1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სულხან-საბა ორბელიანი: ჯოჯოხეთში დაუტევნელი

კაცი ვინმე იყო ყოვლისა ბოროტისა მოქმედი და დიდად მლოცავი. რა ბოროტისაგან მოიცალის, დაიწყის ლოცვა და ტირილი.
მოვიდა ანგელოზი და უთხრა კაცსა მას: ავნაქმართა შენთათვის სამოთხე არ მოგცა უფალმან და, რადგან ესრეთ მლოცავი ხარ, სამოთხისა კიდე, რაცა ითხოვო, მოგცესო.
მან კაცმან ესრე უთხრა:
– თუცა სამოთხე არ მომეცემის და სხვას სათხოვარს აღმისრულებს, ესრეთ დიდი შემქნას, ჩემგან მეტი ჯოჯოხეთში ვერვინ დაეტიოს!
ეს ვეღარ უყო ღმერთმან და ისრევ სამოთხე მისცა მას კაცსა.
ეგე ესეთის გრძნებისა მოქმედია, ესრეთს რასმეს გვითხრობს, მისი ქმნა არ ეგებოდეს და მეფობავე შენი მიიღოს.
გაიცინა ლეონ და თქვა არაკი:
ბერი და ყრმა
ერთი ბერი უკბილო კაცი და ერთი ცოტა ყრმა ერთად სხდეს და საჭმელსა სჭამდეს. ორთავე ტირილი იწყეს.
ჰკითხეს ბერსა: რად სტირიო?
თქვა ბერმან: მე კბილი არა მაქვს და ცოხნა არ ძალმიც. ამ ყრმამან სულ შეჭამა და მე მშიერი დავრჩიო .
ყრმას ჰკითხეს: შენ რაღას სტირიო!
მან ეგრე თქვა: მე ვირემ გამოვცოხნიდე, ეს მთლივ შენთქამს, და მე მშიერი დავრჩიო.
მათი რომელი უმართლე იყო ყველაყამ იცოდენ, მაგრამ ერთმანერთს აბრალებდენ.
– აწ მის მსგავსად ჩვენც ყველანი გვხედვენ, ვინ ავი ვართ და ვინ კარგი, და მეფეცა სცნობს ღვთითა.
უბრძანა მეფემან:
– რასათვის ძნიად გიჩნს ყოფა ჩემთანა?
მოახსენა ლეონ:
– მეფისა თანა მყოფი კაცი და ზამთარ დიდ ცეცხლთან მჯდომი სწორია. თუ ახლოს ზის, სიცხე დასწვავს და თუცა შორს წავა, ყინვა დაჰზრავს. მეფისა თანა მყოფსა კაცსა ხუთნი ძნელნი საქმენი უნდა სჭირდეს:
ერთი: რომე ორის თვალისაგან ერთი ასეთი მხედველი უნდა იყოს, რომე ასის თვალისაგან უმეტესს ხედვიდეს და მეორის თვალით ბრმისაგან უბრმესი იყოს.
მეორე: აგრევ ცალი ყური ასმინოს და ერთი დაიყრუვოს.
მესამე: გული ფუნდუკისაგან უდიდესი ჰქონდეს, რაც ყურიდამ შევიდეს, დაიგროვოს და შეინახოს.
მეოთხე: რომელიც არ ვარგიყოს, გაგონილი არა თქვას და რომელიც კარგი და ჭკუათ საფერი იყოს, იგი გამოიღოს და თქვას. მეხუთე: ასეთი ენა ჰქონდეს, თაფლი და სამსალა ორივ სდიოდეს.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. სალომე ამბობს:
    15 თებერვალი, 2015წ. 11:20სთ.

    კარგია,მაგრამ თუ შეიძლება ამ აღარ წეროთ!თანამედროვე ენით დაწერეთ!!!!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› §29 ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა

622
დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით,
ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით;
ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე, ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით;
ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით”.
623
მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა:
“დღე › › ›

DU