1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» Skype: Disc I/O error და მისი გამოსწორების ხერხი

წუხელის კომპიუტერზე ვინდოუსი “გადავაყენე” და ყველაფერი ახლიდან დავაინსტალე, მათ შორის ყველასათვის ცნობილი საკომუნიკაციო ხელსაწყო Skype ანუ სკაიპი.
ესეიგი როცა დავამთავრე ყველანაირად გავაწყე კომპიუტერი გამოვრთე ჩვეულებრივად და არანაირი ანომალია არ შემინიშნავს დღეს დილით კი როცა ჩავრთე კომპიუტერი რაღაც დიდი ხანი მოუნდა ჩართვას და ჭედვა-ჭედვით მუშაობდა, მერე შევნიშნე, რომ სკაიპიც არ ირთვებოდა და როცა ჩაირთო, რატომღაც ვეღარ შევდიოდი, არადა ფსევდონიმსა და პაროლს სწორს ვაძლევდი თან ზემოთ სკაიპის ფანჯარაზე შედომის შეტყობინება გამოდიოდა:

Disk I/O erroe. Right-click the Skype icon in the Windows taskbar at the buttom right of your screen and choose Quit. Then restart Skype. if you keep seeing this error, please contact Skype customer support.

აი როგორც სურათზეა ნაჩვენები:

Disc I/O error

ბევრი კი მაწვალა რამოდენიჯერმე წავშალე და ახლიდან დავაინსტალე, ასევე ვეცადე სხვადასხვა ანინსტალ პროგრამებითაც, სისტემური შეცდომების გამომსწორებელი პროგრამები და რავიცი მოკლედ ნერვები მომიშალა…
მერე როგორც იქნა მივაგენი გამოსწორების ხერხს, რომელსაც თქვენც გასწავლით ვინიცის იქნებ დაგჭირდეთ. ესეგიგ თუკი ასე გაჯიუტდება თქვენი სკაიპიც, მაშინ სუმთლიანად ვთიშავთ სკაიპს ანუ საერთოდ უნდა დავხუროთ, რომ აღარ იყოს გააქტიურებული და ამის შემდგომ შევდივართ C მყარი დისკის და შემდეგ მისამართზე:

C:\Users\მომხმარებელი\AppData\Roaming\Skype

“მომხმარებელში” უთითებთ იმას რაც ქვია თქვენი კომპიუტერის უზერს ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი უზერია “GigolNet”, როგორც ეს ქვემოთა სურათზეა ნაჩვენები:

Skype error

და “Skype” საქაღალდეში მონახეთ ქვე საქაღალდე, რომელსაც სახელად უნდა ერქვას ის რასაც სკაიპის ფსევდონიმად ხმარობთ, ჩემს შემთხვევაში “gigol.net”, შემდგომ ამ უკანასკნელს ვშლით თავისი შიგთავსიანა და ახლიდან ვრთავთ სკაიპს, ჩვეულ რეჟიმში ვუთითებთ შესვლის ფსევდონიმსა და პაროლს და შევდივართ უპრობლემოდ 😉
სულ ესაა, არადა რამდენი მაწვალა 🙁
სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი რამ გამოიწვია ეს შეცდომა, მაგრამ რაც მთავარია უკვე ვიცი როგორ ხდება მისი გამოსწორება 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

3 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. zaksu ამბობს:
    30 ნოემბერი, 2012წ. 10:51სთ.

    რატომღაც არ გამომდის, რათა ჩემ იუზერს რომ ვხსნი, AppData საერთოდ არ მოიძებნება, მაგრამ არის შემდეგი საქაღალდები: ჩემი მუსიკა; ჩემი დოკუმენტები; ჩემი ვიდეოჩანაწერები; კონტაქტები; სამუშაო მაგიდა და სხვა.
    …ხოლო AppData არის მთავარი იუზერის საქაღალდეში და სკაიპ-ის საქაღალდე იქ არ მდებარეობს.
    როგორ მოვიქცეთ?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    30 ნოემბერი, 2012წ. 16:43სთ.

    დამალული საქაღალდეები უნდა გამოაჩინო და დაინახავ მერე 😉
    თანაც გააჩნია რომელი ვინდოუსი გიყენია მაგალიათად XP-ზე სვანაირადაა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნინო ამბობს:
    1 აპრილი, 2013წ. 14:39სთ.

    %AppDaTa%/skype ეს ცჰჰაწერე პაპკაში და შეხვალ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ლადო ასათიანი: ა.ვ.

მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საიათნავას,
მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ,
ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს
და საქართველოს ლურჯი ცის თავანს
რომ უმღეროდა დაუღალავად!
მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს,
დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს,
ორბელიანის › › ›

DU