1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» შიო გვეტაძე: მონანიება – თავი XII

მინდნლის ვარაუდი გამართლდა, ჩარგიევთან დაპირისპირებისთანავე ბალავაძემ, ივანისელმა და კიტოვანმა სავსებით აღიარეს დანაშაული, დაადასტურეს ჩარგიევის მონაწილობა და გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცეს.
არც ერთ ბანდიტს არ უცდია რაიმე დაემალა გამოძიებისათვის, მხოლოდ ხოტოველი გაჯიუტდა და კატეგორიულად უარყო ობილიგაციებისა და ორი ოქროს საათის კიტოვანისგან შესყიდვა.
კიტოვანი ხოტოველის ჩვენებამ გააცოფა და მანამდე აგინა უშვერი სიტყვებით, ვიდრე მინდელმა ისევ საკანში არ დააბრუნა.
ქავჟარაძის მიმართ გამომძიებელმა საქმე წარმოებით შეწყვიტა და ბავშვივით ატირებული დაუყოვნბლივ გაანთავისუფლა, სხვები კი წინასწარ საპატიმრო საკანიდან ციხეში გადაიყვანა.
გამოძიება თითქმის დასრულდა.
ძალზე მძიმედ განიცადა მინდელმა ტყეშელაიძის ქვრივთან და ჩიკვაიძის დედასთან შეხვედრა: სიძისა და შვილის დაკრძალვის შემდეგ ძაძებით მოსილი, ერთბაშად დაბერებული ანზორის დედა, თითქმის ყოველდღე პროკურორთან იჯდა და დაჟინებით მოითხოვდა გამოძიების სწრაფ დამთავრებას. გამწარებულ ქალს დამნაშავეთა სიკვდილით დასჯაც მცირე სასჯელად მიაჩნდა, ვერ შერიგებოდა იმ აზრს, რომ ბოროტმომქმედნი ჯერ კიდევ არ იყვნენ დასჯილნი დაგაბოროტებული გამოძიებას ბრალს დებდა უმოქმედებაში. მკვლელების მფარველობაში. პროკურორსა და გამომძიებელს ესმოდათ მისი მძიმე მდგომარეობა, ამიტომ ყურადღებას არ აქცევდნენ უსამართლო ბრალდებას, უყვავებდნენ და პირდებოდნენ საქმის მალე დამთავრებას.
და აი დადგა დრო, როდესაც ორი გაუბედურებული ქალისათვის გამოძიების მასალები გაეცნოთ. მინდელის თხოვნით ანზორის დედა და ტყეშელაიძის ქვრივი ხომერიკმა მიიღო, გამომძიებელი ფრთხილად შეუდგა მათ შემზადებას სიკვდილზე უარესი უბედურების შესატყობინებლად.
ქალებზე საქმის გაცნობამ სხვადასხვანაირად იმოქმედა: ტყეშელაიძის ქვრივი თითქოს დამუნჯდა, ხოლო ჩიკვაიძემ დიდხანს ვერ გაიგო რას ამბობდა გამომძიებელი. შემდეგ როდესაც საქმის არსმა მის შემცნებამდე მიაღწია, საზარელი ხმით იკივლა „შვილოო!„ და გულწასული სკამიდან გულწასული გადავარდა. მინდელი აფორიაქებული გავიდა კაბინეტიდან და ნერვებმოშლილმა იმ დღეს მუგშაობაც ვერ მოახერხა.
დილით ხომერიკსა და ბალანჩივაძეს ეთათბირა. მას მოსვენებას არ აძლევდა პატიმარ გიორგაძის წერილი და თვითონაც არ იცოდა რატომ, ეჭვი ეპარებოდა კიტოვანის ჩვენების სინამდვილეში – წერილის შორეულ ჩრთილოეთიდან უცნობი პატიმრის მიერ ჩამოტანაში.ხომერიკი ჯერ წინააღმდეგი იყო ამ საკითხის გასარკვევად გამოძიების გაგრძელებისა და თავის მოსაზრებას კოლონიიდან, სადაც გიორგაძე სასჯელს იხდიდა, უკვე მიღებული პასუხით ასაბუთებდა,ბოლოს ისიც დათანხმდა გამოძიების გაგრძელებაზე და გახარებულმა მინდელმა სასწრაფოდ აფრინა დაშიფრული დეპეშა.
სამიდღის შემდეგ შორეულ ჩრთილოეთიდან ყოვლად მოულოდნელი პასუხი მოვიდა. მინდელი გაკვირვებით დასცქეროდა გაშიფრულ დეპეშას და თვალს არ უჯერებდა. ხომერიკი და ბალანჩივაძე დუმდნენ.
ცნობა, რომელსაც ასე მოუთმენლად მოელოდა მინდელი, სულ ოციოდე სტრიქონს შეიცავდა. მაგრამ რაც ამ სტრიქონში ეწერა თავდაყირა აყენებდა მთელ საქმეს. მინდელს არაფრით არ სურდა დაეჯერებია ცნობის სინამდვილე, ეჭვი შეეპარა პასუხის სწორად გაშიფვრაში და ამით განაწყენებულ კაპიტან დარსაძეს მეორედ მოუხდა დეპეშის დამუშავება. პასუხი იგივე იყო. მაგადანის ოლქის კოლონიების სამმართველო იტყობინებოდა, რომ ქურდრეციდივისტების წრეში „საშკა ჩერქეზად„ წოდებული პატიმარი კოლონიიდან გაქცევის ცდის დროს ტაიგაში დაღუპულიყო.
მინდელი უხერხულად ატრიალებდა ხელში ფარატინა ქაღალდს და ისე ჩაციებით ჩასცქეროდა, თითქოს იქ შეიძლებოდა ეპოვა თავისი ვერსიის ასეთი მოულოდნელი დასასრულის მიზეზი.
დუმილი ხომერიკმა დაარღვია და მინდელს თხოვა ხმამაღლა წაეკითხა მაგადანიდან მიღებული ცნობა. გამომძიებელმა უხალისოდ ჩაიკითხა:
„თქვენი ა/წ №18/3 მომართვაზე გაცნობებთ:
მათე ივანეს ძე ჩარგიევი მაგადანის ოლქის შრომა–გასწორებითი კოლონიაში არ ყოფილა მოთავსებული, რაც შეეხება „საშკა ჩერქეზს„ ასეთ პატიმარს გვარათ ვაზგენ მიხაილის ძე მარკაროვს–ესტონეთის სსრ უმაღლეს სასამართლოს 195… წლის 18–26 მარტის განაჩენით მისჯილი ჰქონდა 25 წლით პატიმრობა და სასჯელს იხდიდა № შრომაგასწორებითი კოლონიაში. 195.. წლის 10 მაისს მარკაროვმა შესძლო კოლონიიდან გაქცევა და გაუპრკვეველი მიმართულებით მიიმალა. გაქცეულის ძებნა უშედეგოდ დამთავრდა. იმავე წლის 9 აგვისტოს, კოლონიიდან 47–ე კილომეირში, გაუვალ ტაიგაში, მონადირეები წააწყდნენ მგლებისგან დაგლეჯილ ადამიანის ჩონჩხის ნარჩენებს. კოლონიის ადმინისტრაციის მიერ მივლინებულმა სპეციალურმა კომისიამ დაადგინა, რომ იგი ეკუთვნოდა კოლონიიდან გაქცეულ პატიმარ მარკაროვს, იგივე „საშკა ჩერქეზს„. სათანადო კვლევის ჩატარებისა და ვინაობის დადგენის შემდეგ ძვლების ნარჩენები და თავის ქალა დამარხულ იქნა ტაიგაში, მისი აღმოჩენის ადგილზე. მაგადანის ოლქის კოლონიათა სამმართველოს უფროსი. ზლოტოვი„
მინდელმა კითხვა დაამთავრა, ქაღალდი საწერ მაგიდაზე დააგდო და ნერვიულად მოქაჩა პაპიროსი.
– ცნობის სისწორეში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, – ყველას აზრი გამოთქვა პოლკოვნიკმა.
ხომერიკმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, შემდეგ თავდახრილი მინდელს მიუბრუნდა და რბილად შეეკითხა:
– რას იტყვით, ლევან იქნებ შეცდით, იქნებ სწორად ვერ გაიგეთ?
მინდელმა თავი ასწია ერთბაშად აუწითლდა სახე.
– არა, გიორგი ასლანიჩ, არ შევმცდარვარ, დამიჯერეთ ნამდვილად არ შევმცდარვარ.
– კი მაგრამ ეს ცნობა… – დაიწყო ისევ ხომერიკმა.
– ცნობა არის და ამის უარყოფა მე არ შემიძლია, მაგრამ ჩარგიევიც რომ „საშკა ჩერქეზია„ ესეც არ მიმაჩნია სადავოდ, შეიძლება ეს სხვა „საშკა ჩერქეზია„ მაგრამ…
– არა, – გააწყვეტინა პოლკოვნიკმა, – ქურდ–რეციდეივისტებში ასეთი რამ არ ხდება თითოეულ მათგანს თავისი სახელი აქვს და სხვის სახელს არ დაირქმევს. ან ან ჩარგიეი მართლა „საშკა ჩერქეზია„ ან კიდევ… – პოლკოვნიკმა მინდელს გადახედა და სათქმელი არ დაამთავრა.
– ან კიდევ ბალავაძემ მე თვითონ გამაბა ჩემს მიერვე დაგებულ მახეში და მკვდარი „ჩერქეზის„ შემოჩეჩებით ცრუ კვალზე გამიყვანა? – წარმოთქვა მინდელმა ცხარედ.
– ნუ ცხარობ, ლევან, ასეთი რამ სრულიადაც არ არის გამორიცხული, – შენიშნა ხომერიკმა წყნარად.
– და არც სათაკილოა, – დაუმატა პოლკოვნიკმა.
– მე არ გედავებით, რომ შესაძლოა მოხდეს ის რასაც თქვენ ფიქრობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი მახეში გაბმა გამორიცხულად მიმაჩნია. თქვენ რომ დასწრებოდით ბალავაძისა დაივანისელის დაპირისპირებას და გენახათ თუ რა რეაქცია მოახდინა „საშკა ჩერქეზის„ ვითომდა ბალავაძის მიერ ხსენებამ, დარწმუნებული ვარ არ დაუშვებდით ამ ვერსიას.
– მაშ თქვენ ფიქრობთ „საშკა ჩერქეზმა„ გამოქცევა შესძლო და ახლა ჩარგიევის გვარით ჩავარდა? – იკითხა ხომერიკმა.
– ყოველ შემთხვევაში ამ ვერსიის გამორიცხვა ნაადრევია, მით უმეტეს, შესაძლებლობა გვაქვს 10–15 დღეში შემოწზმდეს ერთი და იგივეა თუ არა ჩარგიევისა და მარკაროვის პირროვნება, – წარმოთქვა მინდელმა ცხარედ.
– კეთილი, დაუშვათ ჩარგიევმა შესძლო შეუძლებელი და კოლონიიდან გაიქცა, როგორ მოხდა, რომ მგლებისაგან დაფლეთილი ადამიანში მაკაროვი ამოიცნეს ან საიდან გაჩნდა ტაიგაში კოლონიიდან არც ისე შორს, ვიღაცას ასე საჭირო გვამი? – დასვა კითხვა პოლკოვნიკმა.
– გარდა ამისა, „ჩვენს ჩერქეზს„ ხომ მეორე გვარიც აქვს–კოკოევი. მაგადანიდან მოსულ ცნობაში კი მხოლოდ ერთი გვარია აღნიშნული.
– გვარი… შეიძლებაგამომძიებლის დაუდევრობით შეუმოწმებელი დარჩა მარკაროვის წარსული. ეს სამწუხაროდ, ბევრს ემართება, ხოლო თავის ქალათი და ორიოდე ძვლით, ასევე ტანსაცმლების ნაფლეთებით ადამიანის სრულყოფილად ამოცნობა ძალზე ძნელია. ყოველ შემთხვევაში შეცდომა გამორიცხული არ არის.
– გვამი? ვისია გვამი? – კვლავ გაიმეორა ხომერიკმა.
– ეს სერიოზული კითხვაა, სწორედ ამიტომ საჭიროდმიმაჩნია ამ საკითხის დეტალურად შემოწმება.
– მიმოწერით?
– შეიძლება მიმოწერითაც, მაგრამ ეს დიდ დროს წაგვართმევს და იქნებ სასურველი შედეგიც არ მოგვცეს, რადგან გვამის ვინაობას მაგადანელი ამხანაგები დადგენილად თვლიან. გარდა ამისა, თუ ჩარგიევი და ტაიგაში დამარხული „საშკა ჩერქეზი„ ერთი და იგივე პიროვნებაა, უნდა აღიაროთ, რომ იგი გაცილებით საშიში რეციდივისტია, ვიდრე ჩვენ მიგვაჩნია. სხვას რომ თავი დავანებოთ „ჩერქეზად„ მიჩნეული გვამი სხვა არაფერია თუ არა მისივე მსხვერპლი. მაშასადამე, ჩარგიევი არა მარტო ქურდია, მკვლელიცაა და რაც მთავარია, კოლონიიდან გაქცეული პატიმარია. ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს. ამისათვის აუცილებლად მიმაჩნია, პირველ რიგში, თვით ჩარგიევის დაკითხვა, რაც დღესვე უნდა მოვახდინოთ, მაგრამ თუ ჩარგიევი არ გატყდა და არ აღიარა, მაშინ…
– მაშინ რა?
– მაშინ უნდა მიმვლინოთ მაგადანში! – წარმოთქვა მინდელმა მტკიცედ.
– მაგადანში?! – განცვიფრდა ხომერიკი.
– დიახ, მაგადანში! მისმენთ, გიორგი ასლანიჩ, ხოტოველმა არ აღიარა სად წაიღო ობილიგაციები, ჩვენ მაინც გვჭირდება თქვენი გეგემის სისრულეში მოყვანისათვის მოსკოვში გამგზავრება და გენერალური პროკურორისათვის საქმის მოხსენება. მე მგონი, როდესაც ჩვენს მოსაზრებას მოისმენენ, ნებას დამრთავენ მაგადანში გამგზავრებაზე, იქ კი ორი დღე სავსებით მეყოფა.
ხომერიკი ცოტა ხანს დუმდა.
– თანახმა ვარ, – წარმოთქვა მან ბოლოს და სავარძლიდან წამოდგა, – მხოლოდ ჯერ ჩარგიევი დავკითხოთ და თუ მან არაფერი აღიარა, დღესვე მიგავლენთ მოსკოვში.
…დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ხომერიკი, ბალანჩივაძე და მინდელი ციხის უფროსის სამუშაო ოთახში ისხდნენ და პატიმრის კამერიდან ამოყვანას უცდიდნენ.
ჩარგიევი ამოიყვანეს. პატიმარმა მანძილი კაბინეტის კარებიდან საწერ მაგიდამდე მტკიცე ნაბიჯით გაიარა. მისი გარეგნობა არც შიშს გამოხატავდა, არც ზვიადობას. ხომერიკი კი წინ დინჯად შეჩერდა, გულგრილად მოათვალიერა ოთახში მყოფნი და გულხელდაკრეფილი მდუმარედ დაელოდა კითხვებს.
– ჩარგიევ, – დაიწყო პროკურორმა, – ჩვენ ამოგიყვანეთ იმსთვის, რომ დამატებით დავაზუსტოთ ზოგიერთი საკითხი და გამოძიებაც დავამთავროთ.
ჩარგიევმა უსიტყვოდ დაუკრა თავი, მაგრამ დუმილი არ დაურღვევია.
– პირველ რიგში გვაინტერესებს გვითხრათ, რამდენ გვარს ატარებთ და რომელია აქედან თქვენი ნამდვილი გვარი? – განაგრძო ხომერიკმა.
– მე უკვე ვუპასუხე ამ კითხვაზე გამომძიებელს. მგრამ თუ თქვენ გსურთ, შემიძლია გავიმეორო: ჩემი ნამდვილი გვარი კოკევია, ამჯერად კი ჩარგიევის გვარ ვატარებ.
– და თქვენ სხვა გვარი არასოდეს გიტარებიათ? – კვლავ შეეკითხა პროკურორი.
– არა, ამის დამალვას ახლა აზრი აღარა აქვს, მე მგონი სულ ერთია, ქურდი ორ გვარს ატარებს თუ ოთხს, – მიუგო გესლიანი ღიმილით ჩარგიევმა.
– ამაოდ ცრუობთ ჩარგიევ! – ჩაერია ბალანჩივაძე.
– მე მართალს მოგახსენებ, ბატონო პოლკოვნიკო!
– არა, სტყუით! თქვენ მესამე გვარიც გაქვთ, რომლის აღნიშვნაც „გულწრფელი აღიარებისას „ გამოგრჩათ, – შენიშნა მინდელმა დაცინვით.
ჩარგიევი მოიღუშა.
– იცით რას გეტყვით, – დაიწყო მან ცივად, – მე არაფერი გამომრჩენია, არც არფერი დამიმალავს, მაგრამ თუ ჩემი აღიარებით კმაყოფილი არა ხართ, რაშიაც თქვენი ტონი მარწმუნებს, ეძიეთ და იპოვით. მე მგონი ამისთვის გიხდიან ხელფასს, – ღვარძლიანად მიუგო მინდელს.
– ჩვენ უკვე ვიპოვეთ ჩარგიევ!
– მართლა? – გაიღიმა ჩარგიევმა, – მაშინ იმედი მაქვს გამაცნობთ თქვენს ახალ აღმოჩენას.
– ინებეთ, თქვენი მესმე გვარი მარკაროვია, ამ გვარით იჯექით შორეულ კოლონიაში, საიდანაც სამწუაროდ, მოთხერხეთ გაქცევა.
ჩარგიევის სახეს არავითარი ცვლილება არ დასტყობია, მხოლოდ დამცინავად გადახედა მინდელს და შემდეგ ბალანჩივაძეზე გადაიტანა მზერა.
– აღიარებთ? – შეეკითხა ხომერიკი.
პატიმარი ერთხთნს დუმდა, შემდეგ პაპიროსი ამოიღო მშვიდად მოსრისა ორი თითით და აუჩქარებლად მოუკიდა.
– აღიარებ თუ არა? – გაუმეორა ხომერიკმა.
– სისულელეს არასოდეს ვაღიარებ. სჩანს თქვენ წზარმოდგენა არა გაქვთ შორეულ ჩრდილოეთზე, თორემ გეცოდინებოდათ, რომ იქიდან პატიმრის გაქცევა შეუძლებელია, – დინჯად უპასუხა განმეორებით დასმულ კითხვას ჩარგიევმა.
– შეუძლებელი რომ იყოს თქვენც ვერ გაიქცეოდით, მაგრამ ახლა ამაზე საკამათოდ როდი ამოგიყვანეთსაკანიდან, გეუბნებით, ეს ფაქტი უკვე გამორკვეულია და კოლონიიდანაც ოფიციალური ცნობა გვაქვს მიღებული.
– მე კი გეუბნებით, რომ სისულელეა! თქვენს მიერ დასახელებული გვარი არასოდეს მიტარებია.
– ამის უარყოფას აზრი აღარა აქვს, ჩარგიევ! თქვენ არა მარტო საპატიმროდან გაქცეული მარკაროვი ხართ მეტსახელად „საშკა ჩერქეზი„, არმედ მკვლელიც!
– მკვლელი? მერე და ვინ მოვკალი ან რატომ უნდა მომეკლა? – განცვიფრდა ჩარგიევი.
– კარგად იცით ვინც მოჰკალით, ხოლო მოჰკალით იმიტომ, რომ თქვენი ტაიგაში დაღუპვის ილუზია შეგექმნათ და გაქცეულ „საშკა ჩერქეზის„ ძებნა აღარ მომხდარიყო.
– ზღაპარია, ბატონო პროკურორო.
– თქვენ ტყეშელაიძის გაძარცვა–მკვლელობასაც ზღაპრად თვლიდით, მაგრამ დიდი ხანი არარის რაც ეს ზღაპარი სინამდვილედ მიიღეთ და დანაშაულიც აღიარეთ, – კვლავ ჩაერია მინდელი.
ჩარგიევსბრაზი მოერია.
– ვაღიარე ის, რაც გავაკეთე, მაგრამ ეს იმას რდი ნიშნავს, რომთქვენს ყოველგვარ ზღაპარს დავეთანხმები. გაიგეთ რომ მე ქურდი ვარ და არა მკვლელი.
– ამაყობთ კიდეც თქვენი პროფესიით? – აღშფოთდა ბალანჩივაძე.
– მერე და რით არის სათაკილო? თქვენ ყველანი უარესები ხართ, ყველა ქურდი თქვენთან შედარებით უცოდველი კრავია, წმინდანია. ჩვენ, ქურდები არც ვმალავთ ჩვენს პროფესიას, თქვენ კი თავი პატიოსნ ადამიანებად მოგაქვთ, ათას სხვა პროფესიას ეფარებით, რომ უფრო იოლად შესძლოთ სხვისი გაქურდვა, მოკვლა, გზიდან ჩამოშორება! – ჩარგიევის თვალებში ცეცხლი აგაიზგიზდა, – მე რომ შემეძლოს, – განაგრძო მან რაღაც არაადამიანური ხმით – ადამიანებს ორ ჯგუფად გავყოფდი, ორივე ჯგუფს სასტიკად ვაშიმშილებდი, შემდეგ ერთმანეთს დაუსევდი და სიამოვნებით ვუყურებდი როგორ დასჭამდით ერთმანეთს.
მინდელი შეჰზარა პატიმრის საშინელმა გულახდილობამ.
– თქვენ ადამიანის სახე დაგიკაგავთ, ჩარგიევ…
– დამიკარგავს… ძაღლივით დაიღრინა პატიმარმა, – კი არ დამიკარგავს, დამიკარგეთ, თქვენ დამიკარგეთ და ეხლა გყოფნით გამბედაობა ადამიანის სახის დაკარგვა მევე დამაბრალოთ.
ჩარგიევი უეცრად შეიცვალა, სადღაც გაქრა მისი ნატიფი ქცევა და ნაძალადევი თავდაჭერა. სახის ნაკვთები საშინლად მოექცა, ერთბაშად გამშრალი ტუჩები გაილოკა და ამღვრეული თვალებით სისხლმოწყურებული ნადირივით მიაჩერდა გამომძიებელს. შემდეგ ნელ–ნელა დაცხრა, პაპიროსას მოუკიდა და თავი ჩაქინდრა.
– მაშ არ გსურთ აღიაროთ? – დაარღვია დუმილი ხომერიკმა.
ჩარგიევმა თავი ასწია.
– მე უკვე გითხარით ჩემი სათქმელი.
– კეთილი, ჩარგიევ, რამოდენიმე დღეში თქვენი პირადი საქმე მოგვივა, მაშინ რაღას იტყვით?
– მაშინ გაიგებთ, – ჩაიცინა პატიმარმა.
– ასე იყოს!
ხომერიკი სავარძლიდან წამოდგა. ბადრაგს პატიმრის გაყვანა უბრძანა.
ჩარგიევი აუჩქარებლად წამოდგა, შეჩვეული მოქმედებით დინჯად დაიწყო ხელები ზურგზე და ნელი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან.
ხომერიკმა რამდენეჯერმე გაიარ–გამოიარა, შემდეგ წამომდგარ მინდელთან მივიდა, წყნარად დაადო მხარზე ხელი.
– შენიშენიშვნა უადგილო იყო, ლევან, პატიმარს არასოდეს არ უნდა მისცე საბაბი შეურაცხოფისათვის.
მინდელი შეიშმუშნა.
– საყვედურს არ გეუბნები, – გაიღიმა ხომერიკმა, – დარიგება კი არ გაწყენს.
– მესმის, გიორგი ასლანიჩ, მაგრამ მე არ ველოდი თუ ჩარგიევი ასეთ პასუხს მომცემდა. დაკითხვებზე მისმა ქცევამ სულ სხვა აზრი შემიქმნა. გამოტეხილად რომ გითხრათ, რაღაც სიმპათიაც კი დაბადა ჩემში.
– …სიმპათია… ანტიპატია… ეს სუბიექტური განცდებია. ძნელად სანდობი, – მიუგო ხომერიკმა და შემდეგ დაფიქრებულმა დაუმატა: – ვინ იცის, რა ვითარებამ განაპირობა მოლიპულ გზაზე ჩარგიევის შედგომა. მე მახსოვს ერთი ქურდი, რომელიც მართმსაჯულობის უხეირო მუშაკთა შნცდომამ აქცია ბოროტმოქმედად. თქვენთვისაც კი მიამბნია ამის შესახებ, დავით…
– ვიცი, მახსოვს, – დაუდასტურა ბალანჩივაძემ, – მაგრამ ჩარგიევის ასეთი კაცთმოძულეობა მე მგონია, იმით უნდა აიხსნას, რომ ის როგორც ძველი ქურდ–რეციდივისტი, თვითონვე გაურბოდა ადამიანებს. მისი ბიოგრაფიაც ადასტურებს ამ მოსაზრებას. ჩარგიევი სულ 37 წლისაა, ქურდობას კი უკვე ოცი წელია ეწევა. ორი ათეული წელი სავსებით საკმარისია, რათა მტკიცედ შეეძულებინა ადამიანები, ანუ ისინი, ვინც ხელს უშლიდნენ არჩეულ საქმიანობაში.
პოლკოვნიკს არ შეპასუხებიან.
მინდელი წყნარად იჯდა ტახტზე და პაპიროსს აბოლებდა. ხომერიკი ბოლთას სცემდა ოთახში. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩარგიევის საშინელმა პასუხმა.
„სიამოვნებით ვუყურებდი როგორ დასჭამდით ერთმანეთს!„ – გაახსენდა პატიმარის ნათქვამი და მისი სისხლმოწყურებული სახეც თვალწინ დაუდგა. ჩარგიევის ქცევა არ ჰგავდა ათასი სხვა ქურდის თუ მკვლელის ქცევას, ის რაღაც განსაკუთრებულ წრეგადასულ მძულვარებას შეეპყრო ყველა ადამიანის მიმართ. და სწორედ ეს ვერ აეხსნა პროკურორს.
„ბოროტმოქმედს სძულს საგამომძიებლო დარგის ყველა მუშაკი, ამაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ ადამიანთა მთელი მოდგმისადმი ასეთი მძულვარების მიზეზი უფრო ღრმა უნდა იყოს„, – დაასკვნა პროკურორმა და ჩამქრალი პაპიროსი საფერფლეზე დააგდო, საკიდარიდან პალტო ჩამოიღო, ჩაიცვა.
– წილი ნაყარია, – წარმოთქვა წყნარად, – შენი დაყოვნება აღარ შეიძლება, ლევან, დღესვე უნდა წახვიდე, – საათს დახედა, – ახლა 5 სრულდება, 11 საათზე ჩემთან იყავით კაბინეტში, ზოგიერთ საკითხზე კიდევ უნდა მოვილაპარაკოთ. წინასწარ დირექტივებს არ გაძლევ, შენ თვითონ ადგილზე გაერკვევი, როგორც უნდა იმოქმედო. ეცადე არაფერი, სულ მცირე დეტალიც კი არ დაგრჩეს შეუსწავლელი გაქცეული „საშკა ჩერქეზისა„, თუ ჩარგიევი და მარკაროვი ერთი და იგივე პიროვნებაა, მის წარსულში არის რაღაც ისეთი, რამაც ის მხეცად აქცია, გაანადირა, იმის დადგენა თუ რა დანაშაული ჩაიდინა მან, ყველაფერი როდია, საქმის ერთი მხარეა მხოლოდ ვინ არის იგი? სადაურია? სად და როგორ გაატარა ბავშვობა და სიჭაბუკე? რომელია მისი ნამდვილი გვარი? რა ეროვნებას ეკუთვნის? ყავს ცოლ–შვილი, ნათესავები, ახლობლები? – აი საკითხები, რომლებსაც ჯერჯერობით გადაჭრით ვერ ვუპასუხებთ. – ხომერიკი ცოტა ხნით შეჩერდა და შემდეგ მძიმედ დაუმატა: – დამნაშავის დასჯა ადვილია, არც დანაშაულის გახსნაა მაინცა და მაინც ძნელი, მაგრამ მიზეზი – რატომ გახდა ადამიანი ბოროტმოქმედი, ყოველთვის როდია იოლი დასადგენი. ამას კი დიდი, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. გამიგე, ლევან?
– გაგიგეთ, გიორგი ასლანიჩ!
– კეთილი, ამაღამ თბილისში წახვალთ, დილით რესპუბლიკის პროკურორს მოახსენებ საქმის ვითარებას, ხვალ კი თვითმფრინავით გაფრინდები მოსკოვს. ახლა კი წავიდეთ, დრო ცოტაღა დაგვრჩა, – დაამთავრა ხომერიკმა დაპირველი დაიძრა კარებისაკენ.

§ § §

თებერვლის მეორე ნახევარში ერთბაშად გატყდა ზამთრის სუსხი. თბილმა მზიანმა ამინდებმა სწრაფად აღგავა თოვლი, ხეებს კვირტები დაებერათ, და მარტი ამაყად შემოუძღვა ქუთაისში ნაადრევ გაზაფხულს. თბილად ჩაცმული მინდელი მანქანიდან ათვალიერებდა ნაცნობ ბებერ მუხებს და სიამოვნებით სუნთქავდა კარზე მომდგარ გაზაფხულის სურნელებას. მანქანა სწრაფად მიქროდა უძველეს მუხნარში გაჭრილ ლარივით სწორ გზატკეცილზე. უკვე გამოჩნდა ქალაქი, უკან დარჩა გარეუბანში ჩამწკრივებული კორპუსები. მანქანამ სვლას უკლო, რკინიგზის ხაზი გადაჭრა და ქალაქში შევიდა. მძღოლმა ღიღინი შესწყვიტა და მზერა გამომძიებელს მიაპყრო.
მინდელი მიუხვდა უტყვ კითხვას.
– პროკურატურაში, სოლომონ მძღოლო, პროკურატურაში! სახლში მისვლას შემდეგ მოვასწრებ.
სოლომონმა გაიცინა, საჭესთან შესწორდა და ფეხი აქსელატორს დააჭირა…
მანქანა სამ სართულიან, თეთრად გაფეთქილ, შენობასთან შეჩერდა.
მინდელი სწრაფად გადმოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით აჰყვა კიბეს…
– ლევანს გაუმარჯოს! – სიხარულით შეეგება ხომერიკი გამომძიებელს და ხელი გაუწოდა, – როგორ ხარ, პორალერო, ხომ კარგად იმგზავრე? – დაუმატა და ღიმილით შეათვალიერა გამომძიებელი.
– კარგად ვარ, გიორგი ასლანიჩ. მგზავრობაც ჩინებული გამოვიდა, – მიუგო მინდელმა და მარჯვენას მარჯვენა შეაგება.
ხომერიკმა ხელი მოჰხვია, ფანჯარასთან მდგარ ტახტთან მიიყვანა, დასვა, შემდეგ თვითონაც გვერდით მიუჯდა.
– მაშ კარგად იმგზავრეთ? – შეეკითხა ისევ.
– კარგად, შედეგით მგონი კმაყოფილი დავრჩებით, – მიუგო მინდელმა. შემდეგ სავარძლიდან წამოდგა, მოკლე ქურქი გაიხადა.
– დამახრჩო ამ ოხერმა, – ჩაილაპარაკა მან და საკიდარზე მიაკიდა.
ხომერიკს გაეცინა.
– აბა რა გეგონა, აქ ჩრდილოეთი როდია!
– ვხედავ, გიორგი ასლანიჩ, გაზაფხულია! – მხიარულად უპასუხა მინდელმა, შემდეგ ტანსაცმელი შეისწორა, პაპიროსს მოუკიდა.
– როგორ არის ჩემი ჭაღარა? – იკითხა ღიმილით.
– მოგენატრა? – კვლავ გაეცინა პროკურორს, – კარგად არის, მაგრამ არა მგონია, სიხარულით მოელოდეს შენს ჩამოსვლას.
– ამაში დარწმუნებული ვარ, სამაგიეროდ მე ველი მოუთმენლად მასთან შეხვედრას.
– შენი მოუთმენლობა გასაგებია, ლევან ჩემო, და იმჟამადც მისატევებელიც, – გაიღიმა ხომერიკმა, შემდეგ საწერ მაგიდასთან მივიდა, ყურმილი აიღო და ბალანჩივაძეს დაელაპარაკა…
რამდენიმე წუთის შემდეგ მინდელი ჩვეული დინჯი ტონით აცნობდა პროკურორსა და მილიციის უფროსს შორეულ ჩრდილოეთში შეკრებილ მასალებს.
– ადგილობრივი ამხანაგები ძლიერ გააკვირვა ჩემი ჩასვლის მიზანმა, – უამბობდა მინდელი. – გაიგეს თუ არა, ჩვენ „საშკა ჩერქეზს„ ვეძებდით, მაშინვე მტკიცედ მიპასუხეს: „ჩერქეზი დიდი ხანია მიწაში წევსო„. უხალისოდ მომცეს პირადი საქმე. ფოტო არც კი დამითვალიერებია, პირდაპირ დაქტილო ბარათს ვეცი. ფორუმულები ზუსტად დაემთხვა, მხოლოდ ამის შემდეგ დავაკვირდი პროფილსა და ანფასში გადაღებულ მარკაროვის სურათებს. ფოტოდან ოდნავ შეცვლილი ჩარგიევის სახე შემომცქეროდა, თუმცა არა ისეთი ელეგანტური, როგორც ჩვენი „ჭაღარა„, მაგრამ მაინც ჩარგიევი. ამის შემდეგ კოლონიის ხელმძღვანელობას ვაჩვენე ჩვენს მიერ შედგენილი დაქტილო ბარათი და ჩარგიევის ფოტოსურათები, პირველად დაჯერებაც არ უნდოდათ, მაგრამ დაქტილო ბარათი დაქტილო ბარათია!
გავეცანი ტაიგაში ნაპოვნი გვამის ამოცნობის აქტს და მონაკვლევ მასალებს. უნდა გითხრათ ამ დოკუმენტების გაცნობის შემდეგ არ გამკვირვებია ადგილობრივი ამხანაგების დასკვნა მარკაროვ–ჩერქეზის ტაიგაში დაღუპვის შესახებ. ტანსაცმლის ნაფლეთებში კომისიას პატიმრის პირადობის დამადასტურებელი საბუთიც ეპოვნა. უფრო სწორედ საბუთი კი არა რაღაც ნაკუწები. დიდი შრომა გაეწიათ ამ საბუთების აღსადგენად და მხოლოდ ამის შემდეგ რაც ექსპერტებმა ცალ–ცალკე და ერთად დაასკვნეს, რომ საბუთი მარკაროვის გვარზე იყო შედგენილი, ჩაეთვალათ, რომ, გვამი, უფრო სწორად გვამის ნარჩენები, კოლონიიდან გაქცეულ „ჩერქეზს„ ეკუთვნოდა.
– კი მაგრამ ნუთუ არავინ აღმოჩნდა უგზო–უკვლოდ დაკარგული ადამიანის მაძებარი? – იკითხა ბალანჩივაძემ.
– აი საქმეც ეგ არის, დავით ილიჩ, რომ არავინ! – მიუგო მინდელმა და განაგრძო: – არავითარი ცნობა ვინმე პატიმრის გაქცევის ან ვისიმე უგზო–უკვლოდ დაკარგვის შესახებ, არც მაშინ, არც შემდეგ, მაგადანის ოლქში არ შემოსულა. ჩემს იქ ყოფნაში კიდევ ერთხელ შევამოწმეთ ეს საკითხი. ასე რომ, ახლაც არ ვიცით ვისია ტაიგაში აღმოჩენილი ცხედარი ან საიდან გაჩნდა იქ.
– ეგ რაღაც წარმოუდგენელია, ადამიანი ჩიტი როდია, რომ მისი დაკარგვა შეუმჩნეველი დარჩეს, – წარმოთქვა ხომერიკმა.
–სავსებით გეთანხმებით, პატივცემულო გიორგი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – მგლების მიერ დაგლეჯილი ადამიანი ჩარგიევი, ანუ მარკაროვი არ არის, ხოლო მკვდრის ვინაობა დღემდე დაუდგენელია. ამ გარემოებამ ძალზე შეგვაშფოთა. ყველანი შევთანხმდით, რომ ნაპოვნი საბუთი ტანსაცმელში შემთხვევით არ მოხვედრილა. ის ცხედარს სწორედ მარკაროვმა ჩაუდო ჯიბეში, ან ცოცხალსვე მისცა, მაგრამ ვინ იყო მკვდარი?
ადგილზე არსებული საბუთების შესწავლით გამოირკვა, რომ კოლონიიდან გაქცევა მარკაროვს და ვიღაც მარტინოვს – ძველ ქურდ–რეციდივისტს მოეწყოთ. მარტინოვი პატრულს გადაჰყრია, უსვრიათ, მძიმედ დაჭრილი მიუყვანიათ უკანვე. მისი კოლონიაში მიყვანიდან 6 საათის შემდეგ ცნობილი გახდა მარკაროვის გაქცევაც. მაშინვე დაუწყიათ ძებნა, მაგრამ ვერავითარი კვალი ვერ უპოვიათ. მარტინოვის დაკითხვა მხოლოდ მესამე დღეს მრხერხდა, მაგრამ მან უარი განაცხადა მარკაროვთან ნაცნობობაზე და გაქცევის ცდაც უარყო. შემთხვევით კოლონას ჩამოვრჩი და გზა ამებნა, უმიზეზოთ მესროლესო, – იმეორებდა ყოველ დაკითხვისას.
– ახლა თუ დაკითხეთ? – შეაწყვეტინა ბალანჩივაძემ.
– ვერა, ვერ დავკითხეთ მარტინოვი უკვე მომკვდარა, – მიუგო მინდელმა და განაგრძო: – უნდა გულახდილად გითხრათ, გავეცანი ამ მდგომარეობას, თითქმის შეუძლებლად ჩავთვალე კოლონიიდან იმ პირობებში გაქცევა. მარტინოვისათვის არ აღმოუჩენიათ არათუ რაიმე იარაღი, პურის ნაჭერიც კი, ხოლო უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე 150 კილომეტრია გასავლელი. როგორ შეეძლო გაეღწია მარტინოვს ან როგორ მოახერხა ეს მარკაროვმა? – აი კითხვები, რომლებიც წამოიჭრა ჩვენს წინაშე. როგორც კი ადგილობრივი ამხანაგები დარწმუნდნენ მარკაროვის ცრუ სიკვდილში, ბუნებრივია ვიფიქრეთ, რომ მარკაროვს ვიღაც დაეხმარა და შეიძლება შემდეგ თვითონ გახდა მისი მსხვერპლი, მაგრამ ვინ დაეხმარა? – აი, ამ კითხვას კი ვერ ვუპასუხეთ. რადგან თუ ის პატიმარი, ან უარეს შემთხვევაში კოლონიის თანამშრომელი იყო, სახვა არა იყოს რა, მისი უკვალოდ გაქრობა არ დარჩებოდა შეუმჩნეველი. ხოლო თუ დასახლებული პუნქტიდან მოვიდა ვინმე. შეუძლებელია ისე გაევლო ესოდენ დიდი მანძილი, ვერავის შეემჩნია. ერთი სიტყვით, იმდენად წარმოუდგენლად მეჩვენა კოლონიიდან გაქცევა, რომ ის ჩარგიევი არ იყოს აუცილებლად ეჭვი შემეპარებოდა.
– რა სთქვა გიორგაძემ წერილის შესახებ? – შეეკითხა ხომერიკი.
– გიორგაძე ძველი ქურდ–რეციდივისტია. დამნაშავეთა წრეში „პაპაშას„ სახელით იცნობენ. მან კატეგორიულად უარყო მარკაროვის ნაცნობობა. განმარტა, რომ თუმცა გაუგონია „საშკა ჩერქეზის„ სახელი, მაგრამ პირადად არასოდეს უნახავს.„ ისე, როგორც სხვა პატიმრებმა, მეც გავიგე ჩერქეზის გაქცევა და ტაიგაში სიკვდილი. სხვა კი მის შესახებ არაფერი ვიციო„, აქვა. გამოირკვა, რომ ისინი თუმცა ერთ კოლონიაში, მაგრამ ერთმანეთისაგან შორს იმყოფებოდნენ, მართლაც არ ხვდებოდნენ ერთმანეთს. გიორგაძემ დაადასტურა მარტინოვთან ნაცნობობა, მაგრამ წნრილის გადაცემა უარყო.
– კი მაგრმ ვის მისცა წერილი გიორგაძემ?
– ეს კითხვა მეც მაინტერესებს, დავით ილიჩ, გიორგაძემ ვერ აღადგინა ვის მისცა წერილი. განმარტა: „შეიძლება ვინმე განთავისუფლებულ პატიმარს გავატანე, მაგრამ ვის – არ მახსოვსო„. ვაჩვენე წერილი, დაადასტურა, რომ მისი დაწერილია, მაგრამ მასში წერილის წამომღების გვარი ან სახელი არ არის მოხსენებული. ეს კი გიორგაძეს საშუალებას აძლევს „ვერ გაიხსენოს„ ვის გაატანა წერილი. ასე რომ, საკითხი კვლავ ბურუსით არის მოცული.
– რა გამოირკვა საბოლოოდ? – კვლავ შეაწყვეტინა ბალანჩივაძემ.
– გარდა იმისა, რომ გაქცეული მარკაროვი ჩარგიევია, თითქმის არაფერი, – მიუგო მინდელმა.
– ესე იგი?
– ჩვენ არ ვიცით ვისია ტაიგაში ნაპოვნი გვამი.ადგილობრივ ამხანაგებს სრული საფუძველი ჰქონდათ მკვდარი მარკაროვად ჩაეთვალათ, და თუ ჩვენი დეპეშა არა, ალბათ არავის შეეპარებოდა ეჭვი ამ ამბავში. ახლა კი საფუძვლიანი გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ვეჭვობ რაიმე დადგინდეს თუ თვით ჩარგიევმა არ აღიარა რა ვითარებაში მოახერხა გაქცევა და ვინ არის მოკლული.
– ასე, რომ ჩარგიევზე ვყოფილვართ დამოკიდებული? – თითქოს იხუმრა ბალანჩივაძემ.
– თითქმის! – მტკიცედ მიუგო მინდელმა. – შემთხვევიდან საკმაო დროა გასული, ხოლო ამ საქმის გახსნას ყველაზე მეტად ის ართულებს, რომ არავითარი განცხადება ვისიმე უგზო–უკვლოდ დაკარგვის შესახებ არ ყოფილა შემოსული ამ ხნის მანძილზე არავინ დაინტერესებულა უკვალოდ გამქრალი ადამიანის ძებნით, ბუნებრივია დავასკვნით: ამ ადამიანის მახლობლები არ არინ დაინტერესებული მისი მოძებნმთ და ამ საქმეში ხელისუფლების ჩარევით. ასე რომ, რადაც არ უნდა დაჯდეს ჩარგიევმა უნდა თქვას ვინ არის გამგზავრებული ამ ქვკყნიდან მისი სახელით და მის, ნაცვლად. – მინდელი ცოტა ხნით შეჩერდა და შემდეგ ფრთხილად დაუმატა: – არის კიდევ, თუმცა შედარებით სუსტი, მაგრამ მაინც, ერთგვარი გზა მკვდრის ვინაობის დასადგენად.
– სახელდობრ? – შეეკითხა ხომერიკი.
– როგორც დეპეშით გვაცნობებდნენ, თავის ქალა და ორიოდე ძვალი შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი, იქვე დაემარხათ. მე მოვათხრევინე და თან წამოვიღე.
– თან წამოიღეთ? – განცვიფრდა პოლკოვნიკი.
– დიახ, თან წამოვიღე, ჩავიტანე მოსკოვში და ვთხოვე გენერალურ პროკურორს ჩაერია ამ საქმეში ცნობილი კრანეოლოგი პროფესორი ეფრემოვი. პროფესორი სიამოვნებით დათანხმდა დახმარება გაეწია გამოძიებისათვის, ასე რომ, ახლა ჩრდილოეთში ადგილობრივი ამხანაგები ეწევიან ძიებას. პროფესორი ეფრემოვი უკვე მუშაობს თავის ქალაზე, მისი ნამდვილი სახის აღსადგენად, მე კი ჩარგიევის საშუალებით უნდა დავადგინო ვინ არის მოკლული, – დაამთავრა მინდელმა.
– ეგ სწორად მოგიფიქრებიათ, – გაიღიმა ხომერიკმა, – ხოლო ყველაფერი ის, რაც თქვენ გვიამბეთ ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ჩარგიევი თუ მარკაროვი გაცილებით უფრო საშიში პიროვნებაა, ვიდრე თავს გვაჩვენებს.
– ცხადია, – დაუდასტურა ბალანჩივაძემ, – სწორედ ამით აიხსნება თანამონაწილეთა მისადმი ასეთი შიში და მორჩილება, აგრეთვე შედარებით იოლად გამოტეხა ქუთაისში ჩადენილ დანაშაულში.
– სხვა რა მასალები შეკრიბეთ ჩარგიევზე? – დასვა კითხვა ხომერიკმა.
– მე თან წამოვიღე, უფრო სწორად ფოსტით გამოვაგზავნე, მისი პირადი საქმე კოლონიიდან. საკავშირო პროკურორის საშუალებით დავუკავშირდი ვილნიუსს და გამოვითხოვე სისხლის სამართლის საქმე, ის საქმე, რაზედაც ჩარგიევს 25 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი მარკაროვის გვარით, და რის დამალვასაც ცდილობდა აქ. საქმე ალბათ ამ დღეებში ჩამოვა.
– კეთილი. სხვა?
მინდელი გამომცდელად მიაჩერდა მომღიმარ ხომერიკს.
– გენერალურმა პროკურორმა, – დაიწყო მან ყოყმანით, – სავსებით მოიწონა ჩვენი გეგმა ობილიგაციების აღმოჩენის შესახებ. შეუთანხმა საკითხი სადაც საჭირო იყო და მისცა კიდეც ტყეშელაიძის ბინიდან მოპარული ორი ობილიგაციის ნომერი და სერია. ერთ მათგანს უნდა რგებოდა 2500, ხოლო მეორეს 1000 მანეთი მოგება. მაგადანში ყოფნისას შევამოწმე გაზეთი და ძლიერ განვცვიფრდი, რომ ჩვენთვის საჭირო ობილიგაციებს მოგება არ ხვდა.
– ძალიან გეწყინა? – გაეცინა ბალანჩივაძეს.
– ჩემი წყენა რა შუაშია, მაგადანიდან დაბრუნების შემდეგ პროკურატურაში თქვენი დეპეშა მაჩვენეს, რომლითაც ითხოვდით აღარ გაეტარებინათ რაიმე ღონისძიება. რა მოხდა?
– ობილიგაციები ვიპოვეთ, – უპასუხა ხომერიკმა.
– მართლა? – გაუხარდა მინდელს, – აღიარა ხოტოველმა?
– არა! – გაეღიმა ხომერიკს, – ხოტოველი ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი სიჯიუტისა, ობილიგაციები კი ვიპოვეთ იმ საშუალებით, რაც ჩვენი მუშაობის ძირითად საყრდენს წარმოადგენს.
– ვერ გავიგე, გიორგი ასლანიჩ.
– ახლავე აგიხსნი, – ხომერიკი სავარძლიდან წამოდგა, – შენი წასვლიდან მეათე დღეს, ძიძიგური ჩამოვიდა თბილისიდან, თან ერთი მეტად სიმპატიური მამაკაცი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი, აბრამ კრიხელი ჩამოჰყვა. აი სწორედ ამ კრიხელმა მოიტანა ობილიგაციები უკლებლივ, ლურჯი აბრეშუმის ზონარით შეკრული.
ხომერიკმა რკინმს სალარო გახსნა. მრგვალად დახვეული ობილიგაციები გამოიღო და მინდელის წინ მაგიდაზე დასდო.
– არაფერი მესმის! – აიჩეჩა მხრები მინდელმა და ობილიგაციებს ხელი შეავლო.
– ეს სულ მარტივი და ჩვეულებრივი ამბავია, – განაგრძო ხომერიკმა, – კრიხელი ხოტოველის დეიდაშვილია, საკმაოდ ცნობილი პიროვნება, რამდენიმე მეცნიერული შრომის ავტორი. იანვრის თვეში ქუთაისში მივლინებაში მყოფი ხოტოველს ეწვია, მან კი წასვლისას დეიდაშვილს ობლიგაციები გადასცა და სთხოვა შეენეახა. „არ მინდა ცოლ–შვილმა იცოდეს, დამიხარჯავენო„, – უთქვამს მისთვის. კრიხელს ცხადია, არაფერი არაჩვეულებრივი ამ საქმეში არ დაუნახავს და ობილიგაციები წაუღია. შემდეგ, როდესაც ხოტოველის დაპატიმრება გაიგო, თუმცა მისი დაპატიმრების მიზეზი არ იცოდა, ეჭვი შეპარვია ობილიგაციების შეძენის პატიოსან საშუალებაში და მილიციის სამმართველოს შეატყობინა. – დაამთავრა ხომერიკმა.
– დიდებულია! – აღფრთოვანდა მინდელი, – ასე რომ …
– ასე რომ, – სიტყვა ჩამოართვა პროკურორმა, – კრიხელმა თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, ხოლო ხოტოველს აღიარების მეტი საშუალება აღარ დარჩა და ობლიგაციებს საათებიც მოაყოლა.
– საათებიც?! საათები სადღა ჰქონდა, ნუთუ სახლში? – აღელდა მინდელი.
– ნუ ღელავ, ლევან, სახლში რომ ჰქონოდა ჩვენც ვიპოვნიდით, ჩხრეკა საფუძვლიანი იყო ჩატარებული. საათები ხოტოველს სოხუმში მცხოვრებ მოქალაქისათვის მიუყიდია. სწორედ გუშინ ჩამოიტანა ბურდულმა.
– კარგი, ძალიან კარგი! – გამხიარულდა მინდელი, – მაშასადამე საქმე უკვე მთლიანად გახსნილია და დანაშაულის სრული სურათიც აღდგენილი.
– მკვლელობა? – ჩაერია ბალანჩივაძე.
– ტაიგაში ჩადენილი მკვლელობა? ეს ამ საქმის დამთავრებას ვერ შეაფერხებს. თუ ჩარგიევმა არ აღიარა, საქმე ამ ნაწილში გამოიყოფა მხოლოდ, – მიუგო მინდელმა.
– ვნახოთ რას გვეტყვის ჩარგიევი, – „ჩარგიევი„, ხაზგასმით წარმოთქვა ხომერიკმა და უეცრად აწკრიალებული ტელეფონის აპარატის ყურმილი აიღო. – პროკურორი ხომერიკი გისმენთ, ააა!! სალამი… კი.. კარგად, კარგად არის… ვიცი მისი ხასიათი, ამიტომ საყვედურიც არ მითქვამს… – ხომერიკმა მინდელს გადახედა და განაგრძო: – ახლავე გამოვგზავნი და ბოდიშს მოვახდევინებ თქვენს წინაშე. თქვენი მხივაც ტყავი ააძვრეთ. ეკუთვნის კიდეც… ეკუთვნის კიდეც, – გაიცინა ხომერიკმა, შემდეგ მინდელს მიუბრუნდა: – ელენეა, რას ფიქრობდი სადგურიდან რომ პირდაპირ აქ მორბოდი, შეგრჩებოდა? – კვლავ გაიცინა მან და მომღიმარ გამომძიებელს ყურმილი გადასცა.
– გამარჯობა, ელენე!.. აბა რა უნდა მომსვლოდა. ძალიან კარგად ვარ, სულ 2 საათია… არა, არა, ნუ ჯავრობ, არ გამხდარვარ… ვიცი რომ არ მსაყვედურობ… კარგი, კარგი, – დაამთავრა მინდელმა და ყურმილი აპარატზე დასდო.
– შეგახურა? – გაეხუმრა ბალანჩივაძე.
– არც უმაგისობაა, – მხიარულად უპასუხა მინდელმა.
– არა უშავს, – დაამშვიდა პოლკოვნიკმა, – მეც ბევრჯერ მომხვედრია, მაგრამ ვუძლებდი, ბოლოს მიეჩვია, აღარ ჩხუბობს.
სამთავეს გაეცინა.
ხომერიკმა საათს დახედა.
– 3 საათია, შენ წადი, ლევან, ბავშვები მოუთმენლად გელიან, დრო არა გაქვს, თორემ მე და დავითიც წამოგყვებოდით… ელენასთან მაინც შეგარიგებდით, – დაუმატა ხუმრობით და განაგრძო: – ხვალ კი საქმეს შევუდგეთ, ჩარგიევის დაკითხვას მეც მინდა დავესწრო. საღამოს, თუ მოახერხო დამირეკე ჩრდილელი ვინახულოთ.
– მართლა, როგორ არის? არც კი გკითხეთ, – აირია მინდელი.
– კარგად, ჯერ სახლშია, 15 მარტს სანატორიუმში მიემგზავრება, – უპასუხა ბალანჩივაძემ და განაგრძო: – ეთერი მიჰყვება, ხომ გაგიგონია ზოგი ჭირი მარგებელიაო. ჰოდა ეს სწორედ ჩრდილელზეა ზედგამოჭრილი, ეთერიმ სამი თვით უფასო შვებულება აიღო, სულ ერთად არიან, ხოლო სამაისოდ ქორწილსაც აპირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში ჩრდილელსაც არ ასცდება შეხურება მივლინებიდან პირდაპირ სამსახურში მოსვლისათვის.
მინდელს გაეცინა.
– ეგ ცხვრის ტყავი აქ დასტოვე, პალტო ჩაიცვი, – გაიცინა ხომერიკმა, თორემ ელენე ნამდვილად შეშინდება.
– მართლა, პალტო ხომ აქა მაქვს, – კვლავ გაეცინა მინდელს და კაბინეტიდან გავიდა.
ხომერიკი და ბალანჩივაძე მარტოდ დარჩნენ.
– ცეცხლივით ბიჭია ლევანი, – დაიწყო ბალანჩივაძემ, გამომძიებლად არის ნამდვილად დაბადებული, მიყვარს ასეთი მუშაკები.
– ძალზე კარგი მუშაკია, თუმცა ჩვენ კი უნდა გამოვეთხოვოთ.
– როგორ თუ გამოვეთხოვოთ, რას ამბობ? – გაუკვირდა ბალანჩივაძეს.
– აპარატში უპირებენ გადაყვანას განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად.
– მერე, უშვებ?
– სხვაგან რომ მიჰყავდეთ იქნებ წინააღმდეგი წავსულიყავი, მაგრამ ცენტრალურ აპარატში…
– თვითონ თანახმაა?
– არ ვიცი, ჯერ არ მითქვამს, მიუგო ხომერიკმა და პალტო ჩაიცვა.
ტელეფონის ზარის ხმაზე ხომერიკმა ყურმილი აიღო.
– გისმენთ! – ჩასძახა მშვიდად. იმავე წამს სახე შეეცვალა, წარბები მრისხანედ შეჰყარა. – რაო?! მერე თქვენ სად იყავით, დღისით, მზისით?! – იყვირა მან და ბრაზმორეულმა ყურმილი გამეტებით დაახეთქა საკისარს.
– რა ოხდა გიორგი? – შესძახა ბალანჩივაძემ.
– ციხის თანამშრომლების სიბრიყვე! – კვლავ იყვირა ხომერიკმა, – ეზოში სასეირნოდ გაყვანილი ჩარგიევი გაიქცა!
– გაიქცა? – პოლკოვნიკი ტელეფონს ეცა, ჩქარა მანქანა! – შეჰყვირა მან.
– საჭირო არ არის! – შეაჩერა ხომერიკმა, – გაქცეული ჩარგიევი დაჭრეს და მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მიყვანილი, იქ კი ჩემი მანქანით წავიდეთ, მინდელიც წავიყვანოთ.
– ცოცხალია?
– ჯერ ცოცხალია, უგონოდ არის, ასე სთქვა ციხის უფროსმა, – მიუგო ხომერიკმა და დაუმატა: – ნუღარ ვაგვიანებთ, – წავიდეთ!
რამდენიმე წუთის შემდეგ პროკურორი, გამომძიებელი და მილიციის უფროსი საავადმყოფოში მივიდნენ, სადაც ამ იშვიათი შემთხვევის გამო ზედმეტი სირბილი და ექთანთა უადგილო ფუსფუსი იყო გამართული.
მისულებს ციხის უფროსი შეეგება.
– როგორ არის პატიმარი – მოუთმენლად იკითხა მინდელმა.
– ცუდად, მძიმე მდგომარეობაშია, – უპასუხა ციხის უფროსმა შეგვიანებით.
– სად არის? – კვლავ იკითხა მინდელმა.
– საოპერაციოშია, მაგრამ უფრო ცუდი ის არის, რომ გრძელიძე მივლინებაშია და…
– მაშ ვინ უკეთებს ოპერაციას? – ჩაერია ხომერიკი.
– ქირურგი ბარათელი, ციალა ბარათელი…
– ჩემი რძალი? – გაეღიმა ბალანჩივაძეს.
– დიახ, პატივცემულო დავით.
– ციალა… ძალიან კარგი. ოპერაცია უკვე დაიწყო?
– ალბათ, ამხანაგო გიორგი.
– როგორ მოხდა ეს ამბავი? – იკითხა ბალანჩივაძემ
– ძალიან უბრალოდ, იმდენად უბრალოდ,რომ წარმოდგენაც კი არ შეიძლებოდა თუ ამას გაბედავდა პატიმარი.
– მაინც?
დღის 2 საათზე პატიმრები ჩვეულებრივად იყვნენ გაყვანილი ეზოში გასასეირნებლად. სულ 25 კაცი, მათ შორის ჩარგიევი. თქვენ იცით, ჩვენთან ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჰოდა ამის გამო ციხის კედკლთან სწორედ სადარაჯო კოშკურის წინ ხარაჩოა ამართული, ხარაჩოზე კი ძელია მიდგმული. ჩარგიევი რამდენჯერმე ავიდა ძელზე, მაგრამ ბარდაგს ყურადღება არ მიუქცევია, ამ ერთი შეხედვით უწყინარი, გართობისათვის, მით უმეტეს, რომ ძელიდან კედლის სიმაღლე 2 მეტრზე მეტია და იქვე კოშკურაზე გუშაგი დგას.
ერთბთშად ჩარგიევი ძელს მოსწყდა, ხარაჩოზე შეხტა, და ვიდრე ბადრაგი გამოერკვეოდა, ვეფხვივით ისკუპა, გალავანს გადაევლო. საბედნიეროდ, კოშკურაზე მყოფი გუშაგი არ დაიბნა და გაქცეულს ტყვია დაადევნა. გალავნიდან გადმომხტარი ჩარგიევი მძიმედ დაეცა ქვაფენილზე, მაგრამ გუშაგის ტყვიებს უვნებლად გადარჩენილი, მაშინვე წამოხტა და ქურციკივით მოჰკურცხლა. შესახვევთან გუშაგის ტყვია დაეწია და, როდესაც ჩვენ ადგილზე მივედით, იგი უგონოდ ეგდო და სისხლში ცურავდა.
– სადა აქვს ჭრილობა? – იკითხა ხომერიკმა.
– ზურგში. ტყვია სხეულში აქვს ჩარჩენილი. ვინ იფიქრებდა, რომ ის ამას…
– თქვენ, თქვენ უნდა გეფიქრათ, ამხანაგო რაჟდენ, რომ ჩარგიევი ხელიდან არ გაუშვებდა ასეთ შემთხვევას! აკი გითხარით, გაგაფრთხილეთ, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყოლეთ–მეთქი, – გაეპასუხა გულმოსულად პოლკოვნიკი.
ციხის უფროსი დუმილით შეხვდა ამ დამსახურებულ საყვედურს.
– ახლა საყვედურის დრო არ არის, ამის შესახებ ცალკე გვექნება საუბარი. ამჟამად მთავარია ყველაფერი გაკეთდეს ჩარგიევის სიცოცხლის გადასარჩენად, წავიდეთ, ციალა ვნახოთ! – წარმოთქვა ხომერიკმა და საოპერაციოსაკენ გაეშურა.
დიდ ნათელ ფანჯრებიდან ოთახში ხლოროფორმის მწვავე სუნი იდგა, გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ სტერილიზატორის შიშინი არღვევდა, ექთანი საოპერაციო ხელსაწყოებს ამზადებდა.
ოთახში ფეხაკრებით შემოსულთ ოპერაციის სამზადისში გართული ბარათელი შეეგებათ, დასტაქარს ქათქათა ხალათი ეცვა, თეთრი ქსოვილის ნიღაბ აფარებულს თეთრივე ხელთათმანები ემოსა.
შემოსულებს უხმოდ თავის დაკვრით მიესალმა და იქვე ბორბლებზე შემდგარ მოზრდილ მაგიდას მიუახლოვდა, სადაც თეთრ ზეწარ გადაფარებული დაჭრილი ჩარგიევი იწვა. ხომერიკსაც ამ მაგიდისაკენ გაექცა ათვალი, ჩარგიევის სახეს ზეწარი ფარავდა. მარცხენა ხელი, რომელიც ორდინატორს ეჭირა სანთელივით გაყვითლებოდა, მკერდის მძლავრ მოძრაობაზეღა ეტყობოდა, რომ სიკვდილს ჯერ კიდევ ვერ დაემარცხებინა სიცოცხლე.
– ყველაფერი მზადაა! – ჩუმათ ახსენებს ექთანი.
ციალამ სწრაფი მოძრაობით გადახადა ზეწარი დაჭრილს, სკალპელი აიღო.
– დავიწყოთ! – წარმოთქვა მტკიცედ და მჭრელი იარაღი გაბედულად დაუსვა იოდის ხსნრისაგან ყავისფრად შეფერილ ტიტველ სხეულს.
…ორ საათზე მეტს მუშაობდნენ ბარათელი და მისი კოლეგები. ორ საათზე მეტ ხანს ჩუმად ისხდნენ ხომერიკი, ბალანჩივაძე და მინდელი და პატივისცემით შესცქეროდნენ ექიმთა ბრძოლას ადამიანის სიცოცხლისათვის, სიკვდილის დამარცხებისათვის.
სკალპელი!… მაკრატელი… ბანდი!… მოსაჭრელი დაამზადეთ! – ნაწყვეტ–ნაწყვეტად ისვრის ბარათელი და ხელს იწვდის. სახით კი დაჭრილისკენ დახრილა, დინჯად ჩქარობს დასტაქარი.
ოპერაცია დამთავრდა.
– ცალკე პალატაში სპეცმეთვალყურეობის ქვეშ! – დაღლილი ხმით იძლევა განკარგულებას დასტაქარი და მძიმე ნაბიჯით გადის საოპერაციოდან.
ხომერიკი, ბალანჩივაძე და მინდელი თან შეჰყვნენ თავის კაბინეტში შესულ ბარათელს.
– რას გვეტყვი, ციალა? – შეეკითხა რძალს პოლკოვნიკი.
ბარათელმა ხელები შეიმშრალა, პირსახოცი სანიტარს გადასცა.
– მძიმე მდგომარეობაა; თვით ჭრილობა არ არის სასიკვდილო, მაგრამ გული აქვს ცუდი, – მიუგო მოწყენილად.
– ყველაფერი უნდა ვიღონოთ მის გადასარჩენად, ჩარგიევი არ უნდა მოკვდეს! – წარმოთქვა მინდელმა.
– მე გაფრთხილება არ მინდა, ამხანაგო ლევან სიკვდილის ხელიდან ადამიანის გამოგლეჯა, ვინც არ უნდა იყოს იგი, ჩემი მოვალეობაა, მაგრამ აქ მეტად მძიმე მდგომარეობაა, შეიძლება გონზეც ვერ მოვიდეს ისე იოლად დაიღუპოს ავადმყოფი.
მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა.
– მერედა რა მშვენიერი ვაჟკაცია, უბედური! – წყნარად ჩაილაპარაკა ბარათელმა, – ვინ იცის, მასაც ყავს ცოლი, შვილები, ახლობლები. აფსუსი არ არის ასეთი ვაჟკაცი ამგვარი სიკვდილით დაიღუპოს.
ხომერიკი წამოდგა.
– ჩვენ წავალთ, ციალა. აქ ყოფნა ამჟამად არაფერს მოგვცემს, თუ ჩარგიევი გონს მოვიდეს, მორიგე ექიმი გააფრთხილეთ, მინდელს დაურეკოს. ტელეფონის ნომერი იცით.
ბარათელმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– მე ავადმყოფს ვერ მოვშორდები, პატივცემულო გიორგი. ახლა ჩემი ადგილი აქ არის. მამა, – მიუბრუნდა ციალა პოლკოვნიკს, – ნუ დამელოდებით, ილიას უთხარი დამირეკოს. რაც შეეხება დაჭრილს, გონზეც რომ მოვიდეს მასთან საუბრის ნებას მაინც ვერ დაგრთავთ, ის ჯერჯერობით სიკვდილის სარეცელზე წევს.
– გასაგებია, ციალა, მაგრამ ვინ იცის, მაინც იქონიეთ მხედველობაში…
…ციალა მარტო დარჩა, ნაღვლიანად ჩაჰკიდა თავი. ვერ აეგო, რატომ დაეუფლა ასეთი კაეშანი. ყოველ ოპერაციას ერთნაირი პასუხისგებით ეკიდებოდა. ხარობდა, როდესაც გაიმარჯვებდა სიკვდილთან ჭიდილში, ნაღვლობდა, როცა სიკვდილი აჯობებდა, მაგრამ დღევანდელი მისი განწყობა არ გავდა პაციენტის მოსალოდნელი დაღუპვით გამოწვეულ პროფკსიულ დარდს. მას სახვა რაღაც გამოუცნობი ვარამი აწვალებდა და ვერაფრით ვერ აეხსნა მისი გამომწვევი მიზეზი.
– ნელ–ნელა გაიცრიცა სინათლე და ოთახში მუქი ბინდი ჩამოწვა. ციალა წამოდგა, ამომრთველი ჩართო, ჩახჩახა შუქზე მექანიკური მოძრაობით შეისწორა თმები და ჩარგიევის პალატას მიაშურა
…მძინარე მინდელი ტელეფონის ზარმა გააღვიძა. საათს დახედა – ზუსტად ღამის 4 საათი იყო. ყურმილიზანტად აიღო, მაგრამ მიხვდა თუ არა რომ ქირურგი ბარათელი რეკავდა, უეცრად გამოფხიზლდა, სწრაფად წამოჯდა საწოლზე. „ჩარგიევი გარდაიცვალა„, გაიფიქრა მან.
– რა მოხდა ციალა? – შეეკითხა შემკრთალი ხმით
– ახლავე, ამ წუთში მოდით საავადმყოფოში, პატიმარი თქვენ სასწრაფოდ ნახვას თხოულობს, – უპასუხა ციალამ.
მინდელს გულზე მოეშვა.
– ამ წუთში მანდ ვიქნები, – ჩასძახა მიკროფონშიდა ლოგინიდან წამოიჭრა.
ციალა სამორიგეო ოთახში დახვდა გამომძიებელს, ტირილისა და უძილობისაგან თვალები დასიებოდა, მოწყენილად გაუღიმა შემოსულ მინდელს.
– რა მოხდა ციალა?
– ჩარგიევი გონს მოვიდა, შენი ნახვა ითხოვა… – ხმა აუთრთოლდა დასტაქარს.
– მერე და ამიტომ სტირით? – განცვიფრდა მინდელი.
ციალამ თავი დახარა, მსხვილმა ცრემლებმა შეუსველა ლამაზი სახე.
– ის… ის ბოდავს… საცოდავად ბოდავს, რაღაც უცნაურს და წარმოუდგენელს, – ამოილუღლუღა ბარათელმა და ღვარად წამოსული ცრემლები ცხვირსახოცით შეიშრო.
მინდელი გვერდზე მიუჯდა.
– დამშვიდდით, ციალა! დაჭრილის ბოდვა რად უნდა გიკვირდეთ, ეგ ხომ კანონზომიერია. ჩარგიევი გადარჩა, ეს თქვენი გამარჯვებაა, დასტაქრის მარჯვენის გამარჯვება. სიხარული გმართებთ, თქვენ კი სტირით, არა გრცხვენიათ?
ციალას არ უპასუხია. თავდახრილი, ნერვულად სრესდა სველ ცხვირსახოცს.
– კარგი, ციალა, ნუღარ სტირით! მითხარით მაინც, რას ბოდავს ჩარგიევი, როგორ არის ავადმყოფი?
ციალამ თავი ასწია ნაღვლიანად შეხედა გამომძიებელს.
– ერთი საათის წინ, – წყნარი ხმით დაიწყო ციალამ, – მასთან ვიყავი პალატაში, გულის საშუალებებს ვუკეთებდი, შემდეგ მაჯა გავუსინჯე, გულის ცემა შედარებით გამოუკეთდა.უეცრად დაჭრილმა დაიკვნესა, „მათე აბა შემომხედე, მათე „! – ჩავძახე რამდენჯერმე. მან ისევ დაიკვნესა. მერე ნელ–ნელა გაახილა თვალი, შემომხედა. მე ღიმილით შევცქეროდი. „როგორ ხარ, მათე? აბა, ჩემკენ მოიხედე, მითხარი რამე„. ჩარგიევს თვალები გაუფართოვდა, დიდხანს შემომცქეროდა მდუმარედ, შემდეგ რაღაცის თქმა დააპირა, რამდენჯერმე აუთრდოლდა ბაგე, მაგრამ სათქმელი ვერა სთქვა, ყრუდ დაიკვნესა მხოლოდ, თვალები კი, ფართოდ გახელილი თვალები, დაჟინებით შემომცქეროდნენ და იმ წამს რატომღაც მომეჩვენა, პირველად არ ვხედავდი მათ, თითქოს ადრეც მენახა, ადრეც შევხვედრივარ. გესმის ლევან?!
– მესმის ციალა! მერე რა მოხდა, ალბათ ვინმე ნაცნობს მიამსგავსეთ, ეს არის და ეს.
– ჰო… ალბათ… მეც მესმის, რომ ეს რაღაც სისულელეა, მაგრამ მაინც, არ ვიცი რატომ, ნაღველი ამეშალა, ცრემლი მომერია. – ციალამ წამით იყუჩა და განაგრძო: – ჩარგიევმა გაიღიმა, თვალებში სითბო ჩაუდგა; კვლავ აუთრთოლდა გაფითრებული ტუჩები. რამდენიმე ყლუპი წყალი ჩავაყლაპე მან მადლობით შემომხედა, შემდეგ ნელ–ნელა გახსნა ბაგე. „სადა–ვარ?„ – მკითხა სუსტი ხმით. „საავადმყოფოში„, – ვუპასუხე, რაც შეიძლებოდა მხიარულად. „ახლა კარგად ხართ, მალე სულ კარგად იქნებით„.
„თქვენ… თქვენ ვინა ხართ?„
„მე? მე ექიმი ვარ, ციალა ბარათელი, თქვენი მკურნალი„ – ვუთხთრი ღიმილით და შუბლიდან ოფლის მსხვილი წვეთები მოვწმინდე.
„ციალა… ციალა… – ჩაილაპარაკა მან რამდენჯერმე – ჰოო… ალბათ სიზმარში ვარ, ალბათ მძინავს„ – დაუმატა ჩურჩულით.
„რა მოგივიდათ, მათე? – შევკრთი. ავადმყოფი დიდხანს დუმდა.
„მე… მე… არაფერი… ვკვდები, ციალა…„ – ამოილაპარაკა ძლივს.
„რა სისულელეს ლაპარაკობთ, მათე, თქვენთან სიკვდილს რა უნდა!„
„არ მინდა ნუგეში, ვიცი ჩემი სიცოცხლის საათები დათვლილია… მიხარია კიდეც… არც მთლად უბედური ვყოფილვარ, მეც შემხვდა პატარა ბედნიერება… თუმცა სიკვდილის წინ, მაგრამ მაინც შემხვდა… ექიმო, თქვენ გჯერათ სასწაული? არა? მე კი მჯერა. თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა, ახლა მწამს„
„ლაპარაკი გავნებთ. თქვენ ახლა უნდა დაიძინოთ„! – შევაწყვეტინე.
„ჰო… უნდა დავიძინო… სამუდამოდ უნდა დავიძინო, ექიმო… მაგრამ არა ახლა, მე კიდევ ვიცოცხლებ რამოდენიმე საათს თუ… თუ თქვენ არ მიმატოვებთ… შეიძლება?
მათეს ცრემლით აევსო თვალები და მუდარით შემომხედა.
„მე აქ ვიქნები, არსად წავალ, ოღონდ დამშვიდდით, მღელვარება გაწყენთ.
„თქვენ ძალიან, ძალიან კეთილი ხართ, ექიმო„ – ჩაილაპარაკა მან და თვალები მილულა.
ასე იწვა რამდენიმე წუთს. შემდეგ ისევ გაახილა თვალები, შემომხედა.
„თქვენ იცით მე ვინა ვარ?„
„მე ვიცი, რომ თქვენ ადამიანი ხართ, სხვა არ მეხება„ – მივუგე მტკიცედ
„არა! მე ხომ ქურდი ვარ, ძველი ქურდი, იცით რამდენი სიავკაცე ჩამიდენია?„
„ლაპარაკი გავნებთ, გთხოვთ გაჩუმდით!„
მან თითქოს დამიჯერა, გაჩუმდა. მე ისევ მაჯა გავუსინჯე, დაჭრილი ჩუმად იყო და მომეჩვენა თითქოს თვთლდთხუჭულს რაღაც ნეტარების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
მაჯის ცემა გაუუარესდა. ლაპარაკმა მოჰღალა ალბათ, ფრთხილად წამოვდექი სკამიდან.
„ცოტა ხნით დაგტოვებთ, ეცადეთ დაიძინოთ„.
„არა ნუ წახვალთ… ან არადა, წადით, წადით მხოლოდ ეს მითხარით, გამომძიებელი იყო, მნახა?
„არა… ჰო, დიახ იყო… – ავირიე მე, – მაგრამ ვიდრე მთლიანად არ გამოჯანსაღდებით, არ მოვა, მე ავუკრძალე„
მან მწარედ გაიღიმა.
„თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, ექიმო, აღმითქვით, რომ შემისრულებთ„
„რა გსურთ?„
„ახლავე დაუძახეთ გამომძიებელს! უეჭველად მოიყვანეთ, მე მასთან დიდი, ძალიან დიდი საქმე მაქვს„.
„ხვალ დავურეკავ„.
„ხვალ უკვე გვიან იქნება… დღეს, ახლავე მინდა რომ დაუძახოთ„ – დაჟინებით გაიმეორა მან და ისეთი მუდარით შემომხედა, რომ წინ ვეღარ აღვუდექი.
„კარგი, ახლავე დავურეკავ„ – დავთანხმდი მე.
„გმადლობთ, ექიმო, მხოლოდ იჩქარეთ, თორემ დააგვიანებთ, გამომძიებელი ვეღარ მომისწრეფს.„
მე დაუყოვნებლივ გამოვედი პალატიდან და იმ წამსვე თქვენ დაგირეკეთ. როგორც ადამიანს არ შემეძლო უარი მეთქვა მომაკვდავის თხოვნის შესრულებაზე. როგორც ექიმს კი არ მქონდა უფლება მისი სურვილის დაკმაყოფილებისა, მაგრამ თავს დავძლიე, დაგიძახეთ, – დაამთავრა ბარათელმა და კვლავ მოიწმინდა ცრემლები.
– დამშვიდდით, ციალა! რა საჭიროა ამდენი ცრემლები.
მინდელმა რამდენიმეჯერ გაიარა ოთახში.
– შეიძლება ჩარგიევთან შესვლა? – იკითხა მოგვიანებით.
ციალა წამოდგა.
– წავიდეთ, მაგრამ გთხოვთ არაფერი კითხოთ, მისი მდგომარეობა ძალზე მძიმეა.
ჩარგიევთან ექთანი მორიგეობდა. დასტაქარისა და გამომძიებლის შემოსვლაზე მორიდებით წამოდგა. ზედმეტი ხმაურის გარეშე დაჭრილის საწოლთან დაუდგა სკამი გამომძიებელს.
მინდელი ფრთხილად ჩამოჯდა. ჩარგიევს დააკვირდა, დაჭრილს არწივის თვალები ჩასცვენოდა, მიტკლისფრად ჩასთეთქვოდა სახე, მძიმედ სუნთქავდა, ნელა ტოკავდა მკერდზე სანახევროდ გადაფენილი თხელი საბანი.
ავადმყოფმა თითქოს იგრძნო გამომძიებლის ცქერა, ნელა აახილა თვალები და საწოლთან დახრილ მინდელს მიაპყრო დასუსტებული მზერა, შემდეგ გამომძიებლის გვერდით მდგარ ექიმს შეავლო თვალი.
– გმადლობთ! – ჩაილაპარაკა წყნარად და შეეტყო მაშინვე მდგომარეობა გაუუარესდა.
ექთანი პალატიდან გავარდა და იმავე წუთს შპრიცით დაბრუნდა, კანქვეშ გულის საშუალება შეუშხაპუნა.
ჩარგიევმა ისევ გაახილა თვალი. გაფითრებული ტუჩებით ბარათელს გაუღიმა, შემდეგ მინდელზე გადაიტანა მზერა.
– დაბრუნდით, ბატონო ლევან? – შეეკითხა მოულოდნელად.
გამომძიებელმა თავი დაუქნია.
– გმადლობთ რომ მოხვედით!… ასეც ველოდი… თუმცა… იქნებ საჭიროც არ იყოს… თქვენ ხომ ყველაფერი იცით და „საშკა ჩერქეზის„ ჩვენება ალბათ აღარც გჭირდებათ, – ამოილაპარაკა მან სვენებ–სვენებით.
– მე დასაკითხად არ მოვსულვარ, ჩარგიევ, – შენიშნა მინდელმა წყნარად.
– ვიცი… ჩემი თხოვნით მოხვედით, მე თვით მინდოდა თქვენი ნახვა… სიკვდილის წინ… მინდა რაღაც გითხრათ, ბევრი რამ გითხრათ, მაგრამ…
– მე გისმენთ, მათე, თუ ექიმი ნებას დაგრთავთ.
– ჩემი ექიმი კეთილი ადამიანია, ის უარს არ მეტყვის… მაგრამ მე… მე მინდა მხოლოდ თქვენ მომისმინოთ, არ მინდა სხვა დაესწროს ჩვენს საუბარს, მით უმეტეს ციალა… ქალბატონი ციალა.
მინდელმა გაოცებით შეხედა დაჭრილს, შემდეგ აცრემლებულ ციალას მიაპყრო მიზერა და უსიტყვოდ შეეკითხა როგორ მოვიქცეთო.
– თქვენ სუსტად ხართ, მათე, საუბარი დაგღლით, უნდა დაიძინოთ!
– გმადლობთ, კეთილო ქალო… მე რამდენიმე საათს კიდევ ვიცოცხლებ… ახლა კი გთხოვთ მარტო დამტოვოთ ბატონ ლევანთან, –წარმოთქვა ჩარგიევმა და დაუმატა: – ძალიან გთხოვთ ნუ მეტყვით უარს…
– კარგი, – ხმა აუკანკალდა ბარათელს. მხოლოდ მე აქვე ვიქნები, თუ საჭირო იქნეს…
– დაგიძახებთ ექიმო, ბატონი ლევანი შეგატყობინებთ თუ ცუდად გავხდი… – ნაძალადევად გაიღიმა დაჭრილმა.
პატიმარი და გამომძიებელი მარტონი დარჩენენ. მაგრამ როგორ არ გავდა ეს შეხვედრა წინა შეხვედრებს! მაშინ, როცა პირისპირ ისხდნენ პატიმარი და გამომძიებელი, ჩარგიევი ამაყად იჯდა, ყოველ დასმულ კითხვას დამაჯერებლად პასუხობდა, პროტესტს აცხადებდა, ედავებოდა… თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა, ელვას აკვესებდა… ახლა კი… ახლა ძლივსღა მფეთქავი, ბალიშზე უღონოდ მისვენებული, მძიმედ სუნთქავდა და მორჩილებით მისჩერებოდა საწოლთან სკამზე ჩამომჯდარ მინდელს.
– მე თქვენს ჩამოსვლას ყოველდღე ველოდი, ბატონო ლევან… არ ვფიქრობდი თუ კიდევ მომიწევდა შეხვედრა, მით უმეტეს ასეთ პირობებში, მაგრამ ასე ყოფილა ჩემი ბედისწერა… აქ, ამ საწოლზე უნდა დავამთავრო სიცოცხლე… – პატიმარმა ცოტა ხნით იყუჩა და განაგრძო: – გწამთ ბედისწერა? არა? მე კი მწამს… ესე იგი ახლა მწამს… აქამდე კი არც მე მწამდა… – ჩარგიევი კვლავ გაჩუმდა, მაგრამ რადგან მინდელი სდუმდა, ისევ განაგრძო: – უკანასკნელ დაკითხვისას დავრწმუნდი, რომ თქვენ ჩემი წარსული მთლიანად გაჰქექეთ… ვიცოდი, რომ მალე დაბრუნდებოდით ახალი დამამტკიცებელი საბუთებით, ამიტომ იმ დღესვე გადავწყვიტე გაქცევა, არ მინდოდა ისევ იქ დავბრუნებულიყავ, საიდანაც გამოვიქეცი… ჩემმა ბედისწერამ სხვანაირად განსაჯა, სიკვდილის წინ ღმერთმა ანგელოზი გამომიგზავნა და მან მაიძულა გითხრათ… გითხრათ ის, რაც არ იცით და ვერც ოდესმე გაიგებდით. – მაშ მისმინეთ, თუ ძალა მეყო, ბოლომდე გიამბობთ ყოველივეს. გიამბობთ ყვედაფერს დაუფარავად. შეულამაზებლად. სიკვდილის სარეცელზე მყოფნი ტყუილს არ ამბობენ, მეც ხალას სიმართლეს გეტყვით. მეგონა გული დიდი ხანია აღარა მაქვს–მეთქი, ვცდებოდი თურმე… ბედმა აქაც დამცინა, თუმცა არ ვნანობ, ვინ იცის, უკეთესიც იყოს, სიკვდილის წინ პატარა სიხარულიც დიდი ბედნიერებაა… – ჩარგიევმა ცოტა შეისვენა და განაგრძო: – მითხარით, ეს ჩემი ექიმი… ქალბატონი ციალა დიდი ხანია ქუთაისში ცხოვრობს?
– ხუთი წელია, – მიუგო პატიმრის კითხვით განცვიფრებულმა მინდელმა.
– ხუთი წელი? ბედნიერია არა? ო, ეს მე ძალიან, ძალიან მიხარია…
გაკვირვებული მინდელი სდუმდა, ვერ გაეგო რა სურდა პატიმარს.
– რა გსურთ მითხრათ? – შეეკითხა მექანიკურად.
ჩარგიევმა უპასუხოდ დასტოვა გამომძიებლის კითხვა და წყნარი ხმით განაგრძო:
– ტყვიით დაჭრილს მან გამიკეთა ოპერაცია… რამდენიმე საათის სიცოცხლე მაჩუქა… რა იცოდა, თუ ამით ისეთ ტანჯვას მომაყენებდა, რაც მთელ ჩემს სიცოცხლეს აიწონიდა… თუმცა არ ვნანობ, არც ბრალს ვდებ, მან ხომ… მაგრამ თავიდან დავიწყებ, თუ სულთამხუთავმა დამაცალა, ყველაფერს გეტყვით. იქნებ უფრო დამშვიდებით გავემგზავრო იმ ქვეყანას…
ჩარგიევი ერთი წამით გაჩუმდა, ჩაფიქრდა და ამბის თხრობას შეუდგა.

ნაწილი 11ნაწილი 13

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

41 votes, average: 4.34 out of 541 votes, average: 4.34 out of 541 votes, average: 4.34 out of 541 votes, average: 4.34 out of 541 votes, average: 4.34 out of 5

› ილია ჭავჭავაძე: კაცია ადამიანი (თავები: 1, 2, 3, 4)

კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლ-კარი. წარმოიდგინეთ შუა კახეთის პატარა სოფელში ერთი ტრიალი, დაცემული ადგილი და იმ ადგილის შუაგულსა — ორსართულიანი სახლი ქვითკირისა. აი, ის სართულები რა ფერისა იყო: ქვეშ › › ›

DU