1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სულხან-საბა ორბელიანი: საჭურისი ალაბიდამ

იყო დიდებული ქალაქსა ალაბისასა და ყვა საჭურისი ერთი. დიდად გულითადი იყო. და ერთი სხვა მონა იყო მის კაცისა, სახითადა ზროთი მსგავსი მის საჭურისისა. დიდად მოყვარენი იყვნენ ორთავე. შეკრეს პირი. საჭურისი შეადგა ცოლსა თავის პატრონისასა და ეტყოდა:
– მე ვიცი, უფალსა ჩემსა ნებავს განტევება შენი და შერთვა სხვისა!
თავს ეწიე ცნობასუსტი დიაცი აცთუნა და გამოუცვალა სიყვარული სიძულვილად. უთხრა ქალმან მან:
– რადგან ჩემი ეგრე კეთილის მდომე ხარ, თუცა ქმარი მიტევებს, მითხარ, რა მიჯობს, რა ვყო?
– რქვა საჭურისმან:
– მე ესეთი წამალი მოგცე, ფერხთა შესცხო, წამსავე მოკვდეს, და ესე მოყვასი ჩემი, შვენიერი და კეთილი კაცი, და იგი შეირთე და იყოს ნებისა შენისა!
სცთა ქალი იგი, მოკლა ქმარი თვისი და იგი კაცი მის წილ შეირთო და ყოველი მონაგები მისი მას მისცა.
– ესე არაკი ამისთვის მოგახსენე, ყოველი მსგავსი შენი უარესსა იქმს ამისთვის, რომე არა ეშინის ღვთისა და არცა სცხვენის კაცთა.
უთხრა ვაზირმან ლეონს:
– დია მიხარის სიტყვატკბილობა შენი და მომწონს ზრდილობანი და ქცევანი შენნი. აწ მოვედ, მეფესა ემსახურე და იყო თავი ვაზირთა და უხუცესი ჩემი, და მეფემან ძმურად პატივ გცეს.
რქვა ლეონ სედრაქ ვაზირსა.
– ვითა მამა საყვარელსა შვილსა მასწავლი, ეგრეცა ვყო. და შენ მისმინე სიტყვა ესე!

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ვინ გადარჩა?

ღამეა… უკუნითი ღამე. სინათლეც გამორთეს, ავანთე ჭრაქი და ოდნავ განათდა ჩემი ოთახი. სადღაც შორს ძაღლების ხროვა ყეფს, ზოგიც წკმუტუნებს. ალბათ ვერაფერი იშოვნეს შესასანსლი ამ გაუკუღმართეულ წუთისოფელში…
ყეფის ხმა გაშმაგდა, ჰო დაერივნენ… › › ›

DU