1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სულხან-საბა ორბელიანი: ორი მოლა

ორი მოლა იყო ერთსა ქალაქსა შიგან. ესრეთ მტერნი იყვნენ, ერთად ვერ მოთავსდიან, არცარა ერთად სვიან და სჭამიან. ამას ცდილობდენ, ერთი მეორესა წაეხდინა.
დღესა ერთსა ერთი მოლა ნახეს სხვისა დიაცისა თანამწოლი. კაცთა მათ იგი მოლა და დიაცი ორნივ შეიპყრეს და ერთს ორმოსა შიგან ჩაყარეს. ენებათ მეორეს დღეს მოასხან ყადი და მოწამენი და ორნივე დახოცონ.
სცნა მეორემან მოლამან, მტერმან მის მოლისამან. ირბინა, მის მოლის სახლში მივიდა, მისი ცოლი მოიყვანა, მას მოლას ღამე ჩაუსვა ორმოსა შიგან და ეგრე უთხრა: მაგ დიაცის სამოსელი მაგას შემოსეო და მაგისი მაგასო, და ეგ ამოუშვიო!
ეგრე ჰყო ყოველივე, რომელი მტერმან უთხრა.
განთიად მოვიდა ყადი და მოწამენი და იგი მტერი მოლაცა მივიდეს. ამოიყვანეს იგი მოლაცა და დიაციცა, ნახეს. მან მტერმან მოლამან თქვა: მე ხომ ყოველნი მიცნობთ, მაგისი მტერი ვარ, მაგრამ რას ემართლებით უბრალოს, თავისი ცოლი ყოფილაო?! გაუშვეს.
მერმე მან მოლამ ასე უთხრა: შენც იცი, როგორი მტერი ვარ შენი, მაგრამ ეს ამისთვის გიყავ, მეც ავის მქმნელი არ ვეგონო ვისმე, რომე ჩემის სახის მსგავსება გაქვს, მისთვის მოგარჩინე, შენც მოლა ხარ და მეცაო!
– ძმაო, რუქავ, შენ რად იტყვი, თუ ამის კაცის სახე არა გაქვს, პატრონისა შენისა უმჯობესსა და საწყენსა რად არ არჩევ?
უთხრა რუქამ:
– ვეზირო, პატრონისა ჩემისა უმჯობესი ვით არ მინდა, მაგრამ კაცი ეგე მას ჰგავს.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› აიეტი

კოლხეთის სამეფოს ლეგენდარული მეფე (დაახლ.ძვ.წ.XIII საუკუნე). ბერძნული მითის მიხედვით მზის ღმერთის ჰელიოსის ძე, მის დროს კოლხეთს ეწვივნენ არგონავტები, რომელთაც ცბიერებით ხელში ჩაიგდეს კოლხეთის ძლიერების სიმბოლო ოქროს საწმისი. ჰყავდა ორი შვილი › › ›

DU