა ხელი.
სიბნელეში თეთრად მოჩანდა გატკეპნილი თოვლის ვიწრო ზოლი. იაკუტი შემობრუნდა.
„ახლა ისევ ტყეში შევიდეთ, რამდენიმე საათის დასვენებაა საჭირო„.
უკანვე შევედით ტყეში. სამიოდე მეტრი გავიარეთ და ერთ ბებერ ფიჭვთან შევჩერდით.
იაკუტმა ისევ გახსნა თავისი ტომარი, ვივახშმეთ.
„ვინ არის ეს კაცი, რატომ არაფერს არ მეკითხება? – გავიფიქრე გონებაში და იაკუტს მივაჩერდი. ის მშვიდად აბოლებდა ჩიბუხს.
„იაკუტ!„
მან თავაუღებლივ შემომხედა.
„მითხარი მაინც, ვინა ხარ? თუ გავედი ის მაინც ვიცოდე ვისი მადლობელი უნდა ვიყო„
„საჭირო არაა, ცაციას თხოვნას ვასრულებ! – მითხრა მან, შემდეგ უბე მმოიქექა, – აი ეს ქაღალდი, ცაციამ გადმომცა, როცა ბანაკიდან გავთავისუფლდი, მე ამის არაფერი გამეგება, არ ვიცი რა არის, ცაციას ვუნახავდი, იქნებ შენ გაარკვიო„.
ოთხად გაკეცილი ქაღალდი ჩამოვართვი, მექანიკურადჩავიდე ჯიბეში.
„აბა მე წავედი! ათი წუთის მეტს ნუ დააყოვნებ, შენც წადი! გზა მშვიდობისა!„
იაკუტი წამოდგა, გამოუმშვიდობებლად წავიდა. წავიდა, მაგრამ შორს წასვლა არ ეწერა, ის იყო ტომარი ზურგზე მოვიგდე, რომ იმ მხრიდან საიდანაც იაკუტი თვალს მიეფარა საშინელმა ჭახანმა შესძრა ტაიგის მდუმარება. შევკრთი, შემდეგ ტომარა დავაგდე და იაკუტის კვალს გავეკიდე, ორმოცდაათი ნაბიჯიც არ გამივლია საშინელი სურათი ვიხილე: თოვლისაგან დამძიმებული ცალკე მდგომი მოხრილი ფიჭვი, ვინ იცის, რამდენი წელი, თურმე იმიტომ იმაგრებდა თავს, რომ წაქცევისას იაკუტის სიცოცხლე წაეღო. გადატეხილი ხე თავში დასცემოდა იაკუტს და ქვეშ მოეტანებია. იგიჯერ კიდევ იქნევდა ფეხებს დაკლული ქათამივით. შევეცადე ხისაგან გამენთავისუფლებინა იაკუტის სხეული და როცა ხე გვერდზე გადავათრიე უთავო ცხედარიღა შემრჩა ხელში. დარტყმის ძალას თავი მოეგლიჯა მისთვის.
იაკუტის ასეთ ბედს ჩემთვის არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ის იყო წასვლა დავაპირე, ერთმა აზრმა გამიელვა, შევჩერდი, შემდეგ უყოყმანოდ გავიხადე კოლონიაში მიღებული ცხვრის ტყავის ქურქი, სწრაფად გავაძვრე იაკუტს თბილი ბეწვი და ჩემი ქურქი ჩავაცვი. „თუ კვალს მიაგნეს, ძებნას აღარ დამიწყებენ, მგლებისაგან დაძიძგნილ გვამს ვერ ამოიცნობენ„. – გავიფიქრე თითქმის კმაყოფილებით. შემდეგ უთაო ცხედარი მჭიდროდ მივაბჯინე გატეხილ ხეს და სწრაფი ნაბიჯით გავშორდი იქაურობას.
ორი წუთის შემდეგ ტაიგიდან გაველ და იაკუტის ნასწავლებ გზას დავადექ.
აღარ გიყვებით როგორ მივაღწიე დასახლებულ პუნქტამდე. ეს შიმშილის, გაჭირვებისა და არაადამიანური ტანჯვის გრძელი კრიალოსანია. რამდენჯერმე ბეწვზე ეკიდა ჩემი სიცოცხლე, მაგრამ ყველაფერი დავძლიე და მშვიდობით მივაღწიე ქოხამდე.
იაკუტი მართალი გამოდგა–მიმიღეს, მომიარეს, მთელი ერთი თვე მათთან დავყავი. როდესაც კარგად მოვმაგრდი, გამახსენდა იაკუტის მიერ გადმოცემული ოთხად დაკეცილი სქელი ნაცრისფერი ფურცელი. გავხსენი, რაოდენ იყო ჩემი გაოცება, როცა ქართულ ენაზე ნაწერი შემრჩა ხელში. ჩვეულებრივი წერილი იყო, პატიმრის მიერ ცოლთან მიწერილი. გამიკვირდა, ნუთუ ცაცია ქართველი იყო? მაგრამ როდესაც ხელმოწერა დავხედე, ყველაფერს მივხვდი. წერილი „პაპაშას„ დაეწერა და სხვათა შორის ცოლს სთხოვდა კარგად მიეღო ბარათის მომტანი, სულ ბოლოს ადრესატის მისამართი იყო მიწერილი. წერილის გადაგდება დავაპირე, მაგრამ არ ვიცი რატომ, გადავიფიქრე და ხალათის ჯიბეში ჩავიდე, ჩემს მასპინძელს ერთხელაც არ უკითხავს ვინ ვიყავი, არც იაკუტის სიკვდილი უდარდია მაინცდამაინც წასვლისას 5000 მანეთი ფული მომცა, გაკვირვებით შევხედე.
„ორივეს წილია, – ამიხსნა მასპინძელმა, – ახლა დიდ ფასი აღარა აქვს ოქროს, ძნელად იყიდება.„
ყველაფერს მივხვდი, აი თურმე რატომ ზრუნავენ ჩემზე. გამახსენდა: გაქცევამდე სამიოდე თვით ადრე „ცაციას„ მიმართ კოლონიაში გამოძიება წარმოებდა ოქროს დამალვაზე, ვიღაცამ დაასმინა. მაშინ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, ცაციას ვერაფერი დაუმტკიცეს. ძნელი დასაჯერებელი იყო პატიმარს ოქრო დაემალა. ან რად უნდოდა, რაში შეეძლო მისი გამოყენება? ახლა ისიც ნათელი გახდა, რათ დადიოდა იაკუტი წელიწადში ერთხელ ვეებერთელა ფიჭვთან.
…2 თვის შემდეგ უკვე სამშვიდობოს ვიყავ. ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოსკოვში ჩვენი ხალხისაგან ჩარგიევის სავსებით საიმედო საბუთი ვიშოვე, საცხოვრებლად ამჯერად ტაშკენტი ავირჩიე, ლეგალურად მოვეწყვე ტაქსომოტორის პარკში დისპეტჩერად და ჩემი ხალხის ძებნას შევუდექ. ერთი თვის შემდეგ ნაცადი ქურდების პატარა, მაგრამ საიმედო ჯგუფი შევკარი და ძველ საქმიანობას მივყევ ხელი.
ივანისელმა ტაშკენტში მომნახა, ისე შევხვდით თითქოს გუშინ დავცილდით ერთმანეთს. მალე აზარტულ მოთამაშეთა ბუნაგს მივაგენი, მთელი ღამეები ვთამაშობდით, უწყალოდ ვფცქვნიდი პარტნიორებს.
კარგად ვიცვამდი. თუ ქურდების წრეში არ ვიყავი, ჟარგონის სიტყვას ვერავინ მოისმენდა ჩემგან, ერთი სიტყვით, ეჭვს ვერავინ შეიტანდა ჩემს პიროვნებაში.
გასულ წელს ერთ საუკეთესო რესტორანში ბასკაკოვა გავიცანი. წინათ არც ერთ ქალს არ ვიახლოებდი. ბასკაკოვას კი შევეჩვიე, მხოლოდ შევეჩვიე, რადგან შეყვარება უკვე აღარავისი აღარ შემეძლო.
ასე მიდიოდა ჩემი დღეები…
ერთ საღამოს ივანისელი ჩემთან დარჩა ღამის გასათევად, მე უკვე გითხთრით, რომ მას შემდეგ რაც ივანისელმა არ გამიმეტა და ჩემს გადასარჩენად დიდი რისკი გასწია, ისე ვეპყრობოდი თითქმის ძმა ყოფილიყო ჩემი. ისიც გრძნობდა ამას და თავი მოჰქონდა.
რატომღაც ძილი გაგვიტყდა, დიდხანს ვისაუბრეთ, ბოლოს ჩემი დაჭრის ამბავიც გავიხსენეთ.
ერთი გამაგებინე, რას მივაწერო მაშინდელი შენი თავგანწირვა?„ – ვკითხე ივანისელს.
მან დაკვირვებით შემომხედა.
„შენ შეგიძლია არ მიპასუხო, – გავაგრძე მე, – მაგრამ თუ მეტყვი, მხოლოდ მართალი უნდა მითხრა.
„კეთილი, – მიპასუხა ივანისელმა, – მაგრამ მხედველობაში იქონიე, რომ ეს საუბარი შენ თვითონვე წამოიწყე, მე არაფერი მიკითხავს და არც ახლა მაინტერესებს ვინა ხარ ან რა გვარს ატარებ სინამდვილეში„.
ივანისელის პასუხმა გამაკვირვა.
„განა რაიმე ურთიერთობა აქვს ჩემს წარსულს შენს მოქმედებასთან?„ – მივუგე განცვიფრებით.
„მე ეგ არ მითქვამს. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, სრულიად არა ვარ დაინტერესებული ისეთი რამ გავიგო შენი წარსულიდან, რისი თქმაც შენ არა გსურს.„
„სახელდობრ?„
„აი თუნდაც რა ეროვნებას ეკუთვნი, გყავს მშობლები, და–ძმა ან…„
„მე სრულიადაც მარტო ვარ ამ ქვეყნად. რაც შეეხება ჩემს ეროვნებას აქ არავითარი საიდუმლო არ არის, მე მგონი შენც იცი ჩერქეზი ვარ. თუმცა არ მესმის რა მნიშვნელობა აქვს ამას შენთვის. იმის თქმას ხომ არ აპირებ, რომ ქართველი გეგონე და ამიტომ არ გამიმეტე სასიკვდილოდ?„
„რა თქმა უნდა არა, თუმცა ასეც რომ იყოს, შენც იცი, ეგ ვერ შემაკავებდა გამეკეთებინა ის, რასაც შენც ჩაიდენდი ჩემს ადგილზე, მაგრამ ჩემს წარსულში არის ერთი ეპიზოდი, რამაც მაიძულა ტრადიციისათვის მეღალატა და ნაცვლად იმისა, ტყვია დამეხალა შენთვის, რისკი გავწიე და გადაგარჩინე.„
თუმცა ივანისელზე დიდი გავლენა მქონდა, ქურდობის დაუწერელ კანონს მტკიცედ ვიცავდი, ეს კანონი უფლებას არ აძლევდა ივანისელის წარსულით დავინტერესებულიყავ.
ივანისელი მიხვდა ჩემი სიჩუმის მიზეზს, ჩაიცინა.
„მე ეს ეპიზოდი იმიტომ ვახსენე, რომ მან ჩემზე დიდ გავლენა მოახდინა და ცოტაც რომ დამცლოდა, იქნებ ქურდობაზეც ამეღო ხელი. თუმცა ისე კი არ გამიგო ვნანობდე. – არა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ჩემი წარსულის ამ პატარა ნაწყვეტმა იმ მომენტში, როდესაც შენ წაიქეცი და მილიცია სულ რაღაც ასიოდე ნაბიჯში იყო, მაიძულა გადამერჩინე ან შენთან ერთად ჩავვარდნილიყავ.„
„მაინც რა იყო ასეთი?„ – დამძლიაცნობის წადილმა.
„გეტყვი„. – ივანისელი ჩემსკენ გადმობრუნდა და სიბნელეზე კვე შეჩვეული თვალით შევამჩნიე როგორ იღიმებოდა იგი.
„დიდი ხნის წინათ, – დაიწყო მან, – ერთ კოლონიაში ვიჯექი, რუსეთის შორეულ მხარეში, ვინ გინდა რომ იქ არ იჯდა, მაგრამ უმეტესობა მაინც ჩვენი ხალხი იყო.
შენც იცი კოლონიაში ცოტა როდია ისეთი, რომელიც იოლად ეგება აგიტაციის ჩანგალს და კოლონიის ადმინისტრაციის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, აღზრდილი უბრუნდება საზოგადოებას. ჩემზეც სცადეს ეს ხერხი, მაგრამ შენც ხედავ რა გამოვიდა აქედან.
კოლონიის ადმინისტრაცია მალე დარწმუნდა, ჩემგან „კომისარი„ არ გამოვიდოდა, მაგრამ თავი მაინც არ დამანებეს და დაჟინებით ცდილობდნენ მოვერჯულებიეთ. ერთხელ, ბარაკში ოციოდე პატიმარი მოიყვანეს, მათ შორის ორი ქურდი. დიდ ხანი არ გასულა, რომ ახლად მოსულებმა რამდენიმე ქურდი გადაიბირეს და შეეცადნენ სხვა ქურდების დამორჩილებას. მათი ცდა ჩხუბითა და დანების ტრიალით დამთავრდა. ერთი ახალმოსული გამოშიგნეს. ამას შედეგად რამდენიმე ქურდის ხელახლა გასამართლება და სასჯელზე სასჯელის დამატება მოჰყვა. თუმცა ჩხუბის დროს მებარაკში არ ვყოფილვარ და დღემდე არ ვიცი ვინ ჩაიდინა მკვლელობა. რატომღაც სხვებთან ერთად მიმცეს პასუხისგებაში და ალბათ სასჯელსაც ვერ ავცდებოდი, რომ ერთ გარემოებას არ ეთამაშა გადამწყვეტი როლი: ჩვენს კოლონიაში სასჯელს იხდიდა ერთი ქართველი კაცი, რომელზედაც პატიმრები ერთმანეთის საწინააღმდეგო, მაგრამ მაინც საინტერესო ამბავს ყვებოდნენ. ერთნი ამბობდნენ, რომ ის მეცნიერი იყო და დაპატიმრებამდე დიდი თანამდებობა ეჭირა, სხვები ლაპარაკობდნენ, მან რაღაც მანქანა გამოიგონა დასაზღვარგარეთ გაყიდა, ზოგიერთის თქმით კი ის არავითარი მეცნიერი და გამომგონებელი არ იყო და ჩვეთან მხოლოდ გაფლანგვისთვის იჯდა. თვით ის პატიმარი არავის უხსნიდა გულს, სხვებივით მუშაობდა და ყველასთან ერთნაირ დამოკიდებულებაში იყო, არც უახლოვდებოდა დარც გაურბოდა ვინმეს. ხანდახან საღამოს დაგვიჯდებოდა, ახალგაზრდა პატიმრებს გვესაუბრებოდა და გვარიგებდა ხელი აგვეღო ქურდობაზე. საოცარი ის იყო, რომ მას არავინ არ თვლიდა ადმინისტრაციისაგან გამოგზავნილ კაცად და თუმცა აგიტაციას გავურბოდით, სიამოვნებით ვუსმენდით ხოლმე. ამ პატიმარს ვიღაცამ „უპარტიო კომისარი„ შეარქვა და მთელი ლაგერი ამ სახელით იცნობდა.
აი სწორედ ეს „კომისარი„ გამოვიდა მოწმედჩემს საქმეზე და იმდენი იბრძოლა, იმდენი წერა და იარა კოლონიის უფროსთან, რომ ბოლოს ჩემს მიმართ საქმე მოსპეს და კარცერიდან გამიშვეს. მე ახლაც არ ვიცი როგორ მოახერხა მან პატივისცემა ჩაენერგა ყველა პატიმრისათვის და კოლონიის ადმინისტრაციისათვის, მაგრამ ყველა ვხედავდით, რომ ერთნიც და მეორენიც პატივისცემით ექცეოდნენ.
ჩემი კარცერიდან გამოსვლის შემდეგ დიდხანს არ გაუვლია, მკვლელობის ჩამდენი ქურდები გაასამართლეს და სხვა კოლონიაში გაგზავნეს, ხოლო ჩვენს კოლონიაში მყოფი ქურდებიდან ვიღაცამ ხმა გაავრცელა, ბიჭები ფირუზამ ჩააგირავაო. ჭორი ბევრმა დაიჯერა, რადგან მე ჩემდაუნებურად დავუახლოვდი „უპარტიო კომისარს„ და მასთან ერთად ვიძინებდი ტახტზე.
როგორც შემდეგ გამოირკვა ეს გარემოება ქურდებმა ღალატად მიიჩნიეს და სიკვდილი გადამიწყვიტეს. ერთ ღამეს მე და „კომისარი„ ბარაკის ეზოში ხის ქვეშ ვიჯექით და ჩვეულებრივად ვსაუბრობდით. უნდა გითხრა ის ისეთი კაცი იყო, რომ ვისაც ერთხელ მაინც გაესაუბრებოდა, თავის გავლენის ქვეშ მოაქცევდა უთუოდ. მეც ასე დამემართა და ვგრძნობდი, რომ კიდევ ცოტა ხანიც და უეჭველადჩამომაშორებდა ქურდებს. მინდოდა თავი დამეღწია ჩემი საქმიანობისათვის, მაგრამ ვერ ვახერხებდი. იმ ღამით პირველად გავბედე მეკითხა, რატომ იყო დაპატიმრებული. მან მწარედ გაიღიმა, ბავშვივთ გადამისვა თავზე ხელი და ნაღვლიანად მითხრა: მე, მძიმე, ძალზე მძიმე დანაშაულისათვის ვარ დასჯილი, თუმცა ის რასაც მაბრალებენ არასოდეს ჩამიდენია, ჩემო შვილო„ შემდეგ წამოდგა, ბარაკისაკენ წავიდა, მეც უკან გავყევი, ბარაკიდან ასიოდე ნაბიჯზე სამი პატიმარი შემოგვეყარა. ჩვენ გვერდის ავლა დავაპირეთ, მაგრამ ისინი წინ გადაგვიდგნენ და შეუვალი ხმით მოითხოვეს ცოტა ხნით გვერდზე გავყოლოდი. მე მზად ვიყავი შემესრულებია მათი მოთხოვნა, მაგრამ კომისარმა ხელი მტაცა, წინ ამეფარა
„რა გინდათ ამ ბავშვთან?„ – შეეკითხა მათ მკაცრად.
„შენ გვერდზე მიდექ, უპარტიო კომისარო, სხვის საქმეში ცხვირს ნუ ყოფ„ – უთხრა ერთმა მათგანმა.
„ქურდების საქმეში ნუ ერევი, თავს წააგებ„ – მიახალა მეორემ.
„ეხლავე გზიდან მოგვეცალეთ!„ – შეუტია ჩემმა თანმხლებმა. იმავე წამს სამმა დანამ იელვა, მაგრამ „კომისარი„ ლომივით დატრიალდა და ვიდრე მე გონს მოვიდოდი, სამთავე თავდამსხმელი ცხვირპირ დასისხლიანებულები ეყარნენ მიწაზე. ეს ამბავი ჩემი თხოვნით კომისარს არავისთვის გაუმხელია, მაგრამ ამის შემდეგ იგი გვერდიდინ არ მიცილებდა და შვილივით მფარველობდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ორთავე სხვა კოლონიაში გადაგვიყვანეს. ექვსი თვის შემდეგ კი იგი ავად გახდა ტიფით. ორი ღამე ტანზე არ გამიხდია, არც დავწოლილვარ ერთგულ ლალასავით ვადექი თავზე, ექიმიც არ აკლებდა ზრუნვას და წამალს, მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა იგი გარდაიცვალა„ – დაამთავრა ივანისელმა.
მე უინტერესოდ ვუსმენდი ივანისელს. ჩემთვის არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია ამ „უპარტიო კომისრად„ წოდებული კაცის თავდადებას და კაცთმოყვარეობას და მოუთმენლად ველოდი როდის იტყოდა ივანისელი იმას, რაც მე მაინტერესებდა, მაგრამ ივანისელი დუმდა და სიბნელეში პაპიროსის შუქის გაელვებაზე ვხედავდი როგორ მისჩერებოდა ჭერს.
„მერე–დავარღვიე მე დუმილი, – შენც კომისარს მიბაძე? – შევეკითხე დაცინვით.
ივანისელი წამოჯდა, დიდხანს დაჟინებით მომაცქერდა.
„არა, მათე. არავითარი წაბაძვის სურვილი არ მქონია, საქმე იმაშია, რომ ის კაცი, ის „უპარტიო კომისარი„ და შენ… გაჭრილი ვაშლივით გევხართ ერთმანეთს.„
ენერგიის უდიდესი დაძაბვა დამჭირდა, რომ ტახტიდან არ წამოვჭრილიყავ, გულმა საშინლად დამიწყო ძგერა და უეცრად მოწოლილმა სისხლმა ჩაქუჩივით დამკრა საფეთქელში.
„მე მგავდა? რა სისულელეა! – წარმოვთქვი რაც შეიძლება მშვიდად, – რა გვარი იყო ის შენი „უპარტიო კომისარი?„
„გვარი და სახელი არ მახსოვს, დიდ ხნის ამბავია, ხოლო მსგავსება კი მართლაც ძალზე დიდია„.
„ეგ სისულელეა, ფირუზ, მე საქართველოში არავინ არა მყავს, მაინც რამდენი წლისა იქნებოდა ის შენი კომისარი?„
„წლოვანებას ვერ გეტყვი, ასე 50 წლისა მაინც იქნებოდა: გამოტეხილად უნდა გითხრა, რომ თუ მისი სიკვდილი არა, მე ახლა სულ სხვა ვიქნებოდი დღეს.„
„სისულელეა! თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, – მივუგე მე და შემდეგ სიცილით დავუმატე: – ასეა თუ ისე მე მაინც მადლობელი ვარ იმ ჩემი მსგავსი „კომისრისა„, რომელმაც, როგორც ჩანს, დიდი სამსახური გამიწია და სიკვდილს გადამარჩინა. შენ ნუ დარდობ, „კომისარი„ უეჭველად სამოთხეში მოხვდებოდა, ღმერთს უყვარს ასეთი ხალხი და ჯოჯოხეთს მათი მიღებით სიამოვნებას არ მიანიჭებს„.
ივანისელმა არაფერი მიპასუხა, ცოტა ხნის შემდეგ წაეძინა კიდეც. მან კი დაიძინა, მაგრამ მე ახლოსაც არ გამკარებია ძილი. ქართველი, მეცნიერი, დიდი თანხების გაფლანგველი„, – ლურსმანივით ჩამეჭიდა თავში ივანისელის ნათქვამი. „იქნებ მამჩემი იყოს?„ – ამეკვიატა ეს აზრი და მოსვენება დავკარგე. ის ღამე თეთრად გავათენე, მაგრამ აკვიატებული აზრი შემდეგ დღეებშიაც ვერ მოვიშორე.
„რა სისულელეა! – ვპასუხობდი ჩემს თავს, – ჩემს მშობლებს დახვრეტა მიუსაჯეს და დახვრიტეს კიდეც. დახვრეტა მისჯილს ციხეში აღარ აჩერებენ, ხოლო სასჯელი რომ შეეცვალათ, დეიდაჩემი უეჭველად გაიგებდა. ცხადია ისინი დახვრიტეს, მორჩა და გათავდა! მორჩა და გათავდა!„
მაგრამ არ მორჩა და არც გათავდა, ეჭვი ჯერ მატლივით ჩამიჯდა გულში, შემდეგ თანდა თან გაიზარდა და ბოლოს სრულიად დამიმორჩილა.
პაპიროსის ბოლში გახვეული თეთრად ვათენებდი ღამეებს. ძილი შემძულდა, ჩავთვლემდი თუ არა, სიზმრები მაწვალებდა. თითქმის ყოველ ღამეს მესიზმრებოდა მშობლები, ჩვენი ბინა თბილისში, ელდისაგან უეცრად დაბერებული დედა და გაფითრებული მამა. ნაძალადევი სიმშვიდით რომ მიყვებოდა ჩეკისტებს. სრულიად მომეშალა ნერვები, გავხდი, თვალები ჩამიცვივდა, სულ ცოტა რამე მყოფნიდა წონასწორობის დასაკარგავად. ბოლოს ისე გამაღიზიანა ამ ამბავმა, რომ მეშინოდა ჭკუიდან არ შევშლილიყავ.
ერთ ღამეს გვიან დავბრუნდი ოთახში, გაუხდელად მივეგდე საწოლზე და უაზროდ მივაჩერდი ჭერს. ფიქრებმა წამიღო. მომაგონდა 10 იანვარი, უკანასკნელი 10 იანვარი ჩემი ბედნიერი ბავშვობისა. გაჩახჩახებული ოთახი, მხიარული სტუმრები, ბედნიერი დედ–მამა, სკამებს შორის ქურციკივით მოხტუნავე თვალებფოფინა ეკა, ციალა… შემდეგ ჩეკისტები, მშობლების წაყვანა, მამის თბილი გამოხედვა. „მისმინე თამაზ, რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეს, მე და დედას ჩირქი არ მოგვიცხია ჩვენი სახელისათვის„ – მომესმა გარკვევით. გიჟივით წამოვვარი
დი მთელი სხეული მიცახცახებდა, კარადას ვეძგერე, კონიაკის ბოთლი მოვიყუდე და სულმოუთქმელად დავცალე… ის ღამეც თეთრად გავათენე, მეორე დღეს კი მტკიცედ გადავწყვიტე, თბილისში წავსულიყავ, ივანისელი ცას ეწია სიხარულით.
„თბილისი კარგი ქალაქია, საკმაოდ დიდი, ჩვენი ხალხაცი არის, ჯერ ვერ მოსპეს ლეგავებმა გაიცნობ, იქნებ ორიოდე საქმეც წავიღოთ და მერე მოვუსვათ ოთხივე კუთხივ„ – მითხრა მან მხიარულად.
მწარედ გამეცინა. რა იცოდა ივანისელმა თუ თბილისი ჩემი მშობლიური ქალაქი იყო და პირველი ნათლობაც იქ მქონდა მიღებული.
გადაწყდა, მეორე დღეს ორთვიანი შვებულება ავიღე და თვითმფრინავში ჩავჯექი. ტანიასათვის მე წყალტუბოში მივდიოდი, ივანისელი კი ცალკე უნდა წამოსულიყო და სასტუმრო „თბილისში„ მოვეძებნე. ტანია ჯერ არ მიშვებდა, მაგრამ შემდეგ დამთანხმდა იმ პირობით, რომ 4 კვირის შემდეგ ისიც წამოვიდოდატ და ერთმანეთს წყალტუბოში შევხვდებოდით.
თბილისში 16 დეკემბერს ჩამოვედი. სასტუმრო „თბილისში„ დავბინავდი, სადაც ასე სტუმართმოყვარულად მიმღეს ამ რამდენიმე წლის წინათ. მალე უცხო ფრანტივით გამოწყობილი ივანისელიც მეწვია. მისალმებაც არ ვაცალე, წავეჩხუბე, მის ასეთ თავისუფალ მოსვლას შეიძლებოდა ორივე ჩვენგანის დაღუპვა მოჰყოლოდა.
სწრაფად გავისტუმრე და ვუბრძანე, 4 დღის შემდეგ მოსულიყო, ისიც ღამით.
მეორე დღესვე რომელიღაც იურიდიული კონსულტაცია მოვძებნე, ვიკითხე სად და როგორ შეიძლებოდა გამეგო ჩემი მშობლების საქმე და იმავე დღესვე სათანადო განცხადებით უმაღლეს სასამართლოს თავმჯდომარესთან შევედი.
პასუხისათვის ხუთი დღის შემდეგ დამიბარეს, მაგრამ წასვლა აღარ დამჭირდა, სწორედ მესამე დღეს სასტუმროში ადმინისტრატორმა პაკეტი გადმომცა. დავხედე თუ არა საფოსტო შტამპს, ყველაფერს მივხვდი, პაკეტი უმაღლესი სასამართლოდან იყო. სწრაფად წავახიე კონვერტს თავი და მოუთმენლად გავშალე ღერბიანი ფურცელი. თვალები ამიჭრელდა, ძლივს ჩავიკითხე მოკლე ცნობა და მოწყვეტით დავეშვი სკამზე.
„რა მოგივიდათ, ცუდად ხომ არ გახდით?„ – მომესმა შეშფოთებული ხმა. გამოვერკვიე, ადმინისტრატორი ქალი თანაგრძნობით შემომცქეროდა.
„არფერია, ახლავე გაივლის!„ – ამოვილაპარაკე და ძლივს წამოვდექი.
ძლივს მივაღწიე ჩემს ოთახამდე. საწოლზე გაუხდელად მივეგდე და ხელთშერჩენილი ფურცელი ხელმეორედ გავშალე, წავიკითხე, მეორედ, მეხუთედ…
საეჭვო არაფერი იყო.
მოკლე ცნობით მატყობინებდნენ, რომ ჩემი მშობლების მიმართ საქმე წარმოებით იყო შეწყვეტილი და ორთავენი, სიკვდილის შემდეგ, რეაბილიტირებულნი. „მათ მოქმედებაში დანაშაულის ნიშნების უქონლობის გამო!„ – ჩაქუჩივით მცემდა თავში ცნობიდან ამოკითხული სიტყვები და გაგიჟებას ალბათ არაფერი მაკლდა.
ათასწილ მნრჩია მკვდარი ვყოფილიყავ, ან ასეთი ცნობა არ მიმეღო. თავზარს მცემდა იმის ფიქრი, რომ მეც სხვებივით და იქნებ ყველაზე ადრეც, დავიჯერე ჩემი მშობლების დამნაშავეობა და ერთხელაც კი, ვიდრე შავ ნაპრალში ჩავიჩეხებოდი, შებრალება არ მიგვრძვნია მათ მიმართ, არ დამნანებია მათი სიკვდილი.
„ღმერთო, ღმერთო!„ – წამოვიძახე სასოწარკვეთილმა და იმ წუთასვე ფეხზე წამოვიჭერ.
„ჯანდაბას ღმერთი, ის არასოდეს ყოფილა! თუ არა, ასეთ ბოროტებას არ დაუშვებდა. მე თვითონ ვარ ჩემი თავის ღმერთიც, ხატიც და ამას იმით დავამტკიცებ, რომ შურს ვიძიებ! შურს ვიძიებმეთქი ყველაფრისათვის: დედის, მამის, პატარა ეკას და ჩემი მიზეზით საფლავში ნაადრევად ჩაწოლილ დეიდა თამარისათვის, ჩემი დაღუპული სიცოცხლისათვის, ყველა ბოროტებისათვის რაც ამ 20 წელის განმავლობაში ჩამიდენია!„ – ვიბღავლე მუშტმოღერებით და ცოფიანივით დავიწყე სირბილი ოთახში.
„მერე ვისზე, ვისზე გინდა იძიო შური?„ – ჩამძახა ვიღაცამ და შევჩერდი. მოვიხედე – ოთახში თმააბურძგნული, გაფითრებული და ტუჩებდასისხლიანებული, ვიღაც უცნობი შემოსულიყო, ბოროტი თვალებით მომჩერებოდა.
„შენ კიდევ ვინა ხარ!„ – შევძახე გაშმაგებით და გამეტებით ვკარი ფეხი მუცელში. ზრიალით დაცვივდა ჩამსხვრეული სარკე… გამოვერკვიე – კარადის წინ ვიდექი, უცნობი აღარსად იყო. ცოტა ხანს გაოგნებული შევყურებდი გამოშიგნულ კარადას, შემდეგ იატაკზე დავეცი და ავტირდი. ავტირდი, როგორც ბავშობისას, ხმიანი ზლუქუნით. მივხვდი, ჩემი მუქარა ცარიელი სიტყვები იყო მხოლოდ, გულ ვერ მოვიოხებდი, ჯავრს ვერ ამოვიყრიდი, რადგან აღარავინ იყო შურსაგები.
როდესაც გამოვერკვიე კარგად გათენებული იყო. მეძინა? გულწასული ვეგდე? – არ ვიცი… მხოლოდ ეს იყო, უკანასკნელ ხანს რამდენჯერმე მომივიდა გულის შეტევა. შეიძლება ახლაც ასეთი რამ დამემართა. ძლივს ავითრიე დაჟეჟილი სხეული და საწოლზე მივეგდე. საღამომდე არ გავნძრეულვარ, პაპიროსს პაპიროსზე ვეწეოდი ვაბოლებდი და უაზროდ შევცქეროდი ჭერს. საღამოს ივანისელი მოვიდა, უხალისოდ მივიღე.
„ვაა, რა ფერი გაძევს, ავადა ხარ?„ – შემეკითხა გაკვირვებით.
„არაფერია, არაფერი, ისე უქეიფოთა ვარ„ – მივუგე ნაძალადევად.
ივანისელმა იჭვნეულად შემომხედა, შემდეგ იატაკზე გადაიტანა მზერა, სადაც დაფშვნილი სარკის ნატეხები ეყარა.
„უქეიფოთ ვარ – მეთქი, არ გესმის? რა შტერივით მიყურებ!„ – შევუტიე გაბრაზებით.
„ვაა, რას ცხარობ, გკითხე, ხომ არაფერი დამიშავებია!„
შემრცხვა.
„ჰო, კარგი არ გეწყინოს„ – ვუთხარი მეგობრული ტონით.
ივანისელმა გაიღიმა.
„არ ადგები?„
„არა, ვერ ავდგები. შენც წადი, დასვენება მინდა. ხვალ საღამოს გამოიარე, მანამდე მეც კარგად გავხდები„ – ვუთხარი თითქმის ხვეწნით.
ივანისელი წავიდა.
ის ღამეც თეთრად გავათენე, უღონო ბრაზი მახრჩობდა, ყველაზე და ყველაფერზე გაბოროტებულს, არ ვიცოდი რა მექნა, ვისზე გადმომენთხია გულში დაგროვილი ბალღამი.მთელი ღამე ხან მშობლები, ხან კიდევ დეიდა თამარი მედგა თვალწინ და მოსვენებას ვერ ვპოულობდი.
„როგორ მოხდა, რატომ დავიჯერე?„ – მეასედ ვეკითხებოდი ჩემს თავს.
„იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო არ დაეჯერებინა„ – მეასეჯერვე მპასუხობდა იდუმალი ხმა და ბოღმა მერეოდა.
…„მაშ თუ გინდა სადგურზე წადი ბარგს წაუღებ ვისმეს,თოკს მე გათხოვებ„, –ამოტივტივდა გონებაში ერთ დროს არტაშას ნათქვამიც და ბრაზი წამეკიდა „იქნებ არც კი გავყოლოდი რუბენას გზას ადამიანებს რომ ხელი არ ეკრათ და უფსკრულის წინ მდგარი ნაპრალში არ გადავეჩეხეთ!„ – წარმოვთქვი მწარედ.
ამ აზრმა კიდევ უფრო გამაბოროტა, მთელი ჩემი უბედურება ადამიანებს დავაბრალე და თითქმის სიამოვნებით გავიხსენე რაც 20 წლის მანძილზე ბოროტება ჩამედინა. დავმშვიდდი კიდეც.
„მაშ თუ ასეა, „საშკა ჩერქეზი„ კიდევ ბევრჯერ შეგახსენებთ თავს, კიდევ ბევრს აატირებს და გაამწარებს. თქვენივე ხელით გამოძერწილი ავაზაკი. დანდობა არ იქნება, არც შებრალება!„ – დავასკვენი ბოლოს.
ფარატინა ქაღალდმა, რომელიც უმაღლეს სასამართლოდან მივიღე ჩემში ჩაკლა ადამიანური გრძნობის ის მცირე ნატამალიც, ციალასთან შეხვედრამ რომ ჩამინერგა ამ რამდენიმე წლის წინათ.
თბილისთან უკვე აღარაფერი მაკავშირებდა. ტანიას ჩამოსვლამდე 7–8 დღეღა იყო დარჩენილი, გადავწყვიტე მისთვის დამეცადნა და უკანვე დავბრუნებულიყავ ტაშკენტში, სადაც ასე კარგად ვიყავი მოწყობილი. მაგრამ ვიდრე თბილისიდან წავიდოდი, გადავწყვიტე გამეგო როგორ მოხდა, ჩემს მშობლებს ასეთ მძიმე დანაშაულში დასდეს ბრალი, დახვრიტეს და შემდეგ მათ მიმართ საქმე მოსპეს?
უმაღლეს სასამართლოდან მიღებულ ცნობაში ამ კითხვის პასუხი ვერ ვიპოვნე.
გადავწყვიტე ისევ ის ადვოკატი მენახა.
„საჭიროა საქმის გაცნობა„ – მითხრა მან.
იმ დღესვე ადვოკატის სახელზე ორდერი გავაფორმე, უმაღლეს სასამართლოს მივადექი და არქივიდან მრავალტონიანი საქმე მივიღეთ. მას სამი დღე ეცნობოდა ჩემი ადვოკატი, მეოთხე დღეს კი თვალწინ გადამიშალა მთელი მისი შინაარსი. განსაკუთრებით მამაჩემის დაღუპვის მიზნით გულდაგულ მოექსოვათ ბოროტების ქსელი.
მამა დიდი სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის უფროსად მუშაობდა თბილისში. ჯერ კიდევ ადრე, სანამ მამაჩემს ამ თანამდებობაზე დანიშნავდნენ შემთხვევით მოვისმინე მშობლების საუბარი და გავიგე, რომ მამას ადგილზე ვიღაც სევერიან დოლიძე უნდა დაენიშნათ, მაგრამ ბოლოს მამაჩემის კანდიდატურას გაემარჯვნა, დოლიძე კი მოადგილედ დაუტოვებიათ. ამით ძალზე განაწყენებულა დოლიძე და თუმცა ის არ ამჟღავნებდა, მოსისხლე მტრად გადაკიდებია მამას.
მშენებლობაზე სამეურნეო დარგსა და კადრებს დოლიძე განაგებდა. მამა თითქმის არ ერეოდა ამ საკითხში. ჰოდა, დოლიძეს, ბუხჰალტრად და მომარაგების უფროსად ისეთი ხალხი დაესვა, რომლებიც პირად გამდიდრებასა და სახელმწიფოს ხარჯებზე ჯიბის გასქელებაზე ფიქრობდნენ როგორც ჩანს, დოლიძემ გაითვალისწინა, რომ მამაჩემი სუსტად ერკვეოდა საფინანსო საკითხებში და გადაწყვიტა სწორედ ამ სისუსტით ესარგებლა, სულ რაღაც 8–10 თვის მანძილზე მშენებლობაზე მოკალათებულმა ნაძირალებმა რამდენიმე ასეული ათასი მანეთის გაფლანგვა შესძლეს. როდესაც საქმე გაიხსნა, თანხის უშუალო დამტაცებლებმა უყოყმანოდ დაადვეს ხელი მშენებლობის უფროსს. მამაჩემმა, ცხადია უარყო ბრადება, მაგრამ მას მაშინვე წარუდგინეს საბანკო ჩეკები, რომლებზედაც ხელი ჰქონდა მოწერილი. მამაჩემმა უარყო ხელწერაც, მაშინ მას უჩვენეს კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც კატეგორიულად იყო მითითებული, რომ ხელწერა მხოლოდ მამაჩემის მიერ იყო შესრულებული.
ბოროტმა ადამიანებმა არ დედაჩემი დაინდეს: საქმე იმაშია, რომ მამაჩემის მივლინებაში ყოფნისას, დედას რამდენჯერმე მიეღო პაკეტით უშუალოდ მოლარისაგან მამის კუთვნილი ხელფასი ყოველგვარი ხელმოწერის გარეშე, როდესაც საჭირო გახდა, ყალბის მქნელებმა ეს ფაქტი გამოიყენეს და განაცხადეს, თითქოს დატაცებული თანხის ნაწილი დედაჩემს მიეღო. პაკეტის გადაცემა დოლიძის რჩევით სხვა პირთა თანდასწრებით ხდებოდა და მოწმეებმა, რომლებმაც არ იცოდნენ რა თანხა იყო კონვერტში, ცხადია დაადასტურეს ფაქტი. დოლიძე ამ საქმეში მშრალი გამოვიდა და რაც მთავარია, არა მარტო შეძლო საძულველი ადამიანების თავიდან მოშორება, არამედ უფროსის სავარძელში მოკალათა.
ჩემი მშობლები გაასამართლეს და ყალბი ბრალდებით სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა შეუფარდეს.
შემდეგ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დახვრეტა ათ–ათი წლის პატიმრობით შეუცვლია და სასჯელის მოსახდელად შორეულ კოლონიაში გაუშვიათ.
სამი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის უმაღლეს სასამართლოს განაჩენი დაურღვევია და საქმე ხელახლი ძიებისათვის გადაუცია. ახალ გამომძიებელს თითქმის წელიწადი უმუშავია საქმეზე და ბოლოს სრული სიმართლეც დაუდგენია. 3 წლის შემდეგ გამოირკვა, როგორ მოახერხა დოლიძემ ფაქტების ფალსიფიკაცია, დადგინდა ისიც, რომ მშენებლობის ბუღჰალტერი მისი ნათესავი იყო. ექსპერტი კალიგრაფიც ამ ბოროტსა და კარიერისტ ადამიანს მოესყიდა.
გაფითრებული ვუსმენდი ადვოკატს, რომელიც წყნარი ხმით კითხულობდა დოლიძის ჩვენებას, მის დაპირისპირებას კალიგრაფ–ექსპერტთან, ბუხჰალტერთან, მომარაგების განყოფილების უფროსთან, მოლარესთან… ვისმენდი როგორ ურცხვად ყვებოდა ჩადენილ საშინელ ბოროტებას…
ადამიანთა სიმართლეს დააგვიანდა… ადვოკატმა ნაღვლიანი ხმით წაიკითხა ბანაკის ადმინისტრაციის ცნობა მამაჩემის ტიფით გარდაცვალების შესახებ…
მაშ ასე, ივანისელი სწორი აღმოჩნდა, მამაჩემმა მის ხელში დალია ტანჯული
სული… დედაჩემი კოლონიიდან თბილისში გადმოეყვანათ, მაგრამ პატიმრობიდან განთავისუფლება ვეღარ მოესწროთ, გაეგო თუ არა თავისი ქმრის უდანაშაულობა და მეუღლის გარდაცვალება, დამბლა მოსვლოდა და ისიც გარდაცვლილიყო.
„დოლიძეს სასჯელი მოხდილი აქვს?„ – ვკითხე ადვოკატს.
მან გაკვირვებით შემომხედა.
„დოლიძემ ის მიიღო, რაც დაიმსახურა, – მიპასუხა წყნარად, შემდეგ საქმეში ჩაკრულ დაუწებავ კონვერტიდან ქაღალდი ამოიღო, – წაიკითხეთ!„ – დასძინა.
ქაღალდი ჩამოვართვი, რამდენიმე სტრიქონი იუწყებოდა, დოლიძისა და მისი ორი თანამონაწილის მიმართ შეფარდებული სასჯელის უმაღლესი ზომა სისრულეში იყო მოყვანილი.
სიბრაზისაგან ავცახცახდი, აქაც ხელი მომეცარა. შურიც სხვამ იძია და მე იმის საშუალებაც დავკარგე, დავმტკბარიყავი როგორ აკანკალდებოდა უბადრუკი ადამიანი სიცოცხლესთან განშორების უკანასკნელ წუთებში…
ახლა ივანისელი იყო ერთადერთი კაცი, რომლის მიმართაც რაღაც სიფბო მაინც მქონდა გულში. თუმცა მისთვის არაფერი მითქვამს, მეორე დღეს დაწვრილებით ვაამბობინე მამაჩემის უკანასკნელ დღეებზე. ივანისელმა გაიხსენა როგორ ეთქვა მამაჩემს: შენზე რამდენიმე წლით უფროსი ვაჟი და პატარა გოგონა მყავსო„ და მათ ხსენებაში დაელია სული. ახლაც არ ვიცი როგორ, მაგრამ მაინც მოვახერხე არ დამეეჭვებინა ივანისელი ჩემს ვინაობაში. ორი დღე სასტუმროდან არ გამოვსულვარ, შემდეგ თითქმის დავმშვიდდი, მდგომარეობას შევეგუე. მესამე დღეს გვიან ღამით ივანისელი მოვიდა, თანკიტოვანი მოიყვანა.
„ჩვენი კაცია, საქმე აქვს, მოუსმინე! – მითხრა მან და შემდეგ კიტოვანს მიუბრუნდა: – უთხარ ჩოფურ…„
ჩოფურამ მოკლედ მოსჭრა…
„ბარახლო არ იყიდება, უფრო სარისკოა, მე აქ ერთი საქმე ვიფიქრე, თუ მოგეწონება შეიძლება გავაკეთოთ. საჭიროა…„
„მოკლედ მოსჭერი, რა საქმეა?„ – შევაწყვეტინე ცივად.
კიტოვანმა გაკვირვებით შემომხედა.
„რას მიყურებ, თქვი და გაათავე! რაკი ჩემთან მოსულხარ, საქმე თქვი, გავაკეთებთ თუ არა ჩემი საქმეა, მე გადავწყვეტ!„ – შევუტიე შემკრთალ კიტოვანს.
ივანისელმა ცივად გაიცინა.
„ასე..„ – ჩაილაპარაკა წყნარად.
კიტოვანი ალბათ მიხვდა ვისთანაც ჰქონდა საქმე.
„ქუთაისის საიუველირო მაღაზია უნდა წავიღოთ!„ – მოსჭრა მოკლედ და დაუმატა: ყველეფერი მზადა მაქვს, მხოლოდ ეს არის, ბინა ვერ შევიგულეთ, პატარა ქალაქია, ჩვენი ხალხი ძირიანად მოსპეს„.
„ქუთაისის?„ – შევეკითხე გაკვირვებით და პაპაშას წერილი გამახსენდა.
„ჰო, ქუთაისის – დამიდასტურა კიტოვანმა, – რა, გაგიკვირდა?„
„არა, ბინას კი ვიშოვით…„
„როგორ?„
პასუხის ნაცვლად ჩემოდნიდან წერილი ამოვიღე და უხმოდ გადავეცი. კიტოვანმა გაოცებით შემომხედა, შემდეგ წერილი გადაიკითხა.
„ვა, პაპაშა, ჩემი ოსტატი? მე მეგონა უკვე გაასაღეს მეთქი, ხედამ ცოცხალი ყოფილა, – გადაიხარხარა მან, – სად არის?„ – დაუმატა მოგვიანებით.
„კოლონიაში„.
კიტოვანმა ისევ გადაიკითხა წერილი.
„ვაა, ინჟინერიო? ვის ინჟინრებში მიეცა საქმე?„
„ეგ საინტერესო არ არის, არც საქმეს შეეხება, – მივუგე მე, – წაიღებ წერილს?„
კიტოვანი წამით ჩაფიქრდა.
„პაპშას ვიცნობ, ძველი ქურდია, საქმეც გაგვიკეთებია ერთად, მაგრამ ცოლი… იმას არაფერი წამს ჩვენი, არც მიგვიღებს, არც ბინას მოგვცემს„.
„შენ სულელი ყოფილხარ, ჩოფურ!„
„ვა, რათა?„
„შენგან არასოდეს გამოვა ინჟინერი, – განვაგრძე მე – ისე კი ოქროულობის მაღაზიის საქმე არ გაკეთდება.„
„ვა, ინჟინრობა რა ეშმაკად მინდა„ – გულწრფელად გაიკვირვა ჩოფურამ.
„გინდა. პაპაშას ცოლთან მიხვალ და ბინაც გვექნება, გაიგე?„
ჩოფურამ თვალები დაჭყიტა, შემდეგ გულიანად გადაიხარხარა.
ყველაფერზე შევთანხმდით, მეორე დღეს ჩოფურა ქკთაისში წავიდა, სამივე დღის შემდეგ უკანვე დაბრუნდა.
შემიძლია ვიცხოვრო პაპშას სახლში. მის ცოლს ისე გაუხარდა ჩემი მისვლა, აღარც კი მიშვებდა. „ჩანს პაპაშამ სიტყვა შეასრულაო, ქურდობაზე აღარ ფიქრობსო„ და ათასი სხვა სისულელეც მითხრა, მეც დავუდასტურე: „ანგელოზია, სულ ჩვენს წრეში ტრიალებს მეთქი„ – იცინოდა კიტოვანი.
გეგმა შევადგინეთ, მე წყალტუბოში ჩავიდოდი. ივანისელი, კიტოვანი და ბალავაძე ქუთაისში უნდა შამხვედროდნენ. ჩოფურა ადგილზე მიმიყვანდა, საქმის წაღების დღეს კი მე დავნიშნავდი.
„ჩემთან შენს მეტი არავინ მოვიდეს, ზეგ ადგილზე ვიქნები, გასაგებია?„ – გავაფრთხილე ჩოფურა.
წყალტუბოში ორშაბათ დილით ჩავედი. იმავე დღეს ჩოფურასთან ერთად მაღაზიას ვეწვიე.
„რას იტყვი?„ – მკითხა ჩოფურამ, როდესაც მაღაზიიდან გამოვედით.
„შენი გეგმა მომწონს, მაღაზიაში ჭერიდან ჩავალთ, მაგრამ საქმეს კვირა დღემდე ვერ წავიღებთ„.
„რათა? კვირამდე მთელი ერთი კვირაა!„ – უკმაყოფილოდ მითხრა ბალავაძემ.
„შტერი ხარ–მეთქი, ჩოფურ, წერა–კითხვა იცი?„
„მერე რა რო ვიცი?„
„ჰო და ცოდნას გამოყენება უნდა. ვერ წაიკითხე? მაღაზია ორშაბათს ისვენებს, მთელი 24 საათით მეტი გვექნება ასათესად.
ჩოფურას არ უპასუხნია.
„ბიჭები ზეგ საღამოსათვის დაიბარე, მომზადებაა საჭირო, მე ისევ წყალტუბოში წავალ„ – ვუბძანე ჩოფურას.
„იცი რა, ივანისელმა მითხრა, შენ თურმე პოკერი გიყვარს, მართალია?„
„მერე რა?„
„ის რომ აქ ერთი კარგი კომპანია, მსხვილ ფოსტაზე თამაშობენ, თუ გინდა მიგიყვან.„
„ვინ არიან?„
„ერთი სტუდენტია, ორი კიდევ ინჟინერი„
„ისე როგორ შენ?„
„არა ნატური, მაგრამ მათთვის მეც ინჟინერი ვარ„
„საიდან გაიცანი?„
„აქ ერთი ვინმეა ასეთი რამეების ახოტნიკი, ორი წელიწადია ვიცნობ სანდო ხალხია.„
„კარგი„ – დავეთანხმე მე, – საღამოს 8 საათზე სასტუმროსთან შემხვდი.
დანიშნულ დროზე ჩამოვედი. ჩოფურა უკვე მელოდებოდა. ტაქსით წავედით, ახლაც არ ვიცი რომელ ქუჩაზე ვიყავით, ოთახი რესტორნის ოფიციანტს, ვიღაც კლავას ეკუთვნოდა.
მაგიდას ოთხნი შემოუსხდით: მე, ორი ინჟინერი, და ერთიც სტუდენტი, სახელად ანზორი. სტუდენტმა არ ვიცი რითი, მაგრამ ჩემი წარსული გამახსენა, რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ის მეოთხე, ჩემთვის უცნობი ახალგაზრდა კი არა, მე ვიყავი, გოგიასთან და ჟორასთან მოთამაშე.
ჩვეულ ხერხს მივმართე. 5000 მანეთამდე წავაგე სტუდენტთან. გვიან დავიშალეთ, მეორე დღის შეკრების დროც დავთქვით მეორე დღეს ისევ წავაგე, კვლავ ანზორმა მოიგო, მეც ეს მინდოდა ნელ–ნელა ვამზადებდი ნიადაგს ჩიკვაიძის ჩასათრევად.
გავიდა კიდევ ერთი დღე.
„დროა„ – გადავწყვიტე.
თამაში დავიწყეთ. როგორც მოსალოდნელი იყო ორი დღის მოგებამ ჩიკვაიძე გაათამამა, გაბედულად თამაშობდა, რისკს ეწეოდა. დაახლოებით ღამის პირველ საათზე აზარტმა უმაღლეს წერტილს მიაღწია.
ბანკი მეჭირა. დინჯად ავრიე კარტი, რამდენჯერმე ჩავჭერი. სახეაწითლებულ ანზორს თვალებიც ანთებოდა, შესამჩნევლად უკანკალებდა ხელი.
კარტი ჩამოვარიგე.
„500 მანეთი!„ – დაიძახა იოსებმა.
ხუთას კიდევ ხუთასი მიუმატა დათამ.
ანზორს შევხედე უეცრად, გამხმარი თითებით ძლივს რომ ჩითავდა კარტს.
ჩიკვამძემ კარტი გასინჯა, ძლივს დამალა სიხარული.
გულში გამეღიმა. ძველი ხელობა გამოვიყენე და ანზორს ოთხი კაროლი მივეცი, ახლა მისი მოგება მხოლოდ ოთხ ტუზს შეეძლო.
ინჟინრები სწრაფად გამოეთიშნენ თამაშს, ჩემი და ანზორის გაბედულმა გასვლებმა ხელი ააღებინეს ბრძოლაზე.
ანზორი კი სულ უმატებდა და უმატებდა. მე მე დინჯად მივყვებოდი, ჯიბიდან დასტა – დასტად ამომქონდა ფული და ანზორი დასახელებულ ციფრს ვუმატებდი.
დაძაბულობამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. ანზორის მთელი ფული ბანკში იდო.
„10000!„ – შეჰყვირა გაშმაგებით.
„ფულს ვერ ვხედავ!„ – შევნიშნე წყნარად.
„ითამაშე!„ – დამიბღვირა ანზორმა, – მე მოთამაშე ვარ და წაგებულზე პასუხს ვაგებ.„
„კეთილი!„ – გავიღიმე ცივად, შემდეგ კოსტიუმის ჯიბიდან ასიანების საკმაოდ სქელი დასტა ამოვიღე. სხვა ფულიც დავუმატე.
„ათი და კიდევ ათი„ – მივუგე დინჯად და 20000 მანეთი დაუდევრად ჩავყარე ბანკში.
ანზორი გაფითრდა, შემდეგ ერთბაშად მოაწვა სისხლი სახეზე, შეყოყმანდა, მაგრამ თითქმის 25000 მანეთს იყო გასული და უკანვეღარ დაიხია.
„მოდის!„ – ამოიხიხინა მან, – გახსენით კარტი!„
„თვითონ გაისარჯე!„ – მივუგე დაუდევრად, შემდეგ პაპიროსს მოვუკიდე და მოვქაჩე.
ჩიკვაიძემ ბოროტი მზერა მესროლა, ჩემს კარტს მისწვდა და
„უუჰ, შენი!„ – შეიგინა და გამეტებით შემოიკრა სახეში გაშლილი ხელი, იოსები და დათო ფეხზე წამოიჭრნენ.
„ოთხი ტუზი!„ – შეჰყვირეს ერთხმად.
მე დინჯად მოვხვეტე ფული.
„თქვენგან 20000 მანეთი მოდის, ყმაწვილო„ – შევნიშნე მაგიდაზე დამხობილ ჩიკვაიძეს.
თამაში აღარ გაგვიგრძელებია. დათა და იოსები წავიდნენ, ჩიკვაიძეს არც გაუგია მათი წასვლა. პოზაშეუცვლელად ისევ მაგიდაზე იყო დამხობილი და სიცოცხლის ნიშანწყალი მხრების ტოკვაზე ეტყობოდა მხოლოდ.
სიამოვნებით დავაკვირდი, 20 წლის წინანდელი ამბავი გამახსენდა.
„აწი უკვე ჩვენი ხარ! ეს ერთი და სხვა ათასი!„ – გავივლე გულში და ჩოფურას თვალი ჩავუკარ.
„დროა წავიდე, ნუღარ მაყოვნებ„ – მივმართე ანზორს.
მას თავი არ აუღია.
„არ გესმის? ფული – მეთქი, მივდივარ„ – ავუწიე ხმას და ჩიკვაიძეს ხელი წავავლე.
თავი ასწია, უსიცოცხლო, ჩამქრალი თვალებით შემომხედა. მის გამოხედვაში შიში, ვედრება, ზიზღი და უილაჯო ბოღმა ერთმანეთში არეულიყო.
„ფული აღარ მაქვს, ესე იგი ჯიბეზე არა მაქვს!„ – ამოილუღლუღა საცოდავად.
„რაო? სიცოცხლე ხომ არ მოგბეზრდა, ლაწირაკო! – ჩაისისინა ჩოფურამ და დანა ამოიღო, – მაკარონივით დაგაყრევინებ წელებს! შენი თავი მშიერ სტუდენტებში ხომ არ გგონია?„
ჩიკვაიძეს შიშმა დაუმახინჯა სახე.
„მოგცემთ, არ მომკლათ!„ – ჩაიხრიალა ყელში.
„აბა, მალე! – დაადგა თავზე ჩოფურა.
ანზორი მონუსხულივით შესცქეროდა ჩოფურას ხელში ცივად მოელვარე ბებუთს.
„მოიცა, ვახტანგ, – შევაჩერე კიტოვანი, – ეგ დანა შეინახე, საჭირო არ არის, სულელი როდია, გადაიხდის.„
ჩიკვაიძემ ვედრებით შემომხედა.
„არა გაქვს ფული?„ – ვკითხე წყნარად.
„არა მაქვს, – მიპასუხა მან ერთბაშად ჩახლეჩილი ხმით, – მაგრამ გადავიხდი.
„როგორ გადაიხდი, თუ არა გაქვს?„
„რას ალაპარაკებ, არა აქვს და აქვე დავკლავ წიწილასავით„ – კვლავ ჩაერია ჩოფურა.
„მოიცა–მეთქი! – შევუტიე კიტოვანს და ისევ ჩიკვაიძეს მივუბრუნდი: – როგორ გადაიხდი მეთქი, შენ გეუბნები!„
ჩიკვაიძე ერთხანს დუმდა, ეტყობოდა რაღაც აზრი ჰქონდა, მაგრამ თქმა ვერ გაებედა, ბოლოს ყოყმანი დასძლია.
„გადავიხდი თუ…„ – ისევ შეყოყმანდა ის.
„თუ რა? დაამთავრე!„
„თუ თანახმა იქნებით, რასაც გეტყვით„.
„თქვი, რა არის?„
„ბიძაჩემის სახლში 3%–იანი ობილიგაცია აქვს„…
„კარგი წავიდეთ, თანახმა ვარ ობილიგაციებზე„ – გავაწყვეტინე მე.
ჩიკვაიძემ საცოდავად შემომხედა.
„მე… მე… ვერ წამოვიღებ ობილიგაციებს„.
„აბა როგორ? – შევეკითხე განგებ გაკვირვებით.
მე უკვე მივხვდი რა გზით აპირებდა წაგებულის გადახდას ჩიკვაიძე, მაგრამ მინდოდა მასვე ეთქვა ყველაფერი, რომ ჩემს ხელში ყოფილიყო და მომავალში უსიტყვოდ დაგვმორჩილებოდა.
„თქვენ… თქვენ… უნდა წაიღოთ! სახლში ჩემს მეტი არავინაა, ფანჯარას ღიას დავტოვებ, ობილიგაციები საწოლ ოთახში ტანსაცმლის კარადაშია, სულ ზედა თაროზე„ – ამოიკვნესა ჩიკვაიძემ.
„კარგი, – დავთანხმდი მე, – წავიღებთ, მაგრამ გაფრთხილებ, თუ მოგვატყუე, წინასწარ შეადგინე ანდერძი.„
„სულელი ხომ არა ვარ„.
შევთანხმდით, ჩიკვაიძემ ტელეფონის ნომერი მოგვცა, დილით ჩოფურამ დაურეკა და ბინა დაათვალიერა.
საღამო ხანს სასტუმროსთან ველოდიკიტოვანს. ერთბაშად ჩემს გვერდზე, „პობედა„ გაჩერდა, იქიდან კიტოვანი, ბალავაძე და ივანისელი გადმოვიდნენ.
„ვისია მანქანა?„ – ვკითხე კიტოვანს გაკვირვებით.
„ერთი აქაური არიფის, – გაიცინა მან, – ჩემი ვალი ჰქონდა, ჟდღეს შემთხვევით შევხვდი, ფული ვერ დამიბრუნა და ვალში მანქანა მათხოვა.„
„რა სისულელეა!„ – გავჯავრდი მე.
„სულაც არა, – მიპასუხა კიტოვანმა, – თუმცა შტერს მეძახი, მაგრამ მეც ხანდახან მეც ოქრო აზრები მომდის, საქმეზე მანქანით წავალთ, ასე უფრო ავურევთ გზა–კვალს მილიციას„, – კვლავ გაიცინა კიტოვანმა.
„ვინ არის მანქანის პატრონი არ გაგვყიდოს!„ – გავაფრთხილე კიტოვანი.
„მაგის დარდი ნუ გაქვს, ხმასაც არ ამოიღებს, მიცნობს…„
…დანარჩენი თქვენც იცით. ფანჯარა დაპირებისამებრ ღია დაგვხვდა, ბინაში სამნი შევიდნენ, მე გარეთ ვიცდიდი. მერე ის იყო გაუთვალისწინებელი ამბავი მოხდა, ჩიკვაიძის ბიძა და დეიდა შემთხვევით სწორედ საღამოს მატარებლით დაბრუნებულიყვნენ თბილისიდან, და ეძინათ. როცა ივანისელმა საათებიც აიღო, ტყეშელიაძეს გაეღვიძა, შედეგი თქვენთვის ცნობილია. დაჭრილი ივანისელი ძლივს მოიყვანეს მანქანამდე.
სახლში წივილ–კივილი ატყდა, ჩვენ სასწრაფოდ გავშორდით იქაურობას, სადაც ალბათ მალე გაჩნდებოდა მილიცია. ივანისელი მუცელში იყო დაჭრილი. სხვას მის ადგილზე უყოყმანოდ მოვუღებდი ბოლოს, და სადმე გადავაგდებდი, ივანისელი კი ვერ გავიმეტე, გადავწყვიტე მეშველა თუნდაც ეს ჩავარდნად დამჯდომოდა. მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ მას ჩემს გულში დიდი ადგლი ეჭირა, მაგრამ სად წამეყვანა ივანისელი?
რომელიღაც მიყრუებულ ქუჩაში შევუხვიეთ, კიტოვანმა მანქანა შეაჩერა.
„რა ვქნათ? – იკითხა შემკრთალი ხმით, – ასე მაინც არ თოვდეს ოხერი, მოუსვამდით ქუთაისიდან.„
„რომ ყველანი გაგვთოკონ? სულელი ხარ და მეტი არაფერი„, – მივუგე მე და ივანისელი შევანჯღრიე.
„როგორ ხარ შეგიძლია სიარული?„
ივანისელმა მხოლოდ ამოიკვნესა.
„მოკვდება თუ დროზე არ ვუშველეთ?, – წარმოვთქვი მე.
ბალავაძემ პირქუშად შემომხედა.
უეცრად თავში ერთი აზრი მომივიდა.
„პაპშას„ სახლი შორს არის? – შევეკითხე კიტოვანს მოუთმენლად.
„პაპშას სახლი? მერე რათ გინდა?„
„კითხვებს თავი დაანებე!„ – შევუტიე პირქუშად.
„არა ახლოა!„
„სხვა ცხოვრობს ვინმე იმ სახლში?„
„არა!„
„მანქანა მივა ასეთ თოვლში?„
„იქ გინდა მიიყვანო? – შიშნაკრავად მკითხა ჩოფურამ.
„მიდის თუ არა მანქანა, მიპასუხე!„
„მიდის!„
„მაშ გასწი!„
„ვა, ყველანი ჩავვარდებით!„
„გასწი–მეთქი! დევიძეს იმას უამბობ, რასაც მე გეტყვი, სხვა გამოსავალი არა გვაქვს„
კიტოვანმა ერთი შემომხედა, მაგრამ წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, მოტორი ჩართო… ხუთიოდე წუთის შემდეგ რომელიღაც სახლთან გავჩერდით.
„აქ იყავ!„ – მივუგე ბალავაძეს და სასწრაფოდ გავაღე მანქანის კარი.
…მუცელში დაჭრილი, გონდაკარგული ივანისელი, დიდი გაჭირვებით ავიყვანეთ მე და კიტოვანმა.
დევიძემ დაიჯერა კიტოვანის ნაამბობი. ჩემმა გლეხურმა ჩაბალახმა და ჭაღარა წვერმაც კეთილსასურველი გავლენა მოახდინა მასზე. მერე ის იყო ქირურგი გრძელიძე მოვიტაცეთ. კვალის დასაკარგავად, თვალახვეული, თითქმის ნახევარი საათი ვატარეთ ქალაქში და ბოლოს დევიძის ბინაში მივიყვანეთ.
რისკმა გაგვიმართლა, ივანისელს ჩემი სისხლი მივეცი, თუმცა ექიმი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, მაგრამ ვაიძულე. მე პირველი ჯგუფის სისხლი მქონდა და ვიცოდი არაფერს ავნებდა დაჭრილს.
გრძელიძე სადღაც მიყრუებულ მოსახვევში ჩამოვსვით, გავნთავისუფლდი თუ არა მისგან, ჭაღარა თმა და წვერი მოვიგლიჯე, ჩაბალახში შევახვიე და რიონში გადავყარე.
„პობედა„ ახლავე პატრონს წაუყვანე, ალბათ ეძებენ უკვე, არსად წამოგცდეს თუ შენ გყავდა წაყვანილი, ბალავაძე ოთახიდან არ გამოუშვა, შენ კი…„ – გავაფრთხილე კიტოვანი.
„მე რა?„
„შენი გამოსვლაც საშიშია, მაგრამ ჩემთან კავშირიც რომ საჭიროა?„
კიტოვანი წამით ჩაფიქრდა.
„არის აქ ერთი ბარიგა, იმას გამოუშვებ„.
ყოყმანი დავიწყე.
„სრულიად საიმედოა, მოვა ყველაფერს გადაანაღდებს„
„ვინ არის?„
„ვაჭარია ერთი, დიდი ხანია ნაქურდალს ასოხარებს„.
„კარგი, ხვალ 12 საათზე წყალტუბოში ჩამოიყვანე, სარისკოა, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს, თავიდან უნდა მოვიშოროთ ყველაფერი. ახლა კი გააჩერე ჩამოვალ.„
მეც წყალში ჩავჯექი და რამდენიმე წუთში წყალტუბოში ვიყავი უკვე.
მეორე დღეს დანიშნულ დროზე კიტოვანი ჩამოვიდა, თან ხოტოველი ჩამოიყვანა.
მოვრიგდით.
კიტოვანმა საათები და ობილიგაციები გადასცა. შემდეგ ხოტოველი სასტუმროში მივიყვანე ტანიასთა, გავაცანი.
„ამ კაცს ჩემი ფული მართებს, – ვუთხარი ტანიას, – მე შემძლება ორი დღით თბილისში მომიხდეს წასვლა, თუ ფული მოიტანოს დაიტოვე.
თითქოს ყველაფერი მოგვარდა. მე ივანისელის გამოკეთებას ვუცდიდი, რათა სასწრაფოდ დაგვეტოვებინა ქუთაისი და საერთოდ საქართველო. ესეც არ იყოს, ვიცოდი უკვე გვეძებდნენ და დაუყონებლივ გასვლას ასე პატარა ქალაქიდან, შეიძლება ჩავარდნაც მოჰყოლოდა. შემდეგ ის იყო წყალტუბოს რესტორანში თქვენს მიერ დაგებულ მახეში გავები და ქუთაისში წაყვანისთანავე მივხვდი, რომ ხულიგნობა და უცნობისაგან ტანიას შეურაცხყოფა, განგებ–ჩემს უხიფათოდ შესაპყრობად იყო ინსცენირებული. მე დარწმუნებული ვიყავი გამოძიება ასე სწრაფად ვერ ჩაგვიდგებოდა კვალში და სწორედ ამიტომ იარაღი თავიდან მოვიშორე, დევიძის ბინაზე დავტოვე, როგორც ჩანს ვერ შევაფასე თქვენი უნარი, ჩემი შეცდომა არც არის გასაკვირი, 20 წლის მანძილზე მგელივით დავძრწოდი და თუმცა დამდევდნენ, თავისუფლად ვუსხლტებოდი დიდი ქალაქების სამძებრო მილიციას. ქუთაისი კი… ეს პროვინციული ქალაქი ჩემი აზრით,ნაკლებად შესძლებდა ჩემი კვალის აღმოჩენას, აქაც შევცდი და ნაცვლად იმისა სადმე დიდი ქალაქის მუშაკებს ავეყვანე თქვენ ჩაგივარდით ხელში, ესეც ბედის დაცინვაა, ალბათ რა გაეწყობა… ასე იყოს!
ჩარგიევმა წამით შეისვენა, ლაპარაკმა და წარსულის გახსენებამ დაღლის ნაცვლად თითქოს ღონე შეჰმატა დაჭრილს. თვალებდახუჭული, შედარებით წყნარად სუნთქავდა, ლოყებიც კი შეფაკლოდა ოდნავ.
მინდელი გარინდებით უსმენდა დაჭრილს, ამ გრძელმა მოთხრობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. გამომძიებელს შეებრალა კიდეც ჩარგიევი, შეებრალა ქურდობის გზაზე უნებლიეთ შემდგარი ადამიანი, ნიჭიერი და კარგი მომავლის მქონე თამაზი, შემდეგში საშიში ქურდი და არა ერთი ავკაცობის ჩამდენი „ჩერქეზი„, რომელიც ახლა, მძიმდ დაჭრილი, იქნებ სასიკვდილო სარეცელზე იწვა და თავის ავკაცობას, თავის უნებისყოფობასთან ერთად, ადამიანებს, მათ შეცდომებს აბრალებდა.
„რთული, ძალზე რთულია ცხოვრება. არის შეცდომები, რომელთა შხამიან ნაყოფს ათეული წლების შემდეგაც სისხლისა და სიცოცხლის ფასად იმკიან, – გაიფიქრა გამომძიებელმა, შემდეგ ციალა გაახსენდა. – რა უცნაურია ხანდახან ადამიანთა ბედი, ჩარგიევმა ოცი წელი იმიტომ იავკაცა, რომ ბოლოს მძიმედ, იქნებ სასიკვდილოდაც, დაჭრილი ციალას შეხვედროდა ქუთაისში! ციალამ არ იცის ჩარგიევის ნამდვილი გვარი. ვერც იცნო მისი ყმაწვილობის მეგობარი, მაგრამ იგრძნო, გულით იგრძნო, რომ ეს კაცი, საშიში ბოროტმოქმედი, ოდესღაც მისი ახლობელი იყო. უმანკო და შეუბღალავია ახალგაზრდის გული და გრძნობა. უეჭველია, ციალასთან შეხვედრამ გაუღვიძა ჩარგიევს დიდი ხნის წინათ ჩაკლული გრძნობები და აფთარი ადამიანად აქცია, შენანა დაღუპული ყმაწვილკაცობა, სხვა თვალით დაინახა ცხოვრება„.
„ჩარგიევი არ არის დაღუპული ადამიანი, – განაგრძობდა ფიქრს მინდელი, – ის სასჯელს მიიღებს, სასამართლო ვერ იქნება მისადმი განუკითხავი, გაითვალისწინებს ყოველივეს, ხოლო სასჯელმოხდილი ჩარგიევი შესძლებს დაუბრუნდეს საზოგადოებას, ადამიანურ ცხოვრებას ამისათვის კი პირველ რიგში საჭიროა ჩარგიემა იცოცხლოს! იცოცხლებს კიდევაც, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის გადასარჩენად.!„ – დაასკვნა გამომძიებელმა და თბილად შეხედა პატიმარს, რომლის დანაშაულის დასამტკიცებლადაც ამდენი შრომა გასწია.
ჩარგიევმა თვალი გაახილა, ისევ წყალი ითხოვა სუსტი ხმით. მინდელმა ჭიქა მიაწოდა, გაუღიმა. დაჭრილმა გამომძიებლის ღიმილი დაიჭირა, ხარბად შესვა წყალი და დაღლილი ხმით განაგრძო:
– მე დავამთავრე ჩემი აღსარება, ბატონო ლევან, თქვენ ალბათ მიხვდით რამ მოახდინა ჩემში ასეთი გარდატეხა… ციალა… რომ შემძლებოდა ჩემი თავის დაძლევა და რამდენიმე წლის წინათ ციალასთან შეხვედრისას ხელი ამეღო ჩემს პროფესიაზე, იქნებ მეც მრგებოდა დამსხვრეული სიხარულის პატარა ნატეხი. არა, ციალას სიყვარულზე როდი ვამბობ–შეუძლებელზე როდი ვოცნებობ. სადმე ვიმუშავებდი, ციალასთან როგორც ღვიძლ დასთან ვიმეგობრებდი, ის ხელს არმკრავდა, გამიგებდა, დამეხმარებოდა, ისევ შემეყვარებინა ადამიანები, ახლა კი… ახლა, მე საამქვეყნო აღარა ვარ და არ მინდა საფლავში წავიღო ჩემი დაღუპვის საიდუმლო, ვინ იცის, იქნებ გამოგადგეთ, განსაკუთრებით თქვენ, რომლებიც ადამიანების ბედს წყვეტთ, უდანაშაულოს დასჯას ხომ ხშირად უფრო მეტი ბოროტება მოაქვს, ვიდრე სიკვდილს, ჩემთვის კი ყველაფერი დამთავრებულია. საფლავიდან გელაპარაკებით და ადამიანთა სამართალს ჩემზე ძალაც აღარ აქვს უკვე.
მინდელი აღელდა.
– თქვენ არ მოკვდებით, თამაზ, იცოცხლებთ! და მე მწამს და მიხარია რომ შესძლებთ მალე დაუბრუნდეთ საზოგადოებას!
ჩარგიევმა მწარედ გაიღიმა.
– გვიანღაა, ყველა ხიდი დამწვარია…
– თქვენი სინანული? – შეედავა ცხარედ გამომძიებელი, – ახლა სხვა დროა, სასამართლო ყველაფერს გაითვალისწინებს, მხედველობაში მიიღებს და სასჯელმოხდილი, გაწმენდილი დაუბრუნდებით ადამიანებს.
დაჭრილის სახეზე ერთი წუთით სიხარულმაგაიელვა, ჩარგიევიდაჟინებით მიაჩერდა გამომძიებელს და დიდრონი ჩაცვივნული თვალები ცრემლებით აევსო. შემდეგ გაფიცხებული ტუჩები გაილოკა და წყნარად ამოილაპარაკა:
– მე მთავარი არ მითქვამს, ბატონო ლევან…
– მე არც გეკითხებით, არც საჩქაროა, ხვალ, ზეგ მიამბობთ, – უპასუხა გამომძიებელმა გულისხმიერად.
– ჩემთვის ხვალინდელი დღე არ გათენდება… – ჩარგიევმა ფანჯარას შეხედა, – თენდება… – განაგრძო სუსტი ხმით, – ადამიანები ჩვეულებრივ საქმიანობას შეუდგებიან… გავა ზამთარი, გაზაფხულზე ლურჯი იები აყვავდება, ხეები მწვანედ მოირთვება, ვარდებიც გაიფურჩქნება, თავიანთი სიტურფით ადამიანებს სიხარულს მოუტანენ, სურნელებას აზიარებენ, მე კი, მე… საფლავში ვიქნები და ჩემი სიკვდილიც არავის დაწყვეტს გულს… არავის დაენანება, ერთ იასაც არავინ მოიტანს ჩემს სამარეზე და ეს საფლავიც ისე დაიკარგება, ვით ცოცხალი დავიკარგე ამ ქვეყანაში…
ჩარგიევს ხმა შეუწყდა და უღონოდ გადაესვენა ბალიშზე. მინდელი შიშნაკრავად დააცქერდა დაჭრილის წმინდა, სანთელივით გაფითრებულ სახეს, შემდეგ შეშფოთებული წამოხტა სკამიდან, ექიმს გასძახა.
შეშინებული ციალა პალატაში შემოვარდა, ჩარგიევს მკლავი გაუშიშვლა, ქაფური შეუშხაპუნა.
– ჩქარა დეგელინი! – შესძახა თან შემოყოლილ ექთანს და აკანკალებული ხელით ავადმყოფის მაჯას წაეტანა.
ჩარგიევს კიდევ ორჯერ შეუშხაპუნეს წამალი, მინდელი მდუმარედ შესცქეროდა ციალას, მისმა შეშფოთებულმა სახემ დაარწმუნა გამომძიებელი, რომ მდგომარეობა მეტად სერიოზული იყო, ჩარგიევის საწოლს მტკიცე ნაბიჯით უახლოვდებოდა სიკვდილის მსახვრალი ხელი.
კარები წყნარად გაიღო. პალატაში ფეხაკრეფით შემოვიდა ბალანჩივაძე და ნელა მიუახლოვდა მდუმარედ გულხელდაკრეფილ მინდელს.
– გარდაიცვალა? – იკითხა შეშფოთებით.
მინდელმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
ციალას არ გაუგია პალატაში მამათილის შემოსვლა. ის დაჭრილს დასტრიალებდა თავზე და ექთანთან ერთად ცდილობდა სიცოცხლე დაებრუნებია გულწასულისათვის.
ფანჯარაში განთიადი იხედებოდა, ზამთრის ღამე ისე მძიმედ იცრიცებოდა, თითქოს ცდილობდა პალატიდან გასულს აუცილებლად წარეტანა თამაზის სიცოცხლე.
ასე გავიდა მტანჯველი ხუთიოდე წუთი, ჩარგიევმა რამდენჯერმე ამოიკვნესა და მძიმედ, ნელ–ნელა გაახილა თვალი.
– მადლობა ღმერთს! – თავისუფლად ამოისუნთქა ბარათელმა. და მხოლოდ ახლა შეამჩნია პალატაში მყოფი პოლკოვნიკი.
– ავადმყოფის დაკითხვა არ შეიძლება, გთხოვთ პალატიდან გახვიდეთ! – ჩუმი, მაგრამ მტკიცე ხმით მოითხოვა მან და ისევ დაჭრილს მიუბრუნდა.
ჩარგიევს ოდნავ, სულ ოდნავ შეუფაკლდა გაფითრებული სახე ახალგაზრდა სიცოცხლე კიდევ ერთხელ მტკიცედ შეებრძოლა სიკვდილს , უკან დაახევინა… თვალები ფართოდ გაახილა, ღიმილმა გაუპო ბაგე და დაჟინებით მიაჩერდა ციალას.
– ისევ თქვენ… ექიმო გმადლობთ! – ჩაიჩურჩულა მან.
– ლაპარაკი არ შეიძლება, გავნებთ! – მიუგო ციალამ.
– ვიცი ექიმო, მაგრამ ეს სიკვდილს ვერ შეაჩერებს.
– გამომძიებელი წავიდა, მე დავითხოვე.
– დააბრუნეთ ექიმო! – შეევედრა დაჭრილი.
– ნუ ლაპარაკობთ, მათე, თქვენთვის მომაკვდინებელია ოდნავი მღელვარებაც კი.
– არა ექიმო, გევედრებით, გთხოვთ, შხამად ნუ გამატანთ, დააბრუნეთ, ახლავე დააბრუნეთ გამომძიებელი. დაჟინებით მოითხოვა ჩარგიევმა.
ბარათელი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, ნაღვლიანად დააცქერდა ავადმყოფს და შეყოყმანდა.
– გთხოვთ, ექიმო, დააბრუნეთ! თქვენ კი… თქვენ წადით. რამდენიმე წუთი კიდევ დამტოვეთ, – ნაღვლიანად, მაგრამ მტკიცედ ითხოვა ავადმყოფმა.
ციალამ ვეღარ გაუძლო მომაკვდავის დაჟინებით თხოვნას და საწოლს მოშორდა.
მინდელი ნელ–ნელა მიუახლოვდა ჩარგიევს.
– სხვა დროისთვის გადავდოთ საუბარი, მათე, – რბილად მიმართა გამომძიებელმა.
– ასე აჯობებს, ახლა თქვენ სუსტად ხართ, – დაუმატა ბალანჩივაძემ.
– არა… ექიმმა დამიბრუნა ღონე… ან უფრო სწორედ იმიტომაც მოვბრუნდი, რომ სათქმელი დავამთავრო… თქვენ ხომ არ იცით მე ვინა ვარ, არ მინდა ჩემი აღსარების შემდეგ სხვისი გვარით ჩავწვე საფლავში, – უპასუხა ნაწყვეტ–ნაწყვეტად ჩარგიევმა.
მინდელმა მხრები აიჩეჩა, ვეღარ შეედავა.
ჩარგიევმა წამით იყუჩა. დაღლილი თვალები ჭერს მიაპყრო.
– მე აღარავინ მყავს ამქვეყნად… – ჩუმად დაიწყო მან, – არავინ დაიტირებს ჩემს სიკვდილს… მაგრამ არ მინდა იმათ მთვლიდნენ, ვინც არა ვარ… თბილისში და იქნებ სხვაგანაც. ახლაც… ახსოვთ ალბათ ცნობილი პროფესორი რევაზ გელოვანი… და მისი მეუღლე მარინე… განთქმული ინჟინერი… მე მათი ვაჟი ვარ… თამაზ გელოვანი…
– გელოვანი?! – ფეხზე წამოიჭრა პოლკოვნიკი.
– გელოვანი! თამაზ გელოვანი! – იკივლა უეცრად ციალამ, რომლის ოთახში ყოფნა აქამდე არავის შეუმჩნევია და ანგარიშმიუცემლად მივარდა საწოლთან.
– თამაზ, თამაზ, ჩემო ბავშვობის მეგობარო – გულდამდუღრულმა იყვირა ბარათელმა და საწოლზე დაემხო.
მინდელი შეძრწუნდა, ელდენივით დაჰკრა ჟრუანტელმა და გაშეშებულ პოლკოვნიკს უანგარიშოდ წაავლო მკლავში ხელი.
ციალას წუთით დაავიწყდა გარემო, მინდელი, ბალანჩივაძე, თავისი თავი… საწოლზე დამხობილი ხმიანად ტიროდა და მდუღარე ცრემლებით ალბობდა მომაკვდავის მკერდს.
ჩარგიევის სახე ძლიერმა სიხარულმა გააშუქა, გაფითრებული ღაწვები ერთბაშად აენთო, თვალებში ელვარება ჩაუდგა.
– თქვენ… თქვენ, აქ იყავით… მოისმინეთ? მე ეს არ მინდოდა იმიტომ, რომ მსურდა მხოლოდ ჩარგიევი მომკვდარიყო, თამაზს კი ეცოცხლა, თუმცა ვინ იცის, იქნებ ასე ჯობს. გმადლობთ, ციალა, სიკვდილს არ ვნანობ, რაკი შენი წმინდა ცრემლი მიმყვება საფლავში… იყავ ბედნიერი!… ნუ ტირი, გაზაფხული მოვა, იები აყვავდება… შენი საყვარელი ლურჯი იები… გახსოვს! ეხ, ნეტავ მაშინ… მე… – ჩარგიევს უეცრად ხმა ჩაუწყდა და ბალიშიდან მოწყვეტით გადაუვარდა ხუჭუჭა თავი.
ღიმილი დააკვდა გაფითრებულ ბაგეზე.
მინდელი გონს მოვიდა, ფრთხილად დაუხუჭა ცხედარს ღიად დარჩენილი თვალები, ზეწარი დააფარა სიკვდილდაუფლებულ სახეზე. შემდეგ მორიდებით წამოაყენა მოქვითინე ციალა და აცრემლებულ ექთანთან ერთად თითქმის ძალით გაიყვანა პალატიდან.
ბალანჩივაძე ნელა დაეშვა სკამზე, ხელის ფათურით მოსძებნა პაპიროსი, მოუკიდა, მოქაჩა და ღრმად ამოიოხრა:
– იცი ლევან? – ჩაილაპარაკა ნაღვლიანად, – მე ვიცნობდი რევაზ გელოვანს, მე ვიძიებდი მათ საქმეს, რომელიც უნდა ითქვას, ძალზე გახმაურებული და დაუჯერებელი იყო. თუმცა საქმის წარმოებაზე უარი არ მითქვამს, მეშინოდა სუბიექტური განცდების ქვეშ არ მოვქცეულიყავ, სადღაც ქვეშეცნეურად ვგრძნობდი, რომ გელოვანები ბოროტების მსხვერპლი იყვნენ. ამიტომ წინააღმდეგი ვიყავი მათი დაპატიმრების. გულმოდგინედ შევუდექი გამოძიებას, სიმართლის დადგენას. მახსოვს თამაზიც იგი არა ერთხელ იყო ჩემთან. ვაიმედებდით, საფუძველიც მქონდა, ხოლო როდესაც ღრმად შევიჭერი საქმეში და მთელი რიგი მხილებანი საეჭვოდ მივიჩნიე, თანამდებობიდან ჩამომაქვეითეს. ამას ისიც დაერთო, რომ ჩემზე უსახელო საჩივრებით გაივსო ზემდგომი ორგანოები. ჩემი მაშინდელი უშუალო უფროსი, ბუნებით მხდალი და თანამდებობაზე შეყვარებული ადამიანი, ისე დაფრთხა, ყოველი ღონისძიებით ცდილობდა პასუხისგებაში მივეცი გელოვანების საქმისადმი მიკერძოების ბრალდებით. შეიძლება მიაღწევდა კიდეც მიზანს ცენტრალური კომიტეტი რომ არ ჩარეულიყო ამ საქმეში. გელოვანებს, ალბათ გითხრათ რა ბედიც ეწია… ახლა კი, ახლა ვეღარ ვიცანი, – დაამთავრა ბალანჩივაძემ და ცხედარზე ანიშნა.
– ვერც მან გიცნოთ, დავით ილიჩ, თუმცა ძალზე თბილად მოიგონა მისთვის უცნობი შავკოსტუმიანი ჩეკისტი და რევაზ გელოვანის პირველი გამომძიებელი, – წყნარად უპასუხა მინდელმა და დაუმატა: – მან ხომ მიამბო, დაწვრილებით მიამბო თავისი წარსული და ყოველივე რაც მოხდა.
ბალანჩივაძე მძიმედ წამოდგა, მეორე პაპიროსს მოუკიდა.
– აი რა მძიმე შედეგი მოსდევს ჩვენს შეცდომას, ერთი შეხედვით დანაშაულის მამტკიცებელი ფაქტების უკრიტიკოდ მიღებას; შიშს გამოძიების შედეგით დაინტერესებულ ანონიმიურ ავტორთა წინაშე, ვინ არის ახლა იგი? – დამნაშავე! დიდი დამნაშავე, რომელმაც არა ერთი ავკაცობა ჩაიდინა და ისე შეიძულა ადამიანები, რომ მხოლოდ ბოროტებაღა ანიჭებდა სიხარულს. შეხედეთ მას ლევან, კარგად შეხედეთ, კარგი მომავლის ადამიანი იყო. ბოროტი კარიერისტის დაბეზღებით, დანაშაულის მტკიცებათა მოხერხებული ფალსიფიკაციით და მართმსაჯულების შეცდომის გამო, მძვინვარე ქურდად იქცა, და ბევრი ისეთი ავკაცობა ჩაიდინა, რომ იქნებ სიკვდილითაც კი ვერ დაიმსახურა პატიება; შეხედეთ და არასოდეს არ დაგავიწყდეთ რამ დააყენა ასეთ გზაზე, გესმით ლევან?.

ნაწილი 14

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

3 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ia18 ამბობს:
    3 ივლისი, 2013წ. 21:28სთ.

    ჩემი ბავშვობის საყვარელი ნაწარმოები და დღემდე შეუცვლელი ♥ ძალიან გამიხარდა რომ ვიპოვე… მადლობა თქვენ ♥

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილონა ამბობს:
    9 ივლისი, 2013წ. 17:22სთ.

    კაია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. გიორგი ამბობს:
    2 თებერვალი, 2015წ. 14:17სთ.

    ბრავო შიო გვეტაძე

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 2.00 out of 51 vote, average: 2.00 out of 51 vote, average: 2.00 out of 51 vote, average: 2.00 out of 51 vote, average: 2.00 out of 5

› §45 წიგნი ფატმანისა ავთანდილს თანა სამიჯნურო

1084
დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,
მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,
მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარყეველი,
უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი:
1085
“ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად,
მით შეგქმნა მოშორვებულთა ლხინად, არ ჭირთა მწადებლად,
ახლოს › › ›

DU