1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» Android Apps: Georgian King & Flag

მოგესალმებით
კაი ხანია არაფერი დამიწერია, ცოტა დაკავებული ვიყავი და ვარ კიდეც 😉
ამ ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა პატარა აპლიკაციების შექმნამ ანდროიდ ტელეფონებისათვის და ტაბლეტებისათვის, ხოდა რაღაც-რუღაცეები დავუმუღამე და ვაპირებ კიდე უფრო ჩავწვდე ამ მიმართულებას, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი 😉
მოკლედ ჯერჯერობით იმდენი მაინც დავამუღამე, რომ ეკრანის “ლაივ” ანუ ცოცხალი ფონები დავამზადო, მაგრამ როგორც შემდგომ აღმოვაჩინე მარტო პროგრამირება არ ყოფნიდა ამ საქმეს, ასევე დავიწყე 3Ds Max-ის სწავლაც, რადგან ანიმაციებს ძირითადად მაგ ისტრუმენტისა და ფოტოშოპის საშვალებით ვქმნი…
სიმართლე გითხრათ ძალიან გამიხარდა, როცა პირველი Live Wallpaper-ი შევქმენი და მითუმეტეს, როცა გუგლი ძიამ თავის საიტზე დამადებინა გასაყიდად…
მინდა ასევე iPhone-ეს ტიპის აპლიკაციების შექმნაც დავამუღამო 😉

აგერ განახებთ თუ როგორ გამოიყურება ჩემი პირველი აპლიკაცია სახელად: “Georgian King & Flag” ანუ ქართველი მეფე და დროშა…

ინგლისურად იმიტომ მიწევს სათაურის და განმარტების წერა, რადგან ქართული ენა ჯერჯერობით არაა შეტანილი გუგლეს ენების არჩევანში…

მოკლედ აგერ ვიდეოს დავდებ და ნახეთ როგორია:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

ეს კიდევ გუგლე ბიძიას ბაზრობაზე: Georgian King & Flag

ვაპირებ ბევრი აპლიკაციები დავამზადო და დავალაგო გუგლეზე ანუ “Play Store”-ზე, თავისებური აზარტია, რომელმაც უკვე ძალიან ჩამითრია 😀

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ფიქრია ამბობს:
    13 დეკემბერი, 2012წ. 11:57სთ.

    მაგარი ტელეა ძალიან ნუ აი დავეცი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 4.00 out of 51 vote, average: 4.00 out of 51 vote, average: 4.00 out of 51 vote, average: 4.00 out of 51 vote, average: 4.00 out of 5

› ხაშლამა ბატკნის ხორცით

ბატკნის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ და გავრეცხოთ. ქვაბში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ჩავყაროთ მარილი, დაჭრილი ბატკნის ხორცი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა ხორცი მოიხარშება, ქაფქირით ამოვიღოთ და სუფრაზე › › ›

DU